პარასკევი, მაისი 8, 2026

შოკისმომგვრელი კვლევა – ის, რაც ყველა ჩვენგანის სახლშია, შესაძლოა, აუტიზმის გამომწვევი მიზეზი იყოს

შოკისმომგვრელი კვლევა – ის, რაც ყველა ჩვენგანის სახლშია, შესაძლოა, აუტიზმის გამომწვევი მიზეზი იყოს.

არის თუ არა აუტიზმის გამომწვევი მიზეზი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქიმიური დანამატი.

ავსტრალიური კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა თეორია, რომ ორსული ქალის ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით არსებულ ქიმიურ ნივთიერებას ბისფენოლს შეუძლია ბავშვებში აუტიზმთან დაკავშირებული სიმპტომების გამოვლენა.

კვლევის ფარგლებში 600-ზე მეტი ჩვილის განვითარევას აკვირდებოდნენ და დადგინდა, რომ იმ ქალების შვილებს, რომლებიც ბისფენოლის მაღალი დონე ქონდათ, აუტიზმის სიმპტომები 11 წლამდე გამოუვლინდათ.

 ბისფენოლ-A არის ქიმიკატი, რომელიც განკუთვნილია პლასტმასის გასაგრილებლად და ლითონის დაჟანგვის თავიდან ასაცილებლად. ის ასევე ხშირად გვხვდება როგორც საწოვარებში, ისე ქაღალდის ქვითრებშიც.

ავსტრალიელი მეცნიერები იუწყებიან, რომ BPA-ს შეუძლია შეაფერხოს მამრობითი სქესის ნაყოფის ტვინის განვითარება რამდენიმე გზით, მათ შორის ნეიროჰორმონების განვითარებას შეუშალოს ხელი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაყოფის ტვინის ჩამოყალიბებისთვის…

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

საუბარი შეეხო, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს, მათ შორის ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“

საუბარი შეეხო, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს, მათ შორის ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ესპანელ კოლეგას, მონიკა გარსია გომესს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა, ჯანდაცვის მიმართულებით, თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებაზე. საუბარი შეეხო, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს, მათ შორის ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე, საერთო გლობალურ გამოწვევებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე. ხაზი გაესვა, ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობასაც.

მიხეილ სარჯველაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დაგეგმილია მიხეილ სარჯველაძის მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლები მაღალი დონის ღონისძიებებში.

სააგენტოს კონსულტანტებმა მოქალაქეები სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე ადგილზე დაარეგისტრირეს და სხვადასხვა პროფესიული კურსები შესთავაზეს

სააგენტოს კონსულტანტებმა მოქალაქეები სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე ადგილზე დაარეგისტრირეს და სხვადასხვა პროფესიული კურსები შესთავაზეს

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებში სააგენტოს მობილური ჯგუფების სამუშაოს შეხვედრები გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის სააგენტოს სერვისებსა და პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, აქტიური პროგრამებისა და ვაკანსიების გაცნობა. სააგენტოს კონსულტანტებმა მოქალაქეები სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე ადგილზე დაარეგისტრირეს და სხვადასხვა პროფესიული კურსები შესთავაზეს.

მობილური ჯგუფების გასვლით შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ხათუნა ცერცვაძემ, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სააგენტო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონში მოქალაქეთა გაძლიერებას, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების მიმართულებით.

სააგენტოს მობილური ჯგუფები განაგრძობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს. ბოლო ერთი წლის მონაცემებით მობილური ჯგუფების მიერ 4000-ზე მეტი სოფლად მცხოვრები მოქალაქის კონსულტირება განხორციელდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა არის სიმართლე? – აუტიზმის „ერთიანი მიზეზი“ და „ჯადოსნური წამალი“ — არ არსებობს!

აუტიზმი და ნაწლავები
#post_seo_title

აუტიზმის „ერთიანი მიზეზი“ და „ჯადოსნური წამალი“ — არ არსებობს!

აშშ-ში თეთრ სახლში გამართულ ბოლო ღონისძიებაზე გაკეთდა არაერთი საშიში და შეცდომაში შემყვანი განცხადება აუტიზმის შესახებ.
ასეთი მტკიცებები არა მხოლოდ მშობლებს ატყუებს, არამედ ზიანს აყენებს აუტისტურ ბავშვებსა და მოზრდილებს.
რა არის სიმართლე?
•აუტიზმს არ აქვს ერთი ძირითადი მიზეზი.
•არ არსებობს ერთი წამალი, რომელიც ყველას დაეხმარება.
•აუტიზმი არის რთული და მრავალფეროვანი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია გენეტიკასთან, ტვინის განვითარების თავისებურებებთან და გარემო ფაქტორებთან.
რას ამბობს American Academy of Pediatrics?
AAP-ის პრეზიდენტი, დოქტორი სიუზან ჯ. კრესლი, ამბობს:
„აუტიზმს არ აქვს ერთი ძირითადი მიზეზი, და არ არსებობს ერთი წამალი, რომელიც ყველა აუტისტურ ბავშვს ან მოზრდილს მისცემს იმას, რაც სჭირდება.“
ეს განცხადება ნათლად ასახავს სამეცნიერო კონსენსუსს.
რა არის ეფექტური მიდგომა?
აუტიზმის მართვა ეფუძნება ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს:
•განვითარების და ქცევითი თერაპიები;
•საგანმანათლებლო მხარდაჭერა;
•სოციალური და რელაციური მიდგომები;
•ზოგიერთ შემთხვევაში — მედიკამენტები კონკრეტული სიმპტომების შესამსუბუქებლად (მაგალითად, შფოთვა, ძილის პრობლემები).
რატომ არის მნიშვნელოვანი კვლევა?
აუტიზმი დღემდე რჩება კვლევის აქტიურ სფეროდ. საჭიროა:
• მეტი ფედერალური და საერთაშორისო ინვესტიცია კვლევებში;
• გენეტიკური ფაქტორების უკეთ გააზრება;
• სერვისებისა და მხარდაჭერის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ოჯახებისთვის.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი
„აუტიზმის თემაზე პოლიტიკურად ან კომერციულად მოტივირებული განცხადებები საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. მშობლები და ოჯახის წევრები აუცილებლად უნდა ეყრდნობოდნენ მხოლოდ სამეცნიერო მტკიცებულებას და პედიატრებთან ან სპეციალისტებთან შეთანხმებულ სამოქმედო გეგმას. ნებისმიერი იდეა „ჯადოსნური წამლის“ შესახებ არის მავნე და გაუმართლებელი. აუტიზმი მოითხოვს მრავალმხრივ მიდგომას და საზოგადოების მხარდაჭერას, ხოლო მთავრობამ და კვლევითმა ინსტიტუტებმა მეტი რესურსი უნდა ჩადონ ამ სფეროში.“
ხშირად დასმული კითხვები
არსებობს თუ არა „აუტიზმის წამალი“?
არა. არსებობს მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა და მხარდაჭერა.
არის თუ არა ვაქცინები აუტიზმის მიზეზი?
კატეგორიულად არა! ეს მითი სამეცნიეროდ უარყოფილია.
რა არის მთავარი ფაქტორი?
გენეტიკა — მაგრამ გარემო ფაქტორებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
რა შეიძლება გააკეთოს ოჯახმა?
უნდა მიმართონ პედიატრს, გამოიყენონ ინდივიდუალური განათლება/თერაპია და მოითხოვონ სახელმწიფოს მხარდაჭერა.
როგორ დავიცვათ თავი დეზინფორმაციისგან?
უნდა ვენდოთ მხოლოდ სანდო სამეცნიერო წყაროებს: AAP, WHO, და უნივერსიტეტებს.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
წყაროები
1. American Academy of Pediatrics. Autism spectrum disorder. Pediatrics. 2020;145(1):e20193447. doi:10.1542/peds.2019-3447
2. Lord C, Elsabbagh M, Baird G, Veenstra-Vanderweele J. Autism spectrum disorder. Lancet. 2018;392(10146):508–520. doi:10.1016/S0140-6736(18)31129-2
3. Sandin S, Lichtenstein P, Kuja-Halkola R, et al. The heritability of autism spectrum disorder. JAMA. 2017;318(12):1182–1184. doi:10.1001/jama.2017.12141
4. Modabbernia A, Velthorst E, Reichenberg A. Environmental risk factors for autism: an evidence-based review of systematic reviews and meta-analyses. Mol Autism. 2017;8:13. doi:10.1186/s13229-017-0121-4
5. Tick B, Bolton P, Happé F, Rutter M, Rijsdijk F. Heritability of autism spectrum disorders: a meta-analysis of twin studies. J Child Psychol Psychiatry. 2016;57(5):585–595. doi:10.1111/jcpp.12499
6. Zwaigenbaum L, Penner M. Autism spectrum disorder: advances in diagnosis and evaluation. BMJ. 2018;361:k1674. doi:10.1136/bmj.k1674
7. Bölte S, Mahdi S, de Vries PJ, et al. The Global Autism Public Health Initiative. Autism. 2019;23(8):2067–2071. doi:10.1177/1362361319849665
8. Hyman SL, Levy SE, Myers SM. Identification, evaluation, and management of children with autism spectrum disorder. Pediatrics. 2020;145(1):e20193447. doi:10.1542/peds.2019-3447
9. World Health Organization. Autism spectrum disorders. WHO Fact Sheet. 2023. Available from: https://www.who.int/…/fact…/detail/autism-spectrum-disorders
10. Centers for Disease Control and Prevention (CDC). Autism spectrum disorder (ASD). 2024. Available from: https://www.cdc.gov/ncbddd/autism/index.html
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სათვალეს გამოეთხოვეთ – როგორ დავიბრუნე მხედველობა ალოეს, თაფლისა და ნიგვზის დახმარებით

სათვალეს გამოეთხოვეთ – როგორ დავიბრუნე მხედველობა ალოეს, თაფლისა და ნიგვზის დახმარებით

როგორ დავიბრუნე მხედველობა ალოეს, თაფლისა და ნიგვზის დახმარებით – ბუნებრივი რეცეპტი თვალებისთვის

👁️ ასაკის მატებასთან ერთად მხედველობის დაქვეითება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების, კომპიუტერებისა და მობილურების უწყვეტი გამოყენება თვალების გადაღლას ბევრად უფრო ადრეულ ეტაპზეც იწვევს.

თუ შენიშნეთ, რომ ხედვა ბუნდოვნდება, გიჭირთ ტექსტის ამოცნობა შორი მანძილიდან ან თვალები ხშირად იღლება — დროა ორგანიზმს ნატურალური დახმარება გაუწიოთ.

დღეს გაგიზიარებთ მცენარეულ ნარევს, რომელიც არა მხოლოდ თვალების ჯანმრთელობას ამყარებს, არამედ ზოგად იმუნურ სისტემასაც აძლიერებს. ეს რეცეპტი ალოე ვერაზეა დაფუძნებული — მცენარე, რომელსაც თვალების მკურნალობაში საუკუნეებია იყენებენ. გააგრძელეთ კითხვა

მხედველობის მსოფლიო დღეს განსაკუთრებული ყურადღება გვინდა დავუთმოთ ბავშვების მხედველობას და თვალის სიჯანსაღეს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ფეიხოასა და თაფლის ნაზავი ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალებაა ფარისებრი ჯირკვლისთვის

 

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ბუნებრივი გაძლიერება ფეიხოასა და თაფლის საშუალებით

ფარისებრი ჯირკვლის დისბალანსი — ეს პრობლემა უამრავ ადამიანს აწუხებს და ხშირად სიმპტომები შეუმჩნევლად ვითარდება. თუმცა ბუნებრივი მეთოდებით ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება შესაძლებელია და ამას ხშირად ნატურალური ინგრედიენტები საუკეთესოდ ახერხებენ.

ერთ-ერთი ასეთი ძლიერი კომბინაციაა ფეიხოა და თაფლი — ორივე პროდუქტი ორგანიზმისთვის მარტივად ასათვისებელია და სარგებელი მრავალმხრივია.

გააგრძელეთ კითხვა

ფეიხოასა და თაფლის ნაზავი ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალებაა ფარისებრი ჯირკვლისთვის 💥იხილეთ პირველი კომენტარი💥

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რატომ არის განსაკუთრებული კვირის ბოლოს სეირნობა – ყველაზე დაუფასებელი, მაგრამ ძლიერ ეფექტიანი ჩვევა

კვირის ბოლოს სეირნობა — ყველაზე დაუფასებელი, მაგრამ ძლიერ ეფექტიანი ჩვევა

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, MD, MPH, PhD მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი | sheniekimi.ge – ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა

ფეხით სეირნობა — ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ მოძრაობა

ხშირად გვგონია, რომ დასვენების დღეები მხოლოდ დასაძინებლად და სამუშაოსგან დასასვენებლად არსებობს. მაგრამ ერთი უბრალო სეირნობა კვირის ბოლოს შეიძლება იქცეს ყველაზე მნიშვნელოვან და სასარგებლო ჩვევად, რომელსაც ხშირად ვივიწყებთ.

🔬 მეცნიერების პასუხი

კვლევების მიხედვით, დღეში დაახლოებით 7 000 ნაბიჯი უკვე საკმარისია, რათა მნიშვნელოვნად შემცირდეს გულის დაავადებების, დემენციის, დეპრესიისა და ნაადრევი სიკვდილის რისკი.
განსაკუთრებით ეფექტიანია მოკლე სეირნობა ჭამის შემდეგ — ის ამცირებს სისხლში შაქარს და არგებს არტერიებს.

🌿 რატომ არის განსაკუთრებული კვირის ბოლოს სეირნობა

დასვენების დღეებში სიარულს ახლავს:
• სტრესის შემცირება — გარემო უფრო მშვიდია, ნაკლებია ქაოსი
• ბუნებასთან კავშირი — ხეები, სუფთა ჰაერი, ბუნებრივი სინათლე აუმჯობესებს განწყობას
• დრო საკუთარი ფიქრებისთვის — კვირის შეჯამება და ახალი მიზნების დასახვა

🛠️ როგორ გავხადოთ სეირნობა ჩვევად
• დაიწყეთ მცირე ნაბიჯებით — 5 000–6 000 დღეში და შემდეგ გაზარდეთ
• აირჩიეთ დრო, როცა გარემო მშვიდია და ჰაერი სუფთა
• გადაქციეთ სეირნობა სოციალურ აქტივობად — მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად
• იარეთ სწრაფი ტემპით, მაგრამ ისე, რომ არ გადაიღალოთ
• გახსოვდეთ: მოკლე სეირნობაც კი სჯობს უმოძრაო დღეს

🎯 რა სარგებელი მოაქვს რეგულარულ სეირნობას

• ენერგიის მომატება მთელი კვირისთვის
• განწყობის გაუმჯობესება და სტრესის შემცირება
• გულისა და სისხლძარღვების გაძლიერება
• წონის კონტროლი და მეტაბოლიზმის გაუმჯობესება
• უკეთესი ძილი და სხეულის მოქნილობა

⚠️ რა უნდა გაითვალისწინოთ
• გულისა და სახსრების პრობლემის შემთხვევაში სასურველია ექიმთან კონსულტაცია
• ატარეთ კომფორტული ფეხსაცმელი, რათა თავიდან აიცილოთ ტრავმები
• დაიწყეთ ზომიერად და თანდათან გაზარდეთ დატვირთვა

❓💬 ხშირად დასმული კითხვები

1. მხოლოდ კვირის ბოლოს სეირნობა თუ მეხმარება?
👉 დიახ. თუნდაც კვირაში ერთხელ, ეს უკვე ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს ჯანმრთელობას.

2. რამდენი ნაბიჯით დავიწყო?
👉 საუკეთესოა 5 000–6 000 დღეში დასაწყისისთვის, მიზანი — 7 000+.

3. მართლა ეხმარება სხვა ჯანსაღი ჩვევების განვითარებაში?
👉 დიახ. ვინც სეირნობას იწყებს, ხშირად ჯანსაღ კვებასა და ძილის მოწესრიგებასაც ირჩევს.

4. სწრაფი სიარული ჯობს ნელ სვლას?
👉 სწრაფი ნაბიჯი უფრო ეფექტიანია გულ-სისხლძარღვებისთვის, მაგრამ ნელიც სარგებელს მოაქვს.

5. შეიძლება თუ არა სეირნობა სრულფასოვანი ვარჯიშის შემცვლელი იყოს?
👉 ნაწილობრივ. სეირნობა აუცილებელია, მაგრამ ძალოვანი ვარჯიშებიც საჭიროა ჯანმრთელობისთვის.

6. დღის რომელი მონაკვეთი ჯობია?
👉 დილა ან საღამო, როცა ჰაერი სუფთაა და გარემო მშვიდი.

👉 მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.

📲 გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
✔ მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
🔹 iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
🔹 Android: https://play.google.com/store/apps/details?id=ge.sheniekimi.app
📡 Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

📚 ლიტერატურა
1. Saint-Maurice PF, Troiano RP, Berrigan D, Kraus WE, Matthews CE. Walking and mortality in US adults: a cohort study. JAMA Netw Open. 2020;3(11):e2023179. doi:10.1001/jamanetworkopen.2020.23179
2. Lee IM, Shiroma EJ, Kamada M, Bassett DR, Matthews CE, Buring JE. Association of step volume and intensity with all-cause mortality in older women. JAMA Intern Med. 2019;179(8):1105-1112. doi:10.1001/jamainternmed.2019.0899
3. Paluch AE, Bajpai S, Bassett DR, Carnethon MR, Ekelund U, Evenson KR, et al. Daily steps and all-cause mortality: a meta-analysis of 15 international cohorts. Lancet Public Health. 2022;7(3):e219-e228. doi:10.1016/S2468-2667(21)00302-9
Giorgi Pkhakadze SheniEkimi.ge • შენი ექიმი SheniAmbebi.ge • შენი ამბები SheniSilamaze.ge • შენი სილამაზე SheniSupra.ge • შენი სუფრა SheniMedicina.ge • შენი მედიცინა supplement.ge

Giorgi - 📌 კვირის ბოლოს სეირნობა — ყველაზე დაუფასებელი, მაგრამ ძლიერ  ეფექტიანი ჩვევა ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, MD, MPH, PhD მედიცინის ...

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ფილიალში ჩატარდება სხვადასხვა სახის გამოკვლევები, ხოლო ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში პაციენტის თბილისში ტრანსპორტირებას კლინიკა უზრუნველყოფს

ფილიალში ჩატარდება სხვადასხვა სახის გამოკვლევები, ხოლო ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში პაციენტის თბილისში ტრანსპორტირებას კლინიკა უზრუნველყოფს

უყურეთ სამყაროს ჯანსაღი თვალებით! – ქალაქ კასპში, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ კასპის ფილიალი გაიხსნა, – ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ფილიალის გახსნა საუკეთესო შეთავაზებაა მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, ისინი არა დედაქალაქში, არამედ ადგილზე მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას.

„ოფთალმიჯის“ დამფუძნებელმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ჯავრიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ კასპში ფილიალის გახსნა როგორც კასპელისთვის (სოფელი ერთაწმინდა) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ფილიალში ჩატარდება სხვადასხვა სახის გამოკვლევები, ხოლო ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში პაციენტის თბილისში ტრანსპორტირებას კლინიკა უზრუნველყოფს.

ფილიალის გახსნის პარალელურად მიმდინარეობდა აქცია – პაციენტების უფასო გასინჯვა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის პროფესორ გიორგი ჯავრიშვილს ადგილობრივებისათვის ამ შესაძლებლობის მიცემისთვის და წარმატებებს უსურვებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„როგორ ამოვიცნოთ პარაზიტული ინფექციები ბავშვებში, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს და რატომ არ შეიძლება მედიკამენტების თვითნებურად მიღება“ – მაია ჩხაიძე

„როგორ ამოვიცნოთ პარაზიტული ინფექციები ბავშვებში, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს და რატომ არ შეიძლება მედიკამენტების თვითნებურად მიღება“ - მაია ჩხაიძე

როგორ ამოვიცნოთ პარაზიტული ინფექციები ბავშვებში

ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მაია ჩხაიძე, გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს

როგორ ამოვიცნოთ პარაზიტული ჭიები ბავშვებში – სიმპტომები, რისკები და პრევენცია

პატარებში პარაზიტული ინფექციები ხშირად რთულად შესამჩნევია, რადგან მათი სიმპტომები სხვა დაავადებებისას ჰგავს. სწორედ ამიტომ, ხშირად არც მშობელი და ზოგჯერ ვერც პედიატრი ვერ ხვდება, რომ ბავშვი ჭიებით არის დაინფიცირებული, სანამ მდგომარეობა არ გართულდება.

⚠️ ძირითადი ნიშნები, რაც უნდა იცოდეთ

ყველაზე ხშირი სიმპტომი – მუცლის ტკივილია, განსაკუთრებით ჭიპის მიდამოს გარშემო. ბავშვს ხშირად აწუხებს ტკივილი უშუალოდ ჭამის შემდეგ ან ძილის წინ.

🛑 მეორე მნიშნელოვანი სიმპტომი – ღამის ქავილი ანალურ მიდამოში

  • განსაკუთრებით ღამით, ბავშვს შესაძლოა აღენიშნოს ძლიერი ქავილი სწორი ნაწლავის გამოსავალ ნაწილში.

  • ამ დროს პარაზიტები, ხშირად ენტერობიოზის ჯგუფის წარმომადგენლები, გამოდიან ორგანიზმის გარეთ და დებენ კვერცხებს.

  • ეს პროცესი იწვევს გაღიზიანებას და ქავილს.

👧 გოგონებში რისკები განსაკუთრებით მაღალია

  • ღამის საათებში ჭიები შეიძლება მოხვდნენ საშოში და იქ დათესონ კვერცხები.

  • ეს იწვევს ვაგინალურ ქავილს, ანთებით პროცესებსა და შესაძლოა ვაგინიტსაც.

  • შედეგად ვითარდება მეორადი ინფექციები და გრძელვადიანი დისკომფორტი.

🔍 სიმპტომების არასპეციფიკურობა – მთავარი სირთულე

ბავშვის ორგანიზმში ჭიების არსებობა ყოველთვის არ იძლევა მკაფიო სიგნალებს. პარაზიტული ინფექციები ხშირად შეიცავს მრავალფეროვან და ზოგად სიმპტომებს, როგორიცაა:

  • მადის ცვლილება (მატება ან კლება)

  • გაღიზიანებულობა და ძილის დარღვევა

  • შემცირებული წონაში მომატება

  • სისუსტე, დაღლილობა

ამ ნიშნების გამო, ხშირად პარაზიტოზის დიაგნოზი დაგვიანებით დგინდება ან სხვა დაავადებად აღიქმება.


🧪 როგორ დავადასტუროთ ჭიების არსებობა

თუ ზემოაღნიშნული სიმპტომებიდან რამდენიმე მაინც შეინიშნება, რეკომენდებულია შემდეგი მოქმედებები:

  1. კლინიკური გამოკვლევა – პედიატრთან ვიზიტი

  2. ანალიზები ფეკალიებზე – ჭიის კვერცხების გამოვლენისთვის

  3. ანალური არეს სკრაპი – განსაკუთრებით ღამის ქავილის დროს

✅ როგორ დავიცვათ ბავშვი პარაზიტებისგან?

პრევენცია მოიცავს ყოველდღიურ, მარტივ წესებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციის რისკს:

  • ხელების ხშირი დაბანა საპნით – განსაკუთრებით ტუალეტის გამოყენებისა და ჭამამდე

  • ფრჩხილების მოკლე დაჭრა და სისუფთავის დაცვა

  • სათამაშოების რეგულარული გაწმენდა

  • კარგად გარეცხილი ხილი და ბოსტნეული

  • შინაური ცხოველების დათვარიელება ვეტერინართან

🧠 მშობლებისთვის რჩევა

თუ ბავშვი ხშირად უჩივის მუცლის ტკივილს და ღამით გამუდმებით იფხანს ანალურ არეს, არ უნდა გადაიდოს ექიმთან ვიზიტი. დროული მკურნალობა თავიდან აგაცილებთ გართულებებს, როგორიცაა ინტენსიური ანთებითი პროცესები ან შიდა ორგანოების დაზიანება.

„მრავალფეროვანი სიმპტომებია, მაგრამ ეს ნიშნები სხვა დაავადებებსაც ახასიათებს. ამიტომ, შესაძლოა, მხოლოდ სიმპტომებით მშობელი და ზოგჯერ ექიმიც კი ვერ მიხვდეს, რომ ბავშვს ჭიები აქვს.

თუმცა, ძირითადი სიმპტომი მუცლის ხშირი ტკივილია. განსაკუთრებით, ჭიპის მიდამოში. ასევე, ღამით ანალური ხვრელის, სწორი ნაწლავის გამოსავალ წერტილში ქავილი. ეს გოგონებში უფრო საშიშია, რადგან ღამით ენტერობიოზის ჭიები გამოდიან და შესაძლოა, საშოში კვერცხები დადონ. ეს კი ქავილს, ვაგინიტსა და სხვა პროცესებს იწვევს.

ბრუქსიზმი, რასაც კბილების კრაჭუნს ვეძახით და ჰიპერსალივაცია, ანუ ჭარბი ნერწყვდენა, ეს კლასიკურად ჭიებისთვის დამახასიათებელი არ არის. შეიძლება, სხვა დაავადებების დროსაც გამოვლინდეს. მაგალითად, შესაძლოა, ბავშვს ბრუქსიზმი და ნერწყვდენა ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს ჭიები.

ხშირი მუცლის ტკივილი, ზოგჯერ უმადობა, ზოგადი სისუსტე შეიძლება, ორგანიზმში ჭიების არსებობას ახასიათებდეს. ტკბილის მიმართ მოთხოვნილება ჭიებთან არანაირ კავშირში არ არის.“

სპეციალისტი ასევე საუბრობს, რატომ არ შეიძლება ჭიების საწინააღმდეგო მედიკამენტების თვითნებურად მიღება:

„2 თვის წინ ჩვენთანაც იწვა კლინიკაში ერთი ბავშვი, რომელსაც ჭიის საწინააღმდეგო პრეპარატი ჰქონდა მიღებული. მას ღვიძლის უკმარისობა დაეწყო, რეანიმაციაში იწვა და ძალიან დიდი ბრძოლა დაგვჭირდა, რომ კლინიკიდან გაგვეწერა. გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით 7-8 შემთხვევა იყო, უცხოეთში კი ძალიან ბევრი სტატიაა იმაზე, რომ პროფილაქტიკის მიზნით ამ პრეპარატის ან არასწორი სქემით მიცემა, დიდი პრობლემაა. იმიტომ, რომ ყველა სხვადასხვა სახეობას სხვადასხვანაირი მკურნალობა სჭირდება.“

იხილეთ გადაცემა ვრცლად:

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რატომ არ უნდა მივცეთ ბავშვებს ჭიის საწინააღმდეგო პრეპარატი „პროფილაქტიკისთვის“?

რატომ არ უნდა მივცეთ ბავშვებს ჭიის საწინააღმდეგო პრეპარატი „პროფილაქტიკისთვის“?

რატომ არ უნდა მივცეთ ბავშვებს ჭიის საწინააღმდეგო პრეპარატი „პროფილაქტიკისთვის“?

საქართველოში ხშირია შემთხვევები, როცა დანამატების „ბარიგები“ — ისინი, ვინც მხოლოდ გაყიდვებზე ფიქრობენ და არა ბავშვების ჯანმრთელობაზე — მშობლებს არწმუნებენ, რომ ჭიის საწინააღმდეგო წამლები უნდა მისცენ „უსაფრთხოების მიზნით“.
ეს მიდგომა სამედიცინო მითითებებსა და გაიდლაინებში საერთოდ არ არსებობს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას.
რას ამბობენ სპეციალისტები?
ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე, ხაზგასმით აღნიშნავს:
ჭიის საწინააღმდეგო წამალი ბავშვს უნდა მიეცეს მხოლოდ მაშინ, როცა:
• არსებობს სიმპტომები (ღამის ქავილი, მადის დაკარგვა, წონის კლება, კუჭ-ნაწლავის პრობლემები და სხვ.);
• ანალიზებით დადასტურდა ჭიის ინფექცია.
პროფილაქტიკური დალევა არ იცავს ბავშვს ჭიებისგან და პირიქით — ზრდის ღვიძლისა და ნაწლავების დაზიანების რისკს.
რატომ არის ეს პრობლემური?
•არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ ჭიის საწინააღმდეგო წამლები პროფილაქტიკურად იცავს.
•არსებობს გვერდითი ეფექტები: გულისრევა, ალერგია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
•მშობლებს უჩნდებათ ცრუ შთაბეჭდილება, რომ ბავშვი დაცულია.
•ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ ამ პრაქტიკას ხელს უწყობენ სწორედ დანამატების „ბარიგები“, რომლებიც წამლის გაყიდვებით საკუთარ ფინანსურ ინტერესებს ემსახურებიან, ხოლო შედეგებს ექიმებსა და ბავშვებს ტოვებენ.
რეალური შედეგები
  • დღეს საქართველოში ექიმები ხშირად ხვდებიან ბავშვებს, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ ზედმეტი პრეპარატები „პროფილაქტიკისთვის“.
  • საბოლოოდ, სწორედ ექიმებს უწევთ შედეგების გამოსწორება და ბავშვების ორგანიზმის რეაბილიტაცია.
ეს არის ფარმაცევტული ბიზნესის მავნე პრაქტიკის პირდაპირი შედეგი, რომელსაც სახელმწიფოსა და საზოგადოებამ უნდა გაუწიოს მკაცრი კონტროლი.
ხშირად დასმული კითხვები
ვინ არიან დანამატების „ბარიგები“?
ესენი არიან პირები ან კომპანიები, რომლებიც ბავშვების ჯანმრთელობის ხარჯზე ცდილობენ დანამატებისა და პრეპარატების გაყიდვას. მათთვის მთავარი არის მოგება და არა სამედიცინო მტკიცებულება.
შეიძლება თუ არა ბავშვმა თვითნებურად მიიღოს ჭიის საწინააღმდეგო წამალი?
არა. თვითნებური მიღება კატეგორიულად დაუშვებელია.
არის თუ არა უსაფრთხო „ბუნებრივი დანამატები“ ჭიის წინააღმდეგ?
მათი ეფექტურობა არ არის დადასტურებული და შესაძლოა შეიცავდეს დაუზუსტებელ ინგრედიენტებს.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
თუ ბავშვს აქვს ქავილი, მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი ან ანალური დისკომფორტი — აუცილებლად უნდა ჩატარდეს ანალიზი.
რას ვაკეთებთ, თუ ერთ ბავშვს აღმოაჩნდა ჭიები?
ოჯახის სხვა წევრებიც უნდა გაისინჯონ ექიმთან და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მიიღონ მკურნალობა.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელიone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
 მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
პროფესორი გიორგი ფხაკაძე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
წყაროები
1. World Health Organization. Soil-transmitted helminth infections. WHO Fact Sheet. 2023. Available from: https://www.who.int/…/soil-transmitted-helminth-infections
2. Centers for Disease Control and Prevention (CDC). Parasites – Enterobiasis (also known as Pinworm Infection). CDC; 2024. Available from: https://www.cdc.gov/parasites/pinworm/index.html
3. Chkhadze M. Clinical Recommendations on Antiparasitic Drug Use in Children. Tbilisi: Tsitsishvili Children’s Clinic; 2024.

 

შეიძლება იყოს 3 ადამიანი და ტექსტი გამოსახულება
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights