ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

უშვილობის პრობლემა, შესაძლოა, სამუდამოდ გადაიჭრას – რას ამბობს მეცნიერება

უნაყოფობა - ანთება, ჭარბწონიანობა და არასათანადო კვება შესაძლოა მიზეზი იყოს - ხშირად დასმული კითხვები
#post_seo_title

„მეცნიერებმა, შესაძლოა, მალე კვერცხუჯრედების და სპერმის შექმნა კანის და სისხლის უჯრედებიდან შეძლონ. რას ნიშნავს ეს?“,  – ამ სათაურით გამოქვეყნდა სტატია გამოცემა technologyreview.com-ში.

მეცნიერებმა გამრავლების ახალ გზას მიაგნეს და ირწმუნებიან, რომ ეს უნაყოფობის პრობლემას სამუდამოდ გადაჭრის. მათივე თქმით, რომ მალე ჩვეულებრივი უჯრედების (სისხლის, კანის) „ხელოვნურ“ სასქესო უჯრედებად ტრანსფორმირებასაც შეძლებენ. მათ უკვე შექმნეს ვირთაგვების ხელოვნური კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი და მათგან ვირთაგვები გამოიყვანეს. შემდეგ ადამიანის სასქესო უჯრედების ჯერია.

ამ კვლევაში პროგრესს მსოფლიოში უნაყოფობის დასრულება შეუძლია – აღარავინ ინერვიულებს ჯანმრთელი სასქესო უჯრედების ნაკლებობაზე, თუ ლაბორატორიაში ახლების გამოყვანა იქნება შესაძლებელი. ეს ერთნაირსქესიან წყვილებსაც მისცემს საშუალებას, რომ გენეტიკურად მონათესავე შვილები ჰყავდეთ. თუ ქალი შეძლებს საკუთარი უჯრედებისგან სპერმატოზოიდის გამოყვანას, მაშინ ის ქალი პარტნიორის კვერცხუჯრედის განაყოფიერებასაც მოახერხებს. მსგავსადვე, თუ მამაკაცი შეძლებს კვერცხუჯრედის გამოყვანას, მას პარტნიორი მამაკაცი საკუთარი სპერმატოზოიდით გაანაყოფიერებს. მეტიც, ოთხ მშობელსაც კი შეეძლება ერთი შვილი ჰყავდეს და ერთიც შეძლებს, რომ ორივე სასქესო უჯრედით ემბრიონი შექმნას.

ეს კვლევა ლაბორატორიაში ათწლიანი შრომის შედეგია. მეცნიერებმა ახლა მეტ-ნაკლებად იციან, როგორ განახორციელონ ეს იდეა რეალობაში. მთავარია, ეს დაიწყონ და ეთიკური სირთულეები გადალახონ.

ადამიანის სასქესო უჯრედების გამოყვანა გაცილებით რთულია, ვიდრე ვირთაგვას კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შექმნა; თან იმდენად რთული, რომ არა ერთი მეცნიერი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამაზე, დანებდა. საქმე საკმაოდ საპასუხისმგებლოა და მოითხოვს ექსპერტულ ცოდნას, თუ როგორ დიფერენცირდებიან უჯრედები სპერმატოზოიდად და კვერცხუჯრედად და ქმნიან ადამიანის ემბრიონს. ამ პროცესის ზუსტი მექანიზმი ჯერ კარგად არაა შესწავლილი.

ყველაზე დიდი კითხვაა – შევძლებთ ჩვენ ლაბორატორიული შედეგებით ჩვენი გამრავლების გზის უსაფრთხოდ და მისაღებად შეცვლას? ჩვენ ჯერ კიდევ კარგად არ ვიცით, ზუსტად როგორ ფორმირდებიან სასქესო უჯრედები და ამ ცოდნის გარეშე ლაბორატორიული კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ატარებენ რისკს, რომ ნაყოფს დაბადების შემდეგ ან სიცოცხლის გვიან წლებში დაავადებები განუვითარდება.

ოპტიმისტები იტყვიან, რომ მსგავსი შიშები ინ-ვიტრო განაყოფიერების ირგვლივაც არსებობდა; დღეს ამ მეთოდით მარტო აშშ-ში ყოველწლიურად 73 000 ბავშვი იბადება. თუ ჩვენ ამ მეთოდის უსაფრთხოდ გამოყენებასაც შევძლებთ, მაშინ ხელოვნური სქესობრივი უჯრედები გამრავლების გზას და ბიოლოგიური მშობლის განსაზღვრებას რადიკალურად შეცვლის. თუმცა ეს დიდი „თუა“.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ექსპერტი განმარტავს, რატომ არ აქვთ საოპერაციო ოთახებს თეთრი კედლები

#post_seo_title

საოპერაციო ოთახებში კედლებიც სპეციფიკურ ფერებშია შეღებილი. მე-19 და მე-20 საუკუნეებში ისინი თეთრი იყო, რაც სტერილურობისა და ჰიგიენის სიმბოლოდ იქცა. თუმცა, დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ეს ფერი მხოლოდ ხელს უშლიდა სამედიცინო მუშაკებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში.

ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის შუა ხანებში საავადმყოფოებმა მასიურად დაიწყეს საოპერაციო ოთახების ლურჯ და მწვანე ტონებში შეღებვა. ქირურგებიც ამ ფერებში იყვნენ გამოწყობილნი.

საოპერაციო ოთახის კედლების მწვანე ფერის მიზეზი ექიმების მხედველობაა. ოპერაციის დროს ისინი დიდი ხნის განმავლობაში სისხლის წითელ ფერს უყურებენ. კაშკაშა შუქი და თეთრი კედლები ოპტიკურ ილუზიებს ქმნიდა, რაც მათ თვალწინ „მწვანე ლაქების“ გაჩენას იწვევდა. გარდა ამისა, ეს კონტრასტი დროებით „დაბრმავებას“ და თვალის დაღლილობას იწვევდა.

მწვანე ფერი ხელს უწყობს ამ სტრესის შემცირებას, რაც გადამწყვეტია ხანგრძლივი ოპერაციების დროს. მწვანე და ლურჯი ელფერები ასევე ეხმარება ექიმებს წითელი ტონების უფრო ზუსტად დანახვაში, რაც შეიძლება გადამწყვეტი იყოს.

როგორც ვიცით, ფერთა წრე

ზე მწვანე და წითელი ერთმანეთის საპირისპიროდ არიან განლაგებული – ისინი ერთმანეთს ავსებენ. ამიტომ, კედლების მწვანედ ან ლურჯ-მწვანე ელფერით შეღებვას შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა – ის ასუფთავებს მხედველობას და ხსნის დაღლილობასა და სტრესს. ასეთი პატარა დეტალები უდიდეს გავლენას ახდენს ქირურგის რთულ სამუშაოზე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

შეიძლება ეს გახდეს მომავლის გზა ტკივილის გარეშე ცხოვრებისკენ? – ბუნებრივად ასტიმულირებს სახსრის ხრტილის ხელახალ ზრდას — ისე, რომ აღარ არის საჭირო იმპლანტები ან ქირურგიული ჩარევა

სახსრები
#post_seo_title

ფიტნეს ინსტრუქტორი მამუკა სახსრების დაზიანებებისა და ართრიტის შესახებ ინფორმაციებს აქვეყნებს

„გერმანულმა სამედიცინო ინოვაციამ შეიძლება სრულიად შეცვალოს გზა, რომლითაც მკურნალობენ სახსრების დაზიანებებსა და ართრიტს!

გერმანელმა მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური გელი, რომელიც ბუნებრივად ასტიმულირებს სახსრის ხრტილის ხელახალ ზრდას — ისე, რომ აღარ არის საჭირო იმპლანტები ან ქირურგიული ჩარევა.
გელი ააქტიურებს თავად ორგანიზმის უჯრედებს, რათა აღადგინონ დაზიანებული ხრტილი, აღიდგინოს:
  • მოქნილობა
  • ბალიშისებრი დაცვა
  • და სახსრის სრული ფუნქციონირება
პირველი კვლევების თანახმად, პაციენტები გრძნობენ:
  • ტკივილის მკვეთრ შემცირებას
  • მოძრაობის გაუმჯობესებას
და აღდგენას ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ტრადიციული მეთოდებით
ეს რევოლუციური მიდგომა იმედს აძლევს მილიონობით ადამიანს, ვინც იტანჯება ართრიტით, ხრტილის დეგენერაციით ან სპორტული ტრავმებით.
გელის მიზანია ბუნებრივი რეგენერაციის გაძლიერება, რაც ამცირებს ინფექციისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის რისკს.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან —
ეს აღმოჩენა შეიძლება გახდეს ახალი ეპოქა სახსრების ჯანმრთელობაში:
მარტივი, უსაფრთხო და არაინვაზიური გადაწყვეტა, რომელიც ადამიანებს აძლევს შვებასა და მოძრაობის თავისუფლებას — ოპერაციის გარეშე!
შენ რას ფიქრობ ასეთ რეგენერაციულ მიდგომაზე?

სახსრები

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

5 ნიშანი, რომ თავის ტკივილი, შესაძლოა, კოვიდი იყოს

რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს საქართველოში - რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ
#image_title

თავის ტკივილი ხშირი თანამგზავრია გაციების ან ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს. თუმცა, კორონავირუსის შემთხვევაში მას აქვს ძალიან სპეციფიკური ნიშნები, რომლებიც განასხვავებს ჩვეულებრივი ცუდი შეგრძნებისგან.

ექიმების თქმით, ეს ტკივილი ხშირად უფრო ძლიერია, გრძელდება ხანგრძლივად და თითქმის არ რეაგირებს ტკივილგამაყუჩებელ წამლებზე. 

როგორ იწყება თავის ტკივილი COVID-ის დროს?

ინტენსივობა შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ექიმები გამოყოფენ რამდენიმე საერთო მახასიათებელს:

ტკივილი მთელ თავში

განსხვავებით შაკიკისგან, იშვიათად ლოკალიზდება ერთ წერტილში. უფრო ხშირად ეს არის გავრცელებული, ორმხრივი ტკივილი შუბლის, საფეთქლებისა და კეფის მიდამოში.

როგორ ავიცილოთ თავბრუსხვევა წამოდგომისას მარტივი სავარჯიშოებით
#post_seo_title

შეკუმშვის ან პულსაციის ხასიათი

პაციენტები აღწერენ, როგორც ძლიერ ზეწოლას, „ჩაფხუტის“ შეგრძნებას თავზე ან ინტენსიურ პულსაციას.

ტკივილის გაძლიერება მოძრაობისას

ტკივილი საგრძნობლად ძლიერდება ნებისმიერი მოძრაობის დროს, განსაკუთრებით თავის წინ გადახრისას.

მედიკამენტების მიმართ მდგრადობა

ტრადიციულმა პრეპარატებმა, როგორიცაა პარაცეტამოლი ან იბუპროფენი, შესაძლოა საერთოდ ვერ მოიტანოს შვება, ან მათი ეფექტი ძალიან მოკლეხნიანი იყოს.

ხანგრძლივობა

COVID-ის დროს თავის ტკივილი შეიძლება გაგრძელდეს 3 დღეზე მეტხანს, ზოგჯერ მთელი დაავადების განმავლობაში. ზოგიერთისთვის ეს სიმპტომი ინფექციის პირველი ნიშანია. განაგრძეთ კითხვა

COVID-19-ის NB.1.8.1 ახალი ვარიანტი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

შეიძლება იყოს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების ნიშანი – რა იწვევს ბოყინს ?

შეიძლება იყოს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების ნიშანი - რა იწვევს ბოყინს ?
#post_seo_title

ბოყინი არის ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც კუჭიდან ან საყლაპავიდან გარე სივრცეში გამოდის დაგროვილი აირი. ამ დროს ხშირად ისმის სპეციფიკური ხმა და ზოგჯერ – სუნიც.

კუჭში ყოველთვის მოიპოვება გარკვეული ოდენობის ჰაერი, რომელიც იქ ხვდება ჭამისას ჩაყლაპული ჰაერის სახით, გარკვეული საკვების მონელების შედეგად წარმოქმნილი გაზების სახით.
მაგალითად, ლობიო, კომბოსტო, მუხუდო და სხვა მსგავსი პროდუქტები იწვევენ გაზების დაგროვებას.
ასევე, როდესაც ტუტე სითხეები (მაგ. მინერალური წყალი ან საჭმელი სოდა) რეაგირებენ კუჭის მჟავე წვენთან, წარმოიქმნება ნახშირორჟანგი.

ჩვეულებრივ, ეს აირი ნელა და შეუმჩნევლად ტოვებს ორგანიზმს. თუმცა, თუ წნევა იმატებს, კუჭსა და საყლაპავს შორის არსებული კუნთოვანი რგოლი (კარდიული სფინქტერი) იხსნება, რის შედეგადაც აირი სწრაფად ამოდის პირის ღრუში.
ამ პროცესს თან ახლავს ბგერა, რომელიც წარმოიქმნება საყლაპავის ზედა ნაწილის ვიბრაციის გამო, და ზოგჯერ — სუნი, რომელიც აირის შემადგენლობაზეა დამოკიდებული.

თუ ბოყინი იშვიათად ჩნდება, მაგალითად, ჭამის შემდეგ ან სწრაფად ნაყროვანებისას, ეს ბუნებრივი მოვლენაა. მაგრამ როდესაც ის ხშირი ხდება, ჩნდება ყოველ ჯერზე საკვების მიღების შემდეგ ან ცარიელი კუჭის დროს, თან ახლავს არასასიამოვნო სუნი — აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რადგან ეს უკვე შეიძლება იყოს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების ნიშანი.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის შემთხვევა, როცა ბოყინთან ერთად კუჭის შიგთავსი ბრუნდება უკან — ამ დროს ამოსულ მასას შეიძლება ჰქონდეს მჟავე, მწარე ან ლპობის სუნი, რაც მიუთითებს უფრო სერიოზულ დარღვევებზე.

რა შეიძლება იწვევდეს ბოყინს?

დაუძლეველი ან განმეორებადი ბოყინი შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგი მდგომარეობებით:

  • საყლაპავის კუნთოვანი რგოლის სპაზმი (კარდიოსპაზმი) ან მისი მოშლილი მოქმედება (აქალაზია);

  • დიაფრაგმის არეში არსებული თიაქარი;

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;

  • გასტრიტი და დუოდენიტი;

  • ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი);

  • პანკრეატიტი;

  • ნაწლავთა ანთებითი დაავადებები (ენტერიტი, კოლიტი);

  • ნერვული სისტემის დისბალანსი (ნეიროვეგეტატიური დისტონია).

ზოგიერთ შემთხვევაში, ბოყინი შეიძლება დაკავშირებული იყოს საჭმლის მომნელებელი სისტემის ავთვისებიან სიმსივნურ პროცესებთანაც.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მიზეზი ქირურგიული ჩარევის გარეშე შეიძლება კონტროლდებოდეს, გარკვეულ შემთხვევებში (მაგალითად, ძლიერი სისხლდენა, კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია, მძიმე პანკრეატიტი ან დესტრუქციული ქოლეცისტიტი) ოპერაცია გარდაუვალი ხდება.

საბოლოოდ, ბოყინი შეიძლება იყოს სრულიად უვნებელი ან საკმაოდ სერიოზული სიმპტომი — განსხვავება მდგომარეობს სიხშირესა და თანმხლებ ნიშნებში. ამიტომაც, თუ ბოყინი გახშირდა, ასოცირდება ტკივილთან, სიმძიმესთან ან ცუდ სუნთან, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რათა დროულად დადგინდეს მიზეზი და თავიდან აიცილოს გართულებები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ორი პრეპარატის ურთიერთჩანაცვლება პაციენტს არანაირ საფრთხეს არ უქმნის – მედიკამენტ „ნოვორაპიდის“ პრეპარატ „აპიდრათი“ შეცვლა, არანაირ საფრთხეს არ ქმნის პაციენტის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ან კეთილდღეობისთვის“ – ენდოკრინოლოგი, პროფესორი დავით მეტრეველი

„ორი პრეპარატის ურთიერთჩანაცვლება პაციენტს არანაირ საფრთხეს არ უქმნის - მედიკამენტ „ნოვორაპიდის“ პრეპარატ „აპიდრათი“ შეცვლა, არანაირ საფრთხეს არ ქმნის პაციენტის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ან კეთილდღეობისთვის“ - ენდოკრინოლოგი, პროფესორი დავით მეტრეველი
#post_seo_title

მედიკამენტ „ნოვორაპიდის“ პრეპარატ „აპიდრათი“ შეცვლა, არანაირ საფრთხეს არ ქმნის პაციენტის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ან კეთილდღეობისთვის. როდესაც ერთი ფარმაცევტული კომპანიის პრეპარატი, მისი მსგავსი სხვა კომპანიის პრეპარატით იცვლება, საჭიროა ექიმის ყურადღება. ინსულინის მომხმარებელ პაციენტს ექიმის ყურადღება ზოგადად, ძალიან სჭირდება.

განსაკუთრებით, საუბარია დიაბეტი ტიპი 1-ის შესახებ, სადაც ექიმისა და პაციენტის ურთიერთთანამშრომლობა, დაავადების წარმატებული მართვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია“, – ასე შეაფასა ექიმმა-ენდოკრინოლოგმა, ევროპისა და მსოფლიოს ენდოკრინოლოგიური პროფილის სამეცნიერო ასოციაციების წევრმა, პროფესორმა დავით მეტრეველმა, ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტების ინსულინით უზრუნველყოფის პროგრამაში შესული ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პრეპარატ „ნოვორაპიდით“ მკურნალობა, ამ ეტაპზე, გრძელდება მისი ანალოგით – მსოფლიოში მოწინავე მწარმოებლის მედიკამენტით, ფრანგული „სანოფი ავენტისის“ ინსულინით- „აპიდრა“.

როგორც საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, ამ ორი პრეპარატის ურთიერთჩანაცვლება პაციენტს არანაირ საფრთხეს არ უქმნის.

„მედიკამენტ „ნოვორაპიდის“ პრეპარატ „აპიდრათი“ შეცვლა, პაციენტის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ან კეთილდღეობისთვის მხრივ, არანაირ საფრთხეს არ ქმნის. ერთი პრეპარატიდან მეორეზე გადასვლის ზოგადი წესია, რომ ექიმს მეტი ყურადღების გამოჩენა უწევს. ყველა კონკრეტული პაციენტის კონკრეტული მონაცემების გათვალისწინებით, ექიმი რჩევა-დარიგებას აძლევს პაციენტს. თუმცა, როგორც წესი, „ნოვორაპიდიდან“ მედიკამენტ „აპდიდრაზე“ გადასვლა, სირთულეებთან არ არის დაკავშირებული. შემდეგაც, თავისუფლად შეიძლება ისევ „ნოვორაპიდზე“ დაბრუნება და არც მის მაგივრად „აპიდრას“ გამოყენებას შეუქმნია, არასოდეს, სირთულეები. რომელი კომპანიის პრეპარატითაც იქნებიან უზრუნველყოფილნი პაციენტები, ექიმის დახმარებით, იმის შესაბამისად შეირჩევა დოზები, რეჟიმი და ა.შ.“

უფრო მეტსაც გეტყვით, გასულ წლებში, კარგად მახსოვს ასეთი ეპიზოდები, როდესაც ბავშვების ნაწილი უპირატესობას ანიჭებდა „აპიდრას“ როგორც პრეპარატს და „ნოვორაპიდის“ მაგივრად, სწორედ მას ირჩევდნენ“, – აღნიშნა პროფესორმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მიხეილ სარჯველაძე: “ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს და არც შეიქმნება – პაციენტების ინტერესი არის უპირატესობა“

C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title

“ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს და არც შეიქმნება – პაციენტების ინტერესი არის უპირატესობა“,-აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, დიაბეტის დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი, სრულად უზრუნველყოფილია ფრანგული კომპანიის, Sanofi Aventis-ის მიერ წარმოებული საშუალებით, ინსულინით და ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ არსებობს.

„ბოლო დღეების განმავლობაში, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ჭარბად მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. მინდა საზოგადოებას მივაწოდო ზუსტი ინფორმაცია, ინსულინის მომარაგებასთან დაკავშირებით. დიაბეტის დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი, მათ შორის და უპირველესად ცხადია ბავშვები, სრულად არიან უზრუნველყოფილი ფრანგული კომპანიის, SanofiAventis-ის წარმოებული საშუალებით, ინსულინით და ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ არსებობს. ეს არის საშუალება, რომელსაც მოიხმარს ევროპული არაერთი სახელმწიფო.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რაიმე შეფერხების რისკი ამ საშუალებით პაციენტების უზრუნველყოფაში არც შექმნილა, არც არსებობს და არც შეიქმნება“-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

უწყების ხელმძღვანელმა,  ასევე განმარტა, თუ რატომ არ მოხდა „ნოვო ნორდისკის“ მიერ წარმოებული სამკურნალო საშუალების დროული მოწოდება.

„მინდა აღვნიშნო, თუ რამ გამოიწვია გარკვეული მცდარი ინფორმაციის გავრცელება. არსებობს საკმაოდ პოპულარული მეორე საშუალება- ეს არის ინსულინი რომელსაც აწარმოებს დანიური კომპანია „ნოვო ნორდისკი“. 14 აპრილის ხელშეკრულება გვაკავშირებს ამ კომპანიასთან. სამწუხაროდ კომპანიამ პირველ ჯერზეც, ყოველგვარი ახსნის გარეშე დაარღვია ხელშეკრულება და მოგვაწოდა დაგეგმილთან შედარებით ბევრად ნაკლები პრეპარატი და ისიც დაგვიანებით. დღემდე ეს ვალდებულება მათი მხრიდან შეუსრულებელია. განვიხილავდით ყველა შესაძლო, მათ მიერ შემოთავაზებულ ვერსიას, თუმცა დღემდე , ე.ი დასაწყისად მოყოლებული ეს კომპანია უხეშად არღვევს ნაკისრ ვალდებულებებს. ჩავთვალეთ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მენეჯმენტის შედარებით დაბალი რგოლების მიზეზით ,რომლებიც, სამწუხაროდ ზოგჯერ “ოზემპიკის” რეალიზაციით უფრო მეტად არიან დაკავებულები.

პირადად გავემგზავრე და შევხვდი მათ ოქტომბერში, რომლებიც  დაგვპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში მოხდებოდა მარაგის შევსება და ვალდებულებების შესრულება. ახლაც, დღესაც, ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მოწოდება.

მიუხედავად ამისა, დღემდე მათი მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა. ჩვენ ვითვალისწინებთ მათი პროდუქტის მიმართ, ტიპი 1 დიაბეტის მქონე პირთა, მათ მშობელთა კეთილგანწყობას და ამიტომ ვცდილობთ არ მივიღოთ ხისტი გადაწყვეტილებები. ვიმეორებ, მხოლოდ უშუალოდ პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერესების გათვალისწინებით ვიქცევით ასე“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრის თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია მოსახლეობის ინტერესების დაცვა და დიაბეტის მქონე პაციენტების უწყვეტი უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის მედიკამენტებით. მისივე განმარტებით, სახელმწიფოს თანამშრომლობა იმ კომპანიებთან გაგრძელდება, რომლებიც პაციენტების ინტერესებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ.

„ჩვენი ინტერესის საგანი ჩვენი მოსახლეობის დაცვაა. ამიტომ ბუნებრივია, არ მსურს იძულებული ვიყო, მივიღო ხისტი გადაწყვეტილებები ამ კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით. მათი პროდუქტი ნამდვილად მოსწონთ ჩვენს პაციენტებს, ჩვენ ვართ და ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ ქართველი პაციენტების მხარეს. თუ რომელიმე მომწოდებელი პრიორიტეტად არ განიხილავს ქართველ პაციენტს, ბუნებრივია, რომ მასთან თანამშრომლობა მარტივი ვერ იქნება. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც პირველ ადგილზე ჩვენს მოქალაქეს და მის საჭიროებებს დააყენებენ. ვეცდები, რომ ყველა საკითხი გადაწყდეს ისე, რომ ინსულინის მიწოდება ქართველი პაციენტებისთვის შეუფერხებლად გაგრძელდეს. მერწმუნეთ, სამინისტროს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს სწორედ ასე იყოს,“ — აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ჩვეულებრივი გასტრიტი, რაც ხშირად გვესმის, რეალურად პრეონკოლოგიური დაავადებაა

ქრონიკული გასტრიტი იწვევს კუჭის კიბოს
#post_seo_title

ჩვეულებრივი გასტრიტი, რაც ხშირად გვესმის, რეალურად პრეონკოლოგიური დაავადებაა

გადაცემაში Ajaratv • SHOWS- გასტროენტეროლოგი ეკატერინე ზოიძე საუბრობს:
„ჩვეულებრივი გასტრიტი, რაც ხშირად გვესმის, რეალურად პრეონკოლოგიური დაავადებაა. გასტრიტის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გრთულება არის კუჭის ლორწოვანი გარსის ეროზიული და წყლულოვაი დაზიანება. თუმცა გაცილებით უფრო საშიში გართულება არის კუჭის ლორწოვანი გარსის დისტროფიულ-ატროფიული ცვლილებები, რა დროსაც კუჭის ლორწოვან გარსში ვითარდება ისეთი ცვლილებები, სადაც მცირდება ზოგიერთი ვიტამინების, მინერალებისა და მიკროელემენტების შეწოვა, რამაც დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს ავიტანიმოზი, ანემია და შესაბამისად ამ დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომატიკა.
გარდა ამისა, კუჭის ლორწოვან გარსში განვითარებული ატროფიული და მეტაპლაზიური ცვლილებები იწვევს მალიგნიზაციის განვითარების ანუ კუჭის ონკოლოგიის განვითარების რისკს.
ჩვეულებრივი გასტრიტი, რომელიც ჟღერს როგორც დიაგნოზი, ითვლება როგორც პრეონკოლოგიურ დაავადებად, ამიტომ ყურადღებით უნდა მოეკიდოს როგორც პაციენტი, ისე ექიმიც…“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ჯანსაღი ცხოვრების წესი – რას ნიშნავს რეალურად ჯანსაღი ცხოვრება და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი?

ჯანსაღი ცხოვრების წესი
#post_seo_title

„მე მინდა ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით“

მაგრამ რას ნიშნავს რეალურად ჯანსაღი ცხოვრება და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი?

რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი?

ჯანსაღი ცხოვრება მხოლოდ დაავადებების არარსებობა არ არის. ეს არის ყოველდღიური ჩვევების ერთობლიობა, რომლებიც ჩვენს სხეულს, გონებასა და სოციალურ ურთიერთობებს აძლიერებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განმარტებით, ჯანმრთელობა — ეს არის ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სრული მდგომარეობა.

ამიტომაც, ჯანსაღად ცხოვრება ნიშნავს ყოველდღიურად იმოქმედო ისე, რომ შეინარჩუნო ბალანსი — სწორად იკვებო, ივარჯიშო, დაისვენო, გქონდეს დადებითი ურთიერთობები და მოერიდო მავნე ჩვევებს.

ჯანსაღი ცხოვრების ძირითადი ელემენტები

🥦 სწორად შერჩეული კვება

საკვები ჩვენი ენერგიის მთავარი წყაროა, ამიტომ რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი და ჩვენი ორგანიზმის მოთხოვნებზე მორგებული.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას ვჭამთ — წავიკითხოთ ეტიკეტები, გავიგოთ რამდენ შაქარსა და მარილს შეიცავს პროდუქტი და დავრწმუნდეთ, რომ საკვები ბუნებრივია.

დაბალანსებული მენიუ უნდა მოიცავდეს:

  • ბოსტნეულს და ხილს

  • თხილსა და პარკოსნებს

  • თევზსა და თეთრ ხორცს

  • ბოჭკოვან პროდუქტებს

  • საკმარის სითხეს

კვება არ უნდა იყოს დროებითი დიეტა — ის უნდა იქცეს ცხოვრების წესად.

🏃 ფიზიკური აქტივობა

რეგულარული მოძრაობა სხეულს აძლიერებს და გონებასაც ამშვიდებს.
ვარჯიში:

  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს არტერიულ წნევას

  • ეხმარება სხეულს ტონუსის შენარჩუნებაში

  • ამცირებს სტრესსა და შფოთვას

  • ზრდის ენერგიას და უზრუნველყოფს უკეთეს პროდუქტიულობას

დღეში 30-წუთიანი სიარული უკვე დიდი ნაბიჯია ჯანსაღი ცხოვრებისკენ.

😴 ხარისხიანი ძილი

ძილი ის დროა, როცა სხეული და გონება აღდგება.
სრულფასოვანი დასვენება:

  • აძლიერებს იმუნურ სისტემას

  • ეხმარება ორგანიზმს ენერგიის სწორად გამოყენებაში

  • ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს განწყობას

სტაბილური ძილის რუტინა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯანსაღი კვება და ვარჯიში.

😊 ემოციური და სოციალური კეთილდღეობა

ბედნიერი ურთიერთობები, პოზიტიური აზროვნება და კარგი განწყობა დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
მეგობრებთან დროის გატარება, სეირნობა ან უბრალოდ სასიამოვნო საუბარი — ეს ყველაფერი გვეხმარება სტრესის შემცირებაში და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

🧠 ფსიქიკური ჯანმრთელობა

გონებრივი ბალანსი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური.
სტრესის, შფოთვისა და ნეგატიური ემოციების მართვა გვეხმარება უკეთ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ გამოწვევებს და შევინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე.

🌿 ნატურალური არჩევანი

ეცადე გამოიყენო ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი პროდუქტები.
დაბინძურებული გარემო და ქიმიკატებით სავსე ნივთები შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჯანმრთელობაზე. ამიტომაც სასურველია მეტი დრო გაატარო ღია სივრცეში და აირჩიო ბუნებრივი ალტერნატივები.

როგორ დავიწყოთ?

ჯანსაღად ცხოვრება შეიძლება ნელ-ნელა დაიწყოს — მთავარია იყოს რეალისტური და შენზე მორგებული.

🔹 გააკეთე პირველი ნაბიჯი: განსაზღვრე, რატომ გინდა ცვლილება და რა შედეგის მიღწევა გსურს.
🔹 დააყენე მცირე მიზნები: მაგალითად, ყოველდღე ერთი ახალი ჯანსაღი ჩვევა დაამატე — მეტი წყალი, მეტი სეირნობა, ნაკლები ტკბილეული.
🔹 მოექეცი პროცესს მოთმინებით: მცირე ცვლილებები დიდ შედეგამდე მიგიყვანს.
🔹 წერე შენს პროგრესზე: ჩაიწერე, როგორ გიცვლება ენერგია, განწყობა ან ძილის ხარისხი. ეს დაგეხმარება მოტივაციის შენარჩუნებაში.

რისი თავიდან არიდებაა საჭირო?

ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებისთვის აუცილებელია მოერიდო:

  • თამბაქოს და ალკოჰოლს

  • ნარკოტიკულ საშუალებებს

  • მუდმივ სტრესსა და უძილობას

  • გადამუშავებულ და ქიმიურად დამუშავებულ პროდუქტებს

ჯანსაღი ცხოვრების გზა არ არის მხოლოდ „ფიტნესის“ ან „დიეტის“ თემა — ეს არის ყოველდღიური არჩევანი, რომელიც გეხმარება უკეთ იგრძნო თავი როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად.
იპოვე შენი რეალური მოტივაცია — იყოს ეს ენერგია, თვითდაჯერება, ოჯახისთვის კარგი მაგალითი თუ უბრალოდ უკეთესი ჯანმრთელობა — და ყველაფერი დანარჩენი თანდათან მოეწყობა. 🌱💪

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

5 გზა, რომელიც შენს სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს

#post_seo_title

ფიტნეს ინსტრუქტორი მამუკა რაშოიანი გვთავაზობს 5 გზას სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებისთვის

„5 გზა, რომელიც შენს სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს.
1. ისეირნე ყოველდღე
20–30 წუთი სეირნობა, მსუბუქად იძუნძულე, ამ დროს სისხლი უფრო სწრაფად მოძრაობს, კუნთებიც ძლიერდება.
2. უმოძრაობა არღვევს სისხლის მიმოქცევას. დაკავდი სახლის პირობებში აერობული ვარჯიშებით
3. სითხე – შენი საუკეთესო მეგობარი
დღეში მინიმუმ 1,5–2 ლიტრი წყალი, მცირეოდენი თბილი ჩაის ან ლიმონიანი წყლის სახით. სისხლის ტოქსინების გამოდევნა და მიმოქცევის სტაბილურობა.
4. საკვები სისხლისთვის
გარჩევადი საკვები: წითელი ლობიო, ნიგოზი, ხორბლის ქატო, ბოსტნეული, სეზონური ხილი. ბუნებრივი ფლავონოიდები, ანტიოქსიდანტები და რკინა პირდაპირ ანიჭებენ ენერგიას და სისხლის ჯანსაღ სვლას.
5. მუხლისა და მკლავის მასაჟი
მცირე ტექნიკა ყოველდღიურად: მსუბუქი წრიული მასაჟი კუნთებზე, ტერფზე, ხელზე – სისხლის სიჩქარე იზრდება და კუნთები რბილი რჩება.
ხალხური ნაყენი სისხლის გასაწმენდად და ქოლესტერინის დასარეგულირებლად
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ეფექტური საშუალება ჩვენი ბებიების დროიდან არის ნიორი, ლიმონი და თაფლი
აი, როგორ მოამზადო:
  • აიღე 10 თავი ნიორი, 10 ცალი ლიმონი და 1 ლიტრი თაფლი.
  • ნიორი გაარჩიე, ლიმონი კანისთან ერთად დააქუცმაცე, ყველაფერი აურიე და ჩაასხი მინის ქილაში.
  • დააყენე ბნელ, გრილ ადგილას 7 დღე.
  • ყოველ დილით უზმოზე მიიღე 1 სუფრის კოვზი – ნაყენი ასუფთავებს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინს და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას.

ჰემობლასტოზი არის სიმსივნური დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება სისხლის წარმომქმნელი ქსოვილებისგან ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნით

თუ შენც გრძნობ, რომ სისხლის მიმოქცევა არ არის ისეთი კარგი, როგორც ადრე — ტერფები გეყინება, გაქვს დაღლილობა ან ქოლესტერინის პრობლემა გაწუხებს, ნუ დაელოდები, სანამ უფრო გაუარესდება.
სწორი კვება და მარტივი ყოველდღიური ჩვევები ყველაფერს ცვლის

სისხლის დაბერების საიდუმლო

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights