ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

იცი, როგორ გიხმობს შენი სხეული, სანამ ავად გახდები? – შენი სხეული ყოველდღე გესაუბრება — მხოლოდ მოუსმინე

იცი, როგორ გიხმობს შენი სხეული, სანამ ავად გახდები? - შენი სხეული ყოველდღე გესაუბრება — მხოლოდ მოუსმინე
#post_seo_title

ფიტნეს ინსტრუქტორი მამუკა რაშოიანი საუბრობს, როგორ გიხმობს შენი სხეული, სანამ ავად გახდები

„იცი, როგორ გიხმობს შენი სხეული, სანამ ავად გახდები?“
1. კუჭს არ უყვარს დილა საუზმის გარეშე.
2. ნაღვლის ბუშტს სჭირდება დროულად ძილი და ადგომა.
3. ნაწლავები ფრთხილობენ — ვადაგასული ან გაყინული საკვები მათთვის კოშმარია.
4. თირკმელები წყალზეა დამოკიდებული — დღეში მინ. 10 ჭიქა.
5. მსხვილი ნაწლავი ვერ იტანს ზედმეტ ცხიმსა და ცხარეს.
6. ფილტვებს სუფთა ჰაერი უყვართ, არა — სიგარეტი….
7. ღვიძლი წუწუნებს შემწვარზე.
8. გულს აშინებს შაქარი და მარილი.
9. პანკრეასი ტკბილეულს მტრად თვლის.
10. თვალები იტანჯებიან ეკრანისგან.

შესაძლოა, არც იცოდეთ: საინტერესო ფაქტები ადამიანზე

ტვინს კი შენი ცუდი ფიქრები ტკივა.
შენი სხეული ყოველდღე გესაუბრება — მხოლოდ მოუსმინე.
ის არ ითხოვს ძვირადღირებულ წამლებს, მხოლოდ ყურადღებას, სიმშვიდეს და სიყვარულს.
თუ გინდა უკეთ გაიცნო შენი სხეული, შეიმუშაო ჯანსაღი რაციონი და გაიმჯობესო ჯანმრთელობა
შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„მიკროსკოპული ტკიპა მომენტალურად კვდება 100 გრადუს ტემპერატურაზე. ყველა ნივთი, რაც იხარშება“ – უსაფრთხოების ზომები მუნთან კონტაქტისას

#post_seo_title

თბილისსა და ბათუმში ათასობით სკოლასა და ბაღში პარაზიტული ინფექცია მუნია გავრცელებული.

ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის პარაზიტული კანის ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.

ინფექცია იწვევს ძლიერ ქავილს და მცირე, მოწითალო კვანძების გაჩენას კანზე

დერმატო-ვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი გადაცემაში “დღის პოსტი” ე.წ. მუნით ინფიცირების შემთხვევებზე საუბრობს:

„პანიკამ ისეთი მდგომარეობა შექმნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრეპარატი, რომელიც მუნის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებად ითვლება, ახლა დეფიციტშია. ამის გამო ხშირად გვიწევს სხვა მედიკამენტების გამოყენება, რომლებიც ნაკლებად უსაფრთხოა და შესაძლოა კანს უფრო მეტად ავნოს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პრეპარატი მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმზე — კლავს ტკიპას, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობით გამოყენებისას შესაძლოა ადამიანის კანზეც არასასურველი ზემოქმედება ჰქონდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია დოზის დაცვა და ინსტრუქციის მკაცრად მიყოლა.

თუ ადამიანი შიშის ფონზე ზედმეტად ბევრს წაისვამს, შეიძლება განვითარდეს გამაღიზიანებელი ან კონტაქტური დერმატიტი. განსაკუთრებით სიფრთხილე სჭირდება ბავშვებს — მათ კანი უფრო მგრძნობიარეა, ხშირად აქვთ ალერგიული ფონი ან ატოპიური დერმატიტი, და ქავილი, რომელიც მათ უჩნდებათ, ყოველთვის არ ნიშნავს მუნის არსებობას. შესაძლოა, მიზეზი თვითონ პრეპარატის მიერ გამოწვეული გაღიზიანება იყოს.

ზოგჯერ მშობლები ბავშვის დაცვას ცდილობენ, თუმცა ზედმეტი გამოყენებით პირიქით — კანის გაღიზიანებასა და ანთებას იწვევენ. ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციაზე დაყრდნობით იმოქმედოთ და თვითნებურად არ გადაჭარბოთ მკურნალობის რაოდენობას.

თუ მუნით ინფიცირებულები ვართ, წავისვათ წამალი და კონტაქტში მყოფი პირები გავაფრთხილოთ. ეს საზოგადოებასთან ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა. თუ სკოლის მოსწავლეს მუნი დაუდგინდა, მშობელი ვალდებულია, პედაგოგი გააფრთხილოს. კონტაქტში მყოფი პირები თანადროულად იტარებენ არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ გარკვეულწილად კანის დამუშავებას, ინკუბაციურ პერიოდში რომ არ ვიყოთ. დეზინფექცია აუცილებელი პირობაა.

მიკროსკოპული ტკიპა მომენტალურად კვდება 100 გრადუს ტემპერატურაზე. ყველა ნივთი, რაც იხარშება, მაგალითად, პირადი თეთრეული, საწოლის თეთრეული, გადმოვხარშოთ. ასევე, სარეცხის მანქანებს 90-95 გრადუსი აქვს. თუ ტკიპა 100 გრადუსზე მომენტალურად კვდება, ამ შემთხვევაში, გარკვეული დროის განმავლობაში თუ თეთრეული იქ ჩერდება, ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ დეზინფექცია მოხდეს.

ქსოვილებზე, რბილ სათამაშოებზე შეიძლება, დიდხანს გაჩერდეს ტკიპა. ასევე, თუ ადამიანი მძღოლია, საჭეზეც შეიძლება, იყოს. სკამით არ გადავა იმიტომ, რომ ჩვენ ტანსაცმლით ვსხდებით და მუნით ინფიცირებულიც ტანსაცმლით იჯდა. თეორიული პროცენტია იმისა, რომ ტანსაცმლით ავიკიდოთ, შემდეგ ის ტანსაცმელი კანზე მოგვხვდეს. კანით კანთან მჭიდრო კონტაქტით გადადის. ასევე, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა.

როგორც ვთქვით, დეზინფექციის ერთი საშუალება გადმოხარშვაა. ვთქვათ, ტანსაცმელი არ იხარშება, ვიცით, რომ 24 საათის განმავლობაში მინუს გრადუსზე ტკიპა კვდება. რაც არ იხარშება, მაგალითად, ქურთუკები, ტყავი, შარფები, შალის ქსოვილები, გავრეცხოთ, გავაშროთ, ჩავდოთ ერთჯერად ცელოფანში და 24 საათის განმავლობაში გავყინოთ.

დუღილის ტემპერატურა და ორთქლად ქცევის ტემპერატურა, ორივე 100 გრადუსია. ანუ, თუ რბილ სათამაშოებს 10 წუთის განმავლობაში ორთქლზე დავაყენებთ, დეზინფექციას მივიღებთ.

ასევე, შეგვიძლია, გარეცხილი და გამშრალი სინთეზური ტანსაცმელი დავაფინოთ, სველი ტილო, რომელიც არ იწვის, ის ზედ დავადოთ და უთოთი დავაშროთ.

ამ მარტივი მეთოდების დახმარებით, ჩემს პაციენტებთან რეინფექციის შემთხვევა არ მქონია“

ნახეთ გადაცემა ვრცლად:

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„თანამედროვე ეპოქაში, კონკურენციასთან დაკავშირებული საკითხები დიდ ყურადღებას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილება. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთის მაგალითების გაზიარებით, გააანალიზონ, როგორ შეიძლება, უფრო ეფექტიანი გახდეს კონკურენცია და კიდევ მეტად იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები“-მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს
#post_seo_title

„თანამედროვე ეპოქაში, კონკურენციასთან დაკავშირებული საკითხები დიდ ყურადღებას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილება. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთის მაგალითების გაზიარებით, გააანალიზონ, როგორ შეიძლება, უფრო ეფექტიანი გახდეს კონკურენცია და კიდევ მეტად იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯანდაცვის მიმართულება, ვინაიდან, ჩვენს სექტორში მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან, სამაგალითო თანამშრომლობა გაქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც სხვა მიმართულებებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში არსებული კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს განიხილავენ.

მინისტრის განცხადებით, სააგენტომ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი შეისწავლა და შესაბამისი დასკვნებიც გამოაქვეყნა, მათ შორის – როგორ ხდება ჯანდაცვის ბაზარზე მანიპულირება, რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებენ მოთამაშეები და აქვს თუ არა ადგილი მომხმარებელთა უფლებების დარღვევას, ან – კონკურენციის შეზღუდვას.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული არაერთი, გახმაურებული კვლევის შედეგებმა, ჯანდაცვის სექტორში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განაპირობა.

რა დაადასტურა კვლევებმა, რას ამბობენ მეცნიერები – მნიშვნელოვნად მოქმედებენ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, როგორ უნდა გაიგოთ, რამდენ წელს იცოცხლებთ

რა იცვლება ასაკთან ერთად?
#post_seo_title

ცხადია, ვერავინ განსაზღვრავს ზუსტად, რამდენ ხანს იცოცხლებს ადამიანი, თუმცა მეცნიერების თქმით, არსებობს რიგი ჩვევები და ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვნად მოქმედებენ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (MD, MPH, PhD)

მრავალი კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ცხოვრების წესი, მემკვიდრეობა და ფსიქოემოციური მდგომარეობა დიდ როლს თამაშობს იმაში, რამდენ ხანს შევინარჩუნებთ ჯანმრთელობას.

ქვემოთ წარმოდგენილია მარტივი ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ დაახლებით განსაზღვროთ თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა.
საწყისი მონაცემი ასეთია — მამაკაცებისთვის საშუალო მაჩვენებელი 67 წელია, ხოლო ქალებისთვის — 77 წელი.

საწყის ციფრად მამაკაცები 67 წელს იღებენ, ქალები – 77-ს, წლები თქვენი ჩვევების მიხედვით 👇

+9 წელი
თუ კვირაში მინიმუმ სამ საათს უთმობთ სპორტს ან აქტიურ მოძრაობას — სირბილს, სიარულს, ცურვას ან ფიტნესს.

-3 წელი
თუ თქვენი სხეულის მასის ინდექსი (BMI) აღემატება 25-ს. ჭარბი წონა ზრდის გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლურ დაავადებათა რისკს.

-13 წელი
მოწევა ყველაზე საშიში ფაქტორია — ის ამცირებს სიცოცხლეს საშუალოდ 13 წლით. თუმცა, თუ უარს იტყვით ამ ჩვევაზე, დანაკარგი მხოლოდ დაახლოებით 3 წლამდე მცირდება.

+3 წელი
რეგულარული კვება — დღეში 4–5-ჯერ — ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გამართულად მუშაობას და აუმჯობესებს ენერგეტიკულ ბალანსს.

-0.5 წელი
ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება (არაუმეტეს 5 ჭიქა ღვინო კვირაში) პრაქტიკულად არ აზიანებს, მაგრამ ზედმეტი რაოდენობა (-2 ან -4 წელი) უკვე საზიანოა.

+3 წელი
თხილეული ნუში, კეშიუ, ნიგოზი ან არაქისი — კვირაში რამდენჯერმე რომ მიირთვათ, თქვენს ორგანიზმს ანტიოქსიდანტებით ამარაგებთ და სიცოცხლეს რამდენიმე წლით ახანგრძლივებთ.

+2 წელი
თევზის მიღება კვირაში სამჯერ მაინც — ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების წყალობით — ამცირებს გულის დაავადებების რისკს და სიცოცხლეს დაახლოებით 2 წლით ზრდის.

-16 წელი
სტრესი ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ფაქტორია. მუდმივი შფოთვა და გადაღლილობა ორგანიზმზე პირდაპირ აისახება და სიცოცხლეს საგრძნობლად ამცირებს.

+1,7 წელი მამაკაცებს / -1,4 წელი ქალებს
დაოჯახება კაცებისთვის ხშირად სასარგებლოა — ოჯახური სტაბილურობა მათ სიცოცხლეს ახანგრძლივებს, თუმცა ქალებში კვლევების მიხედვით ეს ეფექტი საპირისპიროა.

+2 წელი
შვილების ყოლა დადებითად მოქმედებს როგორც ემოციურ მდგომარეობაზე, ისე საერთო ჯანმრთელობაზე — მშობლები, როგორც წესი, უფრო დიდხანს ცოცხლობენ.

-2.8 წელი
თუ სამსახურში მუდმივად სტრესულ გარემოში მუშაობთ, ეს ნეგატიურად აისახება როგორც გულზე, ისე იმუნურ სისტემაზე.

+7 წელი
მეგობრობა და სოციალური ურთიერთობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ვინც აქტიურ ურთიერთობებს ინარჩუნებს, საშუალოდ 20%-ით მეტხანს ცხოვრობს.

+8 წელი
რეგულარული ინტიმური ცხოვრება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს სტრესს და ხელს უწყობს ჰორმონალურ ბალანსს.

-4.8 წელი
თუ ტელევიზორის წინ დღეში 6 საათზე მეტს ატარებთ, ფიზიკური უმოქმედობა პირდაპირ ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.

+2 წელი
წიგნის კითხვა — კვირაში სულ რამდენიმე საათი — იელის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, სიცოცხლეს დაახლოებით 2 წლით აძენს.

👉 საბოლოოდ, თქვენი შედეგი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ჯანსაღად ცხოვრობთ — რამდენად მოძრაობთ, როგორ იკვებებით და როგორ უყურებთ სტრესს. სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ ციფრი კი არა, ცხოვრების ხარისხის ანარეკლია.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD
Public Health Institute of Georgia

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სკანდალი გრძელდება: “არუნა ხათრი” პირდაპირ ბაძავს ექიმ ბერგს — იმეორებს მის სტილს, ფრაზებს და მიდგომას. ეს უკვე აღარ არის „ინსპირაცია“ — ეს არის პლაგიატი და საზოგადოების შეგნებული მოტყუება“-გიორგი ფხაკაძე 

სკანდალი გრძელდება: “არუნა ხათრი” პირდაპირ ბაძავს ექიმ ბერგს — იმეორებს მის სტილს, ფრაზებს და მიდგომას. ეს უკვე აღარ არის „ინსპირაცია“ — ეს არის პლაგიატი და საზოგადოების შეგნებული მოტყუება“-გიორგი ფხაკაძე 
#post_seo_title

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ხალხური მედიცინის სპეციალისტის არუნ ხათრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

იუთუბზე საეჭვოდ „გაპოპულარებული“ ინდოელი “არუნა ხათრი” პირდაპირ ბაძავს ექიმ ბერგს — იმეორებს მის სტილს, ფრაზებს და მიდგომას. ეს უკვე აღარ არის „ინსპირაცია“ — ეს არის პლაგიატი და საზოგადოების შეგნებული მოტყუება 

🔴 აღმოჩნდა, რომ ამ ვიდეოების რეალური მიზანი მხოლოდ ერთი იყო —
საკვები დანამატების გაყიდვა.

⚠️ პრობლემა:
არ აქვს არანაირი სამედიცინო განათლება
• არ გააჩნია ეთიკური, საკვები დანამატების უსაფრთხოების ან რეგულაციის სერტიფიკატები
• სრულიად არაკომპეტენტურია ჯანმრთელობის სფეროში
• ქმნის „ექიმის/სპეციალისტის“ ცრუ იმიჯს — რაც საშიშია ჯანმრთელობისთვის

და ახლა უკვე ოფიციალური ფაქტი:

✅ მის მიერ დაკავშირებული საკვები დანამატების კომპანია დააჯარიმა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ,
✅ კომპანიას შეუჩერდა ყველა კომერციული საქმიანობა,
✅ გადაწყვეტილება ძალაშია 10 ნოემბრიდან, სანამ ყველა დამატებითი პროცედურა დასრულდება.

(ეს არის სახელმწიფოს ოფიციალური გადაწყვეტილება. დოკუმენტი არსებობს.)

ანუ სქემა ასე მუშაობდა:

1️⃣ ბაძავს ცნობილ ექსპერტს,
2️⃣ ქმნის “სპეციალისტის” იმიჯს,
3️⃣ შემდეგ გაყიდის დანამატებს, რათა მოგება მიიღოს თქვენი ჯანმრთელობის ხარჯზე.

ეს არის:

❌ საავტორო უფლებების შესაძლო დარღვევა
❌ პლაგიატი
❌ საზოგადოების შეგნებული მოტყუება

მე რა მინდა?

👉 მინდა, რომ ნაკლებად მოტყუებულები იყოთ.

სანამ ვინმეს ენდობით ინტერნეტში, ყოველთვის გადაამოწმეთ:

• ვინ არის ადამიანი?
• აქვს თუ არა განათლება?
• რა ინტერესს ემსახურება?

განვიხილოთ განსხვავება:

ერთი — პროფესორია.
მეორე — პლაგიატორი, არაკომპეტენტური გამყიდველი.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე (PHIG)
Supplement.ge — „უსაფრთხო დანამატები საქართველო“ ინიციატივა
SheniEkimi.ge • შენი ექიმი SheniAmbebi.ge • შენი ამბები supplement.ge

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მიხეილ სარჯველაძე: არც არასდროს შეწყვეტილა, არც ახლაა შეწყვეტილი და არც მომავალში შეწყდება ბავშვების ინსულინით უზრუნველყოფა

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს
#post_seo_title

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს მენეჯმენტის პრობლემა არ ყოფილა, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ინსულინთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც მიუხედავად მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციისა, მაინც მენეჯმენტის პრობლემას ხედავენ ინსულინის შემთხვევაში, ან შეგნებულად ტყუიან, ან უბრალოდ დილეტანტები არიან.

„განმარტებას იმიტომ ვაკეთებ, რომ არ მინდა, რომ ვინმეს, ვისაც მოტივაცია აქვს რაღაც ყალბი აჟიოტაჟი დანერგოს ქვეყანაში პოლიტიკური ქულების წერის მიზნით, მაგალითად პანიკის მდგომარეობაში ჩააყენოს რომელიმე მშობელი, რომელსაც აქვს მოლოდინი, რომ მისი შვილი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინსულინით. არც არასდროს შეწყვეტილა, არც ახლაა შეწყვეტილი და არც მომავალში შეწყდება ბავშვების ინსულინით უზრუნველყოფა. ყველა მშობელმა მინდა ეს იცოდეს.

თვეებით ადრე დაიგეგმა შესყიდვა, უბრალოდ გვქონდა შეფერხება Novo Nordisk-ზე. ეს არის კომპანია, რომელიც არის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი Sanofi-სთან ერთად. საქართველოს ბაზარზე იმ პერიოდში რაც იყო წყვეტა, ვერ მოგვაწოდა, პრობლემა ჰქონდა. ამ კომპანიას ივნისის დასაწყისში უნდა მოეწოდებინა 15 000 ერთეული ინსულინი, მოგვაწოდა 8 000 ერთეული. დღემდე ეს პარტია მოწოდებული არ გახლავთ და გვაქვს მოლაპარაკება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განმარტა ის პროცედურები, რაც საჭიროა აღნიშნული მედიკამენტის შესაძენად.

„შარშან ნოემბრიდან დაიწყო შესყიდვაზე მუშაობა, თებერვალში ტენდერი გამოცხადდა, ტენდერის შედეგად გაიმარჯვა Novo Nordisk-ის კომპანიამ. 14 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება. მოწოდება უნდა განხორციელებულიყო ივნისის დასაწყისში და ცოტა დააგვიანდათ. კომპანიას აქვს გარკვეული პრობლემები. წარმომადგენელმაც აღნიშნა, რომ ეს შეფერხება მარტო ჩვენს ქვეყანაში არ არის და სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან მიმართებაშიც არის მიწოდების გარკვეული ხარვეზები.

Sanofi-იც არის გლობალური ლიდერი, არც თუ ისე ცოტა ადამიანი სარგებლობს Sanofi-ის პროდუქტით. საფრანგეთში გაცილებით დიდია Sanofi-ის მოხმარება. ქარხანა მდებარეობს გერმანიაში.

ჩვენ გვქონდა მშობლებთან შეხვედრა, ვინც გამოხატა ინტერესი, ვინც მოვიდა ყველას გასაგებად ავუხსენით რა მდგომარეობა იყო“, – დასძინა მიხეილ სარჯველაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მიხეილ სარჯველაძე: პირველადი ჯანდაცვა არის ჯანდაცვის რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს ყველზე სწრაფად საჭირო რჩევის მიწოდებას თითოეული მოქალაქისთვის

C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title

პირველადი ჯანდაცვის რგოლი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მაღალტექნოლოგიური კვლევა ან მაღალტექნოლოგიური ოპერაცია, ეს არის ყველაზე მეტად საჭირო და პირველივე საჭიროებისას მიცემული რჩევა მოქალაქისთვის, რომელიც ელემენტარული საჭიროების გადაწყვეტისთვის არის აუცილებელი, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველადი ჯანდაცვა არის ჯანდაცვის რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს ყველზე სწრაფად საჭირო რჩევის მიწოდებას თითოეული მოქალაქისთვის.

„პირველადი ჯანდაცვა გვასწავლის, რა შემთხვევაში რომელ ექიმს უნდა მივმართოთ, რა შემთხვევაში არის აუცილებლობა ჰოსპიტალში წასვლისა, როგორ დავიცვათ თავი ცალკეული დაავადებებისგან, ყველაფერი ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, – დასძინა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზეც ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა. კარგი პირი უჩანს რეფორმის სრული მასშტაბით დაწყებას, რომელიც იგეგმება მომდევნო წლის დასაწყისში და ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ძალიან მაღალი დონის და შედეგზე ორიენტირებული სერვისები შევთავაზოთ მოქალაქეებს. ეს ასევე გულისხმობს ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების ზრდას.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს დაახლოებით 120 მილიონი ლარის დახარჯვა, მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერი დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. თუ ეს ყველაფერი წარმატებით შესრულდება, ეს ნიშნავს უამრავ დაზოგილ თანხას მოქალაქისთვის, სახელმწიფოსთვისაც და რაც მნიშვნელოვანია, ეს ნიშნავს კეთილდღეობას პაციენტისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მიხეილ სარჯველაძე გაზრდილ ბიუჯეტზე: მორიგი რეკორდი იხსნება ბევრი მიმართულებით. შეუდარებლად უკეთესია დღეს ჯანდაცვა, ვიდრე ეს იყო, მაგალითად, 10 წლის წინ. ეს გაგრძელდება საბედნიეროდ, კიდევ უფრო გაზრდილი შესაძლებლობებით

მიხეილ სარჯველაძე, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

მორიგი რეკორდი იხსნება ბევრი მიმართულებით. მთელი ამ წლების განმავლობაში მუდმივად მზარდი იყო ბიუჯეტი ჯანდაცვის, სოციალური მიმართულებით და საბედნიეროდ, გვაქვს საშუალება, რომ მომდევნო წელსაც გვქონდეს კიდევ უფრო გაზრდილი შესაძლებლობები. ეს ყველაფერია უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უკეთეს მდგომარეობას, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას.

მისი თქმით, გამოწვევები ჯანდაცვის მიმართულებით არსებობს, თუმცა, გაზრდილი შესაძლებლობებით ყველა მათგანი დაძლევადია.

„არსებობს ძალიან ბევრი საქმე, რომელიც გასაკეთებელია ქვეყანაში. თითოეული ამ მიმართულებით, რომელსაც მოიცავს ჯანდაცვა, რომელსაც მოიცავს სოციალური უზრუნველყოფა მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს შესაძლებლობა, რომ განვითარდეს, წლიდან – წლამდე ჰქონდეს გაუმჯობესებული პარამეტრები და ამის ნათელი დადასტურება გახლავთ ის ბიუჯეტი, რომელიც წარდგენილია.

აქ არის სხვადასხვა პრიორიტეტი. თავის დროზე საკანონმდებლო ჩანაწერიც კი გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია სოციალური უზრუნველყოფის ზრდის ტემპი. ყველა მაჩვენებლის და ეკონომიკური ზრდის ტემპის გათვალისწინებით, პენსიის ზრდა ხორციელდება, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება რიცხვები, რომელიც გვაქვს.

შეუდარებლად უკეთესია დღეს ჯანდაცვა, ვიდრე ეს იყო მაგალითად 10 წლის წინ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღებამდე, მარტო ფინანსური მაჩვენებლებით და იმის მიხედვით რომ არ ვისაუბროთ, რამდენად დიდი ტვირთი იყო ეს თითოეული მოქალაქის ჯიბისთვის, ამაზე მეტყველებს მაგალითად საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევები, იგივე ჯანმოს კვლევები, რომლითაც არაჩვეულებრივი დინამიკაა ნაჩვენები წლების განმავლობაში. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლო წლების განმავლობაში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა საქართველოში.

ეს გაგრძელდება რა თქმა უნდა საბედნიეროდ, კიდევ უფრო გაზრდილი შესაძლებლობებით. გვაქვს უამრავი პრიორიტეტი – დაწყებული ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებით, დამთავრებული მედიკამენტის ხარისხის კონტროლით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტში დღეს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ფინანსთა მინიტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 800,0 მლნ ლარზე მეტით.

ფინანსთა მინიტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 800,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში:

· 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება;

· 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება;

· გარდა პენსიისა, რომელიც, როგორც იცით ინდექსირებულია და კონკრეტული ფორმულით ხდება მისი ზრდა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;

· ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 7,0 მილიარდ ლარს;

· ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;

· დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის 12 სიმპტომი, რომლებიც არასდროს უნდა იგნორირდეს

ენდოკრინული დაავადებებით ავადობის თავისებურებები
#post_seo_title

ფიტნეს ინსტრუქტორი მამუკა  რაშოიანი ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის სიმპტომებზე საუბრობს:

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის 12 სიმპტომი, რომლებიც არასდროს უნდა იგნორირდეს
ფარისებრი ჯირკვალი ჩვენს ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი ფუნქციის დარღვევა შესაძლოა ჯანმრთელობის უამრავი პრობლემის მიზეზი გახდეს. თუ იგრძნობთ რომელიმე სიმპტომს, არ გაატაროთ ყურადღება — ეს შეიძლება იყოს ზარის ნიშანი, რომ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი საჭიროებს დახმარებას!
  1. ყურადღება! მუდმივი დეპრესია ან განწყობის ცვლილებები
  2. ყაბზობა, რომელიც ვერ ისვენებს
  3. ზედმეტი ძილი და მუდმივი დაღლილობა
  4. თმის ცვენა და კანის სიმშრალე
  5. აუხსნელი წონის მატება
  6. დაბალი ლიბიდო
  7. კუნთების ტკივილი და დაბუჟება
  8. გულის პალპიტაციები (გული გიჩქარდება)
  9. კონცენტრაციისა და მეხსიერების პრობლემები
  10. მაღალი არტერიული წნევა
  11. მადის და გემოს ცვლილებები
  12. კისრის დისკომფორტი ან შეშუპება
თუ ამ სიმპტომებს ვიგრძნობთ, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე ექიმთან დაკავშირება. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ხშირად შეუმჩნეველი რჩება, თუმცა მისი მკურნალობა შეიძლება თქვენი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში დიდ როლს თამაშობდეს.
გახსოვდეთ: ყველა სიმპტომი სხვადასხვანაირად შეიძლება გამოხატავდეს, ამიტომ ყურადღებით შეაფასეთ საკუთარი მდგომარეობა და დროულად მიიღეთ შესაბამისი ზომები!

 

შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ის ეხმარება ტვინს, რომ აქტიურად იმუშაოს – მას შეუძლია მოერიოს ისეთ რთულ დაავადებებს, როგორებიცაა დემენცია და ალცჰეიმერი

ის ეხმარება ტვინს, რომ აქტიურად იმუშაოს - მას შეუძლია მოერიოს ისეთ რთულ დაავადებებს, როგორებიცაა დემენცია და ალცჰეიმერი
#post_seo_title

კოჭა იგივე ჯანჯაფილი ინდური პროდუქტია, რომელიც დროთა განმავლობაში ამერიკასა და მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

დაფქული სახით, სანელებელი მაღაზიებში იყიდება და სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად გამოიყენება.

ჯანჯაფილი წლების განმავლობაში გამოიყენებოდა, როგორც ზღვის ავადმყოფობის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების სამკურნალო საშუალება. მრავალწლიანმა კვლევებმა ცხადყო, რომ თუ კოჭას ცოტა რაოდენობით ყოველ დღე მიიღებთ ეს იქნება პრევენცია  სიბერის, ტკივილის და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების წინააღმდეგ.

რაც შეეხება მის სასარგებლო თვისებებს:  ის ეხმარება ტვინს, რომ აქტიურად იმუშაოს – კოჭას დახმარებით ადამიანის ტვინი უფრო ჯანსაღად ფუნქციონირებს, მას შეუძლია მოერიოს ისეთ რთულ დაავადებებს, როგორებიცაა დემენცია და ალცჰეიმერი. განაგრძეთ კითხვა

კოჭა - სიცოცხლის ელექსირი - კვირის პალიტრა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights