წარმოიდგინეთ, რამდენი „ამერიკული“ საკვები დანამატი რეალურად მზადდება კახეთში, ლილოში, ორთაჭალაში…
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე – 17 სექტემბერი
👶 „პაციენტის უსაფრთხოება დაბადებიდანვე!“
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, PhD მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე:
„პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თითოეულ ადამიანს – და განსაკუთრებით ბავშვებს – აქვს უსაფრთხო და ხარისხიანი ჯანდაცვის უფლება დაბადებიდანვე.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG) ამ მიმართულებით უკვე წლებია სისტემურად მუშაობს და რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას ახორციელებს:
🔹 Safe Supplements Georgia (SSG) – დანამატებისა და ვიტამინების სანდოობისა და უსაფრთხოების შემოწმება
🔹 Pacienti.ge – პაციენტთა უფლებებისა და უსაფრთხოების პლატფორმა
🔹 Sheniekimi.ge – სამეცნიერო-საინფორმაციო სივრცე, სადაც ყოველდღიურად ვაქვეყნებთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სტატიებსა და რჩევებს📊 მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში PHIG-მა:
✅ გამოაქვეყნა 10 000-ზე მეტი სამეცნიერო და საინფორმაციო სტატია
✅ მოამზადა 1000-ზე მეტი მოკლე (30-წამიანი) ვიდეო-გაფრთხილება
✅ გამოსცა 160-ზე მეტი პაციენტის საინფორმაციო ბუკლეტი (ოფიციალური ბიულეტენი)
✅ ჩაატარა ტრენინგები და ონლაინ-კურსები
✅ გააძლიერა თანამშრომლობა WHO-სა და Accreditation Canada-სთან, რათა საქართველოში დამკვიდრდეს მსოფლიო დონის სტანდარტები🎯 ჩვენი მთავარი მიზანია:
პაციენტი უნდა იყოს ჯანდაცვის ცენტრში. მისი უსაფრთხოება და ნდობა – ჩვენი მთავარი ვალდებულებაა.
👉 დღეს, როცა მსოფლიო აცხადებს „პაციენტის უსაფრთხოება დაბადებიდანვე!“ – ჩვენ ვიმეორებთ:
საქართველოში ყოველი ბავშვი იმსახურებს უსაფრთხო და საუკეთესო ჯანდაცვას!
PHIG – პაციენტთა უსაფრთხოებისთვის
📚 160+ პაციენტის საინფორმაციო ბუკლეტი
🎥 1000+ ვიდეო-გაფრთხილება
📰 10 000+ სამეცნიერო და საინფორმაციო სტატია
🌍 პარტნიორობა: WHO | Accreditation Canada
👶 „პაციენტის უსაფრთხოება დაბადებიდანვე!“ – წერს ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
ერბო არის გადამდნარი კარაქი. კარაქი დნობის პროცესში გადის სხვადასხვა ეტაპს. კარაქში არსებული ცილა – კაზეინი და შაქარი – ლაქტოზა გამოეყოფა ცხიმს და ილექება ჭურჭლის ძირში, წყალი ორთქლდება. კარაქმა დიდი ხანი უნდა იდუღოს ნელ ცეცხლზე. კარაქს ცილასთან და შაქართან ერთად გამოეყოფა მასში არსებული მძიმე ნივთიერებები. ერბოს მომზადების დასრულებისას ეს უნიკალური თხევადი ცხიმი ხდება კამკამა ოქროსფერი. მას გააჩნია საუკეთესო გემოვნური თვისებები. იმის გამო რომ ერბოში აღარ არის კაზეინი, ლაქტოზა და მძიმე ნივთიერებები მისი მირთმევა შეუძლია ყველას ვისაც აქვს კუჭნაწლავის პრობლემები, კერძოდ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ლაქტოზის აუტანლობა, გასტრიტი და სხვა. გააგრძელეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარება 3 წლამდე პერიოდში განსაკუთრებული სენსიტიურობით გამოირჩევა, და სწორედ ამ პერიოდში მომხდარი ცვლილებები ხშირად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის ქცევასა და ემოციურ მდგომარეობაზე მომავალში. ერთ-ერთი უახლესი კვლევის შედეგებით, დადასტურდა, რომ როდესაც ხშირად იცვლება მომვლელები ან სხვადასხვა სახის ზრუნვის სერვისები, ბავშვისთვის შესაძლოა იყოს სტრესის წყარო, რაც სკოლაში შესვლისას აისახება ქცევით ან ფსიქოლოგიურ პრობლემებზე.
ციურიხის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ბავშვებზე, რომლებიც 3 წლამდე ასაკში ხშირად იცვლიდნენ მომვლელებს — იქნება ეს ძიძა, ბებიები-ბაბუები, საბავშვო ბაღის ჯგუფები ან სხვა ახლობლები. მონაცემები შეგროვდა 1675 ბავშვისგან, რომლებსაც მრავალი წელი აკვირდებოდნენ.
აღმოჩნდა, რომ მათ შორის, ვისაც მშობლის გარდა სხვა მოზრდილებთან ხშირად უწევდათ დროის გატარება, ქცევითი სირთულეები ბევრად უფრო ხშირად გამოვლინდა დაწყებით საფეხურზე.
კვლევა ციურიხის უნივერსიტეტში, კონკრეტულად კი Jacobs Center for Productive Youth Development–ის ჯგუფის მიერ ჩატარდა. ის ეფუძნება ბავშვობიდან მოზარდობამდე სოციალური განვითარების შესახებ ციურიხის პროექტს, რომლის მიზანია ქცევის პრობლემებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობების დროთა განმავლობაში შესწავლა.
ავტორებმა შეისწავლეს 56 სხვადასხვა სკოლის მონაცემები და დააკვირდნენ 1675 პირველკლასელს, რომელთაც 7 წლიდან 20 წლამდე ადევნებდნენ თვალყურს. აღმოჩნდა, რომ ბავშვების დაახლოებით 67%-ს ადრეულ ასაკში ჰქონდა გარეშე პირების მიერ მოვლის გამოცდილება — ეს შეიძლებოდა ყოფილიყო აღმზრდელი, მასწავლებელი, ძიძა, მეზობელი ან ახლობელი.
კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით იზრდება ისეთი მდგომარეობების გამოვლინების შანსი, როგორებიცაა:
აგრესიული ქცევა (9-11 წლის ასაკში),
დეპრესიული ფონი და შფოთვა (ძირითადად 7-11 წლის ასაკში),
სდვგ — ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი,
ემოციური რეგულაციის სირთულეები,
ანტისოციალური ქცევა (გამოყოფით 7-9 წლის ბავშვებში).
აღსანიშნავია, რომ პრობლემები განსაკუთრებით ხშირი იყო იმ ბავშვებში, რომლებიც კვირაში მინიმუმ სამ დღეს მაინც ატარებდნენ არა-მშობელ მომვლელებთან.
კვლევის სანდოობა უზრუნველყოფილი იყო მრავალმხრივი მეთოდოლოგიით. დაკვირვებები არ შემოიფარგლა მხოლოდ პროფესიონალების შეფასებებით — კითხვარები შეავსეს მშობლებმა, მასწავლებლებმა, აღმზრდელებმა და თვითონ ბავშვებმა, რაც შედეგების ობიექტურობას კიდევ უფრო ზრდის.
ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, განსაკუთრებით 13 წლიდან, ბევრი ფსიქოლოგიური სიმპტომი მნიშვნელოვნად მცირდება ან საერთოდ ქრება.
ახალი კვლევის მიხედვით, რაც უფრო მეტ დროს ატარებს 3 წლამდე ბავშვი ბაღში ან ძიძასთან, მით უფრო იზრდება ქცევითი პრობლემების განვითარების ალბათობა დაწყებით კლასებში.
მკვლევრების თქმით, ხშირად ხვდებოდა აგრესიული ქცევა, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (სდვგ), შფოთვა, დეპრესია და ეგრეთ წოდებული ექსტერნალიზაციის დარღვევები, რომლებიც გამოიხატება ქცევითი აფეთქებებითა და ემოციების კონტროლის სირთულით.
აგრესიული ქცევა ყველაზე მეტად 9-11 წლის ასაკში იყო თვალსაჩინო, შფოთვა და დეპრესია — 7-დან 11 წლამდე, ხოლო ანტისოციალური ქცევა განსაკუთრებით 7-9 წლის ბავშვებში შეინიშნებოდა.
მეცნიერები აღნიშნავენ:
სდვგ-ის ზოგიერთი ნიშანი შესაძლოა დარჩეს, თუმცა მას ხშირად თან ახლავს კოგნიტური კომპენსაციის უნარი.
აგრესია და დეპრესიული გამოვლინებები ასაკის მატებასთან ერთად იშვიათად ფიქსირდება.
ყველა ბავშვი რისკის ჯგუფში არ გადადის — მხოლოდ ზოგადი რისკი იზრდება, თუმცა ბევრმა შესაძლოა მსგავსი ეფექტი საერთოდ არ განიცადოს.
კვლევის ავტორების რეკომენდაციით:
თუ შესაძლებელია, პირველი სამი წელი ბავშვმა სტაბილურ და ემოციურად უსაფრთხო გარემოში უნდა გაატაროს;
თუ ბაღში მიყვანა აუცილებელია, სასურველია ეს მოხდეს დარწმუნებულ ინსტიტუტში, ერთსა და იმავე აღმზრდელთან;
ცვლილებები ზრუნვის მოდელში რაც შეიძლება იშვიათი და ეტაპობრივი უნდა იყოს.
კვლევა არ ამბობს, რომ ბაღში მიყვანა ან ძიძის დახმარება აუცილებლად ზიანის მომტანია. თუმცა, ადრეულ ასაკში ხშირი მომვლელების ცვლა ზრდის რისკს ქცევითი ან ემოციური სირთულეების განვითარებაზე სკოლაში შესვლისას. შესაბამისად, მშობლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადრეულ წლებში ბავშვი მიიღოს რაც შეიძლება მეტი სტაბილურობა და ემოციური თანადგომა.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მას შემდეგ, რაც კონკურსანტი ირჩევს, მაგალითად, B ვარიანტს, წამყვანი აჩვენებს დარჩენილი ვარიანტებიდან ერთს (ვთქვათ C), რომელშიც პრიზი არ არის. საბოლოოდ, კონკურსანტს ეკითხებიან, სურს თუ არა აზრის შეცვლა და დარჩენილი ვარიანტის — A-ს — არჩევა. მან უნდა გადაწყვიტოს, შეიცვალოს აზრი, თუ დარჩეს პირვანდელი გადაწყვეტილების ერთგული.
ამას ამერიკელი ტელეშოუს წამყვანის პატივსაცემად “მონტი ჰოლის პრობლემა” შეარქვეს. ამ არჩევანს მათემატიკოსები ხშირად განიხილავენ. ის გვაჩვენებს იმას, თუ როგორ მუშაობს ადამიანის გონება და ტვინი.
და მაინც, რატომ იცვლის ზოგიერთი ადამიანი აზრს, მაშინ როცა სხვები პირველი არჩევანის ერთგულები რჩებიან? რას ამბობს ეს ჩვენს გონებაზე?
როდის ვცვლით არჩევანს
აზრის ცვლილებებზე კვლევები იყენებს “მეტაკოგნიციის” კონცეფციას, რათა ახსნას, როდის და როგორ ხდება აზრის შეცვლა. ზოგადად რომ ვთქვათ, მეტაკოგნიცია მოიცავს ფსიქოლოგიურსა და ბიოლოგიურ პროცესებს, რომლებიც გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენად კარგად ვასრულებთ ამა თუ იმ ამოცანას. გააგრძელეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მისივე თქმით, ბაზარზე ფასი, შესაძლოა, უშუალოდ საბაზრო პირობებიდან გამომდინარე გაიზარდოს, თუმცა ასევე შესაძლებელია, გარკვეულ ხელოვნურ ზრდასაც ჰქონდეს ადგილი და, სწორედ, ამ ფაქტორებზე დაკვირვებას ემსახურება ბაზარზე მონიტორინგის დაწყება.
„სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებს მუდმივ რეჟიმში აკვირდება GCCA. ჩვენ განვახორციელეთ ასევე სამედიცინო მომსახურების ბაზრის მომიჯნავე ბაზრის მონიტორინგი – ფარმაცევტულ ბაზარს ვგულისხმობ. ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგით გაცემული რეკომენდაციები საფუძველი გახდა ბაზარზე განხორციელებული სისტემური რეფორმებისა. ასევე, გამოვავლინეთ შეთანხმებული ქმედება ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით, იყო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაც, რისთვისაც რამდენიმე კომპანია დავაჯარიმეთ,“- განაცხადა გიორგი ქედელიძემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება საწვავის ბაზრის მონიტორინგს, წარსულში იდენტიფიცირებული შეთანხმებული ქმედებების გათვალისწინებით, აღნიშნული ბაზარი ითვლება მაღალი რისკის მქონედ და, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება ფასების ზრდა არასაბაზრო ფაქტორებით, სააგენტო კვლავ დაიწყებს ბაზრის შესწავლას.
„სააგენტოს წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ამ ბაზარზე იდენტიფიცირებული შეთანხმებული ქმედებები, შესაბამისად, ეს ბაზარი ითვლება მაღალი რისკის მქონედ. ამასთან, ბაზარი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მოცულობის და სხვა ბაზრებზე გავლენის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველკვარტალურად და ყოველწლიურად ვახორციელებთ მონიტორინგს, რომლის შედეგებიც საჯაროა. ვაკვირდებით პირველ რიგში იმას, თუ როგორ იცვლება საცალო ფასები მასზე მოქმედი ფაქტორების, კერძოდ ლარის გაცვლითი კურსის და შესასყიდი საწვავის ღირებულების გათვალისწინებით,“- განაცხადა GCCA-ის სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა.
გიორგი ქედელიძის თქმით, სააგენტო ასევე ახორციელებს პესტიციდების ბაზრის მონიტორინგს და ამ მიმართულებით, სავარაუდოდ წლის ბოლომდე, პირველადი ანგარიში გამოქვეყნდება.
ჯანჯაფილის კომპრესი კუნთების და სახსრების სამკურნალოდ ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს. მათი დახმარებით დაჭიმულობის, რევმატიზმის და ვარიკოზული ვენების მსგავს პრობლემებს სწრაფად უმკურნალებთ. თანაც, ამ პროცედურის ჩატარება საკმაოდ მარტივია. გააგრძელეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა.
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება 2025 წლის პირველ მაისს შევიდა ძალაში. ცვლილების თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ბრალდებულს შეიძლება დაენიშნოს სავალდებულო მკურნალობა.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi