პარასკევი, მარტი 28, 2025
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძემ ახალი პროექტი გააკეთა

გიორგი ფხაკაძემ ახალი პროექტი გააკეთა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ გააკეთა ახალი პროექტი www.sheniekimi.ge

„1 ნოემბერს დავიწყე ახალი სტარტაპი: www.sheniekimi.ge – ამ სამედიცინო პორტალის მთავარი მიზანია მიაწოდოს პაციენტებს, ექიმებსა და ჯანდაცვის მენეჯერებს საინტერესო სამედიცინო სიახლეები ქართულ ენაზე (მკურნალობაზე, დიაგნოსტიკაზე, სტანდარტებზე)  სამედიცინო სფეროს ექსპერტებისგან და სამედიცინო დაწესებულებებიდან, ასევე გაგაცნოთ სახელმწიფო უწყებების ბოლო სიახლეები და განმარტებები, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ერთი კვირა გავიდა, რაც გაკეთდა ახალი პროექტი www.sheniekimi.ge 

ეს არის პორტალი მოქალაქეებისთვის, ჩემი კოლეგებისთვის, საავადმყოფოებისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტისთვის − ჯანდაცვის კუთხით, ძირითადად საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.

პორტალზე არსებული ყველა ინფორმაცია აგებულია მტკიცებულებაზე, რეალურ პრაქტიკაზე.

როგორ შეიქმნა sheniekimi?

sheniekimi პორტალის მიზანია შექმნილიყო დამოუკიდებელი ჯანდაცვის პლატფორმა, სადაც იქნებოდა ინფორმაცია ჯანდაცვის შესახებ, იქნებოდა დამოუკიდებელი, აბსოლუტურად მტკიცებულებებზე დაფუძნებული.

რა პრიციპებზეა აგებული?

ამ პროექტის გაკეთების გადაწყვეტილება მივიღე იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია აქტიურად არ ჟღერდებოდა საინფორმაციო სააგენტოების მიერ და მოქალაქეებამდე ეს ინფორმაცია თითქმის არ მიდიოდა. ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა.

ერთ კვირაში sheniekimi.ge-ს ყველაზე დიდი შედეგი არის ის, რომ საერთო რეიტინგში პირველ 200-ში ვართ.

მე მაქვს ამბიცია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პლატფორმა, რომელიც მუშაობს ჯანდაცვის სფეროში.

მუშაობის პრინციპები:

სამედიცინო საინფორმაციო პორტალი ღიაა თანამშრომლობისთვის ყველასთან. დიდი სიამოვნებით ვითანაშრომლებთ საქართველოში მოქმედ ყველა საინფორმაციო სააგენტოსთან, რომლებიც აშუქებენ ინფორმაციებს ჯანდაცვის მიმართულებით. არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით. სამედიცინო ასოციაციებთან, რომლებიც მუშაობენ ჯანდაცვის საკითხებზე − რაც ეხება საზოგადოებრივ ჯანდაცვას და მედიცინას.

დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ქართულ კომპანიებთან, რომლებიც ახორციელებენ საქართველოში სხვადასხვა ტიპის სერვისებს ჯანდაცვის კუთხით,  ასევე სამედიცინო დაწესებულებებთან, საავადმყოფოებთან, პოლიკლინიკებთან, აფთიაქებთან და სამედიცინო უნივერსიტეტებთან.

არ ვითანამშრომლებთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩართული არიან თამბაქოს ბიზნესში, ასევე იარაღის წარმოებისა და მათთან დაკავშირებულ კომპანიებთან. არ ვითანამშრომლებთ ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომლებიც დაკავშირებული არიან სათამაშო ბიზნესთან. 

  გიორგი ფხაკაძე საფრანგეთში ფაიზერის მე-2 დოზით აიცრა

შესაბამისად, გთხოვთ გათვალისწინოთ,  ჩვენ არ განვათავსებთ ინფორმაციას/რეკლამას: თამბაქოზე და თამბაქოს ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებზე, იარაღზე, ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებზე, ბავშვების ხელოვნურ კვებაზე,  წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების ფასდაკლებებზე. 

საქართველოს საინფორმაციო სივრცეში ეს ხდება პირველად, როდესაც თავიდანვე ვზღუდავთ საკუთარ თავს ამ მიმართულებებით. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არის ადამიანის ჯანმრთელობა. 

თქვენ მიიღებთ სწორ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინფორმაციას.

შეუძლიათ დამიკავშირდნენ სხვადასხვა ტიპის სერტიფიცირებული ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ ტრენინგებს.

როგორია თანამშრომლობის გზა?

ჩვენი თანამშრომლობა იქნება ღია და გამჭვირვალე. სარეკლამო ფასები განთავსებულია ვებგვერდზე sheniekimi.ge.

ჩვენი გეგმაა ასევე ხელი შევუწყოთ იმ ორგანიზაციებს, რომელთაც არ აქვთ დაფინანსება და აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. პრიორიტეტი არის ის, რაც სჭირდება ჯანდაცვის სფეროს, ანუ თქვენ.

დამწყებ კომპანიებსაც შევუწყობთ ხელს, რომ განათავსონ თავიანთი რეკლამა და ინფორმაცია ვებგვერდზე.

მსურს, რომ პორტალი sheniekimi ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.

რაც შეეხება წამლებს, თქვენ მიიღებთ ინფორმაციას წამლებზე ან დიაგნოსტიკაზე, რომლებიც არიან დამტკიცებული ევროკავშირის მიერ, რომელთაც აქვთ ISO – სერთიფიკატი.

თუ გსურთ, განათავსოთ რეკლამა წამლების შესახებ, არის შემდეგი პირობა:

  • უნდა გვაჩვენოთ, რომ ხართ ევროპის ბაზარზე დაშვებული.
  • უნდა განმარტოთ, რატომ არის თქვენი პროდუქტი კარგი, უნდა მოგვაწოდოთ სტატია, სადაც აღწერილი იქნება, რას გულისხმობთ თქვენ.

მადლობა ნდობისათვის და გვერდში დგომისათვის.

sheniekimi.ge არის ის პლატფორმა, რომელიც კიდევ უფრო გაგვაერთიანებს და გვექნება მეტი საშუალება, მივიღოთ სწორი, მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
UNIKO აკადემიის ინოვაციური მიდგომა განათლებაში – ამერიკული და ბრიტანული  გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს

UNIKO აკადემიის ინოვაციური მიდგომა განათლებაში – ამერიკული და ბრიტანული  გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს

27 მარტი 2025
იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

მარტი 27, 2025
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

მარტი 27, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

მარტი 27, 2025
თმის გამაჯანსაღებელი ჭინჭრის ნიღაბი

თმის გამაჯანსაღებელი ჭინჭრის ნიღაბი

მარტი 27, 2025
12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ

12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ

27 მარტი 2025
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

მარტი 27, 2025
რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

მარტი 27, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights