ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

საქართველოში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. ჯანდაცვის სფეროს პარტნიორებთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ხელს უწყობს უფრო ინკლუზიური ჯანდაცვის სისტემების შექმნას, სარეაბილიტაციო მომსახურების დანერგვით, დამხმარე საშუალებებზე წვდომის გაუმჯობესებით და ისეთი სისტემების ჩამოყალიბებით, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ხარისხიანი მომსახურების ადგილზე მიწოდებას უზრუნველყოფს

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე
#post_seo_title

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეა.

WHO კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას რომ ჯანდაცვის ინკლუზიური დაფინანსებით შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათი ოჯახებისა თუ მთელი საზოგადოების ცხოვრების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.
მსოფლიოში 1.3 მილიარდზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია. იმისთვის რომ ჯანმრთელობა ყველასთვის იყოს უზრუნველყოფილი, აუცილებელია მათ საჭიროებებზე მორგებული დაფინანსების სისტემების შექმნა. თუმცა, საბაზისო მომსახურების მიღება, ხშირად მაინც რთულია: მაღალია ჯიბიდან გადახდები, რეაბილიტაციის სერვისები არაა ყველგან მისაწვდომი, ხოლო დამხმარე ტექნოლოგიებზე შეზღუდული წვდომა ბევრ ოჯახს დიდ სირთულეს უქმნის.
ხელმისაწვდომობაზე და თანასწორობაზე დამყარებული ჯანმრთელობის ინკლუზიური დაფინანსება აუცილებელია ჯანმრთელობის მდგრადი სისტემების შესაქმნელად, რომელიც ყველას ემსახურება.
საქართველოში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. ჯანდაცვის სფეროს პარტნიორებთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ხელს უწყობს უფრო ინკლუზიური ჯანდაცვის სისტემების შექმნას, სარეაბილიტაციო მომსახურების დანერგვით, დამხმარე საშუალებებზე წვდომის გაუმჯობესებით და ისეთი სისტემების ჩამოყალიბებით, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ხარისხიანი მომსახურების ადგილზე მიწოდებას უზრუნველყოფს.
ამ ძალისხმევის შედეგად უფრო იზრდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ჩართულობა და უფრო ღირსეულად, თანასწორად და დამოუკიდებლად ცხოვრების პირობები.
შეიძლება იყოს სქელი ლორი და ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ჰაერის ხარისხი, საქართველოში გაუმჯობესდა? – რა საფრთხეს წარმოადგენს დაბინძურებული ჰაერი ჩვენთვის და ჩვენს მიერ გამოყენებული დანამატებისთვის?

PM2.5 არის ყველაზე საშიში მტვრის ტიპი. ასეთ დონეზე: თბილისის ჰაერის ხარისხი — „UNHEALTHY“ (AQI 160)
#post_seo_title

ჰაერის ხარისხი საქართველოში გაუმჯობესდა — მაგრამ ახლომდებარე რეგიონებში მძიმე მდგომარეობაა. რა საფრთხეს წარმოადგენს დაბინძურებული ჰაერი ჩვენთვის და ჩვენს მიერ გამოყენებული დანამატებისთვის?

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაბინძურებული ჰაერი მხოლოდ სუნთქვის პრობლემას არ იწვევს. ჰაერში არსებული მძიმე მეტალები და მტვრიანობა მარტივად ხვდება საკვებ პროდუქტებში, მცენარეულ ფხვნილებში და ბიოდანამატებში. ამიტომ წარმოშობის ქვეყანა და წარმოების კონტროლი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.
რა ხდება თბილისში? — ჰაერი აშკარად უკეთესია
ბოლო დღეებში თბილისში ჰაერის ხარისხის მაჩვენებელი გადავიდა „კარგ“ კატეგორიაში (AQI 29–41). ეს ნიშნავს:
• დაბალი PM2.5
• სტაბილური ქარის მიმართულება
• შედარებით სუფთა ატმოსფერო
• ჯანმრთელობის ნაკლები გრძელვადიანი რისკი
ეს ერთ-ერთი იშვიათი პერიოდი იყო, როდესაც თბილისის ჰაერის ხარისხი რეალურად გაუმჯობესდა.
მაგრამ რეგიონში — განსაკუთრებით ერევანში და თურქეთის ჩრდილოეთში — სიტუაცია კვლავ მძიმეა
მონაცემები გვაჩვენებს, რომ მეზობელ ქალაქებში მდგომარეობა ბევრად უარესია:
• ერევანი — 157 (არაჯანსაღი)
• თურქეთის ჩრდილოეთი — 190–195 (ძალიანარაჯანსაღი)
• აღმოსავლეთ თურქეთი — 151+
PM2.5 ნაწილაკები ადამიანის თმის ღერზე 30-ჯერ წვრილია, და მარტივად აღწევს:
• ფილტვებში
• სისხლში
• გულში
• ტვინში
ეს უკვე ჯანმრთელობის საფრთხეა, რომელსაც რეგიონის მოსახლეობა ყოველდღიურად ებრძვის.
დელი — დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ურბანული სივრცე
ინდოეთის დედაქალაქის და მიმდებარე ქალაქების მაჩვენებლები კვლავ უკიდურესად მაღალია:
• დელი: 170–205
• ფარიდაბადი: 173
• Dwarka (ახალი დელი): 193
ეს არის ზონა, სადაც ჰაერის დაბინძურება მუდმივად აღემატება ჯანმრთელობის საერთაშორისოდ განსაზღვრულ უსაფრთხო ნიშნულებს.
საფრთხე, რომელიც საქართველოში გაყიდული ინდოური დანამატებიდან მოდის
Herbal Healing Hands / ბატონი არუნის პროდუქციის წარმოება სწორედ ფარიდაბადში მდებარეობს, სადაც გარემოს დაბინძურების დონე უკიდურესად მაღალია.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია:
არ არსებობს არც ერთი დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ქარხანაში გამოიყენება:
• HEPA ფილტრები
• დახურული წარმოების სისტემა
• მძიმე მეტალების კონტროლი
• საერთაშორისო GMP სტანდარტი
• ISO სერტიფიკატები
• უსაფრთხოების სისტემები
ანუ სრულიად დაუდასტურებელია, რომ მძიმე მეტალები, PM2.5 და საწვავის წვის ნარჩენები არ ხვდება საბოლოო პროდუქტში, რომელსაც შემდეგ მომხმარებელი იღებს.
როგორ ხდება დაბინძურებული ჰაერის მოხვედრა დანამატებში?
მტვრიანი და მძიმე მეტალებით დატვირთული ჰაერი წარმოებისას პირდაპირ ედება:
• მცენარეულ ფხვნილებს
• ექსტრაქტებს
• კაფსულების ზედაპირს
• გამხმარი ფოთლებისა და ფესვების ნედლეულს
თუ ქარხანა არ იყენებს სპეციალურ ფილტრაციას და დახურულ ტექნოლოგიას —
ჰაერში არსებული ტოქსიკური ნაწილაკები შედის პროდუქტის შიგნით და შემდეგ ადამიანის ორგანიზმში.
ეს არ არის თეორიული რისკი — ეს არის პრაქტიკული ყოველდღიური რეალობა ინდოეთის დაურეგულირებელ ქარხნებში.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საქართველოში საცალო გაყიდვებში?
• წარმოების ადგილის დამალვა — სიგნალია საფრთხეზე
• არარსებული GMP ან ISO — ძალიან მაღალი რისკია
• უცნობი ნედლეული = მძიმე მეტალების მაღალი ალბათობა
• ინდოეთის დაბინძურებული რეგიონებიდან შემოტანილი დანამატები — პოტენციურად ტოქსიკურია
მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ დაბინძურებული ჰაერი მხოლოდ ფილტვებისთვის არ არის პრობლემა —
ის შეიძლება ყოველდღიურად შევიდეს ორგანიზმში „ჯანმრთელობის დანამატის“ სახით.
მოკლე შეჯამება
• თბილისში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებულია
• სომხეთსა და თურქეთში მაჩვენებლები კვლავ მძიმეა
• ინდოეთში, განსაკუთრებით დელიში, მდგომარეობა კრიტიკულია
• ამ ზონაში დამზადებული დანამატები დიდი ალბათობით შეიცავს მძიმე მეტალებს
• Herbal Healing Hands არ უზრუნველყოფს არცერთ საერთაშორისო სტანდარტს
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს რეალური რისკები და მიიღოს გადაწყვეტილებები მტკიცებულებაზე დაყრდნობით.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
დელის დაბინძურებული ჰაერი ნამდვილად შეიძლება მოხვდეს დანამატებში?
დიახ. PM2.5 და მძიმე მეტალები წარმოებისას პირდაპირ ედება ნედლეულს, თუ დაცვა არ არის.
რა არის ყველაზე დიდი საფრთხე?
ტყვიის, კადმიუმის, არმის მსგავსი ტოქსინები, რომლებიც დროთა განმავლობაში აზიანებს ტვინს, გულს და თირკმელებს.
აქვს Herbal Healing Hands-ს რაიმე სერტიფიკატი?
არა. არც GMP, არც ISO, არც უსაფრთხოების განცხადება.
რა ვქნათ, თუ ინდოური დანამატი უკვე ვიყიდეთ?
შეაჩერეთ გამოყენება და გადაამოწმეთ პროდუქტის წარმომავლობა. დაურეგულირებელ დანამატებში მძიმე მეტალების კონცენტრაცია შეიძლება მაღალი იყოს.
უსაფრთხო ალტერნატივა არსებობს?
მხოლოდ ისეთი დანამატი, რომელსაც აქვს სრულყოფილი წარმოების კონტროლი, სერტიფიკატები და უსაფრთხოების ტესტები.
გადმოწერე „შენი ექიმი“ — ოფიციალური სამედიცინო პლატფორმა
პატივცემულო მკითხველებო,
ყველაზე სანდო, განახლებული და სამეცნიერო მასალები ხელმისაწვდომია ჩვენს აპლიკაციაში:
შენი ექიმი — ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი,
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე,
WHO-ს ექსპერტი,
Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში,
გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი,
ჯანდაცვის სფეროში 25+ წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით.
წყაროები
1. World Air Quality Index Project. Global AQI Data. ხელმისაწვდომია: https://waqi.info
2. IQAir. Air Quality Data for Global Cities. ხელმისაწვდომია: https://www.iqair.com
3. World Health Organization. Ambient (outdoor) air pollution. ხელმისაწვდომია: https://www.who.int/…/ambient-(outdoor)-air-quality-and…
4. United Nations Environment Programme. Air pollution and health impacts. ხელმისაწვდომია: https://www.unep.org

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

ბავშვები და ფული – „ძალიან ეფექტური მეთოდია – 9-10 წლის ასაკიდან ბავშვს თუ აქვს რაღაც თანხა გამოყოფილი და ვიპოვეთ ბალანსი, უმჯობესია, ვიდრე 18 წლისას ვანდოთ დიდი თანხა“

#post_seo_title

„9-10 წლის ასაკიდან ბავშვს თუ აქვს რაღაც თანხა გამოყოფილი და ვიპოვეთ ბალანსი, უმჯობესია, ვიდრე 18 წლისას ვანდოთ დიდი თანხა“

ბავშვები და ფული – როგორ ვიპოვოთ ბალანსი – საუბრობ ფსიქილოგი თამარ ლომიძე გადაცემაში „ახალი დღე“:
„9-10 წლის ასაკიდან თუკი ბავშვს აქვს გამოყოფილი თვის თანხა, რომელიც არის შესაბამისობაში გარემოში არსებულ ფასებთან მიმართებაში. ეს არ არის ადეკვატურად დაბალი ან ძალიან ბევრი, მაგრამ ბალანსი ვიპოვეთ, რომელიც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეყოფა ბავშვს.
რა თქმა უნდა, მოლოდინიც უნდა გვქონდეს, რომ თავიდან ის დაუშვებს რაიმე შეცდომებს. პირველი 2-3 თვე გაუჭირდება ორიენტირება, იმპულსს აყვება და იყიდის, მაგრამ ამ ასაკში და მცირე ფინანსებში ნასწავლი ეს მენეჯმენტი სჯობს შემდგომ უკვე, როდესაც 18 წლის გახდება და პირველად ვანდობთ დიდ თანხას – „მე შენ გიგროვებდი ამ თანხას 18 წელი და ახლა მოგცემ.
აღნიშნული მიდგომა/ტექნიკა ბავშვობიდანვე ასწავლის ამ სურვილის გადავადებას, აძლევს გარკვეულ თავდაჯერებულობას, – „მე თუ რაიმე მომინდება, შემიძლია ეს გავაკეთო, მაგრამ რაღაცას უნდა შეველიო“.
ეს მიდგომა ფულის რეგულირებას ასწავლის და ძალიან ეფექტური მეთოდია…“

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გულყრა მაღალი ტემპერატურის ფონზე როგორ მოვიქცეთ – რას გვირჩევს პედიატრი?

ახალი კვლევა, გაფრთხილება: ბავშვობის დროს მიღებული ანტიბიოტიკები ზრდის სიმსუქნის რისკს 20%-ით
#post_seo_title

როგორ უნდა მოიქცეთ თუ თქვენს შვილს მაღალი ტემპერატურის ფონზე გულყრა განუვითარდა? – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს რჩევებს უზიარებს.

“ფებრილური გულყრა ბავშვებში – როგორ მოვიქცეთ? ხშირად სვამთ ამ კითხვას დედიკოებო,რადგან ვირუსული ინფექციების გავრცელების გამო ხშირად ვხვდებით ჰიპერთერმიას ბავშვებში!

  • ფებრილური გულყრა ხშირია 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში
  • უმეტესად უსაფრთხოა და ტვინის დაზიანებას არ იწვევს… ნორმადაც კი ითვლება ამ ასაკისთვის ეს მოვლენა,თუმცა 2 კვირაში კრუნჩხვის განვითარებიდან მაინც გავიაროთ კონსულტაცია ნევროლოგთან

როდესაც ტემპერატურის დროს ბავშვს დაეწყება გულყრა:

მაშინვე დააწვინეთ გვერდულად

  • ზურგზე ნუ დააწვენთ, რადგან ასპირაციის საშიშროება არსებობს ღებინების შემთხვევაში და ენაც სწორ პოზიციაში იქნება!
  • არაფერი არ ჩაუდოთ პირის ღრუში ენის დასაფიქსირებლად არც თითი და არც კოვზი – ყველაფერი ეს ხელს უშლის სუნთქვას პროცესს და საშიშია, გარდა ამისა მოგიწევთ შემდეგ დაზიანებული ლორწოვანების ხანგრძლივი მკურნალობა!
  • არ დაუფიქსიროთ ძალის გამოყენებით ხელ-ფეხი…
  • კუნთების ძალდატანებით გაჩერება არც ეხმარება და შეიძლება ზიანიც მოუტანოს ბავშვს
  • გარემო გახადეთ უსაფრთხო
  • დააკვირდით ბავშვს და შეძლებისდაგვარად (მესმის პანიკაში ხართ)…

დაიმახსოვრეთ:

• როდის დაიწყო გულყრა

• რამდენ ხანს გაგრძელდა

• როგორი მოძრაობები ქონდა ბავშვს

როცა გულყრა გაივლის (ჩვეულებრივ გადის 1–3 წუთში):

• გაზომეთ ტემპერატურა

• გაანიავეთ ოთახი

• გამოიყენეთ ოდნავ თბილი კომპრესი

• სიცხის დამწევი მხოლოდ კრუნჩხვის დასრულების შემდეგ მიეცით!!! კრუნჩხვის პროცესში ❌წამალი არ დაალევინოთ❌არ ჩააახათ პირში წყალი

სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას ვიძახებთ აუცილებლად თუ

  • გულყრა გრძელდება 5 წუთზე მეტ ხანს
  • ბავშვი ციანოზურია და ეს პროცესი მზარდია
  • არ სუნთქავს
  • განმეორებითი ეპიზოდია
  • 3 თვეზე პატარაა ბავშვი
  • არ მოდის გონს 10–15 წუთზე მეტხანს

მშობლებისთვის მთავარია იცოდეთ, რომ რათქმაუნდა ფებრილური გულყრა შიშისმომგვრელია, ძალიან ძნელი გადასატანია საყურებლად, მაგრამ უმეტესად უსაფრთხოა.

თქვენი ამოცანაა: არ მიეცეთ პანიკას (რთულია მაგრამ ვეცადოთ), ვიმოქმედოთ წესების მიხედვით… ერთი რამ გახსოვდეთ- ფებრილური გულყრა უმეტესად უსაფრთხოა! გართულება, ნევროლოგიური დაზიანება და სიკვდილის რისკი პრაქტიკულად არის ძალიან‐ძალიან მცირე! მიყვარხართ და ჯანმრთელობას გისურვებთ,“ – წერს პედიატრი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ძვირფასი ნიჭი ჩლუნგდება – იმდენად მძიმე შედეგებია უკვე, რომ საკითხი სამედიცინო დარგში გადავიდა“ – რა გავლენა აქვს ბავშვებზე ეკრანზე დამოკიდებულებას და რა რისკს ქმნის დიდი დროით ტელეფონისა თუ სხვა ტექნიკის გამოყენება

21-ე საუკუნის პანდემია - როგორ ზემოქმედებს გაჯეტების გამოყენება ბავშვების ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე
#post_seo_title

რა გავლენა აქვს ბავშვებზე ეკრანზე დამოკიდებულებას და რა რისკს ქმნის დიდი დროით ტელეფონისა თუ სხვა ტექნიკის გამოყენება

რა გავლენა აქვს ბავშვებზე ეკრანზე დამოკიდებულებას –  საუბრობს ფსიქოლოგი ზურაბ ვახანია “სალომე კასრაძის პოდკასტში”:

„სკოლამდელ ასაკში მოსვენებული ბავშვი ნორმალური მდგომარეობა არ არის. დღეს ყველაფერი ვირტუალური რეალობითაა შეცვლილი. ეს ბავშვს კი არ ავითარებს, პირიქით, აჩლუნგებს, ადუნებს. შედეგად აღარ ვითარდება მისი ნებისყოფა და მისი სოციალური უნარიანობა, ადამიანებთან ურთიერთობის და ენობრივი უნარიანობა…

ადამიანს ღვთისგან ბოძებული ძვირფასი ნიჭი აქვს, – მეტყველება, აზროვნება, ადამიანებთან ურთიერთობა და როდესაც ბავშვი ეკრანსაა მიჯაჭვული, ყველაზე ძვირფასი ნიჭი ჩლუნგდება. ეს ფსიქოლოგიის მხარეა.

იმდენად მძიმე შედეგებია უკვე, რომ საკითხი სამედიცინო დარგში გადავიდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას რეკომენდაციები აქვს შემუშავებული, რომ ბავშვისთვის 2 წლამდე არავითარი ეკრანი არ შეიძლება.

სკოლამდელ ასაკში მაქსიმუმი 1 საათია. დღე-ღამეში 1 საათი მაქსიმუმია. სხვა შემთხვევაში, ბავშვი გონებრივად ჩლუნგდება და მისი განვითარება ფერხდება.

ამ ეკრანში მხოლოდ ტელეფონი არ შედის. მათ შორსაა, ტელევიზორი, ლეპტოპი, პლანშეტი, ყველანაირი ეკრანი.“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ რეგიონულ საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით, საქართველო ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზეა, შიდსთან ბრძოლის მიმართულებით

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებაზე
#post_seo_title

1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა, რომელიც მიხეილ სარჯველაძემ გახსნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ექიმებსა და სექტორის წარმომადგენლებს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის.

მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებულად აღნიშნა თენგიზ ცერცვაძის ღვაწლი, რომლის ხელმძღვანელობითაც ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, შიდსთან ბრძოლის მიმართულებით.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს ყველა რესურსი და უნარი, ეფექტიანად გაუმკლავდეს ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა აივ ინფექცია/შიდსი.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ რეგიონულ საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით, საქართველო ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზეა, შიდსთან ბრძოლის მიმართულებით. გაფართოვდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა როგორც დიაგნოსტიკის, ისე – მკურნალობის მხრივ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სერვისების ეფექტიანობასა და დროულ ხელმისაწვდომობას. საქართველოში, უზრუნველყოფილია აივ/შიდსის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობა, მათ შორის პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის სერვისი. აივ ტესტირება კონფიდენციალურია და უფასო.
ღონისძიების ბოლოს, გაიმართა შიდსთან ბრძოლის სფეროში, განსაკუთრებული წვლილის მქონე სპეციალისტების დაჯილდოება, რომელთაც ჯანდაცვის მინისტრმა თენგიზ ცერცვაძის სახელობის ჯილდო გადასცა.

შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, სამედიცინო დაწესებულებების, სამოქალაქო სექტორის და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„იცოდით პური შეგიძლიათ ღამეც რომ მიირთვათ… პურის ამოღება რაციონიდან არ ნიშნავს დაბალკალორიულ კვებას“

🥱🍞 უნდა მივირთვათ თუ არა პური ღამით? - პურის ამოღება რაციონიდან აუცილებლად დაბალკალორიულ კვებას არ ნიშნავს
#post_seo_title

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი პურის რაციონიდან ამოღებაზე საუბრობს

„იცოდით პური შეგიძლიათ ღამეც რომ მიირთვათ… პურის ამოღება რაციონიდან არ ნიშნავს დაბალკალორიულ კვებას“
პურს ხშირად მიიჩნევენ „სიმსუქნის“ წყაროდ, ამიტომ ზოგი ადამიანი ცდილობს, დღის მეორე ნახევარში ან საღამოს პური საერთოდ არ ჭამოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს ავტომატურად კალორიების შემცირებას.
მიზეზები შემდეგია:
1. კალორიული ბალანსი:
პური ამოღებებით შეიძლება გაუადვილებდეს წონის კონტროლი, მაგრამ თუ სხვა საკვები პროდუქტებით (მაგალითად, ნამცხვრებით, თხილეულით, ქიმიურად დამუშავებული საჭმელებით) კალორიების შემცვლელად სხვა წყაროებს იყენებთ, დღიური კალორიული ბალანსი შესაძლოა საერთოდ არ შემცირდეს.
2. საკვების ტევადობა და მონელება:
პური, შეიცავს უჯრედისს, რომელიც ავსებს კუჭს და აფერხებს სწრაფ შიმშილს. პურის ამოღების შემთხვევაში ადამიანს შეიძლება მოუნდეს უფრო დიდი ულუფების მიღება სხვა საკვებში, რაც საბოლოოდ შეიძლება კალორიების გაზრდით დასრულდეს.
3. საკვების ხარისხი და სიღრმე:
პური უზრუნველყოფს ენერგიას ნახშირწყლების სახით. ამ ენერგიის აღდგენა სხვა სასურველი მიკროელემენტებით (მაგალითად, ბოსტნეულით, ბურღულით, ხილით) შესაძლებელია, მაგრამ პურის აღნიშვნის გარეშე რაციონი ხშირად ხდება ნაკლებად დაბალანსებული – იზრდება შაქრის ან ცხიმის რაოდენობა.
4. სიმეტრიული მიდგომა:
იცოდით, რომ საღამოს პურის მიღება არ ანელებს მეტაბოლიზმს. მთავარია, რაციონში იყოს ზომიერება, მცირე ულუფები და თანაბრად განაწილებული კალორიები მთელი დღის განმავლობაში.
პურის გამორიცხვა არაა ავტომატურად „დაბალკალორიული კვების“ ტოლფასი. უფრო მნიშვნელოვანია საერთო კალორიების ბალანსი, საკვების ხარისხი და ულუფების ზომა, ვიდრე კონკრეტული პროდუქტის დღის რომელ საათში მიღება.
 
შეიძლება იყოს ბაბკა (ტკბილი მაკარონის ნამცხვარი), ბაგეტი, ჭვავის პური და ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კიბოსგან გადარჩენის გზა აღმოჩნდა

მეცნიერებმა სიმსივნის განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს - ეს აღმოჩენა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ გზებს ხსნის
#post_seo_title

C ვიტამინის მაღალი დოზით ინტრავენური შეყვანა კიბოსგან გადარჩენის გზა აღმოჩნდა – შედეგები გასაოცარია

ისტორიამ შესაძლოა მალე დააფიქსიროს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა: ჩვენ თავიდანვე გვქონდა თითქმის სასწაულებრივი, სიმსივნის გამანადგურებელი თერაპია და მისი ერთი დოზა ძალიან ძვირი ჯდება.

150-ზე მეტი კვლევის ახალმა სისტემატურმა მიმოხილვამ უტყუარი დასკვნის გაკეთება გახადა შესაძლებელი.

როდესაც C ვიტამინი ინტრავენურად შეჰყავთ ფარმაკოლოგიური დოზებით (75–100 გ თითო ინფუზიაზე, კვირაში 2–3-ჯერ), ის მარტივი საკვები ნივთიერებიდან გარდაიქმნება ერთ-ერთ კიბოს საწინააღმდეგო აგენტად, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.

20–30 mM პლაზმური დონის დროს, C ვიტამინი იწვევს განადგურების კასკადს, რომელსაც კიბოს უჯრედები ვერ გაექცევიან:

  • ის სიმსივნეებს წყალბადის ზეჟანგით ავსებს ისეთ დონეზე, რომელსაც ჯანმრთელი უჯრედები წყალივით უგულებელყოფენ
  • ის ავთვისებიან ეპიგენეტიკას ცვლის, რაც კიბოს უჯრედებს ნორმალურ ქცევას უბრუნებს
  • ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, გამოფიტულ T-უჯრედებსა და NK უჯრედებს დაუნდობელ მონადირეებად აქცევს
  • ის პირდაპირ აზიანებს მუტაციებს (KRAS, BRAF, HIF-1α), რომლებიც პანკრეასის, ფილტვის, მსხვილი ნაწლავის, საკვერცხეების და ტვინის კიბოს ასეთ სასიკვდილოს ხდის
  • ის აძლიერებს საკონტროლო პუნქტების ინჰიბიტორების, ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის ძალას, ამავდროულად ამცირებს მათ ტოქსიკურ გვერდით ეფექტებს

ადამიანებზე მიღებული შედეგები გასაოცარია:

  • IV სტადიის პანკრეასის კიბოთი დაავადებული პაციენტები აღწევენ სიმსივნის ობიექტურ რეგრესიას (რაც ადრე შეუძლებლად ითვლებოდა)
  • გლიობლასტომის გადარჩენის მაჩვენებელი 14.6-დან თითქმის 20 თვემდე გაიზარდა
  • საკვერცხის კიბოთი დაავადებული პაციენტები ასრულებენ სრულ ქიმიოთერაპიას მინიმალური ტოქსიკურობით
  • KRAS-მუტანტიანი მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადებული პაციენტები მკვეთრად უფრო დიდხანს ცოცხლობენ პროგრესირების გარეშე

ეს არის ზუსტი ონკოლოგია თავისი საუკეთესო გამოვლინებით: შერჩევითი, მრავალმიზნობრივი, სინერგიული და გამყარებულია ათწლეულების განმავლობაში მიღებული მექანიკური და კლინიკური მონაცემებით, რომლებიც სისტემატურად იგნორირებული იყო, რადგან ადრე ჩატარებული კვლევების დოზები უბრალოდ ძალიან დაბალი იყო ეფექტის მისაღწევად.

C ვიტამინის მაღალი დოზით ინტრავენურად შეყვანა უსაფრთხოა, განსაკუთრებით კარგად აიტანება და უფრო იაფია, ვიდრე მიზნობრივი თერაპიის უმეტესობის ერთი კურსი.

  • ეს არის სასწაულის განმარტება, რომელიც მიღებას ელოდება.
  • მტკიცებულებები ახლა უსაზღვროა.
  • ამ თერაპიის უარყოფის ერა დასრულდა.

წყარო

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ალერგია და ჰაერის დაბინძურება – რა არის ჰაერის დამაბინძურებლები PM2.5 და PM10 ? როგორ იწვევს PM2.5 და PM10 ნაწილაკები ალერგიას?

ალერგია და ჰაერის დაბინძურება - რა არის ჰაერის დამაბინძურებლები PM2.5 და PM10 ? როგორ იწვევს PM2.5 და PM10 ნაწილაკები ალერგიას?
#post_seo_title

ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე მოქალაქეებს რეკომენდაციებს უზიარებს:

„ალერგია და ჰაერის დაბინძურება
ბოლო დღეებში ბევრი დაიწერა იმის შესახებ, თუ რა საშიშროებებს შეიცავს დაბინძურებული ჰაერი ადამიანის ჯანმრთელობისათვის. აქ ფოკუსს გავაკეთებ კონკრეტულად ალერგიაზე, რომლის გამოვლინებაც შეიძლება გრძელდებოდეს დაბინძურების დონის შემცირების შემდეგაც.
რა არის ჰაერის დამაბინძურებლები PM2.5 და PM10 ?
PM ნიშნავს ნაწილაკოვან მასას (Particulate Matter) ანუ ჰაერში შეწონილ მცირე ზომის ნაწილაკებს, PM2.5 აღნიშნავს ძლიერ მცირე ზომის ნაწილაკებს, რომლებიც ღრმად ჩადის სასუნთქ გზებში (ფილტვებში), ხოლო PM10 აღნიშნავს შედარებით დიდი ზომის ნაწილაკებს (მტვერი, კვამლი, მიწის ნაწილაკები და მსგავსი), რომლებიც უპირატესად ზემო სასუნთქ გზებში რჩება.
როგორ იწვევს PM2.5 და PM10 ნაწილაკები ალერგიას?
ჰაერში შეწონილი ნაწილაკები უშუალოდ არ „იწვევს“ ადამიანის ორგანიზმში ალერგიას ან ინფექციას, მაგრამ ის განაპირობებს თვალის, ცხვირის, ფილტვებისა და კანის გაღიზიანებასა და ანთებითი პროცესის განვითარებას. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს კანისა და ლორწოვანის მგრძნობელობის მომატებას ისეთი ალერგენების მიმართ, როგორებიცაა მცენარეული მტვერი, ოთახის მტვერი, ნესტის სოკოები, ცხოველთა ბეწვი და ა.შ. ამის შედეგად ხშირდება და მძიმდება ისეთი დაავადებების გამოვლინებები, როგორებიცაა ალერგიული რინიტი (სურდო), ასთმა (ალერგიული ბრონქიტი), ატოპური დერმატიტი (ეგზემა) და კანის სხვა ალერგიული გამოვლინებები.
დაბინძურებული ჰაერის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ბავშვებში და გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე ზრდასრულებშიც იზრდება ალერგიული დაავადებების, მათ შორის ასთმის, ახლად ჩამოყალიბების რისკი
რა სიმპტომები შეინიშნება ჰაერის მაღალი დაბინძურების დროს ?
• ცემინება, ცხვირის გაჭედვა ან/და სურდო, ცხვირის და თვალის ქავილი
• გახანგრძლივებული ხველა, მსტვინავი ხველა, სუნთქვის გაძნელება
• ხახის ტკივილის ან „ჩახეხვის“ შეგრძნება
• კანის სიწითლე, ქავილი, სიმშრალე, არსებული ეგზემის გამწვავება
• თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება
• ასთმის ან რინიტის სამკურნალო შესასუნთქი პრეპარატების უფრო ხშირი გამოყენების საჭიროება
როდის მივმართოთ ექიმს?
• თუ ალერგიის (მათ შორის ასთმის) სიმპტომები ხშირდება და მძიმდება
• თუ უფრო ხშირად გჭირდებათ ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების (მათ შორის საინჰალაციო საშუალებების) გამოყენება
• თუ გაქვთ ხშირი ან/და გახანგრძლივებული ხველა და სუნთქვის გაძნელება
• თუ გაქვთ კანზე გამონაყარი, რომელიც ძლიერ გექავებათ, მტკივნეულია ან ინფიცირებულია
როდის მივმართოთ სასწრაფო დახმარებას?
• თუ გაქვთ სუნთქვის ძლიერი შეზღუდვა, გიძნელდებათ ლაპარაკი ან გაქვთ გულმკერდის არეში ტკივილის (მოძრაობის შეზღუდვის) შეგრძნება
• თუ თქვენს მიერ გამოყენებული საინჰალაციო საშუალებები არ აუმჯობესებს სუნთქვას
• თუ აგეღნიშნებათ სახის ან ტუჩების გალურჯება“

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

7 რამ, რაც შვილს მხოლოდ მამისგან გადაეცემა – შესაძლოა არ იცოდეთ – გენეტიკა – მემკვიდრეობის მეცნიერება

6 რამ, რაც შვილს მხოლოდ მამისგან გადაეცემა - შესაძლოა არ იცოდეთ
#post_seo_title

შესავალი — ანალიტიკური კომენტარი

გენეტიკა წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ საყრდენ მეცნიერებას, რადგან სწორედ მემკვიდრეობითი ინფორმაციის საშუალებით ყალიბდება ადამიანის ფიზიკური, მეტაბოლური და ნაწილობრივ ფსიქიკური პროფილი. დღეს, როცა ქრონიკული არაგადამდები დაავადებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარ ტვირთად იქცა, მემკვიდრეობითობის გააზრება აღარ არის მხოლოდ თეორიული საკითხი — ის პირდაპირ განსაზღვრავს პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და მიზნობრივი მკურნალობის შესაძლებლობებს. მამიდან შვილზე გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა ამ პროცესის ცენტრალური კომპონენტია, რადგან სწორედ მამის გენომში არსებული ზოგიერთი ვარიანტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შვილის ჯანმრთელობაზე, განვითარების ტრაექტორიაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე [1,2].

საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ეს ნიშნავს რისკის დროულ იდენტიფიკაციას, ოჯახური სკრინინგის საჭიროებას და ჯანმრთელობის პოლიტიკის მორგებას მემკვიდრეობით მოდელებზე. ამ კონტექსტში ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა https://www.sheniekimi.ge და https://www.publichealth.ge, განსაკუთრებული როლი ენიჭება მეცნიერულად დამოწმებული ინფორმაციის გავრცელებაში.

პრობლემის აღწერა

საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ბავშვი „უფრო დედას ჰგავს“, თუმცა ბიოლოგიური რეალობა გაცილებით კომპლექსურია. მრავალი დაავადება და ფენოტიპური ნიშანი სწორედ მამისგან გადაცემული გენეტიკური ვარიაციებით განისაზღვრება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დაავადებების შემთხვევაში, რომლებიც გვიან ვლინდება ან სუბკლინიკურად მიმდინარეობს, როგორიცაა ჰიპერქოლესტერინემია, გულის კორონარული დაავადება, ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობა და რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევები [3].

ქართველი მკითხველისთვის ეს თემა მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში ოჯახური დაავადებების სკრინინგი და გენეტიკური კონსულტაცია ჯერ კიდევ არასაკმარისად არის ინტეგრირებული პირველადი ჯანდაცვის დონეზე. შედეგად, მრავალი რისკი გვიან იდენტიფიცირდება, რაც ზრდის სიკვდილიანობას და ჯანმრთელობის ხარჯებს.

სამეცნიერო და კლინიკური ანალიზი

ადამიანის გენომი შედგება 23 წყვილი ქრომოსომისგან, რომელთაგან ერთი წყვილი სქესს განსაზღვრავს. მამა შვილს გადასცემს ან იქს, ან იგრეკ ქრომოსომას, რაც სქესის განსაზღვრასთან ერთად მრავალ სხვა გენეტიკურ თვისებასაც ატარებს. გარდა ამისა, სპერმატოზოიდებში დაგროვებული მუტაციები ასაკის მატებასთან ერთად იზრდება, რაც გარკვეულ ფსიქიკურ და ნეიროდეველოპმენტურ რისკებს უკავშირდება [4].

კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ აუტოსომურ-დომინანტური და აუტოსომურ-რეცესიული მემკვიდრეობითობის მოდელები ხშირად მამის ხაზით ვლინდება, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლურ დაავადებებში [5]. ამასთან, ზოგიერთი ეპიგენეტიკური მექანიზმი — ანუ გენების აქტივობის ქიმიური რეგულაცია — ასევე მამის ცხოვრების წესზეა დამოკიდებული, მათ შორის მოწევაზე, სიმსუქნეზე და კვებით ჩვევებზე [6].

სტატისტიკა და მტკიცებულებები

ევროპული კოჰორტული კვლევების მიხედვით, ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე მამების შვილებს დაავადების გადაცემის რისკი დაახლოებით 50 პროცენტს აღწევს [7]. შიზოფრენიისა და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მამა 40 წელზე უფროს ასაკში ხდება მშობელი [8]. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ოჯახური ისტორია მამით ხაზზე შვილისთვის 1.5–2-ჯერ ზრდის ინფარქტის რისკს შუახნის ასაკში [9].

ეს რიცხვები ცხადყოფს, რომ მემკვიდრეობითი რისკების იგნორირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისთვის სერიოზულ დანაკარგებს იწვევს.

საერთაშორისო გამოცდილება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლის ამერიკული ცენტრი რეკომენდაციას აძლევს ოჯახურ გენეტიკურ სკრინინგს მაღალი რისკის ჯგუფებში [10,11]. ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი ხაზს უსვამს, რომ მამის გენეტიკური პროფილის გათვალისწინება აუცილებელია პერსონალიზებული მედიცინის განვითარებისთვის [12]. წამყვანი სამედიცინო ჟურნალები მიუთითებენ, რომ ოჯახური ისტორიის დეტალური ანალიზი ზოგჯერ უფრო ინფორმატიულია, ვიდრე ერთჯერადი ლაბორატორიული ტესტი [13].

საქართველოს კონტექსტი

საქართველოში გენეტიკური კონსულტაცია და ტესტირება ძირითადად კერძო სექტორშია კონცენტრირებული და ხშირად მიუწვდომელია მოსახლეობის ფართო ფენებისთვის. აკადემიური სივრცეები, როგორიცაა https://www.gmj.ge, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი კვლევებისა და განათლების განვითარებაში, ხოლო ხარისხისა და ლაბორატორიული სტანდარტების კუთხით აუცილებელია https://www.certificate.ge-ზე დაფუძნებული სერტიფიცირების გამოყენება.

ეროვნული პოლიტიკის დონეზე საჭიროა ოჯახის ექიმების გადამზადება მემკვიდრეობითი რისკების იდენტიფიკაციაში და რეფერალური ქსელის გაძლიერება.

მითები და რეალობა

მითი: ბავშვის ყველა თვისება დედისგან მოდის.
რეალობა: გენეტიკური მასალის ნახევარი მამისგან მიიღება და ზოგიერთი კრიტიკული ნიშანი სწორედ მისგან არის განსაზღვრული [1].

მითი: თუ მამა ჯანმრთელია, შვილის რისკი არ არსებობს.
რეალობა: მრავალი გენეტიკური დარღვევა შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და მხოლოდ შთამომავლობაში გამოვლინდეს [5].

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

კითხვა: შესაძლებელია თუ არა მამის გენეტიკური რისკების წინასწარ შეფასება?
პასუხი: დიახ, ოჯახური ისტორიისა და გენეტიკური ტესტირების მეშვეობით შესაძლებელია რისკების იდენტიფიკაცია [12].

კითხვა: გავლენას ახდენს თუ არა მამის ასაკი შვილის ჯანმრთელობაზე?
პასუხი: დიახ, ასაკის მატებასთან ერთად იზრდება სპერმაში მუტაციების რაოდენობა და ზოგიერთი ნეიროდეველოპმენტური რისკი [8].

კითხვა: საჭიროა თუ არა საქართველოში ასეთი სკრინინგი?
პასუხი: მაღალი რისკის ოჯახებში სკრინინგი რეკომენდებულია საერთაშორისო გაიდლაინებით [10].

დასკვნა — საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტივით

მამისგან გადაცემული გენეტიკური თვისებების გააზრება წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრევენციული სტრატეგიების საფუძველს. პასუხისმგებლიანი პოლიტიკა გულისხმობს ოჯახური ისტორიის სისტემურ შეგროვებას, ხელმისაწვდომ გენეტიკურ კონსულტაციას და ხარისხიან ლაბორატორიულ ინფრასტრუქტურას. ინფორმირებული საზოგადოება უკეთ მართავს რისკებს, რაც საბოლოოდ ამცირებს დაავადებათა ტვირთს და აუმჯობესებს მოსახლეობის ჯანმრთელობას.

წყაროები

  1. Pierce BA. Genetics: A Conceptual Approach. 7th ed. New York: W.H. Freeman; 2020. https://www.macmillanlearning.com
  2. Strachan T, Read A. Human Molecular Genetics. 5th ed. New York: Garland Science; 2018. https://www.routledge.com
  3. Khera AV, et al. Genetics of coronary artery disease. Nat Rev Cardiol. 2020;17:263–275. https://www.nature.com
  4. Kong A, et al. Rate of de novo mutations and the importance of father’s age. Nature. 2012;488:471–475. https://www.nature.com
  5. Nussbaum RL, et al. Thompson & Thompson Genetics in Medicine. 8th ed. Philadelphia: Elsevier; 2016. https://www.elsevier.com
  6. Soubry A. Epigenetic inheritance and paternal effects. Nat Rev Endocrinol. 2018;14:542–554. https://www.nature.com
  7. Nordestgaard BG, et al. Familial hypercholesterolaemia. Eur Heart J. 2013;34:3478–3490. https://academic.oup.com
  8. Malaspina D, et al. Paternal age and psychiatric disorders. Am J Psychiatry. 2005;162:1826–1832. https://psychiatryonline.org
  9. Lloyd-Jones DM, et al. Family history and cardiovascular risk. JAMA. 2004;291:2204–2211. https://jamanetwork.com
  10. World Health Organization. Genomics and World Health. https://www.who.int
  11. Centers for Disease Control and Prevention. Genomics and Health. https://www.cdc.gov
  12. National Institutes of Health. Genetic Testing. https://www.nih.gov
  13. Manolio TA, et al. Family history in the era of genomic medicine. N Engl J Med. 2009;360:195–203. https://www.nejm.org
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights