ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

სწრაფი და ბუნებრივი გზა ქოლესტერინის შესამცირებლად და ცხიმის დასაწვავად

ქოლესტერინი – მტერი თუ მეგობარი…
#post_seo_title

ბუნებრივი საშუალება ქოლესტერინის დასაქვეითებლად და ცხიმის დასაწვავად – მარტივი რეცეპტი სახლში მოსამზადებლად 🍋🫒

გსურს სწრაფად და ეფექტურად შეამცირო ქოლესტერინის დონე და ერთდროულად დაიკლო წონა ბუნებრივი გზით? ეს ძლიერი მცენარეული სასმელი დაგეხმარება მეტაბოლიზმის აჩქარებაში, ცხიმების წვაში და ორგანიზმის დეტოქსიკაციაში – ყოველგვარი ქიმიის გარეშე!

🌿 რატომ მუშაობს ეს რეცეპტი?

ოხრახუში და ლიმონი ბუნებრივი კომპონენტებია, რომლებსაც საოცარი სარგებელი აქვთ ჯანმრთელობისთვის:

  • ოხრახუში – ხელს უწყობს სისხლძარღვების გაწმენდას, გამოდევნის ტოქსინებს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

  • ლიმონი – მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და C ვიტამინით, რომლებიც ასტიმულირებს ცხიმების წვას და ეხმარება ღვიძლს უკეთესად მუშაობაში. განაგრძეთ კითხვა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ერთდროულად 2-3 ვირუსის აღმოჩენაც არ არის იშვიათი“-ივანე ჩხაიძე

„ეს არის უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ვირუსის დროს უნდა გავითვალისწინოთ“ - ივანე ჩხაიძე
#post_seo_title

იაშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ  ვირუსების გამწვავება მოსალოდნელია დეკემბრიდან იანვრის ჩათვლით პერიოდში.

მისივე თქმით, ერთდროულად 2-3 ვირუსის აღმოჩენაც არ არის იშვიათი.

ვირუსის დროს ბავშვს ნაკლები უნდა ჩააცვათ, უნდა გაანიავოთ ოთახი და უნდა აბანავოთ…
სამწუხაროდ, ზოგჯერ ექიმის რჩევაც არის 3 დღეზე მეტია სიცხე და ანტიბიოტიკი მოახმარეთ

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა კავშირშია მაღალ არტერიულ წნევასა და თირკმელს შორის

რა კავშირშია მაღალ არტერიულ წნევასა და თირკმელს შორის
#post_seo_title

ნეფროლოგი, პროფესორი გიორგი ფარქოსაძე გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია” საუბრობს, რა კავშირშია მაღალ არტერიულ წნევასა და თირკმელს შორის:

თითოეულ თირკმელში მილიონი გორგალია, რომლითაც შარდის წარმოქმნა ხდება. არის ორი ძირითადი სისხლძარღვი, შემავალი და გამომავალი, ეფერენტული და აფერენტული არტერიოლები, საიდანაც ნეფრონში შარდის წარმოქმნა ხდება. თირკმლის ფუნქციის გაუარესების შემთხვევაში, ძირითად დაზიანებას, ამ გორგალშიდა წნევის ცვლილება, ჰიპერფილტრაცია და მომტან და წამღებ არტერიებს შორის წნევის ცვლილება იწვევს. ეს არის ის ძირითადი მიზეზი, რაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თირკმლის ქრონიკული დაავადების განვითარებას იწვევს და დინამიკაში თირკმლის ფუნქციის გაუარესებას განაპირობებს. ამდენად, პირველადი ღონისძიებები, რაც მაღალი არტერიული წნევის შემთხვევაში თირკმლის პრევენციას გულისხმობს, ეს გორგალშიდა წნევის და ჰიპერდატვირთვით მომუშავე გორგლის ფუნქციის გახანგრძლივება და შენარჩუნებაა. რადგან, თუ ეს პროცესი ასე ცუდად მართული გაგრძელდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ნეფრონი ფუნქციონირებას წყვეტს და შესაბამისად, აღმოჩნდება, რომ მილიონი ნეფრონიდან რაღაც ნაწილი აღარ ფუნქციონირებს. ასეთ შემთხვევაში, სისხლი კარგად აღარ იფილტრება და ტოქსინები ორგანიზმში გროვდება. ამიტომ, თირკმლის ფუნქციის გაუარესების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მაღალი არტერიული წნევის ფონზე განვითარებული გორგალშიდა წნევის ცვლილება, ჰიპერფილტრაციაა. მკურნალობის აზრი არის საბოლოოდ ის, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან თირკმლის ტერმინალური დაზიანება, რომლის შემთხვევაში, უკვე იძულებული ვხდებით, მკურნალობაში თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია ჩავსვათ. ამიტომ, ამ პატარა ნეფრონს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით მგრძნობიარე კი მაღალ წნევაზეა.

მაღალწნევიანმა ადამიანებმა თირკმელი არ უნდა დაივიწყონ. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის შემთხვევაში, კარდიოლოგის, ნეფროლოგის, ენდოკრინოლოგის ერთად შეჯერებული მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც საბოლოო ჯამში სისხლძარღვის კედლის დაცვას ყველა ორგანოში და ამ ქრონიკული დაავადებების ფონზე გამოწვეული დაზიანებების დროში გახანგრძლივებას და სავალალო შედეგების თავიდან არიდებას განაპირობებს.“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ გადავურჩეთ ნაბახუსევს – რჩევა

ალკოჰოლი, ინფოგრაფიკი
#post_seo_title

ნაბახუსევის ანუ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შეგრძნებებია: თავის ტკივილი, პირღებინება, პირის სიმშრალე და უსიამოვნო გემო, წყურვილი, უღონობა, ხშირად გულის გამალებული მუშაობა, რითმის დარღვევა, ვეგეტატიური აშლილობა, შემცივნება და სხვა. როდესაც ადამიანი ალკოჰოლს სვამს, ამ დროს ოთხჯერ მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე იღებს, რაც გაუწყლოვნებას იწვევს.

ნაბახუსევი ორგანიზმის თავისებური თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც ტკივილის სიმპტომებით მოწამვლის შესახებ სიგნალებს აგზავნის. ამ დროს ადამიანის ორგანიზმს, პირველ რიგში, სითხე არ ჰყოფნის. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მიზეზია ის, რომ ღვიძლი დიდი რაოდენობით მიღებული ეთილის სპირტის ორგანიზმისთვის უსაფრთხო ნახშირმჟავის აირად გადამუშავებას ვერ ასწრებს, ამიტომ სისხლში რჩება ამ რეაქციის შუალედური ნივთიერება, აცეტალდეჰიდი, რომელიც უფრო ტოქსიკური ნივთიერებაა, ვიდრე სპირტი და ადამიანს შეუძლოდ ხდის.

როგორ ავარიდო თავი ნაბახუსევს?

სწორი, მაგრამ ფუჭი რჩევა ასეთია: არ დალიოთ. მაგრამ თუ სვამთ, მაშინ

– ყურადღება მიაქციეთ სასმელის რაოდენობას. ეს შეიძლება რთული იყოს, თუ თქვენ სხვადასხვა სასმელს ან კოქტეილს სვამთ. ზოგიერთ ადამიანს სპეციალური მობილური აპლიკაციები ეხმარება – ისინი ითვალისწინებენ დალეული სასმელის რაოდენობას სპირტის ეკვივალენტში.

– შეეცადეთ ნორმას არ გადააჭარბოთ;

– გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ნელა დათვრეთ; მაგალითად, სასმელთან ერთად რამე ჭამეთ;

– დალიეთ მეტი უალკოჰოლო სასმელი, მათ შორის იმისთვისაც, რომ გაუწყლოვანებას თავი აარიდოთ.

არსებობს მოსაზრება, რომ მუქი ფერის სასმელმა, რომელიც მინარევებს მოიცავს, რაც მას სპეციფიკურ ფერს და გემოს აძლევს, შეიძლება ნაბახუსევი დაამძიმოს. ზოგიერთი პატარა კვლევა ამ ჰიპოთეზას ადასტურებს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ეთილის სპირტის მიღების მოცულობაზეა დამოკიდებული.

გრადუსი უნდა გავზარდო თუ შევამცირო?

სავარაუდოდ, გაზრდა უკეთესია. მაგრამ აქაც ყველაფერი ისევეა, როგორც მუქი ფერის სასმელების შემთხვევაში – ნაბახუსევის სიმძიმე დამოკიდებულია სპირტის რაოდენობაზე და არა იმაზე, თუ რა თანმიმდევრობით სვამდით სხვადასხვა სასმელს. არსებობს ვერსია, რომ „გრადუსის შემცირება არ შეიძლება“, მაგრამ ინგლისურ ენაში საპირისპირო წესია (Beer before liquor, never been sicker; liquor before beer, youʼre in the clear): იქ მიაჩნიათ, რომ არყის დალევა ლუდის დალევამდე სჯობს. კვლევები ცხადად არ ამბობს, თუ რომელი წესია მართალი. მაგრამ ზოგიერთი ექიმის აზრით, თუ სმას უფრო სუსტი ალკოჰოლური სასმელით ან სულაც უალკოჰოლო სასმელით დაიწყებთ (ან ალკოჰოლურ და უალკოჰოლოს ერთმანეთის მონაცვლეობით მიიღებთ), შედეგად ნაკლებს დალევთ და შესაბამისად ნაბახუსევი ისეთი მძიმე აღარ აღმოჩნდება.

როგორ დავეხმარო თავს ნაბახუსევს?

სამწუხაროდ, ჯადოსნური რეცეპტი არ არსებობს: მეცნიერები ამ საკითხს დიდად არც სწავლობენ. ექიმების რჩევაა წვენების, სპორტული სასამელების, ბოსტნეულის სუპების მიღება, დასვენება და უბრალოდ მოცდა, ვიდრე ნაბახუსევი გაივლის.

წამლებიდან შეიძლება ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლების მიღება თუ უკუჩვენება არ არის. მაგრამ პარაცეტამოლის მიღება არ ღირს. ექიმების თქმით, ალკოჰოლთან კომბინაციაში (ან ზედოზირებისას) მას იოლად შეუძლია ფულმინანტური ჰეპატიტის გამოწვევა, რომლის დროსაც მთავარი მკურნალობა – ღვიძლის გადანერგვაა. იმის გათვალისწინებით, რომ ნაბახუსევს თან ახლავს სისტემური ანთებითი რეაქცია, გამართლებულია იბუპროფენის მიღება – მისი ეფექტიანობა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის წინააღმდეგ შესწავლილი არ არის, მაგრამ ეს პრეპარატი თავის ტკივილს ხსნის და არ არის ისეთი სახიფათო, როგორც პარაცეტამოლი.

ცოტა ალკოჰოლის მიღება დამეხმარება?

გასტროენტეროლოგების თქმით, ჩვეულებრივ ადამიანს ეს ნაბახუსევს არ უშველის, უფრო პირიქით. მაგრამ ადამიანებისთვის, რომლებიც რეგულარულად ალკოჰოლის დიდ დოზას მოიხმარენ, მართლაც გრძნობენ შვებას ნაბახუსევს ერთი ჭიქა სპირტიანი სასმლის მიღებით. ალკოჰოლური ინტოკსიკაციისას ამგვარი მოთხოვნილება „მოახლოებული ალკოჰოლიზმის“ ნიშანია.

 

რისკები – რა არ უნდა გააკეთოთ ნაბახუსევზე – სა­სურ­ვე­ლი არ არის ცივი წლის და­ლე­ვა, ასე­ვე ცივ ამინ­დში გა­რეთ გას­ვლა და შხა­პის მი­ღე­ბა

რისკები - რა არ უნდა გააკეთოთ ნაბახუსევზე - სა­სურ­ვე­ლი არ არის ცივი წლის და­ლე­ვა, ასე­ვე ცივ ამინ­დში გა­რეთ გას­ვლა და შხა­პის მი­ღე­ბა
#post_seo_title

ნა­ბა­ხუ­სევ­ზე სა­სურ­ვე­ლი არ არის ცივი წლის და­ლე­ვა, ასე­ვე ცივ ამინ­დში გა­რეთ გას­ვლა და შხა­პის მი­ღე­ბა. ამ დროს ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის წყა­ლის ან მი­ნე­რა­ლუ­რი სას­მე­ლის მი­ღე­ბაა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი.

ცნობილია, რომ ორგანიზმიდან ყველეფერი მავნე- თირკმელებს გამოაქვთ. ამიტომ, ალკოჰოლი რომ სწრაფად გამოდევნოთ, საჭიროა მაქსიმალური დატვირთთვით ამუშაოთ ისინი, ამას კი მიაღწევთ დალეული წყლის რაოდენობის გაზრდის ხარჯზე. დალიეთ ბევრი სითხე _ რაც მეტი, მით უკეთესი. აიძულეთ თავი ხშირად ირბინოთ ტუალეტში, რადგან სპირტი ყველაზე კარგად შარდთან ერთად გამოდის. ყველაზე ეფექტურად კი ამ შემთხვევაში მუშაობს ტკბილი ჩაი.

ზო­გა­დად ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ალ­კო­ლო­ჰის გა­და­ჭარ­ბე­ბით მი­ღე­ბა იწ­ვევს ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ის სას­მე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სპირტს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცა­ვენ.

ალ­კოჰო­ლით მო­წამ­ვლის დროს ადა­მი­ანს აქვს შემ­დე­გი სიმპტო­მე­ბი:

ღე­ბი­ნე­ბა ან გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა, კრუნ­ჩხვა, შე­ნე­ლე­ბუ­ლი სუნ­თქვა, ფერ­მკრთა­ლი ან მო­ლურ­ჯო ფე­რის კანი, რო­მე­ლიც სხე­უ­ლის და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. მძი­მე შემ­თხვე­ვებ­ში კი შე­საძ­ლე­ბე­ლია გო­ნე­ბის და­კარ­გვა, კომა და სიკ­ვდი­ლიც კი გა­მო­იწ­ვი­ოს.

ნაბახუსევი ალკოჰოლით მოწამვლაა, რომელსაც ხშირად გულისრევის რეფლექსი ახლავს – მძიმე თრობის მომდევნო დღეს ადამიანის ორგანიზმი ალკოჰოლის დაშლას იწყებს. ამ დროს გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებები იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციას იწვევს, რასაც უსიამოვნო შეგრძნებები მოჰყვება. ამ დროს ბევრი შარდვის გახშირებას უჩივის, რადგან ალკოჰოლი ხელს უწყობს შარდის ძლიერ გამომუშავებას.

გარდა ამისა, ალკოჰოლური მოწამვლა კუჭისთვის მავნებელია – ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას ხშირად ანთებითი პროცესები მოჰყვება. თუ ეს ხშირად მეორდება, შესაძლოა გასტრიტი გაგიჩნდეთ.

ნაბახუსევის დროს მოსალოდნელია საერთო სისუსტე, ცხელება, კანკალი, თავის ტკივილი და ძლიერი ოფლიანობა. გარდა ამისა, ეთანოლი ტვინის უჯრედებს კლავს და მნიშვნელობა არ აქვს ძვირად ღირებულ ვისკის სვამთ თუ იაფფასიან ლუდს.

თუ ალკოჰოლს ხშირად იღებთ, ეთანოლი შეიძლება ნამდვილ შხამად იქცეს. ამის შედეგი კი მძიმე ნაბახუსევია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გირჩევთ სადღესასწაულო სუფრაზე მეტი საკვები და ნაკლები ალკოჰოლი მიირთვათ და, რაც მთავარია, ალკოჰოლური სასმელები ერთმანეთში არ აურიოთ.

ნა­ბა­ხუ­სევ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი რის­კი გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბაა. ამ დროს მნიშნვნე­ლო­ბა აქვს იმა­საც, ადა­მი­ა­ნი რამ­დე­ნი წე­ლია, რაც თამ­ბა­ქოს მომ­ხმა­რე­ბე­ლია. ამას ემა­ტე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნას გა­მო­ყე­ნე­ბაც, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, რისკ-ფაქ­ტო­რი ხდე­ბა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი რისკ-ფაქ­ტო­რია ასე­ვე კვე­ბა. მავ­ნე ჩვე­ვე­ბი გროვ­დე­ბა 20-დან 40 – წლამ­დე და სა­ბო­ლო­ოდ ვი­ღებთ მძი­მე შე­დეგს. სხვა­თა შო­რის ადრე ეს რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი 60 წლის ზე­ვით მა­მა­კა­ცებ­ში მი­იჩ­ნე­ო­და პრობ­ლე­მად და სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო წლებ­ში ასა­კი გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და. აქ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, რომ გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად სხვა ბევ­რი გარე ფაქ­ტო­რიც შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს, ასე­ვე სტრე­სუ­ლი ცხოვ­რე­ბა და არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა.

ძა­ლი­ან ხში­რია ატი­პი­უ­რი ჩი­ვი­ლე­ბი. გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბის გამო, ადა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლაო ჰქონ­დეთ ტკი­ვი­ლი გულმ-მკერ­დის, ასე­ვე მარ­ცხე­ნა ხე­ლის ან კბი­ლის არე­ში, ხში­რია მუც­ლის არე­ში ტკი­ვი­ლიც, რა­საც კუ­ჭის ტკი­ვილს უკავ­ში­რე­ბენ ხოლ­მე. ასე­ვე გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ხში­რია და­ბუ­ჟე­ბაც. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ადა­მი­ანს თუ დი­ა­ბე­ტი აქვს კი­დევ უფრო ვერ გრძნობს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბებს. ასე­ვე თუ ალ­კოჰო­ლის ხში­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია, რად­გან გაბ­რუ­ე­ბის გამო ტკი­ვილს ვერ გრძნო­ბენ. ამ დროს ტკი­ვი­ლი ერთ-ერთი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია და უფრო ად­ვი­ლად ხდე­ბა და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და პა­ცი­ენ­ტის სტა­ცი­ო­ნარ­ში დრო­უ­ლი მო­თავ­სე­ბა. ფა­ტა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რად დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თვის ბრა­ლია.

რისკები

ნაბახუსევმა ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეაწუხოს, მაგრამ ზოგისთვის რისკი უფრო მაღალია. როდესაც ადამიანს ალკოჰოლის გადამამუშავებელი ფერმენტების მოქმედების გენეტიკური დარღვევა აქვს, ძალიან ცოტა ალკოჰოლმაც კი შეიძლება წამოხურება, ძლიერი ოფლიანობა და უქეიფობა გამოიწვიოს.

არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომელთა არსებობისას ნაბახუსევის ალბათობა უფრო დიდია, ხოლო სიმპტომები – უფრო მძიმე:

* ცარიელ კუჭზე ალკოჰოლის მიღება, რაც ამ უკანასკნელის შეწოვას აჩქარებს;

* სმის დროს მოწევა (ალკოჰოლისა და ნიკოტინის კომბინაცია);

* დალევის შემდეგ გამოუძინებლობა;

* ალკოჰოლიზმის ოჯახური ისტორია.

გთავაზობთ მსოფლიოში გავრცელებულ ნაბახუსევის წინააღმდეგ არსებულ მეთოდებს და რეალურ შედეგებს:

 

ყავა
ბევრი ადამიანი თავს ცუდად გრძნობს თუ დილას ყავით არ დაიწყებს. არ აქვს მნიშვნელობა ნაბახუსევზე იქნება, თუ ნორმალურ მდგომარეობაში. თუ ხართ ყავაზე დამოკიდებული ადამიანი, მან მართლაც შეიძლება თავი უკეთესად გაგრძნობინოთ, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ყავა აუარესებს ნაბახუსევს, რადგან ალკოჰოლისგან ისედაც გამომშრალ ორგანიზმს, კიდევ უფრო მეტ დეჰიდრაციას უკეთებს.

 

კოკა-კოლა
შესაძლოა ეს დიდი ხნის სასიყვარულო ისტორიაა ჩვენსა და კოკა კოლას შორის, რაც პლაცებოს ეფქტს იწვევს და გვგონია, რომ გვეხმარება, მაგრამ კოკა კოლას მართლაც მოჰყავს წესრიგში კუჭის მოქმედება, გაძლევთ კოფეინის საჭირო დოზას და გიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას.

 

წვნიანი
რწმენა, რომ საჭმელი თითქმის ყველა პრობლემას წყვეტს გადაჭარბებული სულაც არ არის. ცხელი წვნიანით სავსე თეფში მართლაც საუკეთესო საშუალებაა ნაბახუსევის წინააღმდეგ, თუმცა აქ პრობლემა სხვა რამეშია. შეგიძლიათ კი ჭამა? ბევრ ადამიანს ნაბახუსევზე არაფრის მიღება არ შეუძლია. თუმცა დაიხსომეთ ის მართლაც შველის ნაბახუსევს და ეცადეთ რამდენიმე კოვზი მაინც მიირთვათ.

 

ბეკონის, კვერცხისა და ყველის სენდვიჩი

გემრიელად ჟღერს და ბევრს ენდომება ეს სენდვიჩი მართლაც იყოს ნაბახუსევის საწინააღმდეგო საშუალება, თუმცა ნამდვილად არ ამართლებს და თუ მაინცა და მაინც გინდათ მისი მირთმევა, თავი იმით დაიმშვიდეთ, რომ ნაბახუსევს ზოგადად შველის კარგი ჭამა.

ექსპერტები გვირჩევენ, ალკოჰოლი ცარიელ კუჭზე არ მივირთვათ: ამან, შესაძლოა, ნაბახუსევი კიდევ უფრო გააუარესოს.

საკვები სხეულში ალკოჰოლის ათვისების პროცესს ანელებს. ასევე დალევის დროს ჭამას შეიძლება ის დადებითი შედეგიც ჰქონდეს, რომ საკვები დამატებით სითხეს შეიცავდეს, რაც თქვენს სხეულს გაუწყლოებისგან უფრო დაიცავს. ასევე გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლი ორგანიზმს საჭირო ვიტამინებისგან და მინერალებისგან ფიტავს.

ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ზრდის ჯანმრთელობის ისეთი სერიოზული პრობლემების რისკებს, როგორიცაა: კიბო, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, ჰიპერტენზია, ღვიძლის დაავადებები

ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლი: დღეში სამი ან მეტი ერთეული ალკოჰოლის მოხმარება ასოცირებულია გულსისხლძარღვთა დაავადებების (გსდ) მომატებულ რისკთან. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მეტყველებს, რომ გსდ რისკი ნაკლებია ალკოჰოლის ზომიერ მომხმარებლებში (დღეში ერთიდან ორ ერთეულამდე) არამომხმარებლებთან შედარებით.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ძაღლის აცრა არ არის გარანტია –  აცრილი ძაღლის ნაკბენის შემდეგაც საჭიროა აცრა

ცოფი –  რა არის და როგორ უნდა ვმართოთ ეს სერიოზული დაავადება
#post_seo_title

 აცრილი ძაღლის ნაკბენის შემდეგაც საჭიროა აცრა. ძაღლის აცრა არ არის გარანტია

ბოლო დროს ქვეყანაში ცოფის გახშირებულ შემთხვევებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართეველო” ქირურგი, რაბიოლოგი, ბადრი ბაზაევი საუბრობს. 

„ცოფზე როდესაც არის საუბარი, საჭიროა ზედმეტი სიფრთხილით მიდგომა. ამიტომ, აცრილი ძაღლის ნაკბენის შემდეგაც საჭიროა აცრა. ძაღლის აცრა არ არის გარანტია”.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გაერო: 2024 წელს CO2-ის კონცენტრაცია მსოფლიოში ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა

გაერო: 2024 წელს CO2-ის კონცენტრაცია მსოფლიოში ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა
#post_seo_title

გასულ წელს ნახშირორჟანგის (CO2) საშუალო კონცენტრაცია დედამიწის ატმოსფეროში მილიონზე 3,5 ნაწილაკით გაიზარდა (3,5 ppm).

ინფორმაცია გაეროსთან არსებული მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ახალ ბიულეტენში გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ ასეთი მკვეთრი ზრდა გაზომვების დაწყების (1957 წ.) შემდეგ არ დაფიქსირებულა.

შედარებისთვის: 2011-2020 წლებში საშუალო წლიური ზრდა მილიონზე 2,4 ნაწილაკი იყო.

ნაწილაკები მილიონზე (ppm) სტანდარტული ერთეულია, რომლითაც ატმოსფეროში აირების კონცენტრაციას ზომავენ. ის გვიჩვენებს, მოცემული აირის რამდენი მოლეკულა მოდის ჰაერის შემადგენლობაში შემავალი სხვა აირების ერთ მილიონ მოლეკულაზე.

„სისტემა ინგრევა. მისი ქცევა იცვლება. ჩვენ ვეღარ ვიწინასწარმეტყველებთ, განმეორდება თუ არა ეს ზრდა წელს. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით“, – განაცხადა ორგანიზაციის ექსპერტმა ოქსანა ტარასოვამ.

ორგანიზაციაში დასძინეს, რომ რეკორდულ დონეს მიაღწია ასევე მეთანისა და აზოტის ქვეჟანგის კონცენტრაციამაც. ეს მეორე და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი სათბურის აირებია, რომლებიც ადამიანის საქმიანობასთან არის დაკავშირებული.

გიორგი ფხაკაძე სამუშაო შეხვედრას დაესწრო, რომელიც გაიმართა ევროპის მედიცინის სპეციალისტთა კავშირის (UEMS) მონაწილეობით და ორგანიზებული იყო საქართველოს სამედიცინო სპეციალისტთა ასოციაციის მიერ

#post_seo_title

საქართველო — ევროპის მედიცინის სპეციალისტთა კავშირის (UEMS) დედაქალაქი ოთხი დღით

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, 16 ოქტომბერს სასტუმრო “გოლდენ ტულიპ თბილისში” სამუშაო შეხვედრას დაესწრო, რომელიც გაიმართა ევროპის მედიცინის სპეციალისტთა კავშირის (UEMS) მონაწილეობით და ორგანიზებული იყო საქართველოს სამედიცინო სპეციალისტთა ასოციაციის მიერ.
ეს არის ისტორიული მოვლენა — საქართველო ოთხი დღის განმავლობაში (16–19 ოქტომბერი) იქცა ევროპის სამედიცინო პროფესიონალთა ერთგვარ დედაქალაქად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა სულ უფრო მეტად იკავებს ადგილს ევროპულ სამედიცინო სივრცეში, სადაც მთავარი პრიორიტეტია პროფესიული განვითარება, ხარისხიანი განათლება და პაციენტთა უსაფრთხოება.
რა არის UEMS?
UEMS (European Union of Medical Specialists) წარმოადგენს ევროპულ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს 1.7 მილიონზე მეტ სპეციალისტ ექიმს ევროკავშირის ქვეყნებიდან და მის ფარგლებს გარეთ.
მისი მიზანია — ევროპაში მედიცინის ხარისხის, პროფესიული მომზადებისა და პაციენტთა მოვლის სისტემური გაუმჯობესება.
საქართველოში მათი ვიზიტი და აქტიური ჩართულობა პირდაპირი გზავნილია — ქვეყანა აღიქმება სანდო, პარტნიორულ და მზარდ სამედიცინო სივრცედ, რომელიც მზად არის ევროპულ სტანდარტებთან სრულად ინტეგრაციისთვის.
UEMS-ის სამი ძირითადი სვეტი
1. სადიპლომო შემდგომი განათლება (Post-Graduate Training)
ექიმთა სპეციალიზაციის პროგრამების ხარისხის განმტკიცება და პროფესიული კომპეტენციის ამაღლება.
2. უწყვეტი სამედიცინო განათლება (Continuing Medical Education, CME)
საერთაშორისო სტანდარტების შექმნა და აკრედიტაცია სამედიცინო განათლებისა და ტრენინგების მიმართულებით.
3. ადვოკატირება სპეციალისტთა ინტერესების დასაცავად (Advocacy for Medical Specialists)
ექიმთა პროფესიული უფლებების გაძლიერება, მათი ინტერესების წარმომადგენლობა ეროვნულ და ევროპულ დონეზე.
როგორია UEMS-ის სტრუქტურა?
UEMS აერთიანებს:
• 44 სპეციალობის სექციას — თითოეული კონკრეტული სამედიცინო დისციპლინისთვის;
• 20 მრავალდარგოვან კომიტეტს, რომლებიც მუშაობენ საერთო სამედიცინო თემებზე;
• 11 თემატურ ფედერაციასა და სამუშაო ჯგუფს, რომლებიც განიხილავენ გადაკვეთის სფეროებს;
• და აღმასრულებელ კომიტეტს, რომელიც კოორდინაციას უწევს ამ ქსელის მუშაობას მთელ ევროპაში.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი
„საქართველოში ჩატარებული UEMS-ის ღონისძიება უდიდესი აღიარებაა ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპელი სპეციალისტების ჩამოსვლა ნიშნავს, რომ საქართველო აღიქმება როგორც სამედიცინო პროფესიონალიზმისა და ხარისხის მიმართულებით მზარდი პარტნიორი.
ეს არის შესაძლებლობა, ჩვენი ექიმები გახდნენ ევროპის სამედიცინო ოჯახის ნაწილი — მიიღონ გამოცდილება, გაიუმჯობესონ ცოდნა და, რაც მთავარია, მოახდინონ ამ ცოდნის პრაქტიკული დანერგვა ქართულ ჯანდაცვაში.“
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი,
PhD მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება – რატომ არ უნდა უგულებელვყოთ და როგორ ვუმკურნალოთ სწორად?

ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება - რატომ არ უნდა უგულებელვყოთ და როგორ ვუმკურნალოთ სწორად?
#post_seo_title

ცხვირით სუნთქვის გაძნელება – რატომ არ უნდა უგულებელვყოთ და როგორ ვუმკურნალოთ სწორად?

შეიძლება სუნთქვის გაძნელება თავიდან მხოლოდ მცირე დისკომფორტად მოგეჩვენოს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ვითარება შეიძლება გადაიზარდოს ქრონიკულ პრობლემაში, რომელიც პირდაპირ აისახება ძილზე, ენერგიის დონეზე და ტვინის ჟანგბადმომარაგებაზე.

😮‍💨 ცხვირის მიერ შესრულებული ფუნქცია ბევრად აღემატება უბრალოდ ჰაერის შეყვანას – ის ფილტრავს, ათბობს და ატენიანებს ჰაერს. როდესაც ცხვირი ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას, სუნთქვის მთელი მექანიზმი ირღვევა და იქმნება სისტემური პრობლემები.

რა იწვევს ცხვირით სუნთქვის გაძნელებას? 🧐

1. ცხვირის ძგიდის გადახრა

ძგიდის (სეპტუმის) დეფორმაცია – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა. ხშირად ვითარდება ბავშვობაში ან ტრავმის შედეგად და იწვევს ცხვირის ერთი ან ორივე არხის შევიწროებას, რაც აფერხებს ჰაერის თავისუფალ მოძრაობას.

2. ცხვირის ნიჟარების გადიდება

ცხვირის შიგნით არსებული ნიჟარები პასუხისმგებელნი არიან ჰაერის ტენიანობაზე და ფილტრაციაზე. მათი გადიდება (ჰიპერტროფია) ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია ალერგიით ან ანთებითი პროცესებით და იწვევს ჰაერის ნაკადის შეზღუდვას.

3. ალერგიული ან ვაზომოტორული რინიტი

მტვერზე, ყვავილის მტვერზე ან ცხოველურ ალერგენებზე რეაქცია ხშირად იწვევს ლორწოვანი გარსის შეშუპებას. ასევე მოქმედებს სტრესი, ტემპერატურის ცვლა და ჰორმონული დისბალანსი.

4. ცხვირის პოლიპები

რბილი, კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, რომლებიც ცხვირის ან წიაღების ღრუში იზრდება. მათი ზრდა შეუმჩნევლად მიმდინარეობს და ხშირად სრული ბლოკირება იწვევს სუნთქვის მნიშვნელოვან გაძნელებას.

5. ქრონიკული წიაღის ანთება (სინუსიტი)

დაზიანებული წიაღები, შეშუპებული ლორწოვანი გარსი და დაგროვილი სეკრეტი იწვევს ცხვირის მუდმივ ჩახშობას და გართულებულ სუნთქვას, რასაც თან ახლავს თავის ტკივილი და საერთო დაღლილობა.

6. ცხვირის ტრავმები და თანდაყოლილი დეფორმაციები

ცხვირის ძვლის ან ხრტილის სტრუქტურის დარღვევამაც შესაძლოა გამოიწვიოს ჰაერის მოძრაობის შეფერხება.

სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ 🔍

  • მუდმივი ან პერიოდული ცხვირის ბლოკირება

  • პირით სუნთქვა ღამით

  • ხვრინვა და ძილის მოშლა

  • სუნის დაქვეითება

  • ხშირი თავის ტკივილები

  • ყელის სიმშრალე

  • ენერგიის ნაკლებობა, ქრონიკული დაღლილობა

🤔 ხშირად ეს სიმპტომები იმდენად ჩვეულებრივად აღიქმება, რომ პაციენტი მათ მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს – თუმცა დროული დიაგნოსტიკა გადამწყვეტია!

როგორ დგინდება ზუსტი მიზეზი? 🩺

ენდოსკოპიური შეფასება

ენდოსკოპიით ექიმს საშუალება აქვს ვიზუალურად შეაფასოს ცხვირის ღრუს ყველა დეტალი – ძგიდის მდგომარეობა, ნიჟარები, პოლიპები. პროცედურა უმტკივნეულოა და მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება.

კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)

მაღალ სიზუსტეს უზრუნველყოფს და ცხადად აჩვენებს წიაღების, ძვლოვანი სტრუქტურებისა და რბილი ქსოვილების მდგომარეობას. ხშირად გამოიყენება ქირურგიული ჩარევების დაგეგმვისას.

მკურნალობის თანამედროვე მიდგომები 💊🔧

მკურნალობა ემყარება ზუსტ დიაგნოზს და ინდივიდუალურად იზრდება თითოეული შემთხვევისთვის.

კონსერვატიული თერაპია

  • ანტიალერგიული მედიკამენტები

  • დეგონგესტანტები (ლორწოს შემამცირებლები)

  • სტეროიდული ცხვირის სპრეები

  • მარილიანი ხსნარით სავლები

👉 ეფექტურია მსუბუქი ანთებითი ან ალერგიული შემთხვევებისას.

ენდოსკოპიური ქირურგია – უსაფრთხო და ზუსტი

✅ სეპტოპლასტიკა

ძგიდის გასწორება მინიმალური ინვაზიურობით – სწრაფი რეაბილიტაცია და ბუნებრივი სუნთქვის აღდგენა.

✅ ტურბინოპლასტიკა

ცხვირის ნიჟარების შემცირება ჰაერის უკეთესად გატარებისთვის.

✅ პოლიპების მოცილება

პოლიპების ამოღება სრულად ხდება ენდოსკოპიური მეთოდით, რაც უზრუნველყოფს მყისიერ გაუმჯობესებას.

🎯 ენდოსკოპიური ჩარევების უპირატესობები:

  • მცირე დაზიანება

  • ნაკლები სისხლდენა

  • უმტკივნეულობა

  • მოკლე ჰოსპიტალიზაცია

  • სწრაფი შედეგი

რატომ უნდა იმოქმედოთ დროულად? ⏱️

ცხვირით სუნთქვის პრობლემის იგნორირება შეიძლება გამოიწვიოს:

  • ტვინის ჟანგბადით არასრულად მომარაგება

  • უძილობა და ხვრინვა

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დატვირთვა

  • შუა ყურის ანთება

  • სმენის დაქვეითება

დროული ჩარევა ნიშნავს – ხარისხიან სუნთქვას, ენერგიას, უკეთეს ძილს და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

რატომ არის მნიშვნელოვანი დროული ჩარევა

ცხვირით სუნთქვის მუდმივი გაძნელება იწვევს ჟანგბადის დეფიციტს, რაც აისახება ტვინის, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე. ადამიანი თავს გრძნობს დაღლილად, უძილოდ, კონცენტრაციის გარეშე.
გარდა ამისა, ქრონიკული ცხვირის პრობლემები ხშირად იწვევს შუა ყურის ანთებას, სინუსიტს და სმენის დაქვეითებასაც.

დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა უზრუნველყოფს როგორც ჯანმრთელობის, ისე ცხოვრების ხარისხის სრულად აღდგენას.

#post_seo_title
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

კოსმეტიკა-აკნე
#post_seo_title

რა იწვევს აკნეს თინეიჯერებში?

როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას?

საუბრობს დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია გადაცემაში „იმუნიტეტი“:

„აკნე მხოლოდ კანის იზოლირებული პრობლემა არ არის.

თინეიჯერების შემთხვევაში. სტატისტიკის მიხედვით, აკნე ყველაზე ხშირად გარდატეხის ასაკში იწყება. ამ ასაკის პაციენტები ფსიქოლოგიურად პრობლემაზე უფრო მძაფრად რეაგირებენ.ბულინგი, დაცინვა, სირცხვილი იგულისხმება, ამას კი დეპრესია, შფოთვა, შფოთვითი აშლილობები მოჰყვება. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის პრობლემების დაწყების დროს დერმატოლოგთან კონსულტაცია სწრაფად გავიაროთ. ამ ასაკში მშობლის როლი განსაკუთრებით დიდია. გარდატეხის ასაკში აკნეს ჩამოყალიბება ჰორმონალურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული. ამ დროს ცხიმოვანი ჯირკვლები უფრო აქტიურდებიან და კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედებიდან ზედაპირზე უფრო მეტი ცხიმი ამოდის.

აკნე გენეტიკურადაც შეიძლება შვილს მშობლისგან გადაეცეს. ეს სტატისტიკურადაც დასტურდება. რომელიმე მშობელს აკნე თუ ჰქონდა, რისკები უფრო მაღალია, რომ შვილიც იმავე პრობლემამ შეაწუხოს. გარდატეხის ასაკში აკნეთი ავადობა ბიჭებსა და გოგონებში, დაახლოებით, ერთნაირია. პუბერტული ასაკის შემდგომ, ქალები მამაკაცებს მკვეთრად ასწრებენ.

პირველ რიგში, აუცილებელია, პრობლემების დაწყებისთანავე კომპეტენტურ დერმატოლოგს მივმართოთ. მეორე, აკნე კლინიკური დიაგნოზია. მას კვლევები არ სჭირდება. აკნეს დიაგნოსტირება თვალით ხდება. თუმცა, არსებობს გარკვეული ტიპის კვლევები, რომლებიც ქალებში, აკნეს შემთხვევაში, შესაძლებელია, გავითვალისწინოთ იმიტომ, რომ მათთან აკნე შესაძლოა, ჰორმონალურ დისბალანსთან იყოს თანხვედრაში. მესამე, სწორი, ადეკვატური მკურნალობის დანიშვნა მნიშვნელოვანია იმის მიხედვით, თუ რა არის პაციენტის მიზანი და რა მკურნალობა აქვს წარსულში ჩატარებული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სტადიურად აკნეს სწორი დიაგნოზი დაისვას. თინეიჯერების, არასრულწლოვნების შემთხვევაში მშობლის როლი უმნიშვნელოვანესია. ნუ დავუძახებთ ასაკობრივ აკნეს, ნუ დაველოდებით, რომ ის თავად, სპონტანურად გაივლის. რაც უფრო მალე მივხედავთ და ვუმკურნალებთ, მით უკეთესი იქნება.

ჩატარებული ეფექტური მკურნალობის მიუხედავად რეციდივის ალბათობა, რა თქმა უნდა, არსებობს. ქალებში რეციდივის ერთ-ერთი წინაპირობა ჰორმონალური ცვლილებები შეიძლება იყოს. მამაკაცებში კი დანამატები, მათ შორის, ჰორმონალური და არაჰორმონალური საკვები დანამატები. ასევე, კრეატინი, რომელსაც ხშირად მოიხმარენ ხოლმე ის ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად ვარჯიშობენ. გამომწვევი შესაძლოა, გარკვეული ტიპის მედიკამენტებიც იყოს. მათ შორის, ყველაზე ხშირად გამოყენებადი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები, კომბინაციაში ჰორმონებთან ერთად. ბეტამეტაზონის ჯგუფის პრეპარატებს აწერია, რომ არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებია. არადა მასში სტეროიდი შედის…

მაგალითად, ადამიანმა წელის ტკივილის გამო ნემსი გაიკეთა, მასში ბეტამეტაზონი შედიოდა და აკნე დაეწყო. ან წარსულში ჰქონდა აკნე, იმკურნალა, კარგი შედეგი აქვს, გაიკეთა ნემსი და ისევ თავიდან დაეწყო.“

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights