ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობასა და მომავალზე.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
პედიატრი, თსსუ პროფესორი, ივანე ჩხაიძე, გადაცემაში ,,შუადღეში” ჰონგ კონგის ვირუსზე დეტალურად საუბრობს:
„ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა – ე.წ. ჰონგ-კონგის H3N2 ტიპის ვირუსი“
ნახეთ, ვიდეო:
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
26 ნოემბერს გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე „ISO 15189:2022 — ლაბორატორიის ხარისხის მართვის საფუძვლები“, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კლინიკისა და ლაბორატორიის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა წარმატებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 50-მდე მონაწილემ.
ტრენინგი მიზნად ისახავდა ლაბორატორიული პროცესების ხარისხის მართვის გაძლიერებას, ISO 15189:2022 სტანდარტის სწორად გაგებასა და მისი პრაქტიკული დანერგვის მხარდაჭერას. მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა ხარისხის სისტემების მართვის, რისკებზე დაფუძნებული აზროვნებისა და თანამედროვე კონტროლის მეთოდების შესახებ.
ტრენინგს უძღვებოდა ასოცირებული პროფესორი მალხაზ ბაბუაშვილი, ლაბორატორიული ხარისხისა და უსაფრთხოების განვითარების ექსპერტი და Accreditation Canada Diagnostics-ის საქართველოს გუნდის კოორდინატორი.
მისი მრავალწლიანი გამოცდილება და პრაქტიკული მაგალითები განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა მონაწილეთათვის.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცა Accreditation Canada-ის ოფიციალური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მათი პროფესიული უნარების გაღრმავებას ISO 15189:2022 სტანდარტის მიმართულებით.
თავბრუსხვევისა და ყურებში შუილის კავშირი ხერხემლის მალათაშორისი დისკის თიაქართან – კლინიკა „ენმედიცის“ რეაბილიტაციის ცენტრი თერაპევტ ზურაბ მიქელაძის ვიდეოს ავრცელებს.
„წარმოადგენს თუ არა ხერხემლის მალათაშორისი დისკის თიაქარი ან პროტრუზია თავბრუხვევის, თავის ტკივილისა და ყურში შუილის მიზეზს, რომელიც თითქოსდა ვითარდება თიაქარისა ან პროტრუზიის მიერ სისხლძარღვზე მიჭყლეტით, რომელიც ამარაგებს თავის ტვისნ სისხლით? – რასაკვირველია, ეს სრული სიცრუეა, რადგან თავის ტვინი სისხლით მარაგდება ხერხემლის არტერიისა და საძილე არტერიის დახმარებით, რომლებიც მდებარეობს ხერხემლის გარეთ, ხოლო მალთაშორისი დისკის თიაქარის დროს, თაიქარი მდებარეობს ხერხემლის შიგნით არხში, რა დროსაც აწვება ნარვულ წნულს და არასისხლძარღვს, რომელიც მიდის თავის ტვინისაკენ, ამიტომ შეუძლებელია თიაქარმა მიჭყლიტოს არტერია“ – ამბობს ექიმი.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ხშირია შემთხვევა, როცა ქავილი არა მხოლოდ გენიტალიებში, არამედ ანალურ არეშიც შეიმჩნევა — ამ ორს ერთად ხშირად „ანოგენიტალურ ქავილს“ უწოდებენ. მსგავსი დისკომფორტი, როგორც წესი, ადგილობრივია და კონკრეტულ ზონას მოიცავს. ქავილი ზოგჯერ დამოუკიდებელ სიმპტომად ჩნდება, ხოლო ზოგჯერ — სხვა დაავადებებს ახლავს. ქვემოთ განვიხილავთ მიზეზთა ძირითად ჯგუფებს:
ტილიანობა (პედიკულოზი).
ტილი მცირე პარაზიტია, რომელიც თმიან უბნებში სახლდება — ბოქვენზე ან თავზე. ზოგჯერ შესაძლოა სხეულის სხვა ნაწილზეც გავრცელდეს. მისი აღმოჩენა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია, ასევე ჩანს თმის ღერებზე მიმაგრებული წილები. ინფექცია ძლიერი ქავილით გამოირჩევა. მკურნალობა ტარდება სპეციალური ლოსიონებითა და ემულსიებით და სწორად ჩატარების შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია გამოჯანმრთელება.
მუნი.
ეს ინფექცია კანში ჩახლართულ ტკიპას იწვევს. მას გადადება შეუძლია როგორც პირდაპირი კონტაქტით, ისე საერთო ნივთების გამოყენებით. ყველაზე ხშირად ზიანდება თითებს შუა სივრცე, მუცლისა და გულმკერდის ქვედა ნაწილი, ასევე გენიტალიები. ქავილი განსაკუთრებით ღამის საათებში ძლიერდება. ტკიპები კანქვეშ გვირაბებს ქმნიან, რომლებიც ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მკურნალობისთვის გამოიყენება გოგირდის მალამოები და შესაბამისი ხსნარები, ხოლო თერაპია აუცილებელია ყველა იმ პირისთვის, ვინც ერთად ცხოვრობს. სწორად ჩატარების შემთხვევაში სრულად მკურნალდება.
სოკოვანი ინფექციები.
კანდიდა ალბიკანსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოკოა, რომელიც შეიძლება სქესობრივი გზით გადაედოს პარტნიორს. იგი იწვევს ანთებას როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში და ხშირად აღინიშნება ძლიერი ქავილი და წვის შეგრძნება. მკურნალობა მოითხოვს ანტიმიკოტურ პრეპარატებსა და კარგ ჰიგიენას. თერაპია ხანგრძლივია, მაგრამ დროულად დაწყების შემთხვევაში შედეგი, როგორც წესი, დადებითია.
გენიტალური ჰერპესი.
ეს ვირუსული დაავადება გავრცელებით ტუჩის ჰერპესს ჩამოაგავებს. ინფიცირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩნდება მტკივნეული ბუშტუკები, რომლებიც ქავილს იწვევს. შეიძლება ასევე გამოვლინდეს ლიმფკვანძების გადიდება და სიცხე. დიაგნოზი დგინდება სისხლის ან ბუშტუკის შიგთავსის ანალიზით. მკურნალობა ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატებით ტარდება (მაგ., აციკლოვირი). ვირუსი შესაძლოა ხანგრძლივად დარჩეს ორგანიზმში და პერიოდულად გააქტიურდეს, თუმცა რეციდივები ხშირად შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.
ტრიქომონიაზი.
ეს შარდსადენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა, რომელსაც თან ახლავს გამონადენი და მკვეთრი ქავილი. დიაგნოზი დგინდება მიკროსკოპიული ანალიზით. დაავადება ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ მძიმე გართულებებს იშვიათად იწვევს. მკურნალობა მეტრონიდაზოლის ჯგუფის პრეპარატებით ტარდება და სწორი თერაპიის შემთხვევაში სრულად ითრგუნება.
ქლამიდიოზი.
მიზეზობს საშარდე გზების ანთებას, რომლის დროსაც აღინიშნება ქავილი, წვა და შარდვის დროს ტკივილი. შესაძლებელია პროსტატის ან სათესლე ჯირკვლის დანამატის ჩართვაც. ხშირად დაავადება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. მკურნალობა ანტიბიოტიკებით ხდება და დროულად დაწყების შემთხვევაში სრულად განიკურნება.
ბალანოპოსტიტი.
ასოს თავისა და ჩუჩის შიდა ფენის ანთებაა. მიზეზად ხშირ შემთხვევაში სმეგმის დაგროვება ითვლება, რაც ბაქტერიებსა და სოკოებს კარგი გამრავლების გარემოს აძლევს. ზოგჯერ მიზეზი პარტნიორის სოკოვანი ინფექციაც შეიძლება იყოს, ამიტომ მკურნალობა ორივე პარტნიორს ერთდროულად სჭირდება. ყველაზე ხშირად ვითარდება ფიმოზის დროს — როდესაც ჩუჩის გადაწევა შეუძლებელია. ქავილს თან მოყვება წვა და მოგვიანებით შეიძლება ტკივილიც განვითარდეს. მძიმე შემთხვევებში პროცესი შესაძლოა წყლულოვან ფორმაშიც გადავიდეს, ამიტომ ექიმთან ვიზიტი აუცილებლად საჭიროა.
დასკვნა:
სასქესო ორგანოების ქავილი არასოდეს უნდა დარჩეს უყურადღებოდ. უროლოგთან დროული მიმართვა ხელს უშლის გართულებებს და უზრუნველყოფს ეფექტურ მკურნალობას.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
5 მთავარი ნივთიერება, რომლის ნაკლებობა დადასტურდა ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებში – ამის შესახებ საუბრობს ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში “პირადი ექიმი”:
„5 მთავარი ნივთიერება, რომლის ნაკლებობა დადასტურდა ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებში. ეს გახლავთ ომეგა-3, ვიტამინი დ3, მაგნიუმი, რკინა, თუთია.“
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi