ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

„უნდა შეიქმნას კვლევითი ჰაბები, ჩაერთოს ქვეყანა საერთაშორისო კლინიკურ ცდებში და მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა“-გიორგი ფხაკაძე,

mRNA ვაქცინა ტვინის სიმსივნისთვის — რეალური გარღვევა თუ ნაადრევი იმედი?

 კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები — რა ხდება მსოფლიოში და რატომ უნდა ვიყოთ მზად საქართველოშიც

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, MD, MPH, PhD მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

 სად იქმნება კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები?

დღესდღეობით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს ინოვაციური კვლევები კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართულებით.

ძირითადი ქვეყნები და ვაქცინები:
• აშშ
• Sipuleucel-T (Provenge®) — პროსტატის კიბო (უკვე დამტკიცებულია FDA-ს მიერ)
• mRNA-4157/V940 (Moderna/MSD) — მელანომა, ფაზა III
• Autogene cevumeran (BioNTech/Genentech) — პანკრეასის კიბო, ფაზა II
• გერმანია
• BNT111 (BioNTech) — მოწინავე მელანომა, ფაზა II
• BNT122 (Autogene cevumeran) — პანკრეასის კიბო, ფაზა II
• საფრანგეთი
• TG4050 (Transgene) — საკვერცხე, თავის-კისრის კიბო, ფაზა I/II
• TG4001 — HPV16-ის კიბოები, ფაზა II
• Tedopi (OSE-Immunotherapeutics) — NSCLC, ფაზა III
• დიდი ბრიტანეთი / ნიდერლანდები
• ISA101b — HPV16-ზე დაფუძნებული, საშვილოსნოს ყელის და თავის-კისრის კიბოები, ფაზა II
• NHS-BioNTech პარტნიორობა — პერსონალიზებული mRNA ვაქცინები, ფაზა I/II
• კუბა
• CIMAvax-EGF — ფილტვის კიბო (NSCLC), უკვე დამტკიცებულია ადგილობრივად
• Vaxira® (Racotumomab) — NSCLC, ფაზა II/III
• იაპონია
• DSP-7888 (Adegramotide/Nelatimotide) — მელანომა, ჰემატოლოგიური სიმსივნეები, ფაზა II
• ჩინეთი
• SYS6020 (CSPC, mRNA) — სოლიდური სიმსივნეები, ფაზა I
• მრავალი ნანო-ვაქცინა ძუძუს, ღვიძლისა და ფილტვის კიბოებზე, ფაზა I
• სამხრეთ კორეა
• GX-188E (HPV DNA) — CIN2/3 და თავის-კისრის კიბო, ფაზა II/III
• ისრაელი
• ImMucin (MUC1) — მიელომა და სოლიდური სიმსივნეები, ფაზა I/II
• კანადა
• Maveropepimut-S (DPX-Survivac, Survivin) — საკვერცხე და ფილტვის კიბო, ფაზა II

 რატომ არ გვაქვს მსგავსი ვაქცინები საქართველოში?

საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს:
• მაღალი დონის კლინიკური კვლევების ინფრასტრუქტურა
• საკმარისი ინვესტიციები ბიოტექნოლოგიაში
• მკაფიო სტრატეგია კიბოს ინოვაციური მკურნალობების დასანერგად

ამიტომაც ჩვენ ქვეყანაში მსგავსი ვაქცინები ჯერ არ მუშავდება და არც პაციენტებს აქვთ მათზე წვდომა.

 მაგრამ, აუცილებელია მზად ვიყოთ: უნდა შეიქმნას კვლევითი ჰაბები, ჩაერთოს ქვეყანა საერთაშორისო კლინიკურ ცდებში და მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა.

 პროფესორის კომენტარი — რომელი ვაქცინებია ყველაზე პერსპექტიული?

პროფესორი გიორგი ფხაკაძე:
„დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე დიდი იმედი დაკავშირებულია mRNA-ზე დაფუძნებულ პერსონალიზებულ კიბოს ვაქცინებთან. ეს ტექნოლოგია უკვე წარმატებით გამოიყენეს COVID-19-ის დროს და ახლა ისევე ვითარდება კიბოს წინააღმდეგ. განსაკუთრებით აღსანიშნავია:
• mRNA-4157/V940 (Moderna/MSD) — ფაზა III კვლევებში ძალიან კარგი შედეგებით მელანომაზე.
• Autogene cevumeran (BioNTech) — პანკრეასის კიბოს მკურნალობაში დიდი პერსპექტივით.
ასევე საინტერესოა კუბის გამოცდილება (CIMAvax-EGF), სადაც ვაქცინა უკვე ათწლეულზე მეტია გამოიყენება ფილტვის კიბოს პაციენტებში.

ეს გვიჩვენებს, რომ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე აღარ არის მხოლოდ „მომავლის იდეა“ — ისინი რეალობა ხდება, მაგრამ საქართველო ამ პროცესში არ უნდა ჩამორჩეს.“

 ხშირად დასმული კითხვები

1. კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა პრევენციულია თუ სამკურნალო?
– უმეტესობა დღეს არის თერაპიული, ანუ უკვე არსებულ სიმსივნესთან ბრძოლისთვის.

2. როდის შეიძლება ეს ვაქცინები ფართოდ ხელმისაწვდომი გახდეს?
– ზოგიერთისთვის (მაგ. მელანომა, ფილტვის კიბო) — უახლოეს 5–10 წელიწადში.

3. აქვს თუ არა გვერდითი მოვლენები?
– ძირითადად ჰგავს სხვა იმუნოთერაპიებს: სიცხე, დაღლილობა, იმუნური რეაქციები.

4. შეუძლია თუ არა საქართველოს პაციენტებს კლინიკურ ცდებში მონაწილეობა?
– ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ქვეყანა ჩაერთვება საერთაშორისო კვლევით ქსელებში.

 მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.

 გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
 iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
 Android: https://play.google.com/store/apps/details…
 Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

პროფესორი გიორგი ფხაკაძე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

#drpkhakadze #აქხარისხია #შენიექიმი #accreditationge #გიორგიფხაკაძე #შენიამბები #sheni #sheniambebi
Giorgi Pkhakadze SheniEkimi.ge • შენი ექიმი SheniAmbebi.ge • შენი ამბები SheniSilamaze.ge • შენი სილამაზე SheniMedicina.ge • შენი მედიცინა supplement.ge 
შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

არ მიიღოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად – უსაფრთხოების მთავარი წესები

ანტიბიოტიკები თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი მედიკამენტებია, რომლებიც ეფექტურად მკურნალობენ ბაქტერიულ ინფექციებს.

მიუხედავად მათი მაღალი ეფექტურობისა, არასწორი ან თვითნებური გამოყენება წარმოადგენს გლობალურ ჯანმრთელობის პრობლემას. სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ არასრულყოფილი ანტიბიოტიკოთერაპია, დოზის შეცვლა ან ძველი მედიკამენტის გამოყენება ხელს უწყობს ბაქტერიების ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობას, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მომავალში ინფექციების მკურნალობას. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევებში იზრდება ინფექციის განმეორების ალბათობა, ხშირია საჭირო გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დიარეა, ნაწლავური მიკროფლორის დისბალანსი, ალერგიული რეაქციები და ზოგჯერ სერიოზული ჯანმრთელობის გართულებები.

საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციები, მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA), ხაზგასმით გვირჩევენ, რომ ანტიბიოტიკები მიიღონ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, მკაცრად დაცული დოზებითა და დროული მკურნალობის კურსით. სწორედ ეს მიდგომა უზრუნველყოფს მკურნალობის ეფექტურობას და ხელს უშლის რეზისტენტული ბაქტერიების გავრცელებას, რაც დღეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ ითვლება გლობალური ჯანმრთელობისთვის.

 

ანტიბიოტიკების უსაფრთხო გამოყენების ძირითადი წესები

მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება
ანტიბიოტიკი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული დოზითა და ვადით. თვითნებური გამოყენება ზრდის რეზისტენტული ბაქტერიების გაჩენის რისკს, რაც მომავალში მკურნალობას ართულებს.

გაიარეთ კურსი ბოლომდე, სრულყოფილად

თუნდაც გრძნობდეთ გაუმჯობესებას, არ შეწყვიტოთ მკურნალობა. არასრული კურსი ხელს უწყობს ინფექციის განმეორებას და რეზისტენტული შტამების განვითარებას.

არ გამოიყენოთ ძველი ანტიბიოტიკები ან სხვისი დანიშნულება

ინფექციები განსხვავდება, შესაბამისად ძველი ანტიბიოტიკი შესაძლოა, არაეფექტური იყოს ან გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.

ანტიბიოტიკები ვირუსული ინფექციის დროს არ არის საჭირო

გრიპი, გაციება და სხვა ვირუსული დაავადებები ანტიბიოტიკებით არ იკურნება და არც ამ ფორმით მკურნალობაა სწორი. მათი გამოყენება ზრდის მხოლოდ გვერდით მოვლენებს და რეზისტენტობის რისკს.

გაითვალისწინეთ ჰიგიენა და ცხოვრების სტილი მკურნალობის დროს
ფრთხილად დაიცავით პირადი ჰიგიენა, სვამთ ბევრი წყალი და დაიცავით ექიმის დანიშნული დიეტა ან დამატებითი რეკომენდაციები. განაგრძეთ კითხვა

 

"აფთიაქებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონოდ რეალიზაციით, მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი მიიღეს" - სასამართლომ 4 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კონგრესის მთავარი მიზანი მედიცინაში თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაცვლა და ინოვაციური მიდგომების ხელშეწყობაა

კონგრესის მთავარი მიზანი მედიცინაში თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაცვლა და ინოვაციური მიდგომების ხელშეწყობაა

მიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა.

უწყების ხელმძღვანელმა, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ქემალ მიმისოღლუს მიწვევით კონგრესში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ექსპერტებს აერთიანებს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონგრესის მთავარი მიზანი მედიცინაში თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაცვლა და ინოვაციური მიდგომების ხელშეწყობაა. ღონისძიება ასევე ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და სხვადასხვა სამედიცინო სისტემების ინტეგრაციის პროცესში მიღწეული შედეგების განხილვას.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოსთვის მსგავსი ფორუმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს ქვეყნის ჩართულობას გლობალურ დისკუსიებში და საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებას.

აღნიშნული კონგრესი თურქეთის რესპუბლიკის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის და ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა, მეცნიერებმა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წევრებმა მიიღეს.

მუნის ამოცნობაში ეს სიმპტომები დაგეხმარება – როგორ ამოვიცნოთ მუნი, როგორია დაავადების ნიშნები და მახასიათებლები და რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს

მუნის ამოცნობაში ეს სიმპტომები დაგეხმარება - როგორ ამოვიცნოთ მუნი, როგორია დაავადების ნიშნები და მახასიათებლები და რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს

 როგორ ამოვიცნოთ მუნი, როგორია დაავადების ნიშნები და მახასიათებლები და რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს – თემაზე გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, მალვინა ჯავახაძე საუბრობს:

„მუნს 1-2 წერტილოვანი, ხაზოვანი რკალი და გამონაყარი ახასიათებს. მას ტკიპა იწვევს. მუნის ტკიპა კანს კბენს, აკეთებს ხვრელს, სადაც კვერცხებს დებს. კანზე წყვილ-წყვილი ელემენტებია. ასეთი ელემენტები, რომლებიც დღის განმავლობაში, თითქოს, უფროსებისთვის შეიძლება, შეუმჩნეველი იყოს, ბავშვებისთვის ძალიან შემაწუხებელია. ძლიერი ქავილი ეწყებათ. ეს უფრო მეტად ღამით აქტიურდება, როდესაც თბილად ჩაწვებიან. დილით შედარებით წყნარდება.

როდესაც ქავილის შედეგად, მეორადი ინფექცია, იმპეტიგო, ვითარდება, ჩირქოვანი ელემენტები ჩნდება, ტემპერატურა იმატებს, შეშფოთების საგანი მაშინ ხდება. როცა პაციენტები იმპეტიგოთი მოდიან და მშობლებს ვთხოვთ, რომ ბავშვის სხეული დავათვალიეროთ, აღმოჩნდება, რომ მუნითაა ინფიცირებული. თავად მუნს, როგორც წესი, ტემპერატურა არ ახასიათებს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ძალიან ხშირად კოლეგებიც უგულებელყოფენ, არის ის, რომ მუნი ყველა ადამიანისათვის ერთნაირი დაავადება არ არის. რა თქმა უნდა, ყველას ერთნაირად კბენს, გამომწვევი ერთნაირია, მაგრამ ის უფრო ხშირად ებრძვის ისეთ ადამიანებს, რომლებსაც იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული. როდესაც მოზრდილსა და ბავშვს სხვადასხვა ინფექცია ემართებათ, მაგალითად, რესპირატორული ვირუსული ინფექცია. ტემპერატურა სწორედ იმ ვირუსის ან სხვა მდგომარეობის გამო უწევთ და პარალელურად, შესაძლებელია, მუნი კლინიკურად გამოვლენილი არ იყო, ერთი პატარა ელემენტი ჰქონდათ. შემდეგ ისიც აქტიურდება”.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ვივამედი“ ღირსეულად აგრძელებს „აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას

„ვივამედი“ ღირსეულად აგრძელებს „აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას

„ვივამედის“ კლინიკა იმ კლინიკებს შორისაა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა და უწყვეტი მონიტორინგის პირობებში აგრძელებენ განვითარებას. თანამშრომლობა „აკრედიტაცია კანადასთან“ არ არის მხოლოდ შეფასების პროცესი — ეს არის მუდმივი სწავლების, გაუმჯობესებისა და პასუხისმგებლობის კულტურა, რომლის მიზანიც პაციენტზე ორიენტირებული, უსაფრთხო და ხარისხიანი გარემოს შექმნაა.


საერთაშორისო სტანდარტების დაცვა — ყოველდღიურ პროცესად

„აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობა „ვივამედისთვის“ წარმოადგენს ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების სისტემას. საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტები, შეფასებები და რეკომენდაციები კლინიკის გუნდს აძლევს საშუალებას, ყოველდღიურად გაიზარდოს და შეინარჩუნოს მაღალი სტანდარტები.

ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პაციენტის უსაფრთხოებას, მომსახურების ეფექტურობასა და ადამიანურ დამოკიდებულებას, რაც კლინიკის საქმიანობის უმთავრესი პრინციპია.

საქართველოში „აკრედიტაცია კანადას“ სერტიფიკატი მიღებული აქვს ცხრა კლინიკას, მათ შორის — „ვივამედს“. ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელი ქვეყანაშია ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, რომლის ხელმძღვანელობითაც მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და რეგულარული მონიტორინგი.


პაციენტთა საბჭო — აქტიური მონაწილე ხარისხის უზრუნველყოფაში

„ვივამედის“ პაციენტთა საბჭო მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლინიკის გაუმჯობესების პროცესში. საბჭო წარმოადგენს პლატფორმას, სადაც პაციენტების ხმა რეალურ ცვლილებებად იქცევა. მათი ჩართულობა აძლიერებს მენეჯმენტსა და საზოგადოების ურთიერთგაგებას და ამტკიცებს, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა იქმნება თანამშრომლობითა და მოსმენით.


გუნდური ძალა და პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელობა

„ვივამედის“ წარმატება ეფუძნება პროფესიონალთა ერთიან გუნდს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს სტანდარტების შესრულებასა და პროცესების დახვეწაზე.
ასეთი მუდმივი განვითარების გზა მოითხოვს სიზუსტეს, გამჭვირვალობას და მტკიცე ხედვას. მხოლოდ ძლიერი ლიდერის პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა ქმნის იმ საფუძველს, რაც პაციენტზე ორიენტირებულ, თანამედროვე კლინიკას ახასიათებს.
ამ ღირებულებებს დღევანდელობასთან ადაპტირებულად და მაღალი პროფესიონალიზმით უძღვება კლინიკის ხელმძღვანელი ნინო ნადირაძე.


აკრედიტაცია — საერთაშორისო ხარისხის სტანდარტის გარანტია

„აკრედიტაცია კანადა“ წარმოადგენს იმ საერთაშორისო მოდელს, რომელიც აერთიანებს ხარისხის მართვის საუკეთესო პრაქტიკებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტურ და პაციენტზე ორიენტირებულ ჯანდაცვას. ამ სერტიფიკატის ქონა ნიშნავს, რომ კლინიკა მოქმედებს გლობალური სტანდარტების შესაბამისად და პაციენტს სთავაზობს მომსახურების უმაღლეს დონეს.

 

როგორ უნდა ვკვებოთ ბავშვები ფილტვების ანთების დროს, როგორ შეიძლება, რომ კვებით გავუძლიეროთ იმუნიტეტი და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ბავშვების ავადმყოფობისას

#post_seo_title

როგორ უნდა ვკვებოთ ბავშვები ფილტვების ანთების დროს, როგორ შეიძლება, რომ კვებით გავუძლიეროთ იმუნიტეტი და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ბავშვების ავადმყოფობისას, ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია, პედიატრ ივანე ჩხაიძესთან ერთად საუბრობს გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია” 

ბავშვის ჯანმრთელობა და სწორი კვება: როგორ დავეხმაროთ იმუნურ სისტემას ბუნებრივად?

ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებაში ერთ-ერთი მთავარი როლი სწორ და დაბალანსებულ კვებას ეკუთვნის. დაავადებების პრევენცია და მათი მართვა მხოლოდ მედიკამენტებით კი არა, ყოველდღიური რაციონის საშუალებითაც ეფექტურად არის შესაძლებელი.

ხშირად მშობლები კითხულობენ: “რა ვიტამინი მივცეთ ბავშვს, რომ იმუნიტეტი გავუძლიეროთ?”თუმცა, სინამდვილეში მთავარი კითხვა ასე უნდა ჟღერდეს:“რა მივაღებინოთ ბავშვს, რომ ბუნებრივად გააძლიეროს საკუთარი ორგანიზმი?”

👉 კვება არ არის მხოლოდ კალორიების მიღება — ეს არის იმუნური დაცვის ბუნებრივი საფუძველი.

🥗 სეზონური და ადგილობრივი პროდუქტების ძალა
ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ საკვების მიღება, რომელიც მათ გარემოსა და გარემო პირობებთან ჰარმონიაშია. სეზონური ხილი, ბოსტნეული და რეგიონში მოყვანილი პროდუქტები ორგანიზმისთვის გაცილებით ადვილად ასათვისებელია, რადგან ბავშვს მათთან მიმართებით სპეციფიკური ფერმენტული მზაობა უკვე აქვს განვითარებული.

🍎 ფერადი და მრავალფეროვანი რაციონი
ფერადი საკვები ხშირად სხვადასხვა ვიტამინების და ანტიოქსიდანტების კარგი წყაროა. რაც უფრო ფერადია ბავშვის თეფში, მით უფრო მაღალია საკვები ნივთიერებების რაოდენობა, რაც ზრდასა და იმუნიტეტის გამართულ ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

🍗 ცილოვანი საკვები — აუცილებელი კომპონენტი ავადობისას და მის შემდეგ
ნებისმიერ დაავადებას თან სდევს ცილების გაძლიერებული დანაკარგი. ბავშვის ორგანიზმში ეს პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, ამიტომ რეკომენდებულია ცილებით მდიდარი საკვების მიღება. მაგალითად, მჭლე ხორცი, თევზი, კვერცხი და მცენარეული ცილები. ეს აჩქარებს გამოჯანმრთელებას და ეხმარება ორგანიზმს, სწრაფად აღიდგინოს რესურსები.

🍲 ბულიონი ავადმყოფობის დროს — სასარგებლოა თუ არა?
ბევრი მშობლისთვის ეს კითხვაა აქტუალური. სითბოს, სითხისა და ცილის კომბინაცია ბულიონში ბავშვების გაძლიერებას ნამდვილად უწყობს ხელს. განსაკუთრებით თუ ის მომზადებულია ხარისხიანი ინგრედიენტებით და არა გამდიდრებული არომატიზატორებით

🔍 რჩევები მშობლებისთვის:

  • აირჩიეთ სეზონის შესაბამისი და ნაკლებად გადამუშავებული პროდუქტები

  • ჩართეთ რაციონში ცილოვანი საკვები ყოველდღიურად

  • აიარიდეთ უადგილო ბადე დანამატები და ვიტამინები – ბუნებრივი საკვები უფრო ეფექტურია

  • არ დაივიწყოთ წყლის საკმარისი მიღება

  • კვება უნდა იყოს არა დროებითი დიეტა, არამედ ცხოვრების წესი

„კვებითა და ბავშვის ორგანიზმის შემზადებით შეიძლება მას ძალიან ბევრი პრობლემა ავარიდოთ თავიდან. კვება შეიძლება გამოვიყენოთ თავად დაავადების პროცესშიც ეფექტური მართვისთვის. ძალიან ხშირად არის ხოლმე კითხვები “რა დავალევინოთ ბავშვს, რომ იმუნიტეტი გავუძლიეროთ?” ჩვენ გეტყოდით საპირისპიროს, კი არ დაალევინოთ, არამედ აჭამეთ. ყველაზე აქტუალურია, რომ კვება დავაჯგუფოთ სეზონური პროდუქტებით და იმ მიწაზე მოყვანილი პროდუქტებით, რომელიც ენდემურია და მის მიმართ ბავშვს კონკრეტული ფერმენტული მზაობა აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი წელიწადის ნებისმიერ დროს დაბალანსებულად უნდა იკვებებოდეს. რაც უფრო ფერადია მისი საკვები, მით უკეთესია. როდესაც ვამბობთ, რომ ბავშვებს მივცეთ ცილოვანი კომპონენტი, ვგულისხმობთ იმას, რომ ნებისმიერი ავადობის დროს ბევრ ცილას ვკარგავთ. პატარების ორგანიზმში ეს პროცესი განსაკუთრებით სწრაფად ხდება, თუმცა აღდგენაც სწრაფად ხდება. ამიტომ, უმჯობესია თუ ჩვენ სწორი პროდუქტებით მივეხმარებით. მაგალითად, მშობელთა ნაწილი გვეკითხება, რამდენად გამართლებულია ბულიონის მიღება ავადმყოფობის დროს.

ვერ დავეთანხმები, რომ წითელი ხორცის ბულიონი გამართლებულია. იმიტომ, რომ რთულად გადასამუშავებელია პატარა ბავშვის ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით ავადობის პერიოდში, თუ მას უკვე სიცხე აქვს. წითელი ხორცის ნახარში 2/3 ექსტრაქტული ნივთიერებება ანუ ის ნივთიერებები, რომლებიც ხარშვის პროცესში გამოიყოფა.

ახალგაზრდა ფრინველის ხორცის შემთხვევაში, ვიღებთ რამდენიმე კარგ შედეგს. პირველი ის, რომ ბავშვი თხევადი სახით მიირთმევს პროდუქტს, მეორე ის, რომ ადვილად შეთვისებადია ცილა და როდესაც კარგადაა მოხარშული, დაქუცმაცებული სახით, ბავშვს ძალიან წაადგება. ასევე, აღმოჩნდა, რომ ფრინველის ხორცში, განსაკუთრებით ინდაურის ხორცში, ბევრი ტიპტოფანია. ეს ამინომჟავა დაშლის დროს გვაძლევს სეროტონინს და სეროტონინი ორგანიზმის გუნება-განწყობის გაუმჯობესებისათვისაა მნიშვნელოვანი და ეს რეკომენდაცია ძალაში უნდა დავტოვოთ. მეორე გახლავთ ფლორის მოწესრიგება. ბოლო კვლევების თანახმად, მიკრობიომი ანუ ჩვენი ორგანიზმის შიგნით ბაქტერიების, სოკოების არსებობა ერთი მხრივ, გვეხმარება სხვადასხვა ნივთიერების გამომუშავებაში, ისინი მზა სახით გვაწვდიან ვიტამინებს, მაგრამ არის კიდევ ერთი გარემოება. როდესაც ორგანიზმის ფლორაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი არ არის ჩვენი მეგობარი. ის შემოიჭრა და ებრძვის ჩვენსავე ორგანიზმს. ბავშვს სჭირდება საკუთარი ფლორის გაძლიერება და ვიდრე წამლებით დაიწყებთ, მიაქციეთ ყურადღება მისი ნაწლავისა და კანის ფლორის მოწესრიგებას. ამისათვის საჭიროა, რომ ბავშვის კანი, თუნდაც ავადმყოფის, ჩამოვბანოთ, გავასუფთავოთ იმიტომ, რომ ხშირად არის ხოლმე, თუ ბავშვი ავადმყოფობს, აღარ ბანენ. რაც პედიატრების მიერ არ არის წახალისებული. მნიშვნელოვანია ნაწლავური ფლორის მოწესრიგება, განსაკუთრებით თუ ანტიბიოტიკოთერაპია იყო გამოყენებული. ცოცხალი ბაქტერიების აღდგენა, უმნიშვნელოვანესია. ბოლო კვლევების მიხედვით, ბავშვებს პრობლემების გადალახვაში ძალიან ეხმარება D ვიტამინის სათანადო ბალანსი. შეიძლება დიდხანს ვერ ვტოვებთ მათ პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ, უნდა მოხდეს საკვებით შევსება. მაგალითად, თუ თევზი არ უყვარს პატარას, ასეთ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, ერთი, რომ არსებობს თევზის პროდუქტები, რომლის მიცემა მზა სახით შეიძლება და მეორე, გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი ცხოველური წარმოშობის პროდუქტი შეიცავს D ვიტამინს. მაგალითად, ღვიძლი, კვერცხის გული, რძის ნაწარმი. ცხადია, უფრო ნაკლები რაოდენობით, ვიდრე თევზი, მაგრამ შეიცავს. ასევე, ზოგიერთი სახეობის სოკოს, რომელიც არა დახურულ, არამედ ღია სივრცეში იზრდება, შეუძლია D ვიტამინის წარმოქმნა სწორედ იმის გამო, რომ მას ნაწილობრივ ცხოველური ბუნება აქვს. მაგრამ, ბავშვის ნაწლავის მდგომარეობისა და ასაკიდან გამომდინარე, პედიატრთან შეთანხმებით უნდა გადაწყვიტოთ, შეიძლება თუ არა მის რაციონში ჩავრთოთ კონკრეტული პროდუქტები.

ბავშვებს ავადმყოფობის დროს აქვთ ხოლმე სურვილები და მშობლების ანებივრებენ ტკბილეულით, ფუნთუშეულით. თუ არ ჭამენ, აძლევენ პურის ნატეხს თავშესაქცევად – ეს საკმაოდ გავრცელებული საკითხია. ან თუ არასრულად იკვება ბავშვი, კვებასა და კვებას შორის აძლევენ პურს. მნიშვნელოვანია, ამ დროს მშობელს განემარტოს, რომ მწვანე ზონიდან ღირს პროდუქტების არჩევა და აქცენტი არ უნდა გააკეთოს ყვითელ, ანუ ჩამოთვლი პროდუქტების ზონაზე.“

ივანე ჩხაიძე, პედიატრი:

„ქათმის ბულიონი, მაწონი და D ვიტამინის შემცველი პროდუქტები ნამდვილად აუცილებელია ფილტვების ანთების დროს. ამ პროდუქტებს დავამატებდი ნიორსა და თაფლს. თაფლს და ნიორსაც გააჩნია ძალიან დიდი როლი რესპირაციული ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე ციტრუსები და C ვიტამინი გახლავთ იდეალური შესაძლებლობა დავეხმაროთ ორგანიზმს, გაუმკლავდეს ვირუსულ ინფექციას.“

ბავშვის იმუნიტეტი არ გაძლიერდება ერთ დღეში, მაგრამ სწორი კვებით მისი ორგანიზმი მზად იქნება დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. კვება არ არის დანამატი — ეს არის პირველი ხაზი თავდაცვაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ უნდა გაიგოთ, გაქვთ თუ არა რკინადეფიციტური ანემია

ანემია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბოლო მონაცემებით გლობალურად დაახლოებით 30-35%-ს აწუხებს
#post_seo_title

როგორ უნდა გაიგოთ, გაქვთ თუ არა რკინადეფიციტური ანემია

 რკინადეფიციტური ანემია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლში ერითროციტების და ჰემოგლობინის დაბალი დონე, რაც გამოწვეულია ორგანიზმში რკინის ნაკლებობით და გარკვეული ტროფიკული აშლილობით.
რკინადეფიციტური ანემიის დადგენისათვის მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ სიმპტომებს.მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, ქოშინი და შემცივნება შეიძლება იყოს რკინის დაბალი დონის ნიშანი.

ხშირად იღვიძებთ დაღლილი, თუნდაც კარგი ღამის ძილის შემდეგ. ყოველთვის სიცივეს გრძნობ და სვიტერს სწვდები, ტემპერატურის მიუხედავად. თქვენი ფრჩხილები ამ ბოლო დროს ოდნავ მშრალი ჩანს, მიუხედავად დამატენიანებელი კრემის გამოყენებისა. რკინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი ასეთი რეაქცია.
რამ შეიძლება გამოიწვიოს რკინადეფიციტური ანემია
რკინის დეფიციტის მიზეზები შეიძლება მერყეობდეს არასწორი კვებიდან დაწყებული ჯანმრთელობის სხვა პრობლემებამდე.
სხვა ფაქტორები, რომლებიც გასათვალისწინებელია არის ასაკი, სქესი და სამედიცინო ისტორია.
ძნელია იმის დადგენა, არის თუ არა სიმპტომები რკინის დეფიციტის გამო, რადგან თავის ტკივილი შემცივნება და დაღლილობა შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მიზეზის გამო.
რკინა აუცილებელია ჰემოგლობინის შესაქმნელად. ეს ხელს უწყობს სხეულში ჟანგბადის გადატანას. თუ არ იღებთ საკმარის რკინას, ჰემოგლობინის დონე ეცემა და ამან შეიძლება შეზღუდოს ჟანგბადის მიწოდება. ეს არის ის, რაც საბოლოოდ იწვევს რკინადეფიციტურ ანემიას – ანემიის ყველაზე გავრცელებულ სახეობას.
რკინის ნაკლებობის ნიშნები:
  • ფერმკრთალი ან ყვითელი კანი
  • რკინის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს სიფერმკრთალე, განსაკუთრებით სახეზე, ტუჩებზე და ქუთუთოებზე
  • მუდმივი დაღლილობა და სისუსტე
  • თუ მუდმივად გრძნობთ დაღლილობას აშკარა მიზეზის გარეშე – თუნდაც საკმარისი დასვენების შემდეგ – ეს შეიძლება იყოს რკინის დაბალი დონის ნიშანი.
  • ქოშინი
ვინაიდან რკინა დაკავშირებულია იმაზე, თუ როგორ მოძრაობს ჟანგბადი ორგანიზმში. გასაკვირი არ არის, რომ სუნთქვაზე შეიძლება გავლენა იქონიოს რკინის დეფიციტმა.
რკინის დაბალმა დონემ შეიძლება შეამციროს ჟანგბადის მიწოდება ქსოვილებში, რაც იწვევს ქოშინს, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს.
შემცივნება
გამომდინარე იქიდან, რომ რკინადეფიციტური ანემია იწვევს სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ტემპერატურის შეგრძნებაზე. კერძოდ, ანემიის მქონე ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ შემცივნება ან მუდმივი სიცივის შეგრძნება. ხშირია სიცივის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში.
ყინულის ან არასაკვები ნივთიერებების მიმართ ლტოლვა
ზოგიერთ შემთხვევაში, რკინის დეფიციტის მქონე ადამიანებს შეიძლება გაუჩნდეთ ლტოლვა არასაკვები პროდუქტების მიმართ.
მტვრევადი ფრჩხილები ან თმის ცვენა
რკინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს მტვრევადი ან კოვზის ფორმის ფრჩხილები (კოილონიქია). რკინის დეფიციტმა ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს თმის ცვენას.
როგორც წესი, რკინის დეფიციტის მკურნალობა შესაძლებელია დიეტის ცვლილებებით ან რკინის დანამატების მიღებით. მაგრამ ხანდახან, ეს შეიძლება იყოს სერიოზული სამედიცინო მდგომარეობის ნიშანი, ამიტომ ყოველთვის უმჯობესია ესაუბროთ ექიმს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მითების დასასრული: ანტიოქსიდანტური დანამატები მამაკაცის ნაყოფიერებას არ აუმჯობესებს

მითების დასასრული: ანტიოქსიდანტური დანამატები მამაკაცის ნაყოფიერებას არ აუმჯობესებს

ბოლო პერიოდში უამრავმა მამაკაცმა, ვინც წყვილის უნაყოფობისProblemis წინაშე დგას, მიმართა ანტიოქსიდანტურ ბიოდამატებებს იმ იმედით, რომ ეს მათ გამრავლების უნარს გაზრდიდა. თუმცა, ახალი მასშტაბური კვლევა პირდაპირ გვიჩვენებს: ანტიოქსიდანტური დამატებები არ აუმჯობესებს მამაკაცის ნაყოფიერებას და არც ორსულობის მაჩვენებელს ზრდის.
მითი და რეალობა
მრავალი წელია ბაზარზე ფართოდ ვრცელდება პრეპარატები, რომლებსაც მამაკაცურ უნაყოფობასთან ბრძოლაში „სასწაულებრივი“ ეფექტი მიეწერებათ.თუმცა SUMMER კლინიკურმა კვლევამ, რომელიც ნიდერლანდებში 21 ჰოსპიტალსა და რეპროდუქციულ კლინიკაში ჩატარდა, ეს მითი საბოლოოდ დაანგრია.
როგორ ჩატარდა კვლევა?
მონაწილეები: 1,171 მამაკაცი (18–50 წლის), რომელთა პარტნიორებიც უნაყოფობის მკურნალობას გადიოდნენ.
ინტერვენცია: ერთი ჯგუფი იღებდა ყოველდღიურ ანტიოქსიდანტურ ტაბლეტს (Impryl), ხოლო მეორე ჯგუფი — იდენტურ პლაცებოს.
• შემადგენლობა: ბეტაინი, თუთია, ფოლიუმის მჟავა და B ჯგუფის ვიტამინები.
• პერიოდი: 6 თვე.
შედეგები
• ორსულობის მაჩვენებელი ანტიოქსიდანტების ჯგუფში: 33.8%
• პლაცებოს ჯგუფში: 37.5%
• მკურნალობის ეფექტის მოსალოდნელ ფანჯარაში (4–6 თვე):
• ანტიოქსიდანტები — 15.5%
• პლაცებო — 21.5%
ანუ ანტიოქსიდანტები არა მხოლოდ არ დაეხმარა, არამედ ორსულობის შანსიც დაბალი აღმოჩნდა. სხვა პარამეტრებშიც (სპერმის ხარისხი, სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაცია, ემბრიონის გამოყენების მაჩვენებელი, თვითნებური აბორტის რისკი) სასარგებლო ეფექტი არ გამოვლენილა.
რას ნიშნავს ეს?
კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ანტიოქსიდანტური ბიოდამატებები არ უნდა ჩაითვალოს ნაყოფიერების მკურნალობის მეთოდად.მამაკაცის უნაყოფობა მსოფლიოს მასშტაბით უნაყოფობის შემთხვევათა დაახლოებით ნახევარს იწვევს. ამიტომ საჭიროა დამტკიცებულ სამედიცინო მეთოდებზე დაყრდნობა:
• ინსემინაცია (IUI)
• ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF)
• ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI)
კითხვები და პასუხები
შეკითხვა: ღირს თუ არა ანტიოქსიდანტური პრეპარატების ყიდვა ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად?
პასუხი: არა. ეს კვლევა ცხადად აჩვენებს, რომ ისინი შედეგს არ იძლევა.
შეკითხვა: მაშინ რა არის საუკეთესო გზა?
პასუხი: გამოცდილი რეპროდუქტოლოგის მიერ დანიშნული სტანდარტული მკურნალობა (IUI, IVF, ICSI).
შეკითხვა: ზიანი მოაქვს ანტიოქსიდანტებს?
პასუხი: პირდაპირი სერიოზული ზიანი არ დაფიქსირებულა, მაგრამ შესაძლებელია დროზე დაკარგვა და ფულის ფუჭად დახარჯვა, რაც ყველაზე მძიმეა უნაყოფობის პრობლემის წინაშე მყოფი წყვილებისთვის.
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, PhD მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
ლიტერატურა
de Ligny WR, et al. Antioxidant Treatment and the Chance to Conceive in Men Seeking Fertility Care: The SUMMER Randomized Clinical Trial. JAMA Netw Open. 2025;8(9):e2532405. doi:10.1001/jamanetworkopen.2025.32405

 

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

მარტივი ტესტი ჟანგბადის ნაკლებობის შესამოწმებლად

მარტივი ტესტი ჟანგბადის ნაკლებობის შესამოწმებლად

ტვინში ჟანგბადის ნაკლებობის სწრაფად აღმოჩენის გზა

ტვინში ჟანგბადის დეფიციტი ხშირად ადრეულ სტადიაზე არ ვლინდება, მაგრამ დროთა განმავლობაში, ტვინის ქრონიკულმა ჰიპოქსიამ შეიძლება გამოიწვიოს იშემიური ინსულტი.

ტვინში ჟანგბადის დეფიციტი ხშირად ადრეულ სტადიაზე არ ვლინდება, მაგრამ დროთა განმავლობაში, ტვინის ქრონიკულმა ჰიპოქსიამ შეიძლება გამოიწვიოს იშემიური ინსულტი.
სიმპტომები და გამოვლინებები
ტვინს შეიძლება არ მიეწოდოს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი, თუ ხერხემლის კისრის ნაწილის სისხლძარღვები, რომლებიც მას (ტვინს) სისხლით ამარაგებენ, შევიწროებულია. ხერხემლის არტერიებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემთხვევაში, ადამიანს შეიძლება უმიზეზოდ განუვითარდეს:
  • ქრონიკული დაღლილობა;
  • თავბრუხვევა;
  • ტინიტუსი (ყურებში ხმაური);
  • თავის ტკივილი;
  • მეხსიერების გაუარესება;
  • მხედველობის გაუარესება;
  • სმენის გაუარესება;
  • არტერიული წნევის ნახტომი.
მარტივი ტესტი ჟანგბადის ნაკლებობის შესამოწმებლად
თქვენ შეგიძლიათ გაარკვიოთ, ნამდვილად აკლია თუ არა ტვინს ჟანგბადი რამდენიმე წუთიანი მარტივი ტესტით:
დაწვეთ საწოლზე ან დივანზე და მკვეთრად წამოდგეთ; თუ ამ დროს გრძნობთ რყევას, ეს მიუთითებს ტვინში ჟანგბადის ქრონიკულ ნაკლებობაზე. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია ხერხემლის კისრის ნაწილის პრობლემების მოგვარება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რატომ სჭირდება საქართველოს ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო — „მხოლოდ ასე ექნება საქართველოს ჯანდაცვას რეალური ძალა, სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივა“ -პროფესორ გიორგი ფხაკაძის ხედვა

რატომ სჭირდება საქართველოს ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო — „მხოლოდ ასე ექნება საქართველოს ჯანდაცვას რეალური ძალა, სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივა“ -პროფესორ გიორგი ფხაკაძის ხედვა

გიორგი ფხაკაძეპროფესორი (MD, MPH, PhD) — “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” (PHIG) თავმჯდომარე და Accreditation Canada-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციებში. პროფესორი ფხაკაძე თანამშრომლობდა WHO, Gavi, The Global Fund (GFATM), Relief International, UNICEF, UNHCR, IOM და ILO-სთან, სადაც ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის პოლიტიკის, ხარისხის მართვისა და პაციენტის უსაფრთხოების მიმართულებებს.

ის არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, პროფესორი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში და აქტიური ტრენერი 30-ზე მეტ ქვეყანაში.

რატომ სჭირდება საქართველოს ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო — პროფესორ გიორგი ფხაკაძის ხედვა

საქართველოში ჯანდაცვა დღეს ერთიანი სამინისტროს ნაწილია, სადაც ერთ ჭერქვეშ არის შრომა, სოციალური პოლიტიკა, დევნილთა საკითხები და ჯანმრთელობა. შედეგი? – ჯანდაცვა ხშირად ქრება სხვა მიმართულებების ჩრდილში და კარგავს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — ადამიანის სიცოცხლის დაცვას.

👉 ჯანდაცვა არ შეიძლება დარჩეს დანამატად სხვა უწყებების ფუნქციებში.
ეს არის ქვეყნისათვის უმთავრესი სფერო, რომელიც უნდა იყოს ცალკე მდგომი, პრიორიტეტული მიმართულება — საკუთარი სამინისტროს, მკაფიო ხედვისა და სრული პასუხისმგებლობის მქონე. მხოლოდ ასე ექნება საქართველოს ჯანდაცვას რეალური ძალა, სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივა.

🔎 რა გვასწავლა წარსულმა?
• 1990-იანი წლებიდან დღემდე საქართველოში არაერთი რეფორმა განხორციელდა:
• ოჯახის ექიმის სისტემა,
• საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამა,
• ჰოსპიტლების საერთაშორისო აკრედიტაციის პირველი ნაბიჯები.

ეს ყველაფერი სწორი იყო, მაგრამ ხშირად ნახევრად დასრულებული — პროექტის სახით, დროებით, გაუმყარებელი ინსტიტუციური ბაზის გარეშე. მაგალითად, ჰოსპიტალების აკრედიტაცია რეალურად ცვლის ხარისხს, მაგრამ სისტემური მხარდაჭერის გარეშე რჩება როგორც „კარგი, მაგრამ ერთჯერადი“ ინიციატივა.

✅ რა მოგვიტანა ამ გამოცდილებამ?
• გავიგეთ, რომ ჯანდაცვა საჭიროებს მუდმივ სტაბილურობას და არა დროებით პოლიტიკურ პროექტებს.
• აკრედიტაცია და ხარისხი უნდა იქცეს სახელმწიფოს მძლავრ იარაღად, და არა მხოლოდ „დოკუმენტის მიღების“ პროცესად.
• მინისტრი ექიმი და მენეჯერი უნდა იყოს — ადამიანი, ვისაც აქვს პრაქტიკული გამოცდილება სისტემაში და იცის, როგორ მუშაობს საავადმყოფო.
• ჯანდაცვის სამინისტრო დამოუკიდებლად შეძლებს სწრაფ რეაგირებას თანამედროვე გამოწვევებზე: ეპიდემიები, ქრონიკული დაავადებები, ციფრული მედიცინა.

🌍 როგორია საერთაშორისო გამოცდილება?

ევროპის ქვეყნების უმრავლესობას აქვს ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო. სწორედ ამიტომ იქ:
• უფრო გამჭვირვალეა ჯანდაცვის ბიუჯეტი,
• მკაფიოა მინისტრის პასუხისმგებლობა,
• ხარისხის სისტემები მუდმივად იზრდება.

საქართველომაც უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, თუ გვსურს, რომ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა არ დაიკარგოს სხვა თემების ფონზე.

📖 პროფესორი გიორგი ფხაკაძე:

„ჯანდაცვა არ უნდა დაიკარგოს სხვა სამინისტროებში. საქართველოს სჭირდება ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო, სადაც მთავარი სიტყვა იქნება ექიმის, მეცნიერის და პროფესიონალის. ეს არის ჩემი ოცნება, და ვფიქრობ — ჩვენი მომავლის აუცილებლობაც.“

👉 ვინ უნდა იყოს „იდეალური მინისტრი“?

ჩემი ხედვით, ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს მედიკოსი პროფესიონალი, რომელსაც აქვს კლინიკური გამოცდილება და კარგად ესმის პაციენტის საჭიროებები. ის უნდა იყოს გამოცდილი მენეჯერი, რომელსაც მიღწევები აქვს საავადმყოფოს ხელმძღვანელობაში, ჯანდაცვის პროგრამების მართვაში და სისტემურ რეფორმებში. მინისტრს უნდა ჰქონდეს უნარი, რომ გახდეს სანდო და ეფექტური კომუნიკატორი — ერთის მხრივ, პროფესიულ სამედიცინო საზოგადოებასთან, და მეორეს მხრივ, ფართო მოსახლეობასთან. აუცილებელია ფლობდეს ჯანდაცვის ეკონომიკისა და პოლიტიკის საფუძვლიან ცოდნას, იცნობდეს საერთაშორისო გამოცდილებას, და განსაკუთრებით — სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის თანამედროვე სისტემებს (მაგალითად, Accreditation Canada, ან JCI). ეს ცოდნა კრიტიკულია, რათა ქვეყანაში რეალურად განვითარდეს ხარისხზე ორიენტირებული, უსაფრთხო და ეფექტური ჯანდაცვა.

ჩემი პირადი სურვილია, რომ საქართველოში ჯანდაცვის მინისტრად დავინახოთ ქალი ლიდერი — ძლიერი, განათლებული, გამოცდილებით აღჭურვილი, საზოგადოებასთან ახლოს მდგომი და გამჭვირვალე მმართველობითი სტილით. ვფიქრობ, სწორედ ასეთი ლიდერი შეძლებს სისტემაში ახალი ენერგიის, და სანდოობისა შეტანას.

👉 საქართველოს მომავალი ჯანდაცვის სამინისტროს იდეალური სტრუქტურა:

მომავალი ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს ოპტიმალური ზომის, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული ინსტიტუცია, რომელიც თავიდან აიცილებს ზედმეტ ბიუროკრატიას და სტრუქტურულ დუბლირებებს. მისი მთავარი მისია უნდა გახდეს პაციენტზე ორიენტირებული პოლიტიკის ფორმირება და სისტემის ეფექტიანი კოორდინაცია.

დღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და სააგენტოებში გაფანტული ფუნქციები – იქნება ეს რეგულაცია, განათლება, აკრედიტაცია თუ სახელმწიფო კლინიკების მართვა – უნდა მოიყაროს ერთი ჭერის ქვეშ. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი მკაფიო პასუხისმგებლობა, გამჭვირვალე გადაწყვეტილებები და სწრაფი რეაგირება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევებზე.

ოპტიმალური სტრუქტურა უნდა მოიცავდეს:

• პოლიტიკისა და სტრატეგიის მიმართულებას – გრძელვადიანი ხედვისა და რეფორმების დაგეგმვისთვის.
• საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტს – ეპიდემიოლოგიის, პრევენციისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად.
• სამედიცინო სერვისებისა და საავადმყოფოების მართვის ერთეულს – სახელმწიფო და უნივერსიტეტის კლინიკების კოორდინაციისთვის.
• ფინანსებისა და ეკონომიკის დეპარტამენტს – ბიუჯეტის ეფექტიანი დაგეგმვისა და ხარჯების მართვისთვის.
• სამედიცინო განათლებისა და კადრების მიმართულებას – სამედიცინო პერსონალის ხარისხის, უწყვეტი განათლებისა და სამუშაო ძალის სწორად დაგეგმვისთვის.
• სამედიცინო პროდუქტებისა და საკვების უსაფრთხოების სააგენტოს (FDA-ს მოდელით) – წამლების, საკვების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოტექნოლოგიის ზედამხედველობისთვის.
• აკრედიტაციისა და ხარისხის დეპარტამენტს – Accreditation Canada, JCI და WHO-ს სტანდარტებზე დაყრდნობით დაწესებულებების შეფასებისა და გაუმჯობესებისთვის.
• ციფრული ჯანმრთელობის დეპარტამენტს – ელექტრონული ჯანდაცვის, მონაცემთა ანალიტიკისა და ინოვაციების დანერგვისთვის.
• კრიზისებისა და ბიოუსაფრთხოების დეპარტამენტს – საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირებისა და მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.

ასეთი მოდელი გააერთიანებს ყველა ძირითადი რგოლს ერთიან სტრატეგიულ ცენტრში და შექმნის სისტემას, სადაც სამინისტრო იქნება არა მხოლოდ ზედამხედველი, არამედ ინოვაციების, ხარისხის და საზოგადოებრივი ნდობის მთავარი ძრავი.

👉 დასკვნა

საქართველოს ჯანდაცვას აღარ სჭირდება კომპრომისული მიდგომა. თუ ქვეყანას უნდა ძლიერი, სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი სისტემა, ჯანდაცვას უნდა ჰქონდეს საკუთარი სამინისტრო, რომელსაც ექნება მკაფიო ხედვა, პასუხისმგებლობა და ძალა.

ახალი სამინისტრო არ უნდა გახდეს კიდევ ერთი მძიმე ბიუროკრატიული რგოლი. პირიქით – ის უნდა იყოს ოპტიმალური ზომის, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული ინსტიტუცია, რომელიც მოქალაქეს ცენტრალურ ადგილზე დააყენებს. მისი ამოცანა უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკის დაგეგმვა, არამედ პრაქტიკული შედეგების მოტანა: ხარისხიანი სერვისები, სამართლიანი დაფინანსება, სამედიცინო პერსონალის განვითარება და პაციენტის უფლებების დაცვა.

საქართველოში ჯანდაცვა დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ფინანსური და სოციალური სფერო, ამიტომ ის იმსახურებს დამოუკიდებელ და ძლიერ სამინისტროს, რომელიც არ დაიკარგება სხვა პოლიტიკურ დღის წესრიგში. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი სისტემური რეფორმების გაგრძელება, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და საზოგადოების ნდობის აღდგენა.

ეს არის გზა, რომ ქვეყანამ აითვისოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა (WHO, Accreditation Canada, JCI, FDA-ს მოდელი) და შექმნას სისტემა, რომელიც ემსახურება მთავარს – ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

და ბოლოს, ჩემთვის ეს არა მხოლოდ პროფესიული არგუმენტია, არამედ პირადი სურვილიც – საქართველოში უნდა არსებობდეს ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც იქნება მომავლის პოლიტიკის და რეალური პროგრესის სიმბოლო.

👉 მეტი სანდო და უახლესი სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.

📲 გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
✔ მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
🔹 iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
🔹 Android: https://play.google.com/store/apps/details?id=ge.sheniekimi.app
📡 Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, PhD მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი. იგი არის დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD).
პროფესორი ფხაკაძე არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

⚖️ ინტერესთა კონფლიქტების დეკლარაცია:

ავტორი აცხადებს, რომ არ აქვს ფინანსური, კომერციული ან პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ამ სტატიაში წარმოდგენილ მოსაზრებებსა და ანალიზზე. ყველა არგუმენტი და შეფასება ეფუძნება მხოლოდ სამეცნიერო მტკიცებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებს.

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights