ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება – სამედიცინო დაწესებულებები ჩხოროწყუს, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების, 15 სოფლის მოსახლეობას ემსახურება

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - სამედიცინო დაწესებულებები ჩხოროწყუს, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების, 15 სოფლის მოსახლეობას ემსახურება
#post_seo_title

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება – სერვისების გეოგრაფიული გაზრდის მიზნით, სამეგრელოში – ნოჯიხევშიჭითაწყარსა და მუხურში, სოფლის ახალი ამბულატორიები გაიხსნა.

სამედიცინო დაწესებულებები ჩხოროწყუს, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების, 15 სოფლის მოსახლეობას ემსახურება.

ამბულატორიებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძემ, ქვეყანაში მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის წარმატებულ რეფორმასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, სწორედ ამ რგოლის ეფექტური მუშაობა ასრულებს გარდამტეხ როლს სამედიცინო სერვისების თანაბარ ხელმისაწვდომობაზე, დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე.

ამბულატორიები დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და აღჭურვილია პირველადი ჯანდაცვის მომსახურებისთვის საჭირო ინვენტარით.

მიხეილ სარჯველაძე ნოჯიხევშიჭითაწყარსა და მუხურში, პაციენტებსაც შეხვდა და მათთან ერთად, სამედიცინო საკითხები და საჭიროებები განიხილა. მისი განცხადებით, სოფლებში, მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა უწყების პრიორიტეტია.

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, ხობის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ: სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 12 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მშენებლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია – თბილისის მე-4 რაიონული სამსახურის # 0431 ბრიგადის წევრებმა მამაკაცი გადაარჩინეს

მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია - თბილისის მე-4 რაიონული სამსახურის # 0431 ბრიგადის წევრებმა მამაკაცი გადაარჩინეს
#post_seo_title

შუახნის მამაკაცი შვილიშვილთან ერთად მარტო იმყოფებოდა სახლში, როდესაც გულმკერდის არეში მსუბუქი დისკომფორტი იგრძნო. თავად დარეკა 112-ში და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.

ინფორმაციას შენი სიცოცხლის გადასარჩენად ავრცელელებს.

გამოძახების ადგილზე მისულ თბილისის მე-4 რაიონული სამსახურის # 0431 ბრიგადის წევრებს პაციენტი გულმკერდის არეში ტკივილით დახვდათ. აღმოჩნდა, რომ მას ამ დრომდე მსგავსი ტიპის ჩივილები არ ჰქონია.

ექიმ ალექსანდრე ჯობინაშვილის გადმოცემით, პაციენტს სტენოკარდიასთან ერთად, ელექტროკარდიოგრამის გადაღებისას არითმიაც აღმოაჩნდა. მამაკაცი იყო კონტაქტური და აქტიური. შესაბამისი მკურნალობის დროს მან მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია.
ბრიგადის წევრების მიერ პაციენტი აყვანილ იქნა მონიტორზე და დაუყოვნებლივ დაწყებული პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად, მამაკაცის გულისცემა აღდგა და მან სუნთქვა დაიწყო.
0431 ბრიგადის მიერ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით და სტაბილური მდგომარეობით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა ჰოსპიტალიზირებული.
ექიმ ალექსანდრე ჯობინაშვილის თქმით, აუცილებლად აღსანიშნავია მისი გუნდის წევრების უმცროსი ექიმის იაკობ თოდუას და სასწრაფო დახმარების მძღოლის სოსო მაკარაშვილის მაღალი პროფესიონალიზმი.
ექიმი ალექსანდრე ჯობინაშვილი 35-ე წელია, სასწრაფო დახმარების ექიმია და მას არაერთი მადლიერი პაციენტი ჰყავს, რომელთა შორის ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირიც გახლავთ, რომლის სიცოცხლეც 0431 ბრიგადის წევრების პროფესიონალიზმის დახმარებით გადარჩა.
ექიმი ალექსანდრე ჯობინაშვილი
უმცროსი ექიმი იაკობ თოდუა
მძღოლი სოსო მაკარაშვილი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ დავიკლოთ წონაში კალორიების დათვლით? – რატომ არის მნიშვნელოვანი კალორიების დათვლა?

როგორ დავიკლოთ წონაში კალორიების დათვლით? - რატომ არის მნიშვნელოვანი კალორიების დათვლა?
#post_seo_title

რატომ არის მნიშვნელოვანი კალორიების დათვლა?

ბოლო წლებში ხშირად ისმის მოსაზრება, რომ კალორიების დათვლა ზედმეტად დამღლელი და უაზრო პროცესია, თუმცა რეალურად ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია წონის მართვისთვის.
როდესაც მიზანი წონაში დაკლებაა, აუცილებელია იმაზე ნაკლები კალორია მივიღოთ, ვიდრე ჩვენი ორგანიზმი ყოველდღიურად ხარჯავს.

კალორია ენერგიის ერთეულია, რომელიც განსაზღვრავს საკვების ენერგეტიკულ ღირებულებას.
თუ სხეულს მეტი კალორია მიეწოდება, ვიდრე სჭირდება, ჭარბი ენერგია ცხიმის სახით ინახება და შედეგად წონაში მატება ხდება.
მცირე ენერგოდეფიციტის შექმნა კი იწვევს ცხიმის მარაგების შემცირებას და შესაბამისად — წონის კლებას.

რა ნიშნავს კალორიების დეფიციტი?

„კალორიების დიეტა“ ნიშნავს ისეთი კვების რეჟიმის დაცვას, სადაც თქვენ იღებთ ნაკლებ კალორიას, ვიდრე ხარჯავთ. ეს ენერგოდეფიციტი აიძულებს ორგანიზმს გამოიყენოს უკვე დაგროვილი ცხიმი ენერგიის წყაროდ, რაც დროთა განმავლობაში იწვევს წონის კლებას.

ენერგიის ყოველდღიური ხარჯი შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან:

  1. საბაზისო მეტაბოლიზმი (BMR) – კალორიები, რომლებიც სხეულს სჭირდება დასვენებისას სიცოცხლისთვის აუცილებელი ფუნქციების შესანარჩუნებლად (სუნთქვა, სისხლის მიმოქცევა და სხვ.).

  2. საკვების თერმული ეფექტი (TEF) – ენერგია, რომელიც იხარჯება საკვების მონელებასა და ნივთიერებათა ცვლაზე.

  3. ფიზიკური აქტივობა – კალორიები, რომლებიც იწვება მოძრაობისას, ვარჯიშზე ან ყოველდღიურ საქმიანობაში.

თუ თქვენ სხეულს მიაწვდით ნაკლებ ენერგიას, ვიდრე ამ სამ კომპონენტს სჭირდება, წარმოიქმნება კალორიული დეფიციტი, რაც წონაში კლებით გამოიხატება.
საპირისპირო მდგომარეობა — როცა კალორიების რაოდენობა მეტია, იწვევს კალორიულ სიჭარბეს და შესაბამისად წონის მატებას.

როგორ დავადგინოთ შენარჩუნების კალორია?

შენარჩუნების კალორია არის ის რაოდენობა, რომელიც სხეულს სჭირდება არსებული წონის შესანარჩუნებლად.
მის გამოსათვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური კალკულატორი, რომელიც ითვალისწინებს ასაკს, სქესს, სიმაღლეს, წონას და აქტივობის დონეს.
მაგალითად, თუ თქვენი შენარჩუნების კალორია 2000 კკალია, წონის დასაკლებად დღიური მიღება შეიძლება შეამციროთ დაახლოებით 1500 კკალამდე.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ზედმეტი შეზღუდვა არაჯანსაღია:

  • ქალებისთვის დღიური მიღება არ უნდა ჩამოცდეს 1200 კკალ-ს

  • მამაკაცებისთვის — 1500 კკალ-ს

1-კვირიანი 1150-კალორიანი მენიუ

ეს არის მაგალითი დაბალკალორიული, მაგრამ ბალანსირებული კვების გეგმისა. შეგიძლიათ სურვილისამებრ შეცვალოთ პროდუქტები ან გაამრავალფეროვნოთ კერძები.

ორშაბათი

საუზმე (09:00) – გერკულესი 200 გ, ბანანი, ჩია.
სადილი (12:30) – ხილი (ვაშლი, ფორთოხალი), ცოტა ნუში ან ნიგოზი.
წახემსება (15:30) – ორაგული 150 გ, ბრინჯი 100 გ, ბოსტნეულის სალათი ზეითუნის ზეთით.
ვახშამი (19:00) – ორაგული 100 გ, ბრინჯი 100 გ, სტაფილოს სალათი.

სამშაბათი

საუზმე – 2 კვერცხი, ბეკონი, ყველი, შავი პური.
სადილი – ქათმის ბარკალი, სალათი და მოხარშული კარტოფილი.
წახემსება – ვაშლი და ფორთოხალი.
ვახშამი – ქათმის ფილე, ბროკოლი და ბრინჯი.

ოთხშაბათი

საუზმე – ლავაში, ყველი, კიტრი.
სადილი – საქონლის ხორცი, მაკარონი და ბოსტნეული პომიდვრის სოუსით.
წახემსება – შავი შოკოლადი და ნუში.
ვახშამი – იგივე მენიუს მსუბუქი ვერსია.

ხუთშაბათი

საუზმე – ომლეტი, შავი პური, ბოსტნეული.
სადილი – ღორის მჭლე ხორცი, ქინუა, სალათი.
წახემსება – ჩირი და მაწონი.
ვახშამი – ქათმის ფილე, ბროკოლი და ბრინჯი.

პარასკევი

საუზმე – ხლებცი, ყველი და ბეკონი.
სადილი – ლობიო, მჭადი, კიტრი.
წახემსება – იოგურტი, ჩია, ფინიკი.
ვახშამი – ქათამი, სალათი და პიურე.

შაბათი

საუზმე – გერკულესი, ჩირი და ფინიკი.
სადილი – კატლეტი, პიურე, ისპანახი ნიგვზით.
წახემსება – ხილი.
ვახშამი – კატლეტი, ქინუა და სალათი.

კვირა

საუზმე – ლავაში, ყველი და ბეკონი.
სადილი – ქათამი, გამომცხვარი ბოსტნეული, მუქი ბრინჯი.
წახემსება – გოგრის თესლი და ჩირი.
ვახშამი – ქათმის ფილე, სალათი და ბრინჯი.

რა შედეგს უნდა ელოდოთ?

თუ დაიცავთ კალორიების დეფიციტს, წონის კლება გარანტირებულია. პირველივე კვირაში შეიძლება დაკარგოთ 2–3 კილოგრამამდე, შემდეგ ტემპი შენელდება — კვირაში დაახლოებით 1 კგ, რაც ნორმალური და ჯანსაღი სიჩქარეა.

მთავარია, ცვლილებები იყოს თანმიმდევრული და მდგრადი. გახსოვდეთ, ჯანმრთელი წონის კლება დროის და მოთმინების ამბავია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ფინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერიები, რომლებიც ბირთვულ ნარჩენებს ჭამენ

ფინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერიები, რომლებიც ბირთვულ ნარჩენებს ჭამენ
#post_seo_title

ფინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერიები, რომლებიც ბირთვულ ნარჩენებს ჭამენ

ჰელსინკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ურანის მაღაროებში უნიკალური მიკროორგანიზმები იპოვესბაქტერიები, რომლებსაც შეუძლიათ რადიოაქტიური ნაერთების „დამუშავება“. აღმოჩნდა, რომ ეს მიკრობები, სახელად Deinococcus radiodurans, უკიდურეს პირობებშიაც კი გადარჩებიან და ენერგიას რადიოაქტიური იზოტოპებისგან იღებენ.

ეს ბაქტერია ცნობილია თავისი გამორჩეული გამძლეობით: მას შეუძლია გადაიტანოს რადიაციის ისეთი დოზა, რომელიც ადამიანისთვის დაახლოებით 3000-ჯერ მომაკვდინებელია. მისი უჯრედული სისტემა მყისიერად აღადგენს დნმ-ის დაზიანებებს, რაც საშუალებას აძლევს განაგრძოს არსებობა ისეთ გარემოშიც, სადაც სხვა სიცოცხლე ვერ ძლებს.

მეცნიერების თქმით, ეს ბაქტერიები რადიოაქტიურ ნარჩენებს გარდაქმნიან უფრო სტაბილურ და უსაფრთხო ნაერთებად, რითაც მნიშვნელოვნად ამცირებენ მათი დაშლის პერიოდს — ათასობით წლიდან მხოლოდ რამდენიმე ათეულ წლამდე.

ფინეთში, ონკალოს ბირთვულ საცავში, მიმდინარეობს ექსპერიმენტები, სადაც Deinococcus radiodurans სპეციალურად დაპროგრამებულია ისეთი იზოტოპების მიმართ, როგორებიცაა ცეზიუმ-137 და სტრონციუმ-90. მიზანია, მათი დახმარებით ბირთვული ნარჩენების გრძელვადიანი შენახვის პრობლემა ბიოლოგიური გზით გადაიჭრას.

თუ ეს ტექნოლოგია ფართოდ დაინერგება, ბიორემედიაციის მეთოდმა შესაძლოა მთლიანად შეცვალოს ბირთვული ნარჩენების მართვის მიდგომა — ძველი გეოლოგიური დაკრძალვის მოდელის ნაცვლად შეიქმნას აქტიური, თვითგანმწმენდი სისტემა, რაც ბირთვულ ენერგიას უფრო უსაფრთხოსა და ეკოლოგიურად მდგრადს გახდის.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ორსულობის პერიოდში დედის ნაწლავური მიკრობიომის მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის მომავალი მიკროფლორასა და საჭმლის მომნელებელ ჯანმრთელობაზე

რა გავლენა შეუძლია მოახდინოს ვირუსმა ორსულზე და როგორ შეიძლება სხვადასხვა ვირუსის პრევენცია.
#post_seo_title

ორსულობის პერიოდში დედის ნაწლავური მიკრობიომის მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის მომავალი მიკროფლორასა და საჭმლის მომნელებელ ჯანმრთელობაზე.

დედის მიკრობები ბავშვს გადაეცემა როგორც მშობიარობისას, ისე ძუძუთი კვების პერიოდში, ამიტომ დედის ნაწლავური ბალანსის შენარჩუნება მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოლიკისა და სხვა საჭმლის მომნელებელი პრობლემების პრევენციაში.

🥗 ჯანსაღი კვება – მიკრობიომის საყრდენი

  • ბევრი მცენარეული საკვები: მიირთვით ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები და მთლიანი მარცვლეული. უჯრედისით მდიდარი საკვები წარმოადგენს პრებიოტიკს, ანუ “საკვებს” იმ ბაქტერიებისთვის, რომლებიც ნაწლავში სასარგებლო პროცესებს უზრუნველყოფენ.

  • მრავალფეროვნება: ეცადეთ კვირაში დაახლოებით 30 სახეობის მცენარეული პროდუქტი მიიღოთ — რაც მეტი ფერია თქვენს თეფშზე, მით უფრო მდიდარია თქვენი მიკრობიომი.

  • ფერმენტირებული საკვები: მაწონი, იოგურტი, კეფირი, მწნილი და სხვა ფერმენტირებული პროდუქტები ბუნებრივი პრობიოტიკების წყაროა.

  • შაქრისა და გადამუშავებული საკვების შეზღუდვა: ეს პროდუქტები ხელს უწყობს არასასურველი ბაქტერიების გამრავლებას და ამცირებს მიკრობიომის მრავალფეროვნებას.

🐟 ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, განსაკუთრებით DHA და EPA, აუცილებელია ნაყოფის ტვინისა და მხედველობის განვითარებისთვის და ამავდროულად ამცირებს ანთებით პროცესებს.

  • სასარგებლო თვისებები:

    • ამცირებს ანთებას როგორც დედის, ისე ბავშვის ორგანიზმში;

    • ხელს უწყობს ნაწლავის მიკრობიომის ბალანსს და მის მრავალფეროვნებას;

    • შეიძლება გავლენა ჰქონდეს ბავშვის კოლიკის რისკის შემცირებაზე.

  • საუკეთესო წყაროები:

    • ცხიმიანი თევზი (ორაგული, სკუმბრია, სარდინი, ქაშაყი) – კვირაში 2–3-ჯერ;

    • მცენარეული წყაროები: სელისა და ჩიას თესლი, ნიგოზი;

    • საჭიროების შემთხვევაში – ექიმის რჩევით თევზის ან წყალმცენარეების ზეთის დანამატები.

🌿 პოლიფენოლებით მდიდარი საკვები

პოლიფენოლები მცენარეულ პროდუქტებში არსებული ბუნებრივი ნაერთებია, რომლებიც ანტიოქსიდანტურ მოქმედებასთან ერთად ნაწლავში პრებიოტიკად მუშაობენ. ისინი აძლიერებენ “კარგი” ბაქტერიების ზრდას და ამცირებენ ანთებით პროცესებს.

  • საუკეთესო წყაროები:

    • კენკრა (მოცვი, ჟოლო, მარწყვი, მოცხარი);

    • ბოსტნეული (ისპანახი, ბროკოლი, არტიშოკი);

    • ხილი (ვაშლი, ყურძენი, ციტრუსები);

    • მწვანე ჩაი, კაკაო, შავი შოკოლადი, კურკუმა, ორეგანო, დარიჩინი;

    • ზეითუნის ზეთი (ექსტრა ვირჯინი).

💧 ცხოვრების წესი და ყოველდღიური ჩვევები

  • საკმარისი სითხის მიღება აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უშლის ყაბზობას.

  • მცირე, მაგრამ ხშირი ულუფები ამცირებს კუჭ-ნაწლავის დატვირთვას.

  • ნელა ჭამა ამცირებს ჰაერის გადაყლაპვას და, შესაბამისად, გაზების დაგროვებას.

  • ზომიერი ფიზიკური აქტივობა (სეირნობა, ორსულთა იოგა და სხვა მსუბუქი ვარჯიში) ხელს უწყობს ნაწლავთა მოძრაობას და ზოგად კეთილდღეობას.

მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, ომეგა-3 მჟავებითა და პოლიფენოლებით მდიდარი რაციონი, პრობიოტიკების რეგულარული მიღება და აქტიური ცხოვრების წესი ხელს უწყობს როგორც დედის, ისე ბავშვის მიკრობიომის ჯანმრთელობას. ორსულობისას ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს ექიმის მეთვალყურეობით.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გადაარჩინეს ბავშვი, რომელიც დაბადებისას 300 გრამს იწონიდა

გადაარჩინეს ბავშვი, რომელიც დაბადებისას 300 გრამს იწონიდა
#post_seo_title

გერმანიაში გადაარჩინეს დღენაკლული გოგო, რომელიც დაბადებისას 300 გრამს იწონიდა.

ეს მაგდებურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა. ბავშვი ვადაზე 16 კვირით ადრე დაიბადა. თანამედროვე აპარატურისა და სამედიცინო პერსონალის 24-საათიანი მუშაობის შედეგად, ბავშვი გადარჩა. კლინიკის ცნობით, გოგონა ახლა დაახლოებით 2 წლისაა, სრულიად ჯანმრთელი და აქტიურია.

ახალშობილმა 7 კვირა ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე გაატარა. ის კვებას ინფუზიების მეშვეობით იღებდა და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, რომელსაც ნეონატოლოგების, თერაპევტებისა და ექთნების გუნდი უზრუნველყოფდა.

ოჯახმა სახლში დაბრუნება მშობიარობის სავარაუდო თარიღიდან მხოლოდ 9 კვირის შემდეგ შეძლო. სერიოზული გართულებები არ ყოფილა – ბავშვს მხედველობაც კი შეუნარჩუნდა და სათვალის ტარებაც არ დასჭირდება.

გერმანულ კლინიკაში აღნიშნეს, რომ ზოგადად მსოფლიო პრაქტიკაში, 300 გრამი წონით დაბადებული ბავშვების გადარჩენის შანსი დაახლოებით 25%-ს შეადგენს.

პრეპარატი, რომელსაც შეუძლია პროსტატის კიბოს ზრდის შეჩერება მისი გენეტიკური მექანიზმების ბლოკირებით – პროსტატის კიბოს გენების „გამორთვის“ გზა

საწყის სტადიაზე პროსტატის კიბო 100%-ით განკურნებადია!
#post_seo_title

გენეტიკური მექანიზმი და ახალი თერაპია პროსტატის კიბოსთვის

პროსტატის კიბოს ზრდის პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს დნმ-ზე არსებულ გამაძლიერებლებს (enhancers) და მათზე მომუშავე ქრომატინის გადაკეთების პროცესს. კვლევა აჩვენებს, რომ ენჰანსერების აქტივაციაში მონაწილეობს ორი მნიშვნელოვანი ჰისტონის მარკერი — H2B N-ტერმინალური აცეტილაცია (H2BNTac) და ორი ფერმენტი, CBP (CREB-binding protein) და p300 (histone acetyltransferase p300) — რომლებიც ამ მარკერის შექმნასთან არიან დაკავშირებული. PMC+3Simple Science+3BioMed Central+3

მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს პრეპარატი, რომელსაც შეუძლია პროსტატის კიბოს ზრდის შეჩერება მისი გენეტიკური მექანიზმების ბლოკირებით. შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Genetics-ში.

გარდა ამისა, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პროსტატის კიბოს აგრესიულ ფორმებში — კერძოდ, არაადენოკარცინომურ ნეიროენდოკრინულ პროსტატის კიბოში (NEPC) — გადაჯგუფებულია კრიტიკული თარგე­ტები: FOXA2 და NKX2‑1. ეს ფაქტორები უზრუნველყოფენ 3D ქრომატინის ადაპტაციას და ენჰანსერების გადმორგებით ახსნიან უჯრედების იდენტიტეტის ცვლილებას და მკურნალობის მიმართ რეზისტენტობის განვითარებას. Nature+2Early Detection Research Network+2

ახალი კომპაუნდი — CBPD‑409

კვლევითია აღწერილი ახალი პროტეინთა დაშლის პლატფორმა (PROTAC) CBPD-409, რომელიც მიზნად ისახავს CBP/p300 ფერმენტების შერჩევით დაშლას. როდესაც ეს ფერმენტები არააქტიურია, ენჰანსერები (H2BNTac მარკერით) ნელდება ან ჩერდება, რითაც პროსტატის სიმსივნის ზრდა და გადახრა მაქსიმალურად შეგნებულად აიჭრება. CBPD-409 აჩვენა უჯრედულ და ცხოველურ მოდელებში მნიშვნელოვანი ანტიუკმერული აქტივობა — მაგალითად, IC₅₀ = 1.2–2.0 ნანომოლი AR-პოზიტიურ პროსტატის კიბოს ხაზებში. PubMed+1

ამასთანავე, კვლევებმა დაფიქსირებულ იქნა, რომ CBPD-409-ის მიღებისას ამოღებულია CBP/p300-მიმართილი H2BNTac მარკერები და შეინიშნება მკურნალობისადმი მდგრადი ფორმების წინსვლის შენელება. PMC+1

აგრესიული ფორმის გადასვლა და CCS1477

მეორე მკვეთრი აღმოჩენა ეხება იმას, თუ როგორ გადადის პროსტატის კიბო აგრესიულ, მკურნალობისადმი მდგრად ნეიროენდოკრინულ ფორმაში (NEPC) — პროცესში მონაწილეობას იღებენ FOXA2 და NKX2-1, რომლებიც იძინებენ ქრონატინის სტრუქტურას, ირთვებიან ენჰანსერები და გადამრთველად ქცევიან CBP/p300 ფერმენტებთან ერთად. PMC+1

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ CCS1477, რომელიც პოტენციურად inhibitor-ია CBP/p300-სთვის, აქტიურად აჩერებს NEPC განვითარებას უჯრედულ და ცხოველურ მოდელებში. Science News Today+1

რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?

  • პირველადაა ვიზუალიზებული 3D ქრომატინის გადაკეთება — ეუნდოგენური ცოტაორიგინალური ფორმების გავლენით — რომელიც ავლენს NEPC განვითარებას. Technology Networks+1

  • CBP/p300 ჰისტონურ აცეტილტრანსფერაზებად იქმნენ მკაცრად მიზნობრივ მკურნალობის მიზნებად ერთ-ერთი ყველაზე რთული ნეიოლოგიური გადაჯგუფების მართვისთვის. Early Detection Research Network+1

  • CBPD-409 და CCS1477 წარადგენენ სრულიად ახალ თერაპიულ სტრატეგიებს იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც არსებული ჰორმონალური თერაპიები ან ანდროგენის რეცეპტორების ინჰიბიტორები აღარაეფექტურენი არიან.

სამომავლო პერსპექტივა და შეზღუდვები

  • CBPD-409-ის კონცეპტუალური გამოკვლევები ყოველთვის ითვალისწინებენ, რომ ეს ჯერ კლინიკურ სტადიაზე არ არის დამტკიცებული და მონაცემები ძირითადად პრექლინიკურია.

  • CCS1477-ის შემთხვევაშიც მიმდინარეობს კლინიკური კვლევები და იკვლევენ უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე პაციენტებში.

  • გასათვალისწინებელია, რომ გენეტიკური ტიპის ინდივიდუალური ცვლილებები და ტუმორის უნიკალური მიკრო გარემო შეიძლება განსაზღვროს რეალური ეფექტი.

პროსტატის კიბოს კვლევაში მნიშვნელოვანი წინგადადგმულია ახალი გენეტიკური და ეპიგენეტიკური გზით — რომელიც აერთიანებს CBP/p300 ფერმენტებს, H2BNTac მარკერს და ქრომატინის 3D გადმორგებას. პრეპარატები, როგორიცაა CBPD-409 და CCS1477, წარმოადგენენ იმედისმომცემ ახალ თერაპიულ მიმართულებებს რაც შეიძლება გახდეს გარდამტეხი დღევანდელი მკურნალობისადმი მდგრადი ფორმების მართვაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ღვიძლის დეტოქსიკაცია: როგორ გავაძლიეროთ ღვიძლის ჯანმრთელობა ბუნებრივი გზით – საუკეთესო საკვები, რომელიც ასუფთავებს ღვიძლს

„ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა
#post_seo_title

ღვიძლის დეტოქსიკაცია: როგორ გავაძლიეროთ ღვიძლის ჯანმრთელობა ბუნებრივი გზით

ღვიძლი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო ჩვენს სხეულში — იგი პასუხისმგებელია დეტოქსიკაციაზე, ტოქსინების გაწმენდაზე და ნივთიერებათა ცვლის პროცესების კონტროლზე. ჯანმრთელი ღვიძლი უზრუნველყოფს ენერგიას, ძლიერი იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და ორგანიზმის ბუნებრივ ბალანსს.

რატომ არის ღვიძლი აუცილებელი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის?

ღვიძლი მოქმედებს როგორც ფილტრი — იგი გარდაქმნის ტოქსინებს წყალში ხსნად ფორმად და ეხმარება მათ გამოდევნაში შარდისა და ნაღვლის გზით.
ტოქსინები ხშირად გროვდება არასწორი ცხოვრების წესის შედეგად:

  • ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება,

  • სწრაფი კვება და გადამუშავებული საკვები,

  • ნაკლები ფიზიკური აქტივობა და ჰიდრატაციის დეფიციტი.

სწორი კვება და ცხოვრების ჯანსაღი რეჟიმი მნიშვნელოვნად აძლიერებს ღვიძლის ბუნებრივ დეტოქსიკაციის უნარს.     განაგრძეთ კითხვა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კვლევა – ბავშვებს, რომლებსაც ბებია-ბაბუებთან ძლიერი ემოციური კავშირი აქვთ, დეპრესიისა და ქრონიკული სტრესის განვითარების დაბალი რისკი აქვთ

კვლევა - ბავშვებს, რომლებსაც ბებია-ბაბუებთან ძლიერი ემოციური კავშირი აქვთ, დეპრესიისა და ქრონიკული სტრესის განვითარების დაბალი რისკი აქვთ
#post_seo_title

ბოსტონის კოლეჯის მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, იმ ბავშვებს, რომლებსაც ბებია-ბაბუებთან ძლიერი ემოციური კავშირი აქვთ, დეპრესიისა და ქრონიკული სტრესის განვითარების დაბალი რისკი აქვთ.

ექსპერიმენტის ფარგლებში, სპეციალისტებმა 1500-ზე მეტი ოჯახის მონაცემები გააანალიზეს.

შედეგებმა აჩვენა, რომ თაობათა შორისი მჭიდრო ურთიერთობები, არასრულწლოვნებს  ემოციურ სტაბილურობას და თავდაჯერებულობის შეგრძნებასა უჩენს. მეცნიერების თქმით, ბებია-ბაბუების მხრიდან მიღებული სითბო და ცხოვრებისეული გამოცდილება, ბავშვისთვის ერთგვარ ემოციური საყრდენს წარმოადგენს, რაც მათ სტრესის დაძლევაში ეხმარებათ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ნაწლავისა და მუცლის შებერილობა — ჩუმი ეპიდემია, რომლის მიზეზს ბევრმა არ იცის

მუცლის შებერილობა-ბუნებრივი საშუალება
#post_seo_title

ნაწლავის დისბალანსი და მუცლის შებერილობა — ფარული პრობლემა, რომელიც ბევრს აწუხებს 💭

დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ჩივის ერთსა და იმავე სიმპტომზე:
👉 „ყოველდღე მუცელი მებერება, ვგრძნობ სიმძიმეს და დისკომფორტს.“

ეს მდგომარეობა ხშირად მხოლოდ ზედაპირული სიმპტომი არ არისმუცლის შებერილობა მიანიშნებს, რომ ნაწლავები და საჭმლის მომნელებელი სისტემა ვეღარ მუშაობს სწორად.

🔍 რა იწვევს მუცლის შებერებას?

შებერილობა, გაზების დაგროვება და ბუშტუკების ხმა ნაწლავში შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით. აი, ყველაზე გავრცელებული მიზეზები:

  1. ცილების არასრულად მონელება – საკვები იწყებს დუღილს და იწვევს გაზებს.

  2. შაქრებისა და ფქვილის გადამუშავების პრობლემა – ფერმენტების დეფიციტის გამო.

  3. ნაწლავის ბაქტერიული დისბალანსი (დისმბიოზი) – როდესაც ცუდი ბაქტერიები ჭარბობენ კარგებს.

  4. ჰორმონალური დარღვევები – მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.

  5. კანდიდას გადაზრდა (Candida albicans) – საფუარის ტიპის სოკოს ჭარბი ზრდა ნაწლავებში.

  6. პარაზიტული ინფექციები – ხშირად შეუმჩნეველი, მაგრამ ხშირი მიზეზი.

  7. ნაწლავის ანთებითი დაავადებები (IBS, SIBO, კოლიტი, კრონის დაავადება).

  8. ღვიძლის ან პანკრეასის არასაკმარისი ფუნქცია.

  9. ლაქტოზისა და გლუტენის აუტანლობა.

  10. სითხის დეფიციტი – არასაკმარისი წყალი აფერხებს მონელებას.

  11. სტრესი და უძილობა – პირდაპირ მოქმედებს ნაწლავის მოძრაობაზე.

  12. ბოჭკოს ნაკლებობა – იწვევს შეკრულობას და ფერმენტაციის პროცესს.

🌿 როგორ დავამშვიდოთ ნაწლავი და მოვიშოროთ შებერილობა

ნაწლავის აღდგენა იწყება ყოველდღიური ჩვევების შეცვლით. რამდენიმე მარტივი, მაგრამ ეფექტური ნაბიჯი დაგეხმარება სხეულის ბალანსის დაბრუნებაში 👇

✅ 1. აირჩიე ხარისხიანი პრობიოტიკები

დღეში ერთხელ მიიღე პრობიოტიკი, რომელიც შეიცავს 10–30 მილიარდამდე ცოცხალ ბაქტერიას. ეს ეხმარება სასარგებლო მიკრობებს ნაწლავში დაბრუნებას და საჭმლის მონელების გაუმჯობესებას.

✅ 2. გაზარდე ბოჭკოს მიღება

ბოჭკოვანი საკვები — ფსილიუმი, ჩიას თესლი, ხილი და ბოსტნეული — ასუფთავებს ნაწლავს და ამცირებს შებერილობას.

✅ 3. დალიე საკმარისი წყალი 💧

სითხის დეფიციტი ართულებს საჭმლის მონელებას და იწვევს შეკრულობას. დღეში მინიმუმ 6–8 ჭიქა წყალი აუცილებელია.

✅ 4. დაამატე მწვანე ბალახები

რეჰანი, ქინძი, ოხრახუში და კოპრი ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

✅ 5. დალევე დამამშვიდებელი ჩაი

კამა, პიტნა, ჯინჯერი და მატიტელა ამცირებს გაზებს, ამშვიდებს ნაწლავებს და ამცირებს ანთებას.

✅ 6. იმოძრავე ყოველდღე 🚶‍♀️

მარტივი 30-წუთიანი გასეირნება აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს საჭმლის სწორად გადამუშავებას.

✅ 7. გამოიყენე გააქტიურებული ნახშირი

სასარგებლოა მძიმე ან ცხიმიანი საკვების შემდეგ — შთანთქავს ტოქსინებს და ამცირებს გაზების წარმოქმნას.

✅ 8. ჭამე ნელა და გააზრებულად

ნაწლავის ჯანმრთელობა იწყება პირიდან — საკვების კარგად ღეჭვა ამცირებს შებერილობას და აუმჯობესებს ფერმენტულ პროცესებს.

💬 რატომ უნდა მიაქციო ყურადღება ამ პრობლემას?

შებერილობა მხოლოდ დროებითი დისკომფორტი არ არის — თუ ხშირად გაქვს სიმძიმე, გაზები ან წვის შეგრძნება, ეს შესაძლოა ნიშნავდეს ნაწლავის მიკრობიომის დარღვევას. დროული კორექცია გიცავს უფრო სერიოზული დაავადებებისგან, როგორიცაა კოლიტი, IBS ან ღვიძლის გადატვირთვა.

ნაწლავის ჯანმრთელობა პირდაპირ განსაზღვრავს შენი ენერგიის, განწყობისა და იმუნიტეტის დონეს.
👉 დაიწყე მცირე ცვლილებებით — დაამატე ბოჭკო, დალიე წყალი, მიიღე პრობიოტიკები და მოერიდე გადამუშავებულ საკვებს.
რამდენიმე კვირაში შენიშნავ, რომ მუცელი აღარ გებერება და თავს ბევრად მსუბუქად გრძნობ. 🌸

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights