ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

„რამდენს გაუძლებს მისი ორგანიზმის ფიზიოლოგიური შესაძლებლობა? ან როდის იყოს ბავშვი? – დამადუმა ამ ბავშვის ჩივილებმა და შფოთვა დამეწყო მონათხრობით“-ინგა მამუჩაშვილი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს
#post_seo_title

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩაშვილი მოქალაქეებს რეკომენდაციებს უზიარერბს:

10 წლის მოზარდის ცხოვრებისეული სირთულეების შესახებ წერს.

„დღეს 10 წლის ბიჭუნას ცხოვრებისეული სირთულეები მოვისმინე და ძალიან დავფიქრდი… ძირითადი ჩივილი იყო ბავშვის სწრაფი გაღიზიანებადობა, ემოციური ლაბილობა, უძილობა, რომლის მიზეზიც თვითონვე ახსნა შესანიშნავად…
დილით მიდის ცურვაზე, სკოლაში მეორე ცვლაშია და 2-დან 6 მდე იქ არის, შემდეგ საცობების წყალობით 40 წუთი გზაში, სახლში ასწრებს მხოლოდ ჭამას და შემდეგ ინგლისურის გაკვეთილზე აქვს ონლაინ ჩართვა, 20 საათზე აქვს ცეკვა, შემდეგ გაკვეთილების მომზადების დროა, რასაც 4 საათს ანდომებს მინიმუმ, ამასობაში პირველი საათი ხდება…
დედა გაჰკივის ჩამაბარე გაკვეთილები, დაიბანე და დროზე დაიძინე… ეს ყველაფერი ღამის 2 საათამდე გრძელდება… მერე საწოლში წრიალი, ფიქრი იმაზე,რომ რაღაც ბოლომდე ვერ შეასრულა, ლექსი ვერ ისწავლა ზეპირად კარგად ან რაღაც პროექტი დარჩა გასაკეთებელი რადგან ქაღალდის ფორმატი არ ქონდა… გაქრა ძილი…ძლივს ჩაეძინა ღამის მეორე ნახევარში, დილით ადრე უნდა ადგეს, რადგან ტანვარჯიშზე გარბის… რა ქნას პატარამ??? რამდენს გაუძლებს მისი ორგანიზმის ფიზიოლოგიური შესაძლებლობა??? ან როდის იყოს ბავშვი???
ვინ არის დამნაშავე რომ მას ბავშვობის სურვილების დასაკმაყოფილებლად 30 წუთიც კი არ რჩება??? მე დამადუმა ამ ბავშვის ჩივილებმა და შფოთვა დამეწყო მონათხრობით, წარმოიდგინეთ რა მძიმე მდგომარეობაში და დაძაბულ რეჟიმში ფუნქციონირებს მისი ნერვული სისტემაკარგით რა….ექნება ღრმა ჩასუნთქვის სურვილი და ტიკი აბა რა…

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ხანგრძლივმა კვლევამ აჩვენა, რომ ლიმონიანი წყლის დალევამ შეიძლება შეამციროს თირკმლის კენჭების წარმოქმნა შთამბეჭდავი 87 პროცენტით

ნაზავი, რომელიც სიბერისგან დაგიცავთ - ამ საშუალების მიღებით, თვალსა და ხელს შუა თქვენ გაახალგაზრდავდებით
#post_seo_title

ლიმონიანი წყალი — მარტივი გზა თირკმლის ჯანმრთელობისთვის და კენჭების პრევენციისთვის 🍋

ბოლო წლების კვლევებმა ცხადყო, რომ ლიმონიანი წყლის რეგულარული დალევა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა თირკმლის კენჭების თავიდან ასაცილებლად. აღმოჩნდა, რომ ლიმონში არსებული ლიმონმჟავა ხელს უშლის კალციუმის კრისტალების წარმოქმნას თირკმლებში, რაც პირდაპირ ამცირებს კენჭების გაჩენის რისკს.

ვლევა მონაწილეებს რამდენიმე წლის განმავლობაში აკვირდებოდა და დაადასტურა, რომ მათ, ვინც ლიმონიანი წყალი ყოველდღიურ რუტინაში შეიტანა, მნიშვნელოვნად ნაკლები საშუალოდ, შედეგებმა აჩვენა, რომ ლიმონიანი წყალი თირკმლის კენჭების განვითარების რისკს 80%-ზე მეტად ამცირებს — შთამბეჭდავი შედეგი ბუნებრივი საშუალებისთვის. განაგრძეთ კითხვა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა ხდება სკოლაში – N45 საჯარო სკოლის დირექცია, სკოლაში დაფიქსირებულ მუნის შემთხვევასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

რა ხდება სკოლაში - N45 საჯარო სკოლის დირექცია, სკოლაში დაფიქსირებულ მუნის შემთხვევასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
#post_seo_title

N45 საჯარო სკოლის დირექცია, სკოლაში დაფიქსირებულ მუნის შემთხვევასთან დაკავშირებით,  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

,,სასკოლო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ თბილისის 45-ე საჯარო სკოლაში მუნის დაფიქსირებასთან დაკავშირებით.

22 ოქტომბერს თბილისის #45 საჯარო  სკოლაში დაფიქსირდა მუნის ერთი შემთხვევა. აღნიშნულ შემთხვევაზე სკოლამ  იხელმძღვანელა ეპიდემიოლოგისა და ინფექციონისტის  რეკომენდაციებით. იმავე საღამოსვე მოახდინა შენობის სრული დეზინფექცია და დეზინსექცია. მათი რეკომენდაციით ჩატარებული სამუშაოების შემდეგ შენობაში შესაძლებელი იყო სასწავლო პროცესის გაგრძელება. გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ მშობლებს.

29 ოქტომბერს დაფიქსირდა მუნის მეორე შემთხვევა. აღნიშნულზე სკოლა დაუყოვნებლივ დაუკავშირდა გადამდებ დაავადებათა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზედამხედველობის ცენტრს.

ცენტრის რეკომენდაციის თანახმად:
•დაავადებულ მოსწავლეს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა დერმატოლოგის დანიშნულების მიხედვით;
•დანარჩენ მოსწავლეებს უნდა დააკვირდნენ მშობლები, და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ დერმატოლოგს;
•სასწავლო პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში.

სკოლამ კვლავ დაგეგმა დეზინფექცია და დეზინსექცია, რომელიც ტარდება დღეს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა მოსწავლისა და თანამშრომლის ჯანმრთელობა.

➡️ვაცხადებთ, რომ სკოლა მუდმივ კომუნიკაციაშია შესაბამის სამსახურებთან და ყველა რეკომენდაციას მკაცრად იცავს.➡️ჩვენი მთავარი მიზანია — სრული უსაფრთხოება და ჯანსაღი სასწავლო გარემო თითოეული ბავშვისთვის”,-ნათქვამია განცხადებაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ძალიან გავრცელდა სახიფათო თამაში… – ფსიქოლოგი მშობლებს აფრთხილებს

ბავშვების 30%-ს მეტყველების პრობლემა აქვს
#post_seo_title

ფსიქოლოგი ნათია მალანია მოზარდებში გავრცელებული ახალი თამაშის შესახებ წერს და მშობლებს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აფრთხილებს:

მეგობრებო, ბოლო დროს ბავშვებში ძალიან გავრცელდა თამაში „წითელი კარი, ყვითელი კარი“ (თამაშის დეტალებს სპეციალურად არ დავწერ, რიგი მიზეზების გამო). აღნიშნული თამაში, უმეტეს შემთხვევაში, იწვევს ან/და ამწვავებს ბავშვების ემოციურ ფონს, უსიამოვნო აზრთა ნაკადს, აძლიერებს შიშებს, აქვთ ძილთან დაკავშირებული სირთულეები.

მნიშვნელოვანია მშობლებმა ყურადღება მიაქციონ რა კონტენტს უყურებენ ბავშვები, განსაკუთრებით ტიკტოკში.
სკოლებმა მეტად გამოიკვლიონ ინფორმაცია, რაც მათ კედლებში ხდება.

სპეციალისტებმა სწორად და დროულად მიაკვლიონ პრობლემის არსს და შესაბამისად, დაგეგმონ ჩარევის სტრატეგიები,“ – წერს ფსიქოლოგი.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ვიდეო: სხეულის მასის ინდექსი – როგორ უნდა გამოთვალო, არის თუ არა შენი წონა ნორმალური?

#post_seo_title

სხეულის მასის ინდექსი

როგორ უნდა გამოთვალო, არის თუ არა შენი წონა ნორმალური?
რეპროდუქტოლოგმა, გინეკოლოგმა, ექიმმა მანანა მგალობლიშვილმა წონის შესახებ ისაუბრა:
„როგორ გავიგოთ, გვაქვს თუ არა ჭარბი წონა ან პირიქით, წონის დეფიციტი. ამისთვის ერთი გზა არსებობს – ეს არის სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა. წონა უნდა გავყოთ სიმაღლის კვადრატზე. ნორმა შეადგენს 18,5-24,5-მდე შუალედს“, – ამბობს ექიმი მანანა მგალობლიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სტრესი და თმის გაჭაღარავება – რატომ ჭაღარავდება თმა და შესაძლებელია თუ არა ამ პროცესის შენელება?

რომელი მინერალის ნაკლებობა შეიძლება გქონდეთ, თუ ნაადრევად გაჭაღარავდით
#post_seo_title

რატომ ჭაღარავდება თმა და შესაძლებელია თუ არა ამ პროცესის შენელება?

თმის ფერის ცვლილება ასაკის მატებასთან ერთად ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა მეცნიერები თანხმდებიან, რომ თმის გაჭაღარავების სიჩქარე და ასაკი ძირითადად გენეტიკითაა განსაზღვრული. ჩვეულებრივ, ადამიანების უმეტესობა ჭაღარას 20-დან 50 წლამდე ასაკში ამჩნევს, მაგრამ ამის ტემპი განსხვავდება სქესის, ცხოვრების სტილისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.

როგორ ყალიბდება თმის ფერი

თმის ფერი დამოკიდებულია კანში არსებული პატარა სტრუქტურის — თმის ფოლიკულის — მუშაობაზე. ფოლიკულში ორი მთავარი ტიპის უჯრედი მუშაობს:

  • კერატინოციტები, რომლებიც წარმოქმნიან ცილას — კერატინს, თმის ძირითად სამშენებლო მასალას;

  • მელანოციტები, რომლებიც გამოყოფენ პიგმენტს — მელანინს, რომელიც თმისა და კანის ფერს განსაზღვრავს.

მელანინის ორი ფორმა არსებობს:

  • ეუმელანინი — შავ-ყავისფერი პიგმენტი, რომელიც მუქ თმას აძლევს ფერს;

  • ფეომელანინი — მოწითალო-ყვითელი ტონი, რომელიც ახასიათებს ქერა და წითურ თმას.

თმის ფერის ინტენსივობა დამოკიდებულია ამ პიგმენტების პროპორციაზე.

რატომ ჩნდება ჭაღარა

ასაკის მატებასთან ერთად, ფოლიკულებში არსებული უჯრედები ნაკლებად აქტიურდებიან. შედეგად, მელანინის გამომუშავება მცირდება — თმა კარგავს ფერს და ნელ-ნელა ხდება ნაცრისფერი ან თეთრი.

მელანინის ნაკლებობისას სინათლე სხვაგვარად აირეკლება კერატინზე, რაც თმას ვერცხლისფერ ელფერს აძლევს. ასევე იცვლება თმის სტრუქტურაც — ჭაღარა თმა უფრო მკვრივი და უხეშია, თუმცა ხშირად უფრო სწრაფადაც იზრდება.

სტრესი და თმის გაჭაღარავება

თანამედროვე კვლევების თანახმად, სტრესი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც აჩქარებს თმის გაჭაღარავებას. ემოციური დაძაბულობა იწვევს ოქსიდაციურ სტრესს — მდგომარეობას, როცა თავისუფალი რადიკალები უჯრედებს აზიანებენ.

მელანოციტები განსაკუთრებით მგრძნობიარეა ამ პროცესის მიმართ, ამიტომ ძლიერი სტრესის დროს მელანინის გამომუშავება დროებით ან სამუდამოდ ჩერდება. საინტერესოა, რომ ზოგჯერ სტრესის შემდეგ ფერი ნაწილობრივ შეიძლება აღდგეს, როცა მელანოციტები ხელახლა აქტიურდებიან.

სხვა ფაქტორები, რომლებიც აჩქარებენ გაჭაღარავებას

გარდა სტრესისა, მელანინის შემცირებას ხელს უწყობს:

  • მზის ულტრაიისფერი გამოსხივება;

  • მოწევა და ალკოჰოლის ხშირი გამოყენება;

  • არასაკმარისი ძილი და არასწორი კვება;

  • გარემოს დაბინძურება და ტოქსინების ზემოქმედება;

  • გარკვეული მედიკამენტები ან აუტოიმუნური დაავადებები.

ეს ფაქტორები აუარესებს ანტიოქსიდანტურ ბალანსს ორგანიზმში და აჩქარებს უჯრედების დაბერებას.

ჭაღარასთან დაკავშირებული პოპულარული მითები

მითი №1: თუ ჭაღარა თმას ამოიგლეჯ, მეტი გაიზრდება — ❌ არასწორია.
ერთი ფოლიკულიდან მხოლოდ ერთი თმა იზრდება. მისი ამოღება მელანოციტის მდგომარეობას ვერ ცვლის, თუმცა ხშირი გამოგლეჯა შესაძლოა ფოლიკული დააზიანოს და თმა უფრო ადრე გაჭაღარავდეს.

მითი №2: შეიძლება ერთ ღამეში გაჭაღარავდე — ❌ შეუძლებელია.
მელანინის ქიმიური დაშლა მყისიერად არ ხდება. თმის ფერის ცვლილება მხოლოდ ზრდის პროცესში ჩანს, რაც საშუალოდ თვეში 1 სანტიმეტრია.

მითი №3: თმის შეღებვა აჩქარებს ჭაღარას — 🟠 ნაწილობრივ მართალია.
თითქმის ყველა საღებავი შეიცავს წყალბადის ზეჟანგს ან სხვა დამჟანგავ ნივთიერებებს, რომლებიც დროთა განმავლობაში აზიანებენ ფოლიკულებს. ამიტომ სჯობს გამოიყენოთ ნაზი, ბუნებრივი საღებავები და არ შეიღებოთ ძალიან ხშირად.

მითი №4: წითურები არ ჭაღარავდებიან — ❌ არასწორია.
წითურ თმაშიც მცირდება მელანინის რაოდენობა, თუმცა პროცესი განსხვავებულია — ეუმელანინის ნაცვლად მცირდება ფეომელანინი, რის გამოც თმა ღია ვარდისფერი ან ვერცხლისფერი ხდება.

როგორ შევანელოთ თმის გაჭაღარავება

თმის პიგმენტის შენარჩუნება შესაძლებელია ცხოვრების წესის შეცვლით:

  • შეამცირე სტრესი და ივარჯიშე რეგულარულად;

  • მოერიდე მოწევას და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას;

  • დაიცავი თავი მზისგან და გარემოს დაბინძურებისგან;

  • მიირთვი B12 ვიტამინით, სპილენძით, რკინით, თუთიითა და კალციუმით მდიდარი საკვები;

  • იძინე საკმარისად და შეინარჩუნე ჰორმონალური ბალანსი.

თმის გაჭაღარავება ბუნებრივი, მაგრამ მორგებადი პროცესია. გენეტიკა ნამდვილად განსაზღვრავს, როდის დაიწყება ეს ცვლილება, თუმცა სტრესის მართვა, ჯანსაღი კვება და ცხოვრების სტილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის შენელებაში.

👉 თუ გსურს თმა დიდხანს შეინარჩუნოს ბუნებრივი ფერი და ბზინვარება, იზრუნე არა მხოლოდ გარეგნობაზე, არამედ შიდა ბალანსზეც — ჯანმრთელი სხეული საუკეთესო დაცვაა ნაადრევი ჭაღარისგან.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„3 წლის და 12 წლის ბავშვებს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდათ – 1000-მდე პრეპარატია აღწერილი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა“ – ჰემატოლოგი მშობლებს მიმართავს

„3 წლის და 12 წლის ბავშვებს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდათ - 1000-მდე პრეპარატია აღწერილი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა“ - ჰემატოლოგი მშობლებს მიმართავს
#post_seo_title

ღვიძლის უკმარისობა

ანტიბიოტიკებზე, გასახდომ მედიკამენტებსა და ჭიის წამლებზე საუბრობს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ჰეპატოლოგი, ინფექციონისტი, კახაბერ ჩომახიძე.

„ანტიბიოტიკები, გასახდომი მედიკამენტები, ჭიის წამლები – ღვიძლის დაზიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მედიკამენტების არამიზნობრივი მიღება“ – ამის შესახებ კახაბერ ჩომახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 1000-მდე პრეპარატია აღწერილი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა.

„1000-მდე პრეპარატია აღწერილი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა. უკმარისობა და არა დაზიანება. ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა მივიღოთ ეს პრეპარატი. აუცილებლად მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგან ექიმმა უნდა ნახოს პაციენტის დინამიკა. ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გვქონდა 9 შემთხვევა ჭიის წამლით გამოწვეული. ორ ბავშვს გადანერგვა დასჭირდა. 3 წლის და 12 წლის ბავშვებს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდათ“, – ამბობს კახაბერ ჩომახიძე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა იცით საუნის სარგებლობისა და მავნებლობის შესახებ? სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?

#post_seo_title

რა იცით საუნის სარგებლობისა და მავნებლობის შესახებ? სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?

საუნა

პატარა, სუსტად განათებულ, ხის პანელით მოპირკეთებულ ოთახში ადამიანები სხვადასხვა სიმაღლეზე განლაგებულ სკამებზე სხედან და ცხელი ჰაერის აბაზანებს იღებენ. რომელიმე მათგანი დროდადრო გახურებულ ქვებს ჩამჩით წყალს ასხამს. რამდენიმე წამში მხურვალება იმატებს, ფეხებიდან ნელ-ნელა ზემოთ მიიპარება და მთელ სხეულს ედება. ფორები იხსნება და სხეული ოფლით იცვარება.

საუნაში ტემპერატურა 80-100 გრადუსია, ზოგჯერ – მეტიც. ზედა სკამებზე უფრო ცხელა, ვიდრე ქვედაზე. განაგრძეთ კითხვა

 

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

საიდან მოიპოვებენ ეს მცენარეები ამდენ სიმდიდრეს? ნაძვის წიწვები და ევკალიპტის ფოთლები ოქროს შეიცავს – მეცნიერული კვლევა

საიდან მოიპოვებენ ეს მცენარეები ამდენ სიმდიდრეს? ნაძვის წიწვები და ევკალიპტის ფოთლები ოქროს შეიცავს - მეცნიერული კვლევა
#post_seo_title

ყველა ამბობს, რომ ფული ხეებზე არ იზრდება, მაგრამ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ხე სინამდვილეში შეიცავს ოქროს. რა თქმა უნდა, არა ტოტებს შორის ჩამჯდარი ოქროს ზოდების სახით, არამედ მიკროსკოპულ ნაწილაკებში.

ეს კითხვას ბადებს: საიდან მოიპოვებენ ეს მცენარეები ამდენ სიმდიდრეს?

კიდევ უფრო საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა ამ ოქროს მოპოვება და, ვთქვათ, ბეჭდის გაკეთება? მოდით, ვცადოთ ყველაფრის გარკვევა!

ოქრო ევკალიპტში

მეცნიერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს სიმართლეა. ცოტა ხნის წინ, IFL Science-ის ვებსაიტზე გამოჩნდა სტატია, სადაც ახსნილია, რომ მსგავსი “ოქროს ხეები” არა მხოლოდ ავსტრალიაში, არამედ ლაპლანდიაშიც იზრდება. მხოლოდ ამჯერად, ეს არ არის ევკალიპტი, არამედ ჩვეულებრივი ნაძვი – დიახ, ყველაზე გავრცელებული საშობაო ხე. ოქროს ნაწილაკები სინამდვილეში მის ნემსებში აღმოაჩინეს.

პირველ რიგში, გავიხსენოთ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. 2013 წელს ავსტრალიელმა მკვლევრებმა ევკალიპტის ფოთლებში აღმოაჩინეს მიკროსკოპული ოქროს ნაწილაკები. ხეები თავად არ წარმოქმნიან ოქროს – ისინი უბრალოდ იღებენ მას მიწიდან, თუ ოქროს ძარღვები გადის მათი ფესვების ქვეშ.

ევკალიპტის ხეებს შეუძლიათ წყლის ამოღება ორმოცი მეტრის სიღრმიდან, ამიტომ ისინი ასევე აგროვებენ ცოტა ძვირფას ლითონს გზადაგზა. მეცნიერებმა ექსპერიმენტიც კი ჩაატარეს: მათ ევკალიპტის ხე დარგეს ქვიშაში ოქროს ნაწილაკებით და შემდეგ ლითონი მის ფოთლებში აღმოაჩინეს. ეს ბუნებრივი მეტალოდეტექტორია!

მკვლევრებმა ასევე შეაგროვეს წიწვების ნიმუშები 23 ნაძვის ხისგან, რომლებიც იზრდება კიტილას მახლობლად, ევროპაში ყველაზე დიდი ოქროს მაღარო. ოთხ ხეში მათ აღმოაჩინეს ნამდვილი ოქროს ნანონაწილაკები, რომლებიც დამალული იყო პირდაპირ ნემსებში. აღსანიშნავია, რომ ოქრო ბაქტერიული აპკით იყო გარშემორტყმული.

მეცნიერებმა გააანალიზეს დნმ და აღმოაჩინეს, რომ “ოქროსფერი” ნაძვები შეიცავს ბაქტერიების განსაკუთრებულ ტიპებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ხელს უწყობენ წყლიდან გახსნილი ოქროს მყარ ნაწილაკებად გარდაქმნას. ეს ნიშნავს, რომ ოქრო ხეებში ნიადაგიდან წყლის მეშვეობით შედის და ხეებში არსებული ბაქტერიები მათ ამყარებს. ეს ნაწილაკები პაწაწინაა, მხოლოდ რამდენიმე ნანომეტრის ზომის, ამიტომ ისინი მნიშვნელოვანი სიმდიდრის წყარო არ არიან. თუმცა, თავად იდეა გასაოცარია: ხეები, მიკრობების დახმარებით, ფრთხილად აგროვებენ ოქროს, როგორც ბუნებრივი ლაბორატორიები.

მაგრამ ამ აღმოჩენის მთავარი ღირებულება ის არ არის, რომ ახლა ჩვენ შეგვიძლია ნაძვიდან ოქრო ჩამოვბეტყოთ და iPhone-ი ვიყიდოთ. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს „ოქროს ხეები“ დაგვეხმარება ოქროს საბადოების ძებნაში, თხრისა და აფეთქების გარეშე. თუ ფოთლებში ან ნემსებში ოქროს პაწაწინა ნაწილაკებია, ეს ნიშნავს, რომ ხეების ქვეშ სადღაც უფრო დიდი რამ იმალება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რატომ არ იზრდება კუნთები – კვლევა

როგორ აღდგება კუნთები ძალისმიერი ვარჯიშის შემდეგ

რატომ არ იზრდება კუნთები: რას ამბობენ 2025 წლის თანამედროვე კვლევები

2025 წლის ბოლო კვლევებმა გადააბრუნა ბევრი დამკვიდრებული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ იზრდება კუნთები რეალურად.

აღმოჩნდა, რომ ბოდიბილდინგის ბევრი “წესი”, რომელიც აქსიომად ითვლებოდა, არ პოულობს დადასტურებას თანამედროვე მეცნიერებაში.

 ძირითადი აღმოჩენა: კუნთის უარამდე ვარჯიში გადაფასებულია

ბოლო წლების კვლევებმა აჩვენა, რომ არ გვჭირდება კუნთების სრული უარამდე ვარჯიში მათი ზრდის სტიმულაციისთვის – ფაქტობრივად, უარამდე 2-3 გამეორებით ადრე შეჩერება საკმარისია ზრდის სტიმულაციისთვის.

კვლევამ შეადარა 11 კვირიანი ძალის ვარჯიშები კუნთის უარამდე ვარჯიშების წინააღმდეგ , 42 მოვარჯიშე მამაკაცში და აღმოაჩინა, რომ ორივე ჯგუფმა აჩვენა მსგავსი შედეგები ძალისა და კუნთების მასის ზრდაში.

შედეგები იდენტური იყო:

  • წოლ-ჭიმი 1RM: +23% ორივე ჯგუფში
  • ჩაჯდომა 1RM: +22-23% ორივე ჯგუფში

კუნთის უარამდე მუშაობის მინუსები:

ჯგუფს, რომელიც კ.უარამდე ვარჯიშობდა, ჰქონდა კორტიზოლის უფრო მაღალი დონე სისხლში – ჰორმონი, რომელიც გამოიყოფა სტრესის საპასუხოდ, და კვლევები აჩვენებენ, რომ ის  მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში აფერხებს კუნთების ზრდა.

  1. არ რეკრუტირებს მეტ კუნთურ ბოჭკოს
    • კვლევები აჩვენებენ, რომ კ.უარამდე ვარჯიში არ ააქტიურებს მეტ კუნთურ ბოჭკოს,როგორც თვლიდნენ ადრე
  2. ზრდის კორტიზოლს
    • სტრეს-ჰორმონი შეაფერხებს კუნთების ზრდას
    • ზრდის მადას
    • აინჰიბირებს გლუკოზის გამოყენებას სხეულის უჯრედების მიერ
  3. ქმნის ჭარბ დაღლილობას
    • შეიძლება იმოქმედოს ვარჯიშების საერთო მოცულობაზე

ოპტიმალური დატვირთვა,მიახლოვებული კ.უართან

თუ გსურთ იყოთ დარწმუნებული კუნთების ზრდის მიღწევაში, “ოპტიმალური წერტილი” გარანტირებული ზრდისთვის მდებარეობს კ.უარამდე-5 გამეორების დიაპაზონში.

 გამეორებების კონტინუუმი: ახალი პარადიგმა

ძველი თეორია

ტრადიციული თეორია პოსტულირებს, რომ მძიმე დატვირთვები ოპტიმიზებს მაქსიმალურ ძალას, საშუალო დატვირთვები ოპტიმიზებს კუნთების ჰიპერტროფიას, ხოლო მსუბუქი დატვირთვები ოპტიმიზებს ლოკალურ კუნთურ გამძლეობას.

რა აჩვენეს თანამედროვე კვლევებმა

მიმდინარე კვლევები არ უჭერს მხარს ამ თეორიის ზოგიერთ საფუძვლიან დაშვებას. მტკიცებულებების დამაჯერებელი რაოდენობა მიუთითებს, რომ  კუნთის  ზრდა შეიძლება მიღწეულ იქნას დატვირთვის დიაპაზონების ფართო სპექტრში ≥ ~30% 1RM.მდე

კუნთებს შეუძლიათ გაზრდა დატვირთვის ფართო სპექტრის გამოყენებისას!

ნიუანსი მსუბუქ წონებთან

კვლევამ აჩვენა მნიშვნელოვნად უფრო დიდი კუნთების განივი კვეთის არეალის ზრდა ვარჯიშებისას 70%-ით 15%-ის წინააღმდეგ 1RM-დან.

ზრდის სამი ძირითადი სტიმული

მიმდინარე მონაცემები აჩვენებენ, რომ, წინა დაშვებების საწინააღმდეგოდ, მაღალი მექანიკური დაძაბულობა სავალდებულო არ არის კუნთების ზრდის სტიმულაციისთვის. მეტაბოლური სტრესი არის ასევე ეფექტური ანაბოლური სიგნალი.

  სამი ძირითადი მექანიზმი:

  1. მექანიკური დაძაბულობა
    • არ არის ერთადერთი გზა ზრდისკენ
    • შეიძლება მიღწეულ იქნას სხვადასხვა გზით
  2. მეტაბოლური სტრესი
    • თანაბრად ეფექტურია ზრდისთვის
    • აფართოებს სავარჯიშო სტიმულების დიაპაზონს
  3. კუნთების დაზიანება
    • ააქტიურებს სატელიტურ უჯრედებს
    • მაგრამ არ არის ზრდის მთავარი ფაქტორი

მოლეკულური მედიატორები

ძირითადი გზები:

  • mTOR სიგნალი
  • სატელიტური უჯრედების აქტივაცია
  • ჰორმონული პასუხები დატვირთვაზე

10 მთავარი მიზეზი, რატომ არ იზრდება კუნთები

  1. ხარისხიანი ძილის ნაკლებობა

თუ არ გაქვთ ხარისხიანი ძილი ყოველ ღამე, კუნთები არ გაიზრდება. ძილის ნაკლებობა ზრდის კორტიზოლის დონეს, ამცირებს ორგანიზმში ზრდის ჰორმონს და უშლის ხელს გლიკოგენის დეპონირებას.

  1. სტრესის მაღალი დონე

სტრესი ზრდის კორტიზოლის დონეს, სტრესის ჰორმონს, რომელიც ზრდის მადას და ცხიმის დაგროვებას. ის ასევე აინჰიბირებს გლუკოზის გამოყენებას სხეულის უჯრედების მიერ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების ცილების დაშლა.

  1. ნახშირწყლების დეფიციტი

როდესაც დაბალნახშირწყლიან დიეტაზე ხართ, არ აძლევთ კუნთებს გლიკოგენს, რომელიც საჭიროა ინტენსიური ვარჯიშებისთვის. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს კუნთების ზრდაზე და საერთო ძალისმიერ მაჩვენებელზე.

  1. დეჰიდრატაცია

როდესაც მიზანია კუნთების მასის ზრდა, ადამიანები ფოკუსირდებიან ნახშირწყლებისა და ცილების მიღებაზე, მაგრამ როდესაც საქმე ეხება წყალს და ადეკვატურ ჰიდრატაციას, ბევრი ტოვებს თავის კუნთებს “წყლის გარეშე”.

წყლის მნიშვნელობა:

  • აუცილებელია ცილების სინთეზისთვის
  • მნიშვნელოვანია ყველა მეტაბოლური პროცესისთვის
  1. ვარჯიშების არასაკმარისი მოცულობა

თუ აკეთებთ ერთსა და იმავე ვარჯიშებს ერთნაირი წონით თვეების განმავლობაში, კუნთები ადაპტირდებიან და წყვეტენ ზრდას.

  • პროგრესული დატვირთვა
  • წონის, გამეორებების ან მიდგომების ცვლილება
  • ვარჯიშების შეცვლა ყოველ 6-8 კვირაში
  1. მხოლოდ პატარა კუნთებზე აქცენტის გაკეთება

თუ ვარჯიშობთ მხოლოდ იმისთვის, რომ მოკლე მაისურში გამოაჩინოთ (ბიცეპსი და მხარი), ეს არ დაგეხმარებათ მთლიანი მასის გაზრდაში. ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს დიდი ჯგუფის კუნთებზე,რადგან მატ ყველაზე მეტი პოტენციალი აქვთ ორგანიზმში ადაპტაციური გარემოს შექმნისათვის.პატარა კუნთები ძალიან უმნიშვნელო ძვრებს იწვევენ ადაპტაციის კუთხით ორგანიზმში

  1. ცილის ნაკლებობა

მინიმალური მოთხოვნები: 2019 წლის მიმოხილვა ამტკიცებს, რომ ცილის მინიმალური ყოველდღიური მოთხოვნაა 0.8 გრამი სხეულის წონის კილოგრამზე, მაგრამ კუნთების ზრდისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს 1.6 გ/კგ.

ცილის განაწილება:

  • მიირთვით 20-40გ ცილა ყოველ 3-4 საათში
  • ცილა ვარჯიშის შემდეგ 2 საათის განმავლობაში
  • კაზეინი ძილის წინ ღამის სინთეზისთვის
  1. ჭარბი კარდიოვარჯიშები

კარდიოს და ძალის ინტერფერენცია:

  • ძალიან ბევრმა კარდიომ შეიძლება შეაფერხოს კუნთების ზრდა
  • შეაპერხებს ენრგეტიკული რესურსების აღდგენას
  • ქმნის კატაბოლურ გარემოს კუნთებისათვის
  1. ძალიან ხშირი ერთი ჯგუფის ვარჯიში

გადაწვრთნა:

  • კუნთები იზრდება დასვენების დროს, და არა ვარჯიშის დროს
  • აღდგენის ნაკლებობა უდრის ზრდის შეფერხებას. დატვირთვა უნდა იყოს ოპტიმალური,დასვენების შესაბამისად
  1. გენეტიკური ფაქტორები

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ზრდაზე:

  • კუნთური ბოჭკოების ტიპი
  • ჰორმონული პროფილი
  • სატელიტური უჯრედების რაოდენობა
  • ნეირომუსკულური ეფექტურობა

კუნთების ზრდის ჰორმონული ფაქტორები

ძირითადი ჰორმონები

გარკვეული ჰორმონები, მათ შორის ტესტოსტერონი, ადამიანის ზრდის ჰორმონი და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი, ასევე თამაშობენ როლს კუნთების ჰიპერტროფიაში. მათი დონე იზრდება ძალის ვარჯიშების შემდეგ,ტუმცა მალევე ნორმალიზდება,რაც კითხვის ქვეშ აყენებს ამ თეორიას.

კვლევები აჩვენებენ, რომ გარკვეული ჰორმონების მომატებული დონე ჩვენს სისხლში,  აუცილებლად არ აძლიერებს კუნთების ზრდას.

ტესტოსტერონი და ესტროგენი

კავშირი ადაპტაციებთან:

  • ტესტოსტერონი ხელს უწყობს ცილების სინთეზს
  • ესტროგენი ასევე თამაშობს როლს დატვირთვისადმი ადაპტაციებში

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights