ორშაბათი, ივლისი 8, 2024
spot_img
მთავარიგანათლებასირიის რკინის ლედი ასმა ასადი - ორჯერ დამარცხებული სიმსივნე და სანქციები ევროპისგან...

სირიის რკინის ლედი ასმა ასადი – ორჯერ დამარცხებული სიმსივნე და სანქციები ევროპისგან და ამერიკისგან

ახლო აღმოსავლეთში რუსეთის მთავარი პარტნიორი არის სირია, რომელიც 13 -წლიანი ომის შემდეგ ნანგრევებშია მოქცეული. ყველაფერი, რაც მისგან დარჩა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ხელშია და სწორედ მათ შორის არის სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მეუღლე ასმა ალ-ასადი.

ასმა ასადის სახელი ომისშემდგომ სირიაში პოლიტიკური და ფინანსური ძალაუფლების კონსოლიდაციის სიმბოლო გახდა. მის გარეშე არც გარიგებები იდება და არც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება. ქვეყანაში ქონების ყველაზე ცნობილი გადანაწილებების უკანაც ასმა ასადი დგას. მთელი სირია ახლა სწორედ მას ეკუთვნის – ასე ამბობენ ბაშარ ასადის ცოლზე სირიელი ბიზნესმენები.

ხუთი წლის წინ ასმა ასადს მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ის განიკურნა, მაგრამ მიმდინარე წლის მაისში ექიმებმა დაუსვეს კიბოს ახალი დიაგნოზი – მიელოიდური ლეიკემია (სისხლისა და ძვლის ტვინის ავთვისებიანი დაავადება). “არაბი ლედი დაიანა”, “სინათლის სხივი ბნელ სირიულ რეალობაში”, “უდაბნოს ვარდი”, “ერის დედა”, „სირიელი მარია- ანტუანეტა“, “რკინის ლედი” – ამ ეპითეტებით ასმა ასადს თავის ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა დროს „ამკობდნენ“. სირიის პირველი ლედის შესახებ დეტალური ინფორმაცია BBC-მ მოიძია.

“სამხედრო სპეკულანტი”

„არაბული გაზაფხულის“ გარიჟრაჟზე ასმაზე იმედს ამყარებდნენ როგორც პიროვნებაზე, რომელსაც პროტესტის სისხლიანი ჩახშობის აღკვეთა შეეძლო. ახლა მასზე ამბობენ, რომ მან, ისე როგორც არავინ, ისარგებლა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომით. ასმას ოდესღაც „უდაბნოს ვარდს“ ეძახდნენ, ახლა კი „სირიის რკინის ლედი გახდა“, – ნათქვამია Qatar Harmoon Center for Contemporary Research-ის კვლევაში.

ასმას ხელი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში იგრძნობა, – წერს Financial Times-ი სირიის პირველი ლედის შესახებ წარმოებულ თავის ფართომასშტაბიან გამოძიებაში. ასმა, შუამავლების მეშვეობით,  ფაქტობრივად, ყველა სექტორს აკონტროლებს – ტელეკომუნიკაციებს, უძრავ ქონებას, საბანკო სფეროსა და ვაჭრობის მიმართულებას. ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს ასმა ასადის მიმართ პერსონალური სანქციები აქვს ამოქმედებული. „ქმრისა და თავისი ოჯახის წევრების მხარდაჭერით, ის სირიის ომიდან ყველაზე უსინდისოდ სარგებლობს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, რომლის თანამდებობაზე ყოფნისას, 2020 წელს, დაუწესდა ასმას სანქციები.

ასმა ასადი დაიბადა და გაიზარდა ლონდონში. ის საინვესტიციო ბანკირად უდიდეს ამერიკულ ბანკში, JP Morgan-ში მუშაობდა. ახლა კი ასმა ხელმძღვანელობს სირიის პრეზიდენტთან არსებულ ეკონომიკურ საბჭოს, რომელშიც ქვეყნის პირველი წყვილის ბიზნესპარტნიორები საკითხებს დახურულ კარს მიღმა განიხილავენ. სწორედ ეს საბჭო განსაზღვრავს თამაშის წესებს ეკონომიკაში. გარდა ამისა, მისი ნებართვით დაიშვება ამა თუ იმ რესურსზე წვდომა, მათ შორის, ეს ეხება სუბსიდიებს საკვებსა და საწვავზე. ასმას სახელი საპრეზიდენტო წყვილისა და მათი ახლო გარემოცვის ხელში სახელმწიფო ფინანსების სრულად მოქცევის სინონიმად იქცა. როგორც ერთმა სირიელმა ბიზნესმენმა Financial Times-ს განუცხადა: „მთელი სირია ახლა ასმას ეკუთვნის“.

ასმა ასადი და მისი იმპერია

ასმას მთავარი „შემოქმედება“ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია „სირიის განვითარების ფონდი“, რომელიც მან ჯერ კიდევ 2007 წელს შექმნა. ეს დაწესებულება და „სირიის არაბული წითელი ნახევარმთვარე“ (SARC) ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების სექტორს სრულად აკონტროლებს. სირიაში სხვა ფინანსური და სასურსათო დახმარების გაგზავნის შესალებლობა სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს არ აქვთ. ”ეს სისტემა საშუალებას აძლევს რეჟიმს, დახმარება არ მისცეს მათ, ვისთვისაც ის განკუთვნილია. მაგალითად, საკვებს ურიგებენ ჯარისკაცებს და არა – გაჭირვებულ მოქალაქეებს“,- ასე ხსნის აღნიშნულ სქემას ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიულ და საერთაშორისო გამოძიებათა ცენტრი (CSIS).

ასმა ასადის ფონდი გაეროსგან მიღებული თანხების ბოროტად გამოყენებაში არაერთხელ დაადანაშაულეს. უფრო მეტიც, გასულ წელს, დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ამბობდნენ, რომ ეს ორგანიზაცია მხოლოდ რეჟიმის ერთგულ მოქალაქეებს ეხმარებოდა. „სირიის განვითარების ფონდი“ ასადის ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ ითვლება. შეერთებული შტატები ახლა განიხილავს, შეიტანოს თუ არა ის დასანქცირებულთა სიაში. როგორც ჟურნალი Economist-ი წლების წინ წერდა, ასმამ, როგორც „სირიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, შეიძინა უფრო მეტი, ვიდრე – სიმდიდრე. „გაეროს დახმარებით, მან შექმნა მფარველობის  ფართო ქსელი, რომელშიც სირიელი მეომრები შედიოდნენ. გარკვეული ინფორმაციით, მადლიერების ნიშნად, მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს ფული ჩემოდნებით მიჰქონდათ“.

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? სირია 2000 წელს – ცვლილებების იმედი

24 წლის წინ სირია ცვლილებას ელოდა. გარდაიცვალა ჰაფეზ ასადი, რომელიც ქვეყანას რკინის ხელით 30 წლის განმავლობაში მართავდა. ყველასთვის მოულოდნელად, მისი ადგილი უმცროს ვაჟს –  ბაშარს ერგო. მოულოდნელად იმიტომ, რომ  სირიის ტახტი თავდაპირველად მისი უფროსი ძმისთვის, ბასილისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 90-იან წლებში ბაშარი ოფთალმოლოგის პროფესიას ეუფლებოდა ლონდონში, სადაც მომავალი მეუღლე გაიცნო. ასმა აპირებდა აშშ-ში წასვლას, რათა ჰარვარდში ესწავლა. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად გამოვიდა: ის დაქორწინდა და წინაპრების სამშობლოში დაბრუნდა. „ვინ დააყენებს ჰარვარდზე წინ სიყვარულს?“ – ასე პასუხობდა თავად ასმა საკუთარ არჩევანს. იმ დროს ასმას სირიის რეჟიმის რბილ ძალად, ასადის ოჯახის მთავარი PR-ინსტრუმენტად მიიჩნევდნენ. სწორედ მას უაკვშირებდნენ სირიის სწრაფი მოდერნიზაციის იმედებს. მაშინ ისე ჩანდა, რომ ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანას დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურდა, მაგრამ ჯერ ერაყის ომმა და შემდეგ 2011 წლის „არაბულმა გაზაფხულმა“ ამ იმედებსაც ბოლო მოუღო. თუმცა ბევრი თვლის, რომ ეს იმედები მანამდეც უსაფუძვლო იყო.

ასმა სირიაში: რეფორმები და PR-კამპანია

პრეზიდენტის პოსტზე მამის შეცვლის შემდეგ, ბაშარ ალ-ასადმა დაიწყო რეფორმები – პოლიტიკური და ეკონომიკური. მან პირობა დადო, რომ სირიას დანარჩენი მსოფლიოსკენ გზას გაუხსნიდა და მის რეპრესიულ წარსულს დაასრულებდა. დაიწყეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება ციხეებიდან, დაიწყო პირველი დამოუკიდებელი გაზეთების გამოცემა, მედიაში ხელისუფლების კრიტიკა დასაშვები გახდა, გაიხსნა არასახელმწიფო უნივერსიტეტები, გამოჩნდა საკაბელო ტელევიზიები და FM რადიოსადგურები, ამუშავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველი ჯგუფები. დამასკოში კერძო ბანკები გაიხსნა.

სირიაში საფრანგეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციები ჩავიდნენ. ასმამ დამასკოში უმასპინძლა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს, სტინგსა და დეიმონ ალბარნს Blur-დან. თუმცა ეს დათბობა დიდხანს არ გაგრძელებულა და ამაში ჩაერია პოლიტიკური მძიმეწონიანების ძველი გვარდია, რომელიც ჯერ კიდევ ჰაფეზს ემსახურებოდა. „ჰაფეზ ასადი რვაფეხას ჰგავდა, ის თავისი საცეცებით ყველაფერს აკონტროლებდა. ბაშარმაც დაიწყო როგორც რვაფეხამ, რომელსაც მამის საცეცები აკონტროლებდა“, – განუცხადა Economist-ს სირიელმა ბიზნესმენმა, რომელიც რეჟიმთან მუშაობდა. რეფორმები შეჩერდა და როგორც ბევრი აღიარებს, მათით, ძირითადად, ელიტისა და მმართველი კლასის წარმომადგენლები სარგებლობდნენ. ჯერ კიდევ მაშინ, თანდათან ეკონომიკურმა ძალაუფლებამ ხელისუფლებისა და მისი უახლოესი გარემოცვის ხელში გადანაცვლება დაიწყო. ამ დროს ასმა უკვე საკუთარი იმიჯის შექმნაზე მუშაობდა.

მის იმიჯზე პასუხისმგებელი იყო ცნობილი ბრიტანელი პოლიტტექნოლოგი ლორდი ტიმოთი ბელი. PR- სააგენტო Bell Pottinger-ის ხელმძღვანელი მარგარეტ ტეტჩერის სამი საარჩევნო კამპანიის კონსულტანტი იყო. მის კლიენტებს შორის იყვნენ ალექსანდრე ლუკაშენკო და ავგუსტო პინოჩეტი, სპორტსმენი ოსკარ პისტორიუსი და სხვები. „ბაშარმა ადამიანებთან საუბარი არ იცის. ამიტომ, მე ვიღებ ჩემს თავზე რბილ ძალას და ხალხთან კომუნიკაციას“, – იხსენებს ლორდი ბელი ასმას სიტყვებს მათი პირველი შეხვედრის დროს. მან ასმასთვის კონცეფცია მოიფიქრა. ის სამ რამეზე უნდა ფოკუსირებულიყო – ქველმოქმედება, კულტურა და პიროვნული ხიბლი. ბელმა მას ურჩია, სირიაში მცხოვრები ღარიბებით დაკავებულიყო და სოფლებში განვითარების პროგრამები  დაეწყო.

2011 წელს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში „არაბული გაზაფხული“ მძვინვარებდა. ასადი მას ტანკებით შეხვდა. ამავდროულად, ამერიკულმა Vogue-მა გამოაქვეყნა ასმას სადიდებელი სტატია სათაურით – “უდაბნოს ვარდი”. ახალგაზრდა, მდიდრული, გლამურული, ანალიტიკური აზროვნებით – ჟურნალისტმა საქებარი ეპითეტები არ დაიშურა. რამდენიმე თვის შემდეგ, სტატია ვებგვერდიდან წაშალეს და Vogue-ის მთავარ რედაქტორს, ანა ვინტურს მოუწია, შექმნილი უხერხულობისთვის ბოდიში მოეხადა და ამ სტატიის კვალი ინტერნეტიდან საგულდაგულოდ წაშალეს. როგორც ლორდმა ბელმა გერმანულ ჟურნალ Zeit Magazin-თან რამდენიმე წლის წინ აღიარა, ასმამ PR-ტექნოლოგების დავალება „წარჩინებით“ შეასრულა. რეჟიმს, რომელმაც ასობით ათასი ადამიანი დახოცა, დღემდე მეგობრული სახე აქვს შენარჩუნებული. ”მაშინ ჩვენ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ”, – თქვა ბელმა მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

სირია ომის შემდეგ

მსოფლიო ბანკის უახლესი მონაცემებით, სირიელების მეოთხედზე მეტი – დაახლოებით 5,7 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მოსახლეობის, დაახლოებით, 90%-ი კი ღარიბია. შესაბამისად, ძველი საშუალო კლასი დიდი ხანია გაქრა. ყველაფერი დეფიციტურია, ადამიანები მხოლოდ უცხოეთში წასული ნათესავების დახმარების წყალობით არსებობენ. ისედაც რთული სოციალური მდგომარეობა მძიმე მიწისძვრამ კიდევ უფრო გაამძაფრა.

ცხოვრების პირობების ნებისმიერი გაუარესება ადამიანებს შიმშილის ზღვარზე აყენებს. სირიული ლირაც ინფლაციას განაგრძობს. შედარებისთვის, 2011 წლის ომამდე 1 დოლარი 47 სირიული ლირა ღირდა, 2023 წელს კი – 14 ათასი ლირა. გასულ წელს ხელისუფლებამ საწვავის სუბსიდიები გააუქმა და ფასები ორ-სამჯერ გაიზარდა. სულ რაღაც ორი წლის წინ, საჯარო მოხელეები იღებდნენ თვეში 20-30 აშშ დოლარის ეკვივალენტს, დღეს კი მათი ანაზღაურება მხოლოდ 10-20 დოლარს უტოლდება.

2015 წელს რუსეთის ინტერვენცია და ირანის მხარდაჭერა დაეხმარა ასადს, ტერიტორიის დიდ ნაწილზე კონტროლი აღედგინა. ასადის რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობისა და პოლიტიკური დღეგრძელობის მთავარ მიზეზად ბევრი კრემლის დახმარებას მიიჩნევს. 13- წლიანი ომის შემდეგ, ბაშარ ასადი სირიის, დაახლოებით, 70-80%-ს აკონტროლებს. იდლიბში ყოფილი ოპოზიცია და ჯიჰადისტები არიან შემორჩენილი, სირიის ჩრდილოეთით ქურთები და თურქები არიან, დეირ ეზ-ზორის რეგიონში კი ისლამური სახელმწიფოა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში აქტიური ბრძოლები არ მიმდინარეობს, ომი დასრულებულად მაინც ვერ ჩაითვლება, სანამ პოლიტიკური სიტუაცია არ დარეგულირდება.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 July, 2024
რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

5 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

ივლისი 6, 2024
ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ივლისი 6, 2024
„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

5 ივლისი 2024
სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

5 ივლისი 2024
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

5 ივლისი 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

ივლისი 6, 2024
თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

ივლისი 6, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ივლისი 3, 2024
რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

ივნისი 27, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

ივლისი 6, 2024
როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

ივლისი 6, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ივლისი 7, 2024
როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

ივლისი 6, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები

მსოფლიოს უცნაური სახლები

7 ივლისი 2024
მოგზაურობა პარიზში-10 უალამაზესი ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ

მოგზაურობა პარიზში-10 უალამაზესი ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ

6 ივლისი 2024
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

6 ივლისი 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024
თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

ივლისი 6, 2024
თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

ივლისი 5, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი