ოთხშაბათი, მაისი 27, 2026

სანამ ეს წამლები საქართველომდე მოაღწევს, ვიღას უნდა ვუმკურნალოთ? დღეში ოფიციალურად 60 ადამიანს…

05/11/2021

სანამ ეს წამლები საქართველომდე მოაღწევს, ვიღას უნდა ვუმკურნალით?! დღეში ოფიციალურად 60 და არაოფიციალურად 200 ადამიანს ვკარგავთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიროგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„ფარმაკომპანიებმა დაიწყეს ახალი პაექრობა (ისე, კარგია ჩვენთვის, რაც უფრო ბევრი არჩევანი იქნება, ფასიც მით უფრო დაბალი იქნება).

გუშინ იყო “მერკის” ახალი კოვიდ პრეპარატი, დღეს უკვე “ფაიზერმა” გამოაცხადა, რომ მათაც აქვთ ახალი კოვიდ წამალი. ცნობისათვის, მალე კიდევ 5 დიდი ფარმა კომპანია გამოაცხადებს თავიანთ სიახლეებს.

როგორც წინასაახალწლოდ გაცნობეთ, 2021 წელი იქნება კოვიდ ვაქცინების და კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტების წელი და აგერ, ბატონო.

მაგრამ სანამ ეს წამლები საქართველომდე მოაღწევს, ვიღას უნდა ვუმკურნალით?! დღეში ოფიციალურად 60 და არაოფიციალურად 200 ადამიანს ვკარგავთ.

საქართველოში უკვე არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა/წამალი, გერმანიაში შექმნილი, ამერიკაში დამზადებული, სახელად – ფაიზერის ვაქცინა! დრიზე აიცერით,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/sanam-es-tsamlebi-saqartvelomde-moaghtsevs-vighas-unda-vumkurnalot-dgheshi-ofitsialurad-60-adamians-vkargavt-giorgi-fkhakadze-%e2%80%8b/


ვირუსის ახალი ვარიანტები წამოვა, უფრო ვერაგი იქნება, ვიდრე „დელტა“ – გიორგი ფხაკაძე

16/09/2021

ვირუსის ახალი ვარიანტები წამოვა, უფრო ვერაგი იქნება, ვიდრე „დელტა“ – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ვიდეოჩართვისას საუბრობს.


მისი თქმით, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, გაცემული რეკომენდაციების დაცვა და ვირუსთან ბრძოლაა.

„ეს ვირუსი კარგა ხანს იქნება. ახალი მუტაციები, ახალი ვარიანტები წამოვა, სამწუხაროდ. უფრო ვერაგი იქნება, ვიდრე დელტა ვარიანტი, ამას უნდა შევეგუოთ. ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვებრძოლოთ და შევეგუოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას. სხვა გზა არ არსებობს. თუ ჩვენ ჩავკეტეთ და გავხსენით უაზროდ, ქვეყანას დავღუპავთ; ფინანსურად, მენტალურად. რა უნდა გააკეთოთ: გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, მაქსიმალურად შეეცადეთ და დისტანცია დაიცავით“, – განაცხადა ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/virusis-akhali-variantebi-tsamova-ufro-veragi-iqneba-vidre-delta-giorgi-fkhakadze/


გიორგი ფხაკაძემ განმარტა, ვინ ვერ გაიკეთებს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას

01.02.2021 Imedinews


პროფესორმა, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ რადგან კვლევა არ ჩატარებულა 18 წლამდე ბავშვებზე, 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე და ორსულებზე, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მათ არ აცრიან.

„არ არსებობს დედამიწაზე წამალი, რომელსაც უკუჩვენება არ აქვს, ეს ნორმალური პროცესია. აქ საუბარია, რამხელაა ეს უკუჩვენება. ახალი ვაქცინაა, მასზე ბევრი ინფორმაცია არ ვიცით, მაგრამ რაც ვიცით ესაა ისრაელის მაგალითი, სადაც მთელი ინფორმაციაა ამაზე შეგროვებული, თუ ვისთან რა გვერდითი მოვლენები გამოიწვია. სასიხარულოა ის, რომ არ არის ისეთი დიდი გვერდითი მოვლენები როგორიც ეგონათ თავიდან.

პრაქტიკულად, სისტემა დაიხვეწა და კიდევ უფრო დაიხვეწება, სანამ საქართველოში მოსახლეობამდე იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინაცია, უკვე მაგ დროისათვის, ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია გვექნება მასზე. პირველი, რაც ჩვენ ამ ეტაპზე ვიცით, რომ ვაქცინაცია, ჯერჯერობით, არ შეიძლება ბავშვებისათვის, იგულისხმება 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ვინაიდან მათზე კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. ასევე, არ ვიცით ფეხმძიმე ქალებზე და 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, შეიძლება თუ არა ვაქცინაცია, ვინაიდან არც მათზე ჩატარებულა ჯერ კვლევები“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს.

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/184440/giorgi-pkhakadzem-ganmarta-vin-ver-gaiketebs-covid19is-satsinaagmdego-vaqtsinas

„ვაქცინა სანამ საქართველოში მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მანამდე ყველანაირი ინფორმაცია…“

01/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ რადგან, ჯერჯერობით, კვლევა არ ჩატარებულა 18 წლამდე ბავშვებზე, ორსულებსა და 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, მათთვის ვაქცინის გაკეთება არ არის შესაძლებელი.


„არ არსებობს დედამიწაზე წამალი, რომელსაც უკუჩვენება არ აქვს, ეს ნორმალური პროცესია. აქ საუბარია, რამხელაა ეს უკუჩვენება. ახალი ვაქცინაა, მასზე ბევრი ინფორმაცია არ ვიცით, მაგრამ რაც ვიცით. ეს არის ისრაელის მაგალითი, სადაც მთელი ინფორმაციაა ამაზე შეგროვებული, თუ ვისთან რა გვერდითი მოვლენები გამოიწვია“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


მისი თქმით, სასიხარულოა ის, რომ არ არის ისეთი დიდი გვერდითი მოვლენები როგორიც ეგონათ თავიდან.


„პრაქტიკულად, სისტემა დაიხვეწა და კიდევ უფრო დაიხვეწება, სანამ საქართველოში მოსახლეობამდე იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინაცია, უკვე მაგ დროისათვის, ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია გვექნება მასზე. პირველი, რაც ჩვენ ამ ეტაპზე ვიცით, რომ ვაქცინაცია, ჯერჯერობით, არ შეიძლება ბავშვებისათვის, იგულისხმება 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ვინაიდან მათზე კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. ასევე, არ ვიცით ფეხმძიმე ქალებზე და 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, შეიძლება თუ არა ვაქცინაცია, ვინაიდან არც მათზე ჩატარებულა ჯერ კვლევები”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ვინ მიჯერებს… ვინ მისმენს? – რა ხდება რუსეთში, რას ამბობსბს მოსკოვში მომუშავე ქართველი ექიმი?

21/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ამას როდის ვამბობდი

ვინ მიჯერებს… ვინ მისმენს …“- წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


ნახეთ ლინკი:


რუსეთში “ინდური შტამის” აფეთქებაა – რა ვითარებაა ადგილობრივ კლინიკებში და რას ყვება მოსკოვში მომუშავე ქართველი ექიმი

https://www.ambebi.ge/article/261373-rusetshi-induri-shtamis-apetkebaa-ra-vitarebaa-a/?fbclid=IwAR28-f2ahWC_rrk56clwQxa7EmuSsXusYcrU0T_u3eEpnWN-6R55yAWa-d0



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze





„არ მუშაობს ეს წამალი, მეტი რა უნდა გითხრათ!“ – გიორგი ფხაკაძე

12/01/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„საქართველოში ხომ ხმარობდნენ ამ პრეპარატებს, არ ვიცი ახლა თუ იყენებენ. გეუბნებით, – დაწყნარდით, გეუბნებით ხალხნო, დაწყნარდით, ყველაზე კარგი წამალი არის რა?! – პოზიტივი… დღეში, შვიდი და ათი ათასი ნაბიჯი ფეხით სიარული.


დაახლოებით ერთი საათი სუფთა ჰაერზე სეირნობა. შეამცირეთ, მარილი, შაქარი, გამოხატეთ მეტი პოზიტიური ენერგია. მნიშვნელოვანი რაცაა, პირბადე და ორმეტრიანი დისტანცია, აი, ასე თუ ავიცილებთ ვირუსს და ავაშენებთ, ქვეყანას. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ ქვეყნის აშენებას, მოვითხოვოთ ქვეყნის გახსნა. მოვითხოვოთ ოღონდ არა მკაცრად.


ვაიმე ეს „მოლნუპირავირზე“ ამოვიდა ყელში… ხალხო, ეს არის ჩვეულებრივი ფარმაკომპანიების, როგორც „რემდესივირი“, ამ პრეპარატზე ჩემი პასუხი, ხომ იცით რაც არის… „რემდესივირი“ არის ფულის გასაკეთებელი მანქანა. პრეპარატი „მოლნუპირავირი“, ისევე როგორც „რემდესივირი“ კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტური საშუალება არ არის. არ მუშაობს ეს წამალი, მეტი რა უნდა გითხრათ! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება, – არ მუშაობს. „ქლოროფინი“ დაგავიწყდათ?! – მე როდის ვიძახოდი, არ ვარგა ეს წამალი, მერე ამოიღეს ხმარებიდან, – განაცხადა გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართავში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



ოცნებები ზოგჯერ სრულდება – გიორგი ფხაკაძე

15/12/2021


„უმაგრესი ამბავი სამედიცინო პირბადე 9 თეთრად“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.

მისი თქმით, სამედიცინო პირბადე მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომია.

„მაღალი ხარისხის და დაბალ ფასში და რაც მთავარია მთელი ქვეყნის მაშტაბით

მოითხოვეთ ფხაკაძის პირბადე 9 თეთრად

ოცნებები ზოგჯერ სრულდება“, -წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/otsnebebi-zogjer-sruldeba-giorgi-fkhakadze/


როგორ გაიარა კომპანია „რესპირატორი“ -ს წარმოებულმა სამედიცინო პირბადემ ესპანეთში, ევროკავშირში…

08/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



როგორ დაიწყო, საქართველოში ევროპული სტანდარტის სამედიცინო პირბადის წარმოება?!

რამდენი ტექნიკური დეტალი ახლავს სამედიცინო პირბადის წარმოებას?!

რითი განსხვავდება სამედიცინო და არასამედიცინო პირბადე ერთმანეთისგან?!

როგორ გაიარა კომპანია „რესპირატორი“ -ს წარმოებულმა სამედიცინო პირბადემ ესპანეთში, ევროკავშირში აკრედიტებულ ლაბორატორიაში, წარმატებით ტესტირება და როგორ მიენიჭა?!


როგორდაიწყო, საქართველოშიევროპულისტანდარტისსამედიცინოპირბადისწარმოება?!

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159880936225579



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.


კომპანია „რესპირატორი“ დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება – ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„კომენტარებში გამომიგზავნეთ სურათები და ქვითრები- ,,ფხაკაძის ხარისხის მართვის სამსახური”

22/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელით პირბადეების ხარისხის კონტროლზე წერს – მოსახლეობა მიმართავს, – მოქალაქეებს მოუწოდებს, პირბადის შეძენისას მას გაუგზავნონ მისი ფოტო, დანიშნულება და შეძენის ადგილის შესახებ ინფორმაცია.


„მეგობრებო , დავიწყეთ,
,,ფხაკაძის ხარისხის მართვის სამსახური “,
პირბადე – ,,BOENMED”,
გთხოვთ, ამ პოსტში დაწერეთ მხოლოდ ამ პირბადის შესახებ. სხვა პირბადეების შესახებ ამ პოსტში არ დაწეროთ, რომ არ აირიოს ინფორმაცია,
გამომიგზავნეთ სურათები, ქვითრები,კომენტარები მხოლოდ ამ პირბადის შესახებ
სად იყიდეთ,
რა ფასად იყიდეთ,
როდის იყიდეთ,
და ასე შემდეგ,
საღამოს ერთად შავაჯამოთ შედეგი,
ავერსი ფარმა – Aversi Pharma”.

გიორგი ფხაკაძემ რამდენიე დღის წინ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, – სააფთიაქო ქსელები GPC და Pharmadepot ჩვეულებრივ პირბადეებს სამედიცინო პირბადის სახით ყიდიან და ამით მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„საავადმყოფოებში ხელების და ფეხების დაბანა ვერ მოაგვარეს და კორონას მიხედავენ?! ისე ვირთხები როგორც

11/04/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება:


„ამას ვამბობ უკვე 2 თვე (რამდენი ილანძღებოდა და სახუმარო კონენტარი დაწერა, ეხლა იხუმრეთ!) რომ ნოემბერში საქართველოში კოვიდის მირიგი ტალღის აფეთქება იქნება

რადგანაც დღეს უკვე ოფიციალურად პრო-სახელმწიფო რუპორი ამაზე ალაპარაკდა (მათ ხომ იცუან რეალური სტატისტიკა ქვეყანაში) ეს ნიშნავს რომ უფრო ნძიმეა სურათი ვინდრე გვიხატავენ

სავარაუდოთ რეანიმაციული განყოფილებების გადატვირთვა ნოემბრის მე-3 კვირისთვის უნდა მოველოდოთ.

ეხლა კითხვა: მზად ვართ?


პასუხი: არა

პ.ს: საავადმყოფოებში ხელების და ფეხების დაბანა ვერ მოაგვარეს და კორონას მიხედავენ?! ისე ვირთხები როგორც დარბოდნენ ისევ ისე დარბიან…“



ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე წერს:

COVID პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება მსოფლიოშიც და საქართველოშიც. ბოლო თვეებში მსოფლიოში აღინიშნებოდა COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების კლების ტენდენცია, თუმცა კვლავ ფიქსირდება ყოველდღიურად 300-400 ათასი ახალი შემთხვევა და 1000-დან 1500-მდე გარდაცვალება. ბოლო კვირეებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში (გერმანია, იტალია, საფრანგეთი და სხვ.) იზრდება კორონავირუსით დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა და უახლოეს კვირეებში მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი ტალღა, რომელიც ომიკრონის შტამის ახალი ქვევარიანტით (სავარაუდოდ BQ.1.1) იქნება გამოწვეული. რამდენად გამართლდება ასეთი პროგნოზი, ჯერ უცნობია. საქართველოში ოქტომბრის თვეში ფიქსირდებოდა COVID ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია – საშუალოდ 200-დან 500-მდე ახალი შემთხვევა დღეში.


რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში უკვე მე-7 თვეა სტაბილურად ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე შემდგომი კლების ტენდენციით. ასე მაგალითად: ბოლო კვირაში იყო 3 გარდაცვალება, ხოლო ბოლო 1 თვის განმავლობაში – სულ 13 გარდაცვალება, ანუ ორ დღეში 1 გარდაცვალებაზე ნაკლები.


სადღეისოდ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სისტემის მიერ. უკლებლივ ყველა პაციენტს მიეწოდება დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ჩვენებების შემთხვევში ხდება მათი პროაქტიური მკურნალობა ყველაზე თანამედროვე მეთოდებით და მედიკამენტებით (პაქსლოვიდი, რემდესივირი, დექსამეტაზონი, ბარიციტინიბი, ტოცილიზუმაბი და სხვ.).


სწორედ ამის შედეგია, რომ ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, მათ შორის ბოლო 1 თვის მონაცემებითაც ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები (50 გარდაცვალება ბოლო 7 თვეში და 3,3 გარდაცვალება ბოლო ერთ თვეში) ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, როგორიცაა აშშ (255 გარდაცვალება ბოლო 7 თვეში და 29 გარდაცვალება ბოლო 1 თვეში 1 მილიონ მოსახლეზე), დიდი ბრიტანეთი (404 გარდაცვალება და 47 გარდაცვალება), გერმანია (277 გარდაცვალება და 43 გარდაცვალება), საფრანგეთი (222 გარდაცვალება და 28 გარდაცვალება), ისრაელი (138 გარდაცვალება და 8 გარდაცვალება), ფინეთი (615 გარდაცვალება და 105 გარდაცვალება), შვედეთი (217 გარდაცვალება და 41 გარდაცვალება), დანია (280 გარდაცვალება და 46 გარდაცვალება), იაპონია (149 გარდაცვალება და 15 გარდაცვალება), სამხრეთ კორეა (252 გარდაცვალება და 15 გარდაცვალება), ავსტრალია (368 გარდაცვალება და 17 გარდაცვალება), ლიტვა (223 გარდაცვალება და 33 გარდაცვალება ), ლატვია (258 გარდაცვალება და 36 გარდაცვალება), ესტონეთი (210 გარდაცვალება და 44 გარდაცვალება), ავსტრია (555 გარდაცვალება და 25 გარდაცვალება) და სხვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის ძირითადი ინდიკატორი – COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი – ე.წ. CFR (Case fatality rate) საშუალოდ მთელი პანდემიის მანძილზე (და არა ბოლო 7 თვეში) 1%-ზე ნაკლებია (0.94%), რაც მსოფლიოს 111 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია.


მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება, გვიან შევიდნენ ან საერთოდ არ შესულან კომუნიკაციაში ექიმთან და შესაბამისად დაგვიანებით მიმართეს COVID კლინიკას. პრაქტიკულად არცერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში მიმართეს ექიმს და ასრულებდნენ მის რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ პაქსლოვიდს ან რემდესივირს, ლეტალური შედეგი არ დამდგარა.


შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში პრაქტიკულად მიაღწია COVID-ის, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის მართვას. რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა, მისი ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე პრაქტიკულად არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციების, მაგალითად გრიპის, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის და სხვ. ეპიდემიებით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს.


მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID- კლინიკას და COVID-19-ით ყველა პაციენტს, პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი ან რემდესივირი. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID-19-ით პაციენტის სიცოცხლეს.


მინდა ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელოს COVID ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით.“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze







შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights