პარასკევი, მაისი 8, 2026

თავის ტვინის დაავადებები და ფსიქიკური დარღვევები – თავის ტვინის დაავადებები შეიძლება სერიოზულ გავლენას ახდენდეს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას - კვლევა
#post_seo_title

თავის ტვინის დაავადებები და ფსიქიკური დარღვევები: მიზეზები, შედეგები და სიმპტომები

თავის ტვინის დაავადებები შეიძლება სერიოზულ გავლენას ახდენდეს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. სხვადასხვა ტიპის დაზიანება, დაწყებული მსუბუქი შერყევით და დამთავრებული მძიმე ტრავმებით, როგორიცაა სისხლჩაქცევები ან დაჟეჟილობა, ხშირად იწვევს ფსიქიკური ფუნქციების დარღვევას. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ მოქმედებს თავის ტვინის სხვადასხვა დაავადება ფსიქიკაზე და რომელი სიმპტომები უნდა მივიჩნიოთ სერიოზული სიგნალებად.

ფსიქიკური დარღვევები თავის ტვინის დაზიანების ფონზე

თავის ტვინის ტრავმული დაზიანებები ხშირად იწვევს შემდეგ დარღვევებს:

  • ყურადღების დეფიციტი

  • მეხსიერების მოშლა

  • აზროვნების და მეტყველების შეფერხება

  • ტრავმული ნევროზი

  • აკვიატებული ქცევები და ფსიქოზური ეპიზოდები

ეს სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანების ლოკაციაზე და სიმძიმეზე. ხშირად ვლინდება ემოციური არასტაბილურობა და ქცევითი ცვლილებები.

თავის ტვინის სიმსივნეები და ფსიქიკური ცვლილებები

თავის ტვინის სიმსივნეები ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველი მდგომარეობაა, რომელიც ხშირად ახდენს ზეწოლას ტვინის კონკრეტულ უბნებზე. ამის შედეგად შეიძლება განვითარდეს:

  • ქცევითი ცვლილებები (მაგ. ბილწსიტყვაობა, აგრესია)

  • მეტყველების და აზროვნების მოშლა

  • პიროვნული თვისებების დაკარგვა

განსაკუთრებით მძიმე სიმპტომები ვლინდება მაშინ, როცა სიმსივნე ლოკალიზებულია შუბლის ან საფეთქლის წილებში.

ეპილეფსია და მისი ფსიქიკური გამოვლინებები

ეპილეფსია მრავალფეროვანი ფორმებით შეიძლება გამოვლინდეს და ხშირად თან ახლავს შემდეგი ფსიქიური ნიშნები:

  • ავტომატური, გაუცნობიერებელი მოქმედებები

  • სენსორული ჰალუცინაციები

  • უცნაური ქცევა და მოძრაობები

  • აფექტური შეტევები (დასევდიანება, აგრესია ან უაზრო მხიარულება)

ეპილეფსიური გულყრები განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ბავშვთა განვითარებაზე. ხშირი შეტევების ფონზე ვითარდება:

  • გონებრივი ჩამორჩენა

  • ყურადღების დეფიციტი

  • მეხსიერების გაუარესება

  • პიროვნების ცვლილება (სისასტიკე, პედანტურობა, ეგოიზმი)

ენცეფალიტი და ფსიქიკური ფუნქციების მოშლა

ენცეფალიტი თავის ტვინის ანთებითი პროცესია, რომელიც ხშირად იწვევს:

  • ჰალუცინაციებს

  • შიშის შეტევებს

  • ცნობიერების დაბინდვას

  • აგრესიას ან აპათიას

  • აზროვნების შენელებას და მეხსიერების დაქვეითებას

ქრონიკული ენცეფალიტის დროს სიმპტომები ნელა ვითარდება და ხშირად უკავშირდება სტრესულ სიტუაციებს ან გადაძაბულობას.

ინსულტი და ფსიქოლოგიური შედეგები

ინსულტი, როგორც თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგია, ხშირია და იწვევს სხვადასხვა სახის ფსიქიკურ დარღვევას. მისი სიმძიმე დამოკიდებულია დაზიანებული უბნის ლოკაციაზე.

ყველაზე ხშირი ფსიქიური გამოვლინებებია:

  • მეტყველების დარღვევა (მოტორული და სენსორული აფაზია)

  • მეხსიერების გაუარესება

  • აზროვნების შენელება

მოტორული აფაზიის დროს პაციენტი ვერ გამოთქვამს აზრს, მაგრამ ესმის სხვების ნათქვამი. სენსორული აფაზიისას კი პირიქით – ესმის სიტყვები, მაგრამ ვერ იგებს მათ მნიშვნელობას.

ძირითადი ფსიქიკური სიმპტომები თავის ტვინის დაავადებებისას

ფსიქიკური ფუნქცია პათოლოგიური ცვლილება
მეხსიერება დაქვეითება, ხარვეზები
აზროვნება შენელება, ლოგიკური ჯაჭვის დარღვევა
მეტყველება აფაზია, გაუგებარი საუბარი
ქცევა აგრესია, უხეშობა, ბილწსიტყვაობა
ემოციური ფონი აფექტური შეტევები, დეპრესია, ეიფორია

თავის ტვინის დაავადებები ადამიანის ფსიქიკაზე ძლიერი და მრავალმხრივი გავლენით გამოირჩევა. ხშირად სწორედ ფსიქიკური სიმპტომები ხდება იმ საწყისი სიგნალის წყარო, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა გადამწყვეტია ნეიროლოგიური და ფსიქოლოგიური პრობლემების თავიდან ასარიდებლად ან შემცირებისთვის.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„შეიძლება არც კი იფიქრო, რომ საქმე სასიცოცხლოდ საშიშ დაავადებას ეხება… თუ ეს სიმპტომი გაქვთ, სისხლის ანალიზი აიღეთ“

#post_seo_title

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, პროფესორი  გიორგი ფხაკაძე  სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

კოვიდი კი არა – სიმსივნე აღმოჩნდა! როცა ახალგაზრდაა, ჯანმრთელი ხარ და უბრალოდ თავს სუსტად გრძნობ – შეიძლება არც კი იფიქრო, რომ საქმე სასიცოცხლოდ საშიშ დაავადებას ეხება

ასე მოხდა 33 წლის ოლივია ნოულზის შემთხვევაშიც. ქალაქ ბლექპულიდან (დიდი ბრიტანეთი), ოლივიას ჰქონდა დაღლილობა და თავის ტკივილები, რაც ექიმებმა „გრძელვადიან კოვიდს“ დაუკავშირეს. მაგრამ ერთ დღეს მას მტკივნეულად ასტკივდა კბილები და სასწრაფოდ საავადმყოფოში წავიდა. იქ აღმოაჩინეს: მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML) – იშვიათი და ძალიან აგრესიული სისხლის სიმსივნე. მან გაიარა ქიმიოთერაპია, ცოტა ხნით მიაღწია გაუმჯობესებას… მაგრამ სიმსივნე დაბრუნდა. ოლივიამ მიიღო ექსპერიმენტული CAR-T იმუნოთერაპია, რამაც მას დროებით სიმსივნე დაუყუჩა და კიდევ ერთი ტრანსპლანტაციის საშუალება მისცა. მაგრამ 2025 წლის დასაწყისში სიმსივნე ისევ დაბრუნდა.და მაინც – ოლივიამ შეძლო £25,000-ის შეგროვება ლეიკემიის კვლევისთვის, მარათონში მონაწილეობით!სწორედ ასეთი ადამიანები ცვლიან მომავალს.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე: „ეს შემთხვევა ნათლად გვაჩვენებს, რამდენად საშიშია არასწორი დიაგნოზი.სულ რაღაც დაღლილობასა და თავის ტკივილს მიაწერეს კოვიდს — და გოგონამ სიმსივნის მკურნალობა დაგვიანებით დაიწყო. ჩვენ, ექიმებმა, უნდა ვიყოთ მეტად ფხიზლად. არ შეიძლება ნებისმიერი ქრონიკული სიმპტომი კოვიდს მივაწეროთ.სწრაფი და ზუსტი დიაგნოზი — ამაშია გადარჩენის შანსი.“ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება: თუ ხანგრძლივად გაწუხებთ დაღლილობა, თავის ტკივილი, ძილიანობა — ეს არ არის უბრალოდ სტრესი ან კოვიდი გაიარეთ სისხლის ანალიზი — სრული პროფილი, ფერიტინი, ჰემოგლობინი მოითხოვეთ დამატებითი გამოკვლევები, თუკი გრძნობთ, რომ რაღაც არ არის რიგზე“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა რაოდენობის ყურძენი უნდა მიიღონ ბავშვებმა? -ინგა მამუჩიშვილის რჩევა მშობლებს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს
#post_seo_title

რა რაოდენობის ყურძენი უნდა მიიღონ ბავშვებმა? ამას პედიატრი ინგა მამუჩიშვილი დეტალურად განმარტავს.

შემოდგომის სეზონზე,როცა უხვად არის ყურძენი ბუნებრივია მშობლებს აინტერესებთ მისი სარგებელი ბავშვისთვის და კვებაში შეტანის ასაკობრივი ვადები… ყურძენი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო ხილია ბავშვისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის და როგორ შევთავაზოთ, რომ უსაფრთხო და სასარგებლო იყოს!!!

ყურძენი მდიდარია – ვიტამინებითა და მინერალებით — შეიცავს:

ვიტამინ C-ს, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ვიტამინ K, სისხლძარღვოვანი სისტემისთვის და ძვლების განვითარებისთვის, პოტასიუმი – ეხმარება გულისა და კუნთების სწორად მუშაობაში.

მდიდარია ანტიოქსიდანტებით (რეზვერატროლი, ფლავონოიდები) – იცავს უჯრედებს დაზიანებისგან და ხელს უწყობს ტვინის განვითარებას.

ბოჭკოები – აუმჯობესებს მონელებას და ხელს უშლის ყაბზობას.

ბუნებრივი ენერგიის წყაროა – შეიცავს ბუნებრივ შაქრებს (გლუკოზა, ფრუქტოზა), რაც კარგია აქტიური ბავშვებისთვის.

ყურძენი შეიძლება მივცეთ ბავშვს დაახლოებით 10 თვის ასაკიდან, როცა ბავშვი უკვე ჭამს სხვა რბილ ხილს (მაგალითად, ბანანი, მსხალი).

თავიდან მიეცით გარეცხილი და დაჭყლეტილი ან პიურედ ქცეული ყურძენი — მხოლოდ მცირე რაოდენობით.
დიდი დოზით ყურძენი არასოდეს მისცეთ პატარა ბავშვს (განსაკუთრებით 3 წლამდე)

როგორ შევთავაზოთ უსაფრთხოდ: მოხარშეთ ან ოდნავ დაჭყლიტეთ ყურძენი და გაათავისუფლეთ წიბწებისგან.

1 წლიდან შეგიძლიათ მიაწოდოთ ოთხ ნაწილად გაჭრილი მარცვალი;

3 წლიდან ბავშვი უკვე შეძლებს მთლიანი, მარცვლის მიღებას!! ყურძენი ტკბილია, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით მიცემა არ არის რეკომენდებული (შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი,ღებინება,შებერილობა!! საგულდაგულოდ გარეცხეთ, რადგან ზედაპირზე ხშირად რჩება პესტიციდები“, – წერს პედიატრი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ეს ანოტაციაში არ უწერია – მართლა „ატომური ბომბია“ და ასეთი პაციენტები არის უამრავი“ – ზაზა თელიას საყურადღებო მიმართვა

#post_seo_title

„არსებობს გარკვეული ტიპის საკითხები, რომლებიც იძლევა აკნეს პროვოცირებას“, – ამის შესახებ ექიმმა, ზაზა თელიამ „კოტcast“- ში ისაუბრა.

დერმატოლოგმა განმარტა, რა იწვევს აკნეს: „არსებობს გარკვეული ტიპის საკითხები, რომლებიც იძლევა აკნეს პროვოცირებას. მაგალითად პაციენტმა იმკურნალა, წლების განმავლობაში ყველაფერი კარგად ჰქონდა და უცებ მისცა რეციდივი, რომელიც არ ექნებოდა, რომ მაგალითად არ მიეღო ვიტამინები, დანამატები.

ბევრი მათგანი აპროვოცირებს აკნეს, მაგრამ მათ შორის ბომბია B12, მართლა ატომური ბომბია და ასეთი პაციენტები არიან უამრავი, რომელთაც საერთოდ არ ჰქონიათ აკნე და მიიღო თერაპიული მიზნით B12 ვიტამინი და დაეწყო აკნე. B12 და ბეტამეტაზონი ერთად თუ ვთქვი, რომ B12 ატომური ბომბიათქო, ეს არის 100 მაგი ატომური ბომბი. B12 ვიტამინს ეს ანოტაციაში არ უწერია“, – ამბობს ზაზა თელია.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა – მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კამპანიებს, ტრადიციულად, საქართველოც უერთდება

ძუძუს კიბოს მკურნალობის 3 გზა...
#post_seo_title

“ვარდისფერი ოქტომბერი” ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანიც დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კამპანიებს, ტრადიციულად, უერთდება საქართველო – “ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილია სკრინინგის აქციები, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაავადების განკურნებისთვის მნიშვნელოვანია პრევენციული სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სკრინინგული კვლევები უფასოა და ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ან მობილური ამბულატორიების მეშვეობით.

ყოველწლიურად, დაახლოებით 2,3 მილიონი ახალი შემთხვევით, ძუძუს კიბო, ქალებში, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კიბოა.

საქართველოში ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის კიბოს წარმოადგენს – 2024 წელს, ქვეყანაში, ქალებში რეგისტრირებულია ძუძუს კიბოს 1,995 ახალი შემთხვევა, რაც ქალებში, რეგისტრირებული კიბოს ყველა ახალი შემთხვევის 30.7%-ს შეადგენს.
დღეს, ქვეყანაში, “დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის” სახელმწიფო და “დაავადებათა სკრინინგის” მუნიციპალური პროგრამები მოქმედებს, რომელთა ფარგლებში, მიზნობრივ პოპულაციებში, ხორციელდება ძუძუს, ასევე, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ძუძუს კიბოს რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 2015 წელთან შედარებით, 3.8%-ით შემცირდა. ამასთან, ქალებში, 2020 წელს, დიაგნოსტირებული ძუძუს კიბოს ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 72%-ია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

შედეგი შოკისმომგვრელია – როგორ ამახინჯებს ტერფს მაღალი ქუსლი

შედეგი შოკისმომგვრელია - როგორ ამახინჯებს ტერფს მაღალი ქუსლი
#post_seo_title

 ახალი 3D კვლევა აჩვენებს, როგორ ამახინჯებს ტერფს მაღალი ქუსლი — და შედეგი შოკისმომგვრელია

  • ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
    sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა

     ახალი სამგანზომილებიანი (3D) ტომოგრაფიის სურათებმა აჩვენა, რა ხდება ქალის ფეხში მაშინ, როცა ის ატარებს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს — შედეგი შოკისმომგვრელია.

    ლონდონის სამეფო ორთოპედიულ საავადმყოფოში (Royal National Orthopaedic Hospital) ჩატარებულმა კვლევამ, PedCAT 3D სკანერის საშუალებით, erstmals აჩვენა ტერფის ძვლების რეალური მდებარეობა მაღალი ქუსლის ტარებისას.

     როგორ იცვლება ტერფის ფორმა

    PedCAT-სკანერი აერთიანებს ასობით რენტგენულ სურათს ერთ მთლიან სამგანზომილებიან მოდელად და აჩვენებს, როგორ იკუმშება ტერფი ქუსლზე დაყრდნობით.

     შედეგები აშკარაა:
    • ტერფის რკალი ძლიერ იძაბება;
    • თითების ძვლები წინ იწევა და იღებენ არაბუნებრივ პოზიციას;
    • კოჭის სახსარი მუდმივად ზედმეტად არის გადახრილი;
    • წონის ბალანსი მთლიანად გადადის ფეხის წვერებზე.

    ამ პოზიციაში ფეხის კუნთები და მყესები დიდი ძალით იჭიმება — რაც დროთა განმავლობაში იწვევს ტკივილს, დეფორმაციას და ქრონიკულ დაზიანებას.

     რა შეიძლება გამოიწვიოს მაღალი ქუსლმა

     ბურსიტი (დაზიანებული ბალიში თითების ქვემოთ);
  •  კოჭ-წვივის სახსრის დისტრესი;
  •  ტერფის რკალის ჩამოშლა;
  •  ტერფის მყესების ანთება და ტკივილი;
  •  ხანგრძლივი ტარებისას — მუხლისა და ზურგის ტკივილიც კი.

     მეცნიერების კომენტარი

    კვლევის ხელმძღვანელის თქმით:

    „ეს ტექნოლოგია პირველად გვაძლევს საშუალებას რეალურ დროში ვნახოთ, როგორ იტვირთება ფეხი, როცა ადამიანი დგას ქუსლზე.
    ეს არის სურათი, რომელიც სიტყვებზე მეტს ამბობს — ტერფი ფაქტობრივად იჭყლიტება საკუთარი წონით.“

    თუმცა ზოგი ორთოპედი აღნიშნავს, რომ სკანერი არ აფიქსირებს წნევის განაწილებას — ამიტომ ის მხოლოდ ვიზუალური ილუსტრაციაა, თუმცა ძალზე დამაჯერებელი.

     რა არის გამოსავალი?

    ექიმების რეკომენდაცია მარტივია:
    • მაღალი ქუსლი ატარეთ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში;
    • აირჩიეთ პლატფორმა ან ფართო ქუსლი – წნევა უფრო თანაბრად ნაწილდება;
    • პერიოდულად გააკეთეთ ტერფის ვარჯიშები და გაიკეთეთ დაბალი ფეხსაცმელი დასვენებისთვის;
    • მოერიდეთ ყოველდღიურად 5 სმ-ზე მაღალ ქუსლებს.

    როგორც ერთ-ერთმა სპეციალისტმა ხუმრობით აღნიშნა:

    „ქალებს ქუსლზე სიარულს ვერავინ აარჩევინებს — მაგრამ ახლა მაინც იციან, რა ხდება ფეხის შიგნით.“

    ხშირად დასმული კითხვები

     მაღალ ქუსლზე სიარული ყოველთვის საზიანოა?
     არა ყოველთვის, მაგრამ რეგულარული ტარება იწვევს ქრონიკულ სტრესს ფეხის სტრუქტურაზე.

     რამდენად საშიშია ყოველდღიური ტარება?
     დღეში 6–8 საათზე მეტი ტარება მნიშვნელოვნად ზრდის ტერფის დეფორმაციის რისკს.

     არსებობს უსაფრთხო ალტერნატივა?
     პლატფორმები და საშუალო სიმაღლის, რბილი ქუსლები ნაკლებად ზიანდებიან, რადგან წონა უკეთ ნაწილდება.

     შეიძლება ქუსლის ტარებამ ზურგის ტკივილი გამოიწვიოს?
     დიახ, რადგან სხეულის წონის ცენტრი იცვლება და ზურგის ქვედა ნაწილი იღებს ზედმეტ დატვირთვას.


ლიტერატურა
1. Valiente, A. 3-D Scan Reveals Foot Damage by High Heels. ABC News. 2025 Aug 27.
2. Royal National Orthopaedic Hospital. PedCAT imaging in orthopaedic diagnostics. London, 2024.
3. Barnish MS, et al. High-heeled shoes and musculoskeletal injuries: a systematic review. BMJ Open. 2023;13:e056420.
4. Doherty C, et al. The biomechanics of high-heeled shoes: implications for foot health. J Foot Ankle Res. 2024;17(1):55–63.
5. Zhang Y, et al. Long-term effects of high heels on posture and gait. Clin Biomech. 2023;97:105–114.

 მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.

 გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
 მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მსოფლიოდან.
 iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
 Android: https://play.google.com/store/apps/details…
 Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

პროფესორი გიორგი ფხაკაძე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

#drpkhakadze #აქხარისხია #შენიექიმი #გიორგიფხაკაძე #შენიამბები #accreditationge #sheni #sheniambebi
Giorgi Pkhakadze SheniEkimi.ge • შენი ექიმი SheniAmbebi.ge • შენი ამბები supplement.ge SheniSilamaze.ge • შენი სილამაზე 

შეიძლება იყოს ძვალი და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „നനുനന A6RAb Ja06 നജ രാനാറ ാാന്നറ“ გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გენეტიკურად ქალები დეპრესიის უფრო მაღალი რისკის წინაშე არიან, ვიდრე კაცები – კვლევა

რა არის დეპრესია?
#post_seo_title

ავსტრალიელმა მეცნიერებმა მასშტაბური კვლევით დაადგინეს, რომ გენეტიკურად ქალები დეპრესიის უფრო მაღალი რისკის წინაშე არიან, ვიდრე კაცები. შესაძლოა, ამან მსგავსი აშლილობის მკურნალობის გზები შეცვალოს და მეტად პერსონალიზებული გახადოს.

სპეციალისტებმა დეპრესიის მქონე 200 000-მდე ადამიანის დნმ შეისწავლეს, რათა ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელი გენეტიკური ინდიკატორები გაეანალიზებინათ. აღმოჩნდა, რომ ქალებში ასეთი გენეტიკური მარკერები კაცებისას თითქმის ორჯერ აღემატება. ეს ნიშნავს, რომ მათში დეპრესიის ჩამოყალიბების შანსები ბევრად მეტია.

საერთო ჯამში, მეცნიერებმა 13 000 ისეთი გენეტიკური მარკერი გამოავლინეს, რომლებიც ქალებში დეპრესიას უკავშირდება. შედარებისთვის, კაცებში ეს რაოდენობა 7000 იყო.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოგიერთი მსგავსი გენეტიკური წინაპირობა მეტაბოლიზმსა და ჰორმონების წარმოქმნაზეც აისახება. ავტორების თქმით, ეს შეიძლება იმის ახსნაში დაგვეხმაროს, რატომ აქვთ დეპრესიით მცხოვრებ ქალებს ხშირად მეტაბოლური სიმპტომები, მაგალითად, სხეულის მასისა და ენერგიის დონის ცვლილება.

“აქამდე არ მოგვეპოვებოდა დასაბუთებული კვლევა, რომელიც ახსნიდა, რატომ ვლინდება დეპრესია ქალებსა და კაცებში სხვადასხვანაირად — მათ შორის არც გენეტიკის შესაძლო როლის შესახებ. უფრო და უფრო მეტს ვიგებთ, რამდენი პრეპარატი იქმნება, რომლებიც ძირითადად კაცებზეა ორიენტირებული”, — აცხადებენ ავტორები.

კლინიკური დეპრესია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მენტალური აშლილობაა. ის მსოფლიოს მასშტაბით 300 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს, ამიტომ აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად გაანალიზება მნიშვნელოვანია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ბავშვის სათამაშოები – „უხარისხო სათამაშომ შეიძლება ისეთი მომწამლავი ნივთიერებები გამოუშვას, რომ პრაქტიკულად ტყვიაზე უარესი შედეგი მივიღოთ”

„ამ პროცესების ხელოვნურად შეჩერებაც წარმოუდგენელია...“ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
#post_seo_title

ცნობილი პედიატრი, თემურ მიქელაძე საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ შეკითხვას პასუხობს, რომელიც ბავშვის სათამაშოებს ეხება:

„ბავშვს ჯობია ცოტა რაოდენობით სათამაშო ჰქონდეს და ხარისხიანი, ვიდრე უამრავი და უხარისხო. უხარისხო სათამაშომ შეიძლება ისეთი მომწამლავი ნივთიერებები გამოუშვას, რომ პრაქტიკულად ტყვიაზე უარესი შედეგი მივიღოთ“.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სერიოზული პრობლემა და რისკები – რამდენად მაღალია სილამაზის სალონებში სოკოთი დაინფიცირების რისკი

სერიოზული პრობლემა და რისკები - რამდენად მაღალია სილამაზის სალონებში სოკოთი დაინფიცირების რისკი
#post_seo_title

სილამაზის სალონებსა და სახლში გაწეული სერვისებისას სოკოვანი ინფექციების რისკი — სერიოზული პრობლემა, რომელსაც საზოგადოებრივი და პირადი ჰიგიენის მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოკვეთილად უჩნდება.

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროცედურა ეხება კანს, თმას ან ფრჩხილებს — ხშირად წარმოიშვება კონტაქტური გადაცემა და სოკოვანი ორგანიზმების გავრცელება.

სალონური სოკოვანი ინფექციების რისკები და მიზეზები
ხელების, ფრჩხილების, ფეხისა და თმის მოვლას ხშირად ასრულებენ ინსტრუმენტებით, რომლებსაც პირდაპირი კონტაქტი აქვს მრავალ ადამიანთან. თუ არ იშვიათად არ ხდება სათანადო დეზინფექცია, ეს ხელს უწყობს დერმატოფიტური სოკოს (მაგალითად, Microsporum canis) გავრცელებას. აღნიშნული სოკოთი შეიძლება დაინფიცირდეს როგორც კანი, ისე თმა, წვერი და კიდეც ფრჩხილები.

განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფებია:

  • ბავშვები

  • ადამიანები, რომლებსაც აქვთ იმუნური სისტემა დაქვეითებული

  • ქალები, რომლებიც აქტიურად იყენებენ კოსმეტიკურ პროცედურებს

  • ადამიანები, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი ან თანამგრძნობი დერმატოლოგიური პრობლემები


სოკოვანი ინფექციის გამოვლინებები ხშირად არაა სპეციფიკური და შეიძლება შეგვხვდეს სხვა პრობლემებით — ქერტლით, სიმშრალით, ჯანმრთელობის კლიმატური ცვალებადობით და ა.შ. თუმცა, საყურადღებოა შემდეგი ნიშნები:

  • ქავილი და ქერცლოვანი მანიშნებლები

  • კანის ანთება და სიწითლე

  • ადგილობრივი სითბო და მგრძნობელობა

  • წვეთოვანი ზოლები კანის პიგმენტზე

  • თმების თხელება, ზოლები, ცვენა

  • ფრჩხილების დეფორმაცია (ნაციონალური არჩევანი, გნადი ფორმები, ფხვიერება)

Malassezia და სხვა სოკოების როლი
Malassezia არის სოკო, რომელიც ძირითადად მოქმედებს თმებზე და თავზე, მაგრამ შეუძლია აგრეთვე გავრცელდეს წარბებსა და წამწამებზე. შინაური ცხოველები — განსაკუთრებით კატები და ძაღლები — სოკოების საკვანძო წყაროები არიან, რაც ზრდის გადაცემის ალბათობას.

როგორ დავიცვათ თავი და შეგვამციროთ რისკი

  • შეარჩიეთ მხოლოდ სანდო და ოფიციალურად აკრედიტებული სალონები, რომლებიც მკაცრად იცავენ სანიტარიულ წესებს

  • დარწმუნდით, რომ ყველა ინსტრუმენტი კარგად დეზინფიცირებულია და ერთჯერადი გამოყენების მასალებია გამოყენებული იქ, სადაც შესაძლებელია

  • სახლში მომსახურების კვალობაზე დარწმუნდით, რომ სპეციალისტმა გამოიყენა სტერილური და ჰიგიენური პროდუქცია

  • ყურადღებით აკონტროლეთ კანი, თმა და ფრჩხილები რეგულარულად — შენიშნეთ ნებისმიერი უჩვეულო ცვლილება

  • ოდნავი ეჭვის შემთხვევაშიც კი — ნუ იზიარებთ მხოლოდ შამპუნებს ან მის კრემებს — მიმართეთ დერმატოლოგს და საჭიროებისამებრ გაიარეთ PCR ტესტირება სოკოვანი ორგანიზმების დნმ‑ს გამოსავლენად

  • თუ ბოლო დროს აღმოაჩინეთ სოკოვანი დაავადება, იზრუნეთ ოჯახის — პირსახოცების, ბალიშებისა და ფეხსაცმლის დეზინფექციაზე

ფრჩხილის სოკოს (ონიქომიკოზის) განვითარების რისკები
ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები ხშირად თან ახლავს სხვა პირობებს, როგორებიცაა:

  • ფსორიაზი

  • ჰიპერჰიდროზი (მეტისმეტი ოფლიანობა)

  • არსებული ფეხის კანის სოკოვანი ინფექციები

დაბოლოს — სოკოვან ინფექციებზე გარემოცვა დროებითაც კი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი. დროულად რეაგირება, ჰიგიენური ზომების დაცვა და პროფესიონალური მკურნალობა — საუკეთესო გზაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სილამაზის პროცედურების უსაფრთხოდ ჩანერგვისთვის.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სიცოცხლის გახანგრძლივების ეფექტი აჩვენა – მეცნიერებმა შექმნეს ახალი ტიპის პრეპარატი, რომელიც დაბერებას უჯრედულ დონეზე ეწინააღმდეგება

რა იცვლება ასაკთან ერთად?
#post_seo_title

მეცნიერები დაბერებასთან შეწინააღმდეგებისა და ჯანმრთელობის დიდხანს შენარჩუნების გზების ძიებას აქტიურად ცდილობენ. მაგალითად, ერთ-ერთმა გუნდმა შექმნა ახალი ტიპის პრეპარატი, Rapalink-1, რომელიც საფუარ სოკო სქიზოსაქარომიცეტზე გამოცადეს. ეს ორგანიზმები მსგავსი ექსპერიმენტისთვის ხშირად გამოიყენება.

თავად მედიკამენტი იმუნოსუპრესანტ რაპამიცინის ფორმულას ეფუძნება — მან უჯრედებსა და მღრღნელებში სიცოცხლის გახანგრძლივების ეფექტი აჩვენა. მკვლევართა მიერ ჩატარებულ ცდებში Rapalink-1-მა სოკოების სიცოცხლის ხანგრძლივობა სწორედ ასევე გაზარდა. მოლეკულურმა ანალიზმა აჩვენა, რომ პრეპარატმა იმ ფერმენტების გამომუშავებაც გაააქტიურა, რომლებიც ბაქტერიების მიერ წარმოქმნილ აგმატინს სხვა ნაერთებად გარდაქმნის.

აქამდე ცნობილი იყო, რომ აგმატინს მიკრობების მასპინძელი ორგანიზმის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. ახლა ისიც გავუგეთ, რომ იგივე ხდება მისი გარდაქმნით მიღებული ნაერთების შემთხვევაშიც, რადგან ისინი დაბერებასთან დაკავშირებულ გენებზე ირიბად ზემოქმედებს.

მეცნიერების თქმით, ასეთი პოტენციალის გამოვლენა იმედს გვაძლევს, რომ ოდესმე მას ადამიანებში გამოვიყენებთ. Rapalink-1-იცა და რაპამიცინიც TOR-ად წოდებული ფერმენტული მექანიზმის მეშვეობით მოქმედებს. უჯრედების დაბერებასთან და დაავადებებთან მისი კავშირი ცნობილია და ეს ჩვენზეც ვრცელდება.

კვლევის მეორე მნიშვნელოვანი მიგნება ისაა, რომ ახალი პრეპარატის ფუნქციონირება ცილოვან-ფერმენტულ კომპლექს TORC1-ს ემყარება. ის TOR-ის ნაწილია და უჯრედთა ზრდაზეა პასუხისმგებელი. Rapalink-1 მის მოქმედებას აფერხებს, რის შედეგადაც უჯრედები უფრო ნელა იზრდება და დიდხანს ნარჩუნდება. ამ პროცესების შესწავლა შეიძლება ჯანმრთელ დაბერებასთან და ზოგიერთ სიმსივნესთან TORC1-ის ასოციაციის გარკვევაში დაგვეხმაროს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჯერ კიდევ შორს ვართ ისეთი მედიკამენტისგან, რომელიც დაბერებას უბრალოდ შეაჩერებს. ასეთი კვლევებით უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ სიბერე მრავალმხრივი პროცესია და სხვადასხვა დაავადების რისკებს შეიცავს. Rapalink-1-ის მსგავსმა საშუალებებმა შეიძლება ეს რისკები შეამციროს, მაგრამ ჯერ დამატებითი ცდები და მონაცემებია საჭირო. შესაბამისად, აგმატინის მიღებაც საფრთხილოა, რადგან ზოგჯერ ის პათოლოგიების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights