
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
პროცედურაში ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კენჭისყრისას უმრავლესობამ ხმა სწორედ საქართველოს სასარგებლოდ მისცა. ქვეყნის სახელით აღნიშნულ პოზიციაზე წარდგენილია მინისტრის პირველი მოადგილის ირაკლი სასანიას კანდიდატურა.
არჩევნები კოპენჰაგენში ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიის ფარგლებში ჩატარდა და საქართველო, როგორც კანდიდატი, ფარული კენჭისყრის შედეგად დასახელდა.
ნომინირებული კანდიდატების წარდგენა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე 2026 წლის მაისში მოხდება, სადაც აღმასრულებელ საბჭოში წარდგენილი კანდიდატების საბოლოო დამტკიცების პროცედურა გაიმართება.
აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს კანდიდატად წარდგენის წინა მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სამი წლის ვადით ირჩევენ. მისი ძირითადი ფუნქციებია ჯანდაცვის ასამბლეის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განხორციელება, კონსულტაციების გაწევა და ზოგადად, მისი მუშაობის ხელშეწყობა.
„პირველ რიგში ეს არის საქართველოსთვის უზარმაზარი მიღწევა და დიდი წარმატება. ვფიქრობ, ეს არის დამსახურება და აღიარება ქვეყნის იმ რეფორმებისა, რომლებიც განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში – ეს არის საყოველთაო ჯანდაცვა, ადამიანზე ორიენტაცია და ა.შ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მოადგილემ, ირაკლი სასანიამ.
„პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ ნომინანტების შერჩევასთან დაკავშირებულ სესიაში მონაწილეობისათვის. გვსურს, ოფიციალურად გაცნობოთ, რომ რეგიონულმა კომიტეტმა, დახურულ შეხვედრაზე, აღმასრულებელი საბჭოს წევრობის 2 და მუდმივი კომიტეტის წევრობის 4 კანდიდატი წარადგინა. რეგიონული კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2026 წლის მაისში, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე, წევრობის კანდიდატებად წარდგებიან გაერთიანებული სამეფო და საქართველო. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის“, – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული აღმასრულებელი პრეზიდენტის მოადგილემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული აღმასრულებელი პრეზიდენტის მოადგილემ ასტა ვალდამარსდოთირმა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ამ მოძრაობებს თუ მუდმივად შეასრულებთ წარმატება გარანტირებულია. წარმოგიდგენთ რამდენიმე გაწელვას, რომელიც ტკივილის მოხსნაში დაგეხმარებათ.
შეგიძლიათ იგივე სავარჯიშო წინ შეკრული ხელებით გააკეთოთ.
თუ ხელს ვერ აწვდენთ, გამოიყენეთ პირსახოცი და მას ჩაჭიდეთ ორივე ხელი, ასე ადვილად გადაიტარებთ.
დადექით სწორად;
ხელები ზურგს უკან შეაერთეთ;
აწიეთ მხრები მაღლა სანამ დაჭიმულობას არ იგრძნობთ;
გაჩერდით 30-40 წამი, გაიმეორეთ 3-ჯერ
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მისი თქმით, ოპოზიციონერ კოლეგებს ისევე, როგორც მედიას მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შეხვდა როგორც ენდოკრინოლოგებს, ასევე, ბავშვების მშობლებს და არაერთი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემა წარმოიშვა საქართველოში „ნოვო ნორდისკის“ ინსულინის შემოტანასთან დაკავშირებით.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფოსა და მწარმოებელ კომპანიას შორის ხელშეკრულება დადებულია რამდენიმე წლის წინ. ამასთან, წლევანდელი ხელშეკრულება დათარიღებულია 14 აპრილით, თუმცა ხელშეკრულებას მომწოდებელი კომპანია პრაქტიკულად ყოველთვიურად არღვევს.
ზაზა ლომინაძის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ოქტომბრის თვეში პირადად იმყოფებოდა დანიაში, მომწოდებელ კომპანიასთან, რათა დროულად მომხდარიყო ამ ფორმის ინსულინის მოწოდება საქართველოში.
მისი თქმით, ამის მიუხედავად, დღეს სახელმწიფოში არსებობს მეორე ინსულინი, რომლითაც სრულად უზრუნველყოფილი არიან ბავშვები და ღებულობენ სათანადო მკურნალობას.
„დღე-დღეზე ველოდებით, რომ „ნოვო ნორდისკი“ შეასრულებს თავის დაპირებებს და მოგვაწვდის იმ დარჩენილი ინსულინის დოზას, რომელიც ჩვენ ბავშვებს სჭირდება“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
ექიმი-ენდოკრინოლოგი, ასოცირებული პროფესორი, შოთა ჯანჯღავა გადაცემაში “შენი დილა” რეკომენდაციებს გვთავაზობს.
ადამიანის ზრდაზე ორი ძირითადი ფაქტორი ახდენს გავლენას — მემკვიდრეობითი (გენეტიკური) და გარემოსთან დაკავშირებული.
თუ გენეტიკა განსაზღვრავს იმას, რამდენად მაღალი პოტენციალი აქვს ბავშვს ზრდისთვის, გარემო ფაქტორები სწორედ ის პირობებია, რომლებიც ამ შესაძლებლობის რეალიზებას უწყობს ხელს ან პირიქით, ზღუდავს მას.
🌙 ძილი — ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი
პუბერტატის პერიოდში ორგანიზმში ინტენსიურად გამომუშავდება ზრდის ჰორმონი, რომელიც უმეტესწილად ღრმა ძილის ფაზაში აქტიურდება. დაძინებიდან დაახლოებით 2-3 საათში ეს ჰორმონი აღწევს პიკურ მაჩვენებელს, რის გამოც დამკვიდრებულია გამოთქმა — „ბავშვი ძილში იზრდება“.
თუ მოზარდი გვიან იძინებს — მაგალითად, ინტერნეტზე ან ტელეფონზეა დიდხანს — ორგანიზმი ვერ ასწრებს ამ ბუნებრივ პროცესს, რის შედეგადაც იზრდება განვითარების შეფერხების რისკი. ამიტომ, ჯანმრთელი ძილის რეჟიმი (განსაკუთრებით ღამით) მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური ზრდისთვის, ისე ჰორმონალური ბალანსისთვის.
🍽️ კვება და საკვები ნივთიერებები
თანამედროვე პროდუქტებში მინერალებისა და მიკროელემენტების შემცველობა ბევრად დაბალია, ვიდრე წარსულში იყო. ამის მიზეზებია ნიადაგის გამოფიტვა, ქიმიური სასუქების, კონსერვანტებისა და სხვა დამამუშავებელი ნივთიერებების გამოყენება. შედეგად, საკვები ხშირად ვერ უზრუნველყოფს იმ რაოდენობის ცილას, კალციუმს, თუთიას, D ვიტამინსა და B12-ს, რაც აუცილებელია ძვლებისა და ქსოვილების ზრდისთვის.
ბავშვის ორგანიზმი „აშენებულია“ იმ საკვებით, რასაც ყოველდღიურად იღებს. თუ რაციონი მხოლოდ ტკბილეულითა და გაზიანი სასმელებით შემოიფარგლება, ხოლო ნამდვილი საკვები დღეში ერთხელაა, ზრდის პროცესი ბუნებრივად ფერხდება. მარტივად რომ ვთქვათ — თუ სხეულს არ მიაწვდით სამშენებლო მასალას, როგორ უნდა აშენდეს?
ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვთან მიმართებით, როდის ვაქცევთ ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს ყურადღებას. ზოგჯერ გვიან ხდება დიაგნოსტირება. მაგალითად, 15-16 წლის რომ გახდება ბავშვი, მერე ექცევა ყურადღება იმიტომ, რომ თვლიან, თანატოლებთან შედარებით, დაბალია. ასეთ მდგომარეობაში დიაგნოსტიკა უკვე დაგვიანებულია, რადგან ძვლის თავზე ძვლის საზრდელა ზონები გვაქვს. ამ ძვლის საზრდელი ზონების გაძვალება პუბერტატის პერიოდის შემდგომი პერიოდიდან იწყება და თუ გოგონას ციკლი ადრე მოუვიდა, კაცისა და ქალის ჰორმონის ბალანსი შეიცვალა და უკვე ქალური ორგანოების ჩამოყალიბება იწყება, გაძვალების პროცესი უფრო ჩქარდება. თუ ვხედავთ, რომ ბავშვს ციკლი არა 11-12 წლის, არამედ 9 წლის ასაკში მოუვიდა, გენეტიკურად განპირობებული სიმაღლის შესაძლოა არ გაიზარდოს“.
ექიმმა ასევე ისაუბრა, შესაძლებელია თუ არა წინასწარ იმის პროგნოზირება, რამდენი სანტიმეტრი იქნება ბავშვი სიმაღლეში:
„სპეციალური ცხრილები გვაქვს, სადაც მოცემულია, რომელ ასაკში, რა უნდა იყოს სიმაღლის მინიმალური და მაქსიმალური მაჩვენებელი. ყველაზე კარგია, თუ ბავშვი არც ქვედა ზღვართან იქნება ახლოს და არც ზედა ზღვართან. მაგრამ, ზედა ზღვართან შეიძლება ახლოს იყოს, თუ მშობლები მაღალი ჰყავს. ქვედა ზღვართან ახლოსაა ხოლმე, პირიქით, თუ მშობლები ჰყავს დაბალი. მედიუმი რომ ავიღოთ, ყველაზე კარგი მაჩვენებელია. თუ ბიჭებში ვხედავთ, რომ ადრიანად დაიწყო გათმიანება სახეზე, იღლიის, ბოქვენის მიდამოში, ესეც მიუთითებს, რომ ბიჭთან კაცის ჰორმონი იწყებს წინ წამოსვლას და შესაბამისად, შესაძლოა, გენეტიკური სიმაღლე არ იყოს მიღწევადი. მაგალითად, ვვარაუდობთ, რომ ბავშვის მოსალოდნელი სიმაღლე 165 სანტიმეტრი უნდა იყოს, ადრეული პუბერტატით, არასწორი ძილის რეჟიმით, არასწორი კვებით, ყველა ეს სანტიმეტრი გენეტიკურად მოცემულ ინფორმაციას აკლდება. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი შვილი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდეს, ჯანსაღი კვების რაციონი ჰქონდეს და მაქსიმალურად დაბალანსებულ მდგომარეობაში იყოს, რათა ის, რაც გენეტიკამ მოგვცა, გამოვიყენოთ.
არის ასევე დაავადებები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ზრდის ფაქტროზე. მაგალითად: ცელიაკია, გლუტენის აუტანლობა, ლაქტოზის აუტანლობა, რომლებიც ორგანიზმს გარკვეულწილად სტრესულ სიტუაციაში ამყოფებს. დიაბეტიც შეიძლება რისკფაქტორად ჩაითვალოს, თუ არასწორადაა ნამართი. სწორად წარმართული დიაბეტი დამაბრკოლებელი ფაქტორი არ არის. ცელიაკიის დროს მიკრო და მაკროელემენტების შეწოვა არ ხდება, განსაკუთრებით, როდესაც რკინაზეა საუბარი. შეიძლება ბავშვი კარგად იღებდეს საკვებს, მაგრამ შეწოვა არ ხდება. შესაბამისად, თუ შეწოვა არ ხდება, ეს ფაქტორი ზრდაზე უარყოფითად მოქმედებს“
შოთა ჯანჯღავამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორზე, გენეტიკიდან რა ახდენს ბავშვის სიმაღლეზე გავლენას და თუ ორივე მშობელი დაბალია, ბავშვის მოსალოდნელი სიმაღლეც მათი შესაბამისი იქნება თუ არა:
„რაც გენეტიკურადაა მოცემული, მას ძირითადად ვერ შევცვლით. მაგრამ, გასათვალისწინებელია, რომ მარტო მშობლის სიმაღლეს ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია ბებიის, ბაბუის სიმაღლე იმიტომ, რომ გენებს ორივე მხრიდან ვიღებთ – დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც. ასეთი მიდგომაა, რომ ბიჭის სასქესო განვითარება დედის გენეტიკაზეა დამოკიდებული. ბაბუის, დედის მამის სასქესო განვითარება როგორიც იყო, დაახლოებით, ისეთივე იქნება. ამიტომ, ბებიასა და ბაბუას დიდი მნიშვნელობა აქვთ, რადგან არ ვიცით, ბავშვმა დომინანტური გენი რომელი მშობლის მხრიდან მიიღო. შესაბამისად, რომ ვთქვათ, რომ მამის სიმაღლე 160 სანტიმეტრია და ბავშვის სიმაღლეც ამდენივე უნდა იყოს, არასწორია. არის სპეციალური ფორმულები, სადაც დედის სიმაღლე, მამის სიმაღლე, ბავშვის დაბადების დროს სიგრძის მაჩვენებელი, დაბადების დროს ბავშვის წონა, ასაკი, სქესია გათვალისწინებული და მერე სპეციალურ ფორმულაში მოსალოდნელი სიმაღლე გამოითვლება“.
ექიმმა ასევე ისაუბრა ფიზიკურ აქტივობასა და სიმაღლეში ზრდასთან არსებულ კავშირზე:
„ზედმეტმა ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა ბავშვის ზრდის პროცესი შეაფერხოს, რადგან ის ძვლებსა და სახსრებზე ზედმეტ ზეწოლას ახდენს. როდესაც დატვირთვა გადამეტებულია, ორგანიზმი ვერ ასწრებს სრულფასოვან აღდგენას, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს ზრდის ზონებზე და შესაძლოა დროებით შეაჩეროს მათი აქტიურობა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ჩვენ ყველა უნდა ვაკონტროლებდეთ სისხლში შაქრის დონეს, რადგან, ჩვენი ყველაზე საყვარელი და ხშირად მოხმარებული სახვები, სავსეა შაქრით.
არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ამ წვენში შემავალი ინგრედიენტები შეირჩა ინსულინის წინააღმდეგობის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად:
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi