ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

„ინდური შტამი უკვე 20 ქვეყანაშია – არის ძალიან საშიში – შესაძლებელია, საქართველოშიც“

27/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციაზე გვესაუბრა:

„უკვე 20 ქვეყანაშია გავრცელებული ინდური შტამი. შესაძლებელია, უკვე საქართველოშიც იყოს შემოსული ინდური შტამი.

მსოფლიოში უმძიმესი მდგომარეობაა. მკაცრად ვაკონტროლოთ რეგულაციები. ჩავხედოთ ვირუსს თვალებში, დღეს ვირუსი არის ჩვენი ნომერი პირველი მტერი და ვებრძოლოთ მას. ვაქცინის პრობლემა მთელს მსოფლიოშია!


ვაქცინები, რომლებიც დღეს გვაქვს, საჭიროებენ 5-6 თვეში განმეორებით გაკეთებას ერთი დოზის, იქაც მე ვიყავი პირველი, ვინც იკითხა, სად არის მესამე დოზა? ახლა რომ გაუკეთებ ადამიანს ორ დოზას და 5 თვეში კიდევ ერთი დოზა რომ სჭირდება, სად არის ის დოზა? არც არავინ საუბრობს ამაზე და არც ვაქცინაციის გეგმაშია გაწერილი. ან, როგორ უნდა ავცრათ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტი?რომც ავცრათ, ამით მოსახლეობის მხოლოდ 30 პროცენტს ვიცავთ, – არც ამას ამბობს ვინმე. ვამბობდი, ზამთარში არ დაიწყებოდა ვაქცინაცია, – ასრულდა! ვამბობდი, – წლის ბოლომდე 60 პროცენტს ვერ ავცრიდით და ესეც ასე იქნება.


თავიდან გვქონდა მხოლოდ ვუჰანური შტამი, – „ბაბუას“ ვეძახი. ყველა ლაბორატორია კვლევებს ატარებდა სწორედ ამ ვუჰანურ შტამზე, ვაქცინებიც შეიქმნა ვუჰანურ შტამზე. ზოგადად, ვირუსი მუტაციას როცა განიცდის, ვიცით და მეცნიერება როგორც ამბობს, ვირუსის 500 მუტაცია შეიძლება გვქონდეს კვირაში. პირველი მუტირებული აგრესიული შტამი იყო ბრიტანული შტამი და იყო აგრესიული, – ვუჰანური ვირუსი გავრცელდა ცხოველიდან ადამიანზე, ბრიტანული შტამის პირობებში ვირუსი ადაპტირდა და ბევრად კომფორტულად გრძნობს თავს ადამიანში, ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება და მეტად გადამდებიცაა. ბრიტანული შტამი უკვე მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. გვაქვს სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი, რომელთა წინააღმდეგ არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს. არც ერთი ის ვაქცინა, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, უკვე ვერ გვიშველის. ყველა ვაქცინა მუშაობს ვუხანის ვირუსის წინააღმდეგ და მეტნაკლებად ბრიტანული შტამის წინააღმდეგ.


„ვუჰანური შტამის“ შემდეგ იმუნიტეტი თუ რჩებოდა 5 თვე ორგანიზმში, ინდური შტამის შემთხვევაში, იმუნიტეტი არ მოქმედებს, ეგრევე შეიძლება მოხდეს რეინფიცირება.

ისრაელმა (ფაიზერი) და დიდმა ბრიტანეთმა (ასტრაზენეკა) მოსახლეობის 60 პროცენტი აცრა. ვნახეთ, რომ ორივე ვაქცინა მოქმედებს ბრიტანულ შტამზე, ორივემ შეამცირა სიკვდილობა, ეს ძალიან კარგია და ვიყავი ძალიან გახარებული. პირველი ცუდი სიგნალი წამოვიდა საახალწლოდ, როცა ასტრაზენეკას ვაქცინამ არ იმოქმედა სამხრეთ აფრიკულ შტამზე, სამხრეთ აფრიკამ ვაქცინა უკან დაუბრუნა ასტრაზენეკას, მხოლოდ 20 პროცენტიანი დაცვა აღმოაჩნდა ამ შტამთან მიმართებაში, თითქმის არ იცავდა. ისრაელში რეინფიცირების შემთხვევები წამოვიდა სამხრეთ აფრიკული შტამით, ვერც ფაიზერი მუშაობს სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ.

უბედურება ისაა, რომ ეს ახალი შტამები მოდის, უკვე თურქეთში არის დაფიქსირებული ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამი. ჩვენ საზღვრები ღია გვაქვს ამ ქვეყნებთან, რუსებს და ინდოელებს აქვთ მიმოსვლა ერთმანეთთან და ჩვენ ღია გვაქვს საზღვარი რუსეთთან. რომ ჩავკეტეთ ინდოეთთან, ირიბი გზით ხომ შემოდიან მაინც ინდოეთში ნამყოფები სხვა ქვეყნებიდან? გესმნით, რა არის საშიშროება?


ვაქცინებში – „ატრაზენეკა“ და Johnson&Jonson მილიარდებია ჩაყრილი, არ ვარგა ეს ორი ვაქცინა!


ფაიზერსაც აქვს იგივე პრობლემები თრომბოზთან დაკავშირებით, ასევე მოდერნასაც,
„ჩინური ვირუსი“ როცა გავრცელდა, ვაქცინები – ფაიზერი, ასტრაზენეკა, Johnson&Jonson, მოდერნა მუშაობდნენ, ასევე ჩინური და რუსული ვაქცინაც. დაახლოებით 5-6 თვის წინ ვირუსმა განიცადა მუტაცია. ერთ-ერთი მულტირებული ვირუსი გაჩნდა ბრიტანეთში, ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ფაიზერი და ასტრაზენეკა მეტ-ნაკლებად მუშაობს. ჩინური ვაქცინა არ მუშაობს ბრიტანული შტამის წინააღმდეგ. წამოვიდა უკვე სამხრეთ-აფრიკული შტამი, ვირუსი შეიცვალა და გახდა სხვანაირი, არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს ამ ვირუსის წინააღმდეგ. უსაშინლესი აფეთქებაა ინდოეთში, კატასტროფა ხდება, ძირითადად ახალგაზრდები იღუპებიან! არც ერთი ვაქცინა ინდური ვაქცინის წინააღმდეგ არ მუშაობს.


ისრაელში ჩატარდა კვლევა, რა უკუჩვენებები აქვს ვაქცინებს! ყველა, ვინც არის რეინფიცირებული, არის ძირითადად ბრაზილიური შტამით, ფაიზერი და ასტრზენეკა ვერ მუშაობს ბრაზილიური და სამხრეთ-აფრიკული შტამების წინააღმდეგ.
არის სამი ძალიან საშიში ბრაზილიური, სამხრეთ-აფრიკული და ინდური შტამები! ეს ვაქცინები არ მუშაობენ ამ შტამების წინააღმდეგ! ეს ყველამ იცის!
იცით, რომ ვაქცინაციის შემდეგ 6 თვის შემდეგ ისევ ხელახლა არის გასაკეთებელი ერთი ნემსის ანუ მესამე დოზაა საჭირო. ფაიზერი მაგალითად“.


ინდოეთში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელმაც ორმაგი მუტაცია განიცადა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, არის თუ არა ახალი სახეობა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის მიზეზი.
ქვეყნის 18 შტატში დაფიქსირებულია კორონავირუსის ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამებიც. ინდოეთი სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 323 144-ით გაიზარდა.

ლინკი: https://www.reuters.com/world/india/india-posts-323144-new-covid-19-cases-2021-04-27/?fbclid=IwAR1LFnV07GD24Y12g2P85gbpXV8nINv5LE6Id_kDYyrVRrqrn9hmrN2o570


ვირუსს ბოლო 24 საათში კიდევ 2 771 ადამიანი ემსხვერპლა.


ქვეყანაში ცოტა ხნის წინ საერთაშორისო დახმარება ჩაიტანეს, მათ შორის ჟანგბადის სისტემები, მართვითი სუნთქვის აპარატები და ანტივირუსული მედიკამენტები.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში ინფიცირების 17 მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 198 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ინფიცირების შემთხვევათა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია.
კორონავირუსი გარდაცვლილთა მასობრივი კრემაცია ინდოეთში მიმდინარეობს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ეს არის ერთი ძალიან ცუდი ამბავი, მაპატიეთ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა – რის შესახებ საუბრობს გიორგი

23/10/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე რუსეთში წარმოქმნილ ახალ შტამთან დაკავშირებით საუბრობს.


როგორც ფხაკაძე ამბობს, ეს არის შტამი, რომელსაც რუსები დელტა პლუსით მოიხსენიებენ, თუმცა უფრო სწრაფად ვრცელდება. ამის შესახებ ფხაკაძემ ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა.

„რუსეთში არის ახალი შტამი. ისინი ეძახიან დელტა პლუს შტამს, თუმცა ის არის რუსული შტამი. უფრო სწრაფად ვრცელდება. რა ინფორმაციაც გვაქვს, იგივე ვარიანტია, თუმცა ფრო სწრაფად ვრცელდება. ძალიან ფრთხილად ნდა ვიყოთ. მე მას დავარქევდი რუსულ ვირუსს.

სხვათა შორის, დიდ ბრიტანეთშიც არის გავრცელებული. ლოკალური აღარ არის. ეს არის ერთი ძალიან ცუდი ამბავი, მაპატიეთ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-aris-erti-dzalian-tsudi-ambavi-mapatiet-magram-simartle-unda-vtqva-ris-shesakheb-saubrobs-giorgi-fkhakadze/


გიორგი ფხაკაძე – „სასწაული” მკურნალობა ანადგურებს სიმსივნეებს კიბოთი დაავადებულ პაციენტებში“

24/09/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ახალი ჰერპესის “სასწაული” მკურნალობა ანადგურებს სიმსივნეებს ტერმინალურად კიბოთი დაავადებულ პაციენტებში.
გენეტიკურად შემუშავებული ვირუსი შეჰყავთ პირდაპირ სიმსივნეში, სადაც ის მრავლდება, რაც იწვევს უჯრედების შიგნიდან აფეთქებას. უმაგრესი ამბავია! ჯანმრთელობას გისურვებთ…“


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/09/giorgi-phkhakadze-sastsauli-mkurnaloba-anadgurebs-simsivneebs-kibothi-daavadebul-patsientebshi/



„პირველად განგაში ატეხეს ინდოეთში – ძალიან ბევრი რეპროდუქციული კლინიკაა, სადაც პირველად აღმოაჩინეს…“

14/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ყველა ხუმრობაში ბევრი რაღაც არის სიმართლე. სიმართლე ნამდვილად არის ის, რომ არაერთი კვლევა ჩატარდა. პირველად განგაში ატეხეს ინდოეთში, იქ არის ძალიან ბევრი რეპროდუქციული კლინიკა, სადაც პირველად აღმოაჩინეს, რომ ვინც გადაიტანა კოვიდი (ყველაზე არ არის საუბარი) უშვილობის პრობლემა აქვთ.

რამდენიმე კვირის წინ დავწერე, ძალიან მიხაროდა, Johnson & Johnson-ის ვაქცინამ გაიარა დროებითი აკრედიტაცია აშშ-ის წამლის სააგენტოში, მაგრამ სამწუხაროდ, რაღაც პრობლემები აღმოჩნდა და აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალურმა უწყებებმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაცია გასცეს. ასევე შაჩერდა აქტივობები ევროპაში.


ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ჩვენთვის. უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია და კომპანია არის ღია და გამჭვირვალე. რამე პრობლემის შემთხვევაში ინფორმაცია არის საჯარო.

საქართველოში ისეთი კომპანებიდან უნდა შემოვიტანოთ წამლები, რომლებიც არიან გამჭვირვალე და არ დამალავენ ინფორმაციას. რაც მთავარია, ძლიერი მარეგულირებლის მიერ ექნება კონტროლი…“ – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.


ვიდეო – https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10160117033590579



აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალურმა უწყებებმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაცია გასცეს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, ვაქცინაციის შემდეგ ექვს ადამიანს თრომბები განვითარდა. წერს Euronews-ი .
მანამდე ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრის შემდეგ თრომბი ოთხ ადამიანს განუვითარდა.
აშშ-მა Johnson-ის მიერ წარმოებული ვაქცინის 6.8 დოზა მიიღო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




„ასე არ შეიძლება! თქვენ ხალხი გიყურებთ- ტელეკომპანია იმედზე გადაცემა პრაიმშოუ ვაქცინებთან…

23/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე:


-„ბევრი ადამიანი აკეთებს კომენტარს ვაქცინებზე და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე…. ყველამ მიხედოს თავის სპეციალობას, – ინტერნეტში ნანახი ნიუსებით ნუ აკეთებთ განცხადებებს!


ჟურნალისტებსაც მივმართავ, – თქვენ ხალხი გიყურებთ და ამიტომ გაქვთ პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, – პური აცხობინეთ მეპურეს, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ექსპერტი ალაპარაკეთ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, დარგობრივი ექიმები თავიანთ სპეციალობაზე და დარგზე. – ასე დალაგდება ყველაფერი და თავ-თავისი ადგილი ექნება მიჩენილი.


ან რა იყო ტელეკომპანია იმედზე გადაცემა პრაიმშოუ ვაქცინებთან დაკავშირებით? ასე არ შეიძლება!

ლინკი: https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=314223590376247


არც ერთ ჩვენს ქართველ ექიმთან პრობლემა არა მაქვს. პირიქით, მიხარია, რომ წარმატებულები არიან თავიანთ სფეროებში, მაგრამ მათ შეეკითხეთ ის საკითხები, რომელიც მათთან მიმართებაში იქნება სწორი – რაც მათი სფეროა, იმაზე ალაპარაკეთ და არა საზოგადეობრივ ჯანდაცვაზე. თვალის ექიმი და გინეკოლოგი რომ შევადაროთ, ისეთია, თვალი თუ გტკივათ, გინელოკოგთან წახვალთ?


საქართველოში არის რამდენიმე ადამიანი, ვისაც აქვს კომპეტენცია ჯანდაცვის საკითხებში და ძალიან დიდ პატივს ვცემ, მათ ესაუბრეთ, ყველას ნუ აალაპარაკეთ საზოგადეობრივ ჯანდაცვაზე“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


მომეწონა, პირველი რაც ვთქვი, იყო „ვაუ“ … ეს იყო პირველი ემოცია – გიორგი ფხაკაძე თბილისში ჩამოსვლის

01/10/2021

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.


„ახლა უკან რომ ვიხედები, მიკვირს, ნუთუ მე, ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა ამდენი შევძელი… მიკვირს, ნეპალში დაკიდებულ აღმართზე, უფსკრულის პირას საცალფეხო ბილიკზე უშიშრად მიმავალს, როგორ არ მეშინოდა ფეხის დაცდენის… თავში როგორ მომდიოდა ის აზრი, რომ კვლევები მეწარმოებინა იქ, სადაც ჯერ კიდევ ხალხი ხეზე ცხოვრობდა.

დიდი გზა გავიარე, რთული და საინტერესო გზა, სულ უფსკრულის პირას ვიარე… დანაღმულ ველზე… გაუკვალავი გზებით ვიარე ქუთაისიდან ჟენევამდე“…

გიორგი ფხაკაძემ ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემა თუ გადაწყვიტა, ალბათ, სქელტანიან შემოქმედებას ეს პროლოგი დაამშვენებდა.


ორწლიანი განშორების შემდეგ, უკვე მეორე დღეა, რაც ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, სამშობლოშია. ის „პრაიმტაიმს“ საკუთარ ემოციებზე უყვება.

„მაინტერესებდა, რა შეიცვალა. ყოველთვის რაღაც სიახლეს ელოდები. პირველ რიგში, უყურებ გზას. აეროპორტიდან რომ წამოვედი, გზა განსაკუთრებით მომეწონა. ბავშვობიდან მახსოვს, ძალიან მაღალი მონუმენტი რომ არის, („ადამიანი და მზე“) 80-იანი წლებიდან საშინელ მდგომარეობაში იყო, ეს იყო პირველი ემოცია, მონუმენტი ლამაზ მდგომარეობაში რომ დავინახე, მომეწონა. პირველი რაც ვთქვი, იყო – ვაუ.

მომეწონა განათებული თბილისი. მოდი ასე ვთქვათ, იგივე თბილისია, იგივე ხალხია. ბოლო 2 წელიწადში პატარ-პატარა ცვლილებები შევამჩნიე. ადრე 3-6 თვით მოვდიოდი და ცვლილებებს ვერ ვხედავდი, ახლა 2 წლის შემდეგ ეს დავინახე. ახალი შენობებია, ავტობუსის ზოლი მომეწონა ძალიან. ველობილიკები მომეწონა ძალიან, ეს არის ევროპა. ვაკემდე ჯერ ვერ მივედი“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე „პრაიმტაიმთან“ მიცემულ ინტერვიუში.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/mometsona-pirveli-rats-vtqvi-iko-vau-es-iko-pirveli-emotsia-giorgi-fkhakadze-tbilisshi-chamosvlis-pirvel-emotsiaze/



გიორგი ფხაკაძე – “ვერ არის საქმე კარგად…”

26/11/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:


„ვერ არის საქმე კარგად
გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდ ვარიანტი B.1.1.529 – ოფიციალური სახელი ალბათ ამ დღეებში ექნება სავარაუდო სახელით “ნუ” Nu.
სამხრეთ აფრიკული ახალი მუტანტი აღმოაჩინეს რომელიც შესაძლოა დელტაზე 30 ჯერ უფრო ძლიერი იყოს. ხვალ გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია,
ეს ვარიანტი უკვე გაცთა სამხრეთ აფრიკას და დაფიქსირდა მეზობელ ბოტსვანაში და შორეულ ჰონგკონგში.


რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ:
ძალიან სწრაფად ვრცელდება,
საკმაოდ ბევრი მუტაციები ააქვს,
შესაძლოა ამ ვარიანტს უფრო კარგად შეუძლია აუაროს ჩვენი იმუნური სისტემა და უფრო სწრაფად შეაღწიოს ორგანიზმში,
არსებულ ვაქცინებზე ეფექტურობის საკითხი იქნება ნათელი დაახლოებით 2 კვირაში.
რატომ არის ამდენი მუტაცია სამხრეთ აფრიკაში? იმიტომ რომ მოსახლეობის მხოლოდ 24% არის აცრილი და უმრავლესობა არის დაინფიცირებული… არ გაგონებთ არაფელს… ჩვენ ისე ვიზამთ რომ ქართულ ვარიანტსაც შევქმნით…:(
რაც უფრო ბევრია აუცრელი მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და მით უფრო ბევრი მუტაცია ჩნდება… ეს არის ევოლუციის კანონი (ვინც ბიოლოგია სკოლაში ისწავლეთ იმედია გახსოვთ, ვინც გააცთინეთ ეს გაკვეთილრბი ჯობია კომენტარების წერა არ დაიწყოთ, ნუ გაასაჯაროებთ თქვენს “განათლებულობას”).


რა უნდა ქნას სახელმწიფო ეხლა:
დროებით ჩაკეტოს შემოსვლა სამხრეთ აფრიკიდან, ბოტსვანიდან და ჰონკონგიდან
რა უნდა გააკეტოთ თქვენ:
მოიმარაგეთ სამედიცინო პირბადეები
ჯანმრთელობას გისურვებთ …”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/11/giorgi-phkhakadze-ver-aris-saqme-kargad/




ნახეთ სურათი, რომ იცოდეთ, ვიზუალურად როგორ შეიცვალა – გიორგი ფხაკაძე ახალ შტამზე

03/12/2021


ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალ შტამზე წერს.


„მეკითხებიან კორონავირუსის ახალ ვარიანტზე, ომიკრონზე. დღეს ვიცით, რომ დაზუსტებით არაფერი ვიცით, არის მხოლოდ ბევრი ვარაუდი.

როგორ გამოიყურება, უკვე ვიცით. ნახეთ სურათი, რომ იცოდეთ, ვიზუალურად როგორ შეიცვალა. რამდენად უფრო გადამდები, უფრო საშიში, უფრო სასიკვდილოა – ჯერ დაზუსტებით არავინ იცის. იმ კვირას იქნება პირველი მონაცემები. უფრო დაზუსტებული მონაცემები კი თვის ბოლოს.

ეს ახალი ვარიანტი უკვე ყველა კონტინენტზე დაფიქსირდა, გავრცელდა 30 ქვეყანაში (იხილეთ რუკა) და, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე ყველა ქვეყანაში იქნება. გიზიარებთ რამდენინე მიმდინარე კვლევის ამონარიდებს, გრაფიკას, რათა დაახლოებით ნახოთ, რომ ეს ვარიანტი, შესაძლოა დიდი გამოწვევა იყოს კაცობრიობისთვის.

პანიკა საჭირო არ არის, პირიქით, საყოველთაო მობილიზაცია უნდა იყოს, რომ მოვერიოთ ამ ვერაგ ვირუსს“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/nakhet-surati-rom-itsodet-vizualurad-rogor-sheitsvala-giorgi-fkhakadze-akhal-shtamze/


„ეს პენსიონრები გაუშვით სახლში, ხომ ხედავთ, რას გვიშვებიან? – როგორ შეიძლება მოუმზადებელი…

09/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„დღეს მინდა ვისაუბრო სკოლების გახსნაზე. დავამარცხეთ ჩვენ კოვიდი, თურმე, მოსახლეობას უკვე ჯოგური იმუნიტეტი აქვს, ალბათ, ან ყველა არის ვაქცინირებული? გილოცავთ ასეთ მაგარ გადაწყვეტილებას. მმართველმა გუნდმა ვერ გაუძლო წნეხს. მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რომელიც იმდენად უსუსურია, რომ შემრცხვა…. როცა მიხეილ სააკაშვილზე ვთქვი, რომ შეეშალა და შეცდომაში შეიყვანეს მალტასთან და ვაქცინებთან დაკავშრებით, – დამესია ხალხი, გამლანძღეს და დავისვენე, რადგან ზოგი არხის მაგის მერე აღარ მაშუქებს… ეს არის სახელმწიფოს რეალობა. გულღია სწორი ინფორმაციის გაჟღერება არავის უნდა.


მე როგორც ექიმი, ვხედავ, – ქვეყანა მიდის უფსკრულისკენ. როგორ შეიძლება, ადამიანმა 1 წელი ვერაფერი ისწავლო? ნოემბერი ყველას დაავიწყდა, ზაფხული ყველას დაავიწყდა, ვირუსი წავიდა, რეგულაციები დაალაგეთ? რა გახსნაზეა საუბარი?


რას ხსნით, ხალხო, გამაგებინეთ, სკოლებს ხსნით? -მთელ ევროპა შეშინებულია, რადგან აპრილში იქნება მესამე ტალღა. ჯინი გამოიპარა ყუთიდან, ეს ჯინი არის ბრიტანული, აფრიკული და ბრაზილიური ვირუსი. მუტირებული ვირუსი დაბოდიალობს ყველგან – ჩვენთანაც არის შემოსული, რატომ ვიტყუებთ თავს? ომი იყო ნოემბერში, განვცალკევდით, ახლა ვემზადებით და აპრილში იქნება შემდეგი შეჯახება, თუ ვიქნებით შეიარაღებული, ვერაფერს გვიზამს, თუ არ ვიქნებით შეიარაღებულნი გადაგვივლის ბოლომდე.


აუცილებელია მკაცრი რეგულაციები: -სამედიცინო პირბადე! ორმეტრიანი დისტანცია ! ხელების დაბანა სუფთა ტუალეტებში! უკლებლივ ყველა სკოლა უნდა იყოს სტერილური, როგორც საოპერაციო, რათა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა დაინფიცირებისაგან!სხვა შემთხვევაში, ჩათვალეთ, – ჩვენ შვილებს ვუშვებთ ფრონტის წინა ხაზზე!


გაიხსენებთ ჩემ სიტყვებს… რაც ვთქვი, რა, არ შესრულდა?! სუფთა მეცნიერებაზე დაფუნებულ ინფორმაციას გაწვდით – სხვა ქვეყნებს ვაძლევ რჩევებს და მიჯერებენ და საქართველოში – არა. ეს პენსიონრები გაუშვით სახლში, ხომ ხედავთ რას გვიშვებიან? ხომ უნდა მიხვდე, რომ ვერ აკეთებ, აღიარე და წადი რა.


რა ჭირს ამ ქვეყანას, რომ სიმართლის მთქმელი არავინ დარჩა, ყველა არის რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის წევრი, რა შუაში პოლიტიკა, როცა ბავშვზე ვაპარაკობთ?

ბევრს ჰგონია, -ვარ ჩაკეტვების მომხრე, კი ვარ, მაგრამ როგორი ჩაკეტვის მომხრე ვარ? – ჩავიკეტოთ და მოვემზადოთ და ისე გავიხსნათ. 2023 წლამდე ვიქნებით ასე, ხომ შეიძლება ჭკვიანურად გავიხსნათ? ცხვრების ფარასავით გვატარებენ, მარცხნივ, მარჯკვნივ… ოჯახებია, ბავშვებია, ბიზნესი…განადგურდა ქვეყანა… თუ რამე ბიზნესი იყო, ყველა გაკოტრდება.


მსოფლიოშია გაკოტრებული ტურისტული ბიზნესი, საქართველოში რა მოუვა? ტყუილს რომ გვეუბნებიან, რატომ გვიხარია, აი, ერთ თვეში გაიხსნება ქვეყანა, მილიონობით ტურისტი შემოვა და შენ პირს შაქარი… სად მოდიან? ტუალეტი ვერ აგიწყვია, სამედიცინო პირბადის ხარისხი ვერ დაგილაგებია ქვეყანაში, ვაქცინას ვერ აკეთებ…


კაი, ბიზნესში გადავარდი, ჯანდაბას, აღარ ვსაუბრობ, რა ხდება საავადმყოფოებში და აფთიაქებში, მაგრამ ბავშვებმა რა დაგიშავათ? ამ პატარა ანგელოზებმა, რა დაგიშავათ? რას ჰქვია ხსნი სკოლას – სამედიცინო პირბადე ყველასთვის სავალდებულოა, უნდა იყოს მოწყობილი 2 მეტრიანი დისტანცია, არ შეიძლება კლასში იყოს 30 ბავშვი. ნახეთ, რა გააკეთეს ჩინელებმა? ჩაკეტეს ქვეყანა, ჩააცვეს პირბადეები და 2 მეტრიანი დისტანცია. მიდიან ბავშვები სკოლებში ფარებით და ნიღბებით, ასხამენ სადეზინფექციო ხსნარს, სხედან კლასებში 2 მეტრიანი დისტანციით, ჩადგმული ბარიერები, როგორც ტელევიზიებშია ისეთი. ტელევიზიაში კი არა, სკოლებში უნდა იყოს ეს ბარიერები და რომელი სკოლაც ამას ვერ გააკეთებს, ის სკოლა არ უნდა გაიხსნას – ეს არის დანაშაული!

მშობელი ხარ, ხო? არ გაუშვა ბავშვი სკოლაში…


მიტინგებს რომ აწყობ კიდევ, 2 მეტრიანი დისტანციით გააკეთე აქცია… ხომ არ ვიძახი, არ ჩაატარო, უნდა ჩაატარო, მაგრამ დისტანციით… პროტესტი არის სწორი გზა – რაღაცას არ ეთანხმები? გამოდი და გააკეთე… 100 ადამიანი რომ გახვალ, გააკეთე 2 მეტრიანი დისტანციით, ტელევიზორშიც უფრო კარგად გამოჩნდებით.


ისევ სკოლების შესახებ, – რა დააშავეს ბავშვებმა რომ დიდებს ჭკუა აკლიათ? როგორ შეიძლება მოუმზადებელი სკოლის გახსნა? ტუალეტები არ გაქვს მოწესრიგებული…. ყველა სკოლა კი არ უნდა გახსნა, გახსენი ის, რომელიც არის მზად. ბიუჯეტში ფული არ გაქვს? მშობლები ჩაერევიან ბოლოს და ბოლოს – ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რომ სკოლები იყოს ყველაზე დაცული.


საავადმყოფოს ხომ ვერ მივხედეთ, ყველა საავადმყოფო, ყველა პოლიკლინიკა არის ინფექციის გავრცელების წყარო! სკოლა უნდა იყოს ყველაზე დაცული შენობა. დეზინფექცია კი არა, ისეთი სტერილური უნდა იყოს, როგორც საოპერაციო. ერთი კლასი მეორე კლასს არ უნდა შეხვდეს, გააკეთე 3-4 სმენა. დასვენებაზე ბავშვების ნაწილი გამოუშვით ჯერ და მერე მეორე ნაწილი.


მაშინ გააკეთეთ ცალკე სკოლა, იქ ისინი ივლიან, ვისაც კოვიდის არ სჯერა, აბა რა ენაზე ვთქვა მეტად, აღარ ვიცი.


მე 2 დიშვილი მყავს. ვიღაცაზე კი არ ვსაუბრობ, -ჩემ დიშვილებზე მაქვს საუბარი, ხვდებით? მეტი რა უნდა გითხრათ.


მიწერეთ განათლების სამინისტროს, ააფეთქეთ მესიჯებით… ხომ ხედავთ, ესენი გაბოლებენ, თავადაც დაბოლილები არიან, ალბათ, არ ვიცი… ეს არის თქვენი ბავშვების ჯანმრთელობა, მიხედეთ და მოითხოვეთ რეგულაციები. აი, სად უნდა იყოს დაუმორჩილებლობა – მშობლები 2 მეტრიანი დისტანციით სკოლების წინ და უნდა ჩაკეტონ სკოლა – სანამ არ მოწესრიგდება, რომ არ გაიხსნას. ხედავთ, რო ქვეყანა ვერ იმართება ადეკვატურად – თქვენ მიხედეთ.


მიყვარხართ ძალიან. მჯერა, რომ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„სინოფარმი“ – ვისთვის არ შეიძლება ამ ვაქცინის გაკეთება?… ვაქცინაციის სავალდებულოდ გახდა…“

14/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე წერს:
„მადლობა Tamar Zhamurashvili
„სინოფარმი“
ჯანმოს ავტორიზაცია!
ბევრი მეკითხება და არ იქნება სამართლიანი, ჩემი პირადი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაგიზიაროთ.
„სინოფარმის“ ვაქცინასთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევები იმდენად მწირია, ნამდვილად მიკვირს ჯანმო-ს მიერ მისი ავტორიზაცია.


თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ:
ამას „საგანგებო სიტუაციებში გამოყენების ავტორიზაცია“ ეწოდება. დღევანდელ დღეს კი ნამდვილად საგანგებო მდგომარეობაში ვიმყოფებით და ჯანმო-ს ეს გადაწყვეტილებაც გამოუვალ სიტუაციას უნდა მივაწეროთ.
ჯანმო-ს მიერ ავტორიზირებულ მედიკამენტებს/ვაქცინებს ის ქვეყნები იყენებენ, რომელთაც საკუთარი სააგენტო მედიკამენტების ავტორიზაციისთვის, ისეთი როგორიცაა EMA ევროპის ქვეყნებისთვის და FDA აშშ-თვის არ გააჩნიათ.
შესაბამისად ჯანმო-ს ავტორიზაცია არ ნიშნავს, რომ სინოფარმის ვაქცინა ავტომატურად ევროპის ქვეყნებში ან ამერიკაშიც დაშვებულია. ამისთვის უნდა დაველოდოთ EMA-სა და FDA-ს გადაწყვეტილებებს.
ქვემოთ მოყვანილია მონაცემები, რომელიც ჩინეთმა ჯანმო-ს წარუდგინა ავტორიზაციის გადაწყვეტილების მისაღებად.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული კვლევევბი ვერ ამტკიცებენ ეფექტურობას:
COVID-ის მძიმე მიმდინარეობის წინააღმდეგ
SARS-CoV-2-ის ახალი მუტაციების წინააღმდეგ
თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში
60წ-ზე უფროს ადამიანებში
ვიმეორებ, არ ვიცით საერთოდ როგორ მოქმედებს და ეფექტურია თუ არა „სინოფარმის“ ვაქცინა COVID-ის მძიმე მიმდინარეობის წინააღმდეგ, თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში, 60წ-ზე უფროს ადამიანებში და ახალი მუტაციების წინააღმდეგ
კვლევებში მონაწილეთა უმრავლესობა მამრობითი სქესისაა, შესაბამისად ვაქცინის ეფექტურობის შეფასების შესაძლებლობა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში შეზღუდულია.
კვლევის საშუალო ხანგრძლივობა 112 დღეს შეადგენს. შესაბამისად, არ ვიცით რა ხდება 112 დღის შედეგ. ამ 112 დღის განმავლობაშიც კი ეფექტურობა სხვადასხვა მონაცემებით 50 დან 79%-მდე მერყეობს.
რჩევა:
ვინაიდან გამოუვალ მდგომარეობაში ვიმყოფებით და საქართველოში სინოფარმის ვაქცინა შემოვიდა, ჭკვიანური იქნება, თუ მოცემული ვაქცინა არ გაუკეთდებათ (ახალი მტკიცებულებების გამოჩენამდე):
60 წელს გადაცილებულ პირებს,
თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანებს,
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში,
ბავშვებს ≤ 18წ,
შეზღუდულად იქნება გამოყენებული მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში.

აქვე დავძენ, თუკი ვაქცინაცია ქვეყანაში სავალდებულო გახდება უნდა მოხდეს ხალხის ეფექტური და ხარისხიანი კვლევებით გამოცდილი ვაქცინით უზრუნველყოფა. „სინოფარმით“ ვაქცინაციის სავალდებულოდ გახდა, რაც ყოვლად დაუშვებელია!
გისურვებთ ჯანმრთელობას“


https://www.who.int/…/WHO-2019-nCoV-vaccines-SAGE…
https://www.who.int/…/WHO-2019-nCoV-vaccines-SAGE…
https://www.who.int/publications/i/item/WHO-2019-nCoV-vaccines-SAGE-recommendation-COVID-19-vaccine-BIBP-background?fbclid=IwAR3ZuBPjifcWC9avfn2ruUf9i0NviaQw6yySwZ-VicLxwolnNoWmvOyD8s4




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights