ორშაბათი, ივლისი 8, 2024
spot_img
მთავარიგანათლებანეგატიური ემოციები, რომლებიც ჯანმრთელობას ანგრევენ

ნეგატიური ემოციები, რომლებიც ჯანმრთელობას ანგრევენ

მოსაზრება, რომ ადამიანის ჯანმრთელობას მისი სულიერი მდგომარეობა განსაზღვრავს ძველბერძნულ ფილოსოფიასა და მედიცინაში გაჩნდა, როცა „ფსიქო“ და „სომა“ (ანუ სული და სხეული) ერთ მთლიანობად ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ, პლატონმა და არისტოტელემ განიხილეს. მათი ნააზრევი გაიზიარა გერმანელმა ექიმმა იოჰან ჰაინროტმაც, რომელმაც 1818 წელს შემოიღო „ფსიქოსომატიკისა“ და „ფსიქოსომატური დაავადებების“ ტერმინი.

ფსიქოსომატური დაავადებები

ფსიქოსომატიკა – მეცნიერებაა, რომელიც ფსიქოლოგიურ, ემოციურ და სოციალურ მოვლენათა გავლენას იკვლევს ფიზიოლოგიურ დაავადებებზე, ფსიქოსომატური დაავადებები კი, სნეულებათა ის ჯგუფია, რომელიც ვეგეტატიური დისფუნქციისა და ასთენიური სინდრომის, ემოციური დისბალანსისა და ბიოლოგიური რიტმის დარღვევის შედეგად ვითარდება.

 ფსიქოსომატური დაავადებების გამომწვევი მიზეზები:
* შინაგანი კონფლიქტი – ბრძოლა ურთიერთგამომრიცხავ სურვილებს შორის,
* თვითდასჯა – რეალური ან წარმოსახვითი დანაშაულის მრავალჯერადი განცდა,
* პირობითი სარგებელი – ფსიქოლოგიურად არაკომფორტულ სიტუაციაში მოხვედრის შიშით წარმოქმნილი ჯანმრთელობის პრობლემები,
* წარსულის გამოცდილება – ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგი,
* შთაგონება – სხვათა შთაგონებით ან გავლენით წარმოქმნილი პათოლოგიის სიმპტომები,
* იდენტიფიკაცია – საკუთარი თავის გაიგივება სნეულთან.

ფსიქოთერაპევტთა მტკიცებით, ფიზიოლოგიურ დაავადებათა 80%, სინამდვილეში ფსიქოლოგიური ხასიათისაა, რადგან ადამიანის ჯანმრთელობას მეტწილად მისი განწყობა და ფიქრები, ხასიათის თავისებურებები და დამოკიდებულება განსაზღვრავს მარცხისა და წარმატების მიმართ. მეტიც, ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიტიკური თეორიის თანახმად, სომატური დაავადებები მხოლოდ სიმბოლოების ენაა, რომლითაც სხეული ერთგვარ სიგნალს იძლევა და მთელი ხმით „ყვირის“ მოუგვარებელ ფსიქიკურ პრობლემებზე.

 ფსიქოსომატური სნეულებები:
* გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – არტერიული ჰიპერტენზია, რევმატიზმი,
ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, გულის იშემიური ტკივილი, არითმია და ინფარქტი.
* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები – კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, წყლულოვანი კოლიტი, ბილიარული დისკინეზია (ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ფუნქციური დაავადება),
* ნერვული სისტემის დაავადებები – ქრონიკულ თავის ტკივილი, დაძაბულობის თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.
* კანის დაავადებები – ნეიროდერმიტი, ეგზემა და ფსორიაზი,
* გინეკოლოგიური დაავადებები – რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიები, პრემენსტრუალური სინდრომი, გესტოზი, მშობიარობის შემდგომი დეპრესია.
ფსიქოსომატური დაავადებების გამომწვევი ნეგატიური ემოციები

ფსიქოსომატურ დაავადებებს მეტწილად მოუწესრიგებელი ფსიქოლოგიური პრობლემები და ნეგატიური ემოციები – ბრაზი, წყენა და გულდაწყვეტა, მრისხანება, შური და განგაშის გრძნობა, სტრესი და დეპრესია პროვოცირებენ.

მრისხანება

მრისხანება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ემოციაა, რომელიც ტკივილის, იმედგაცრუების, სასოწარკვეთის შედეგად ჩნდება და არა მხოლოდ ლოგიკურად აზროვნების უნარს აქვეითებს, არამედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნის რისკსაც ზრდის, რადგან ერთი მხრივ, სისხლძარღვების შევიწროებას, არტერიულ წნევას, გახშირებულ სუნთქვასა და გულისცემას, მეორე მხრივ, არტერიების კედლების გაცვეთასა და დახეთქვას იწვევს. 2015 წელს ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადასტურა, რომ მრისხანების ძლიერი აფეთქების შემდეგ 8,5-ჯერ იზრდება ინფარქტის რისკი. ამასთანავე, სწორედ მრისხანებაა ციტოკინების (ანთების გამომწვევი მოლეკულების) მომატების მიზეზი, რაც თავის მხრივ, ართრიტის, დიაბეტისა და სიმსივნის განვითარებას პროვოცირებს.

შფოთვა

ქრონიკული შფოთვა პირველ რიგში ელენთას აზიანებს, რადგან სწორედ ეს ორგანო „იგერიებს“ შფოთვისას ორგანიზმის მიერ გამოყოფილ ტოქსიკურ ნივთიერებებს. ამასთანავე, ქრონიკული შფოთვა ანუ გამუდმებით ერთსა და იმავე პრობლემაზე ფიქრი გულისრევას და დიარეას, კუჭის პათოლოგიებს, გულის არეში ტკივილსა და მაღალ არტერიულ წნევის, უძილობას, უყურადღებობასა და დაბნეულობას, იმუნიტეტის დაქვეითებასა და ადრეულ სიბერეს იწვევს.

დარდი და მწუხარება

სხვა ნეგატიური ემოციების ფონზე, ყველაზე სახიფათო – სწორედ ხანგრძლივად გაგრძელებული დარდია, რომელიც თავის ტკივილს, ქრონიკულ დაღლილობას იწვევს და ფილტვებს აზიანებს, რადგან ერთი მხრივ, ირღვევა სუნთქვის ბუნებრივი ნაკადის მოძრაობა, მეორე მხრივ, შევიწროებული ფილტვებისა და ბრონქების ფონზე რთულდება სუნთქვა, რაც საბოლოოდ ასთმის და ბრონქების დაავადებების განვითარების მიზეზი ხდება.

დეპრესია

დეპრესია და მელანქოლია არა მხოლოდ სახის კანს აყენებს ზიანს, რაც მსხვილი და წვრილი გამონაყარით ვლინდება, არამედ ყაბზობასა და სისხლში ჟანგბადის დონის შემცირებას იწვევს. დეპრესიით დათრგუნული ადამიანების წონა ყოველთვის არასტაბილურია, რადგან სწრაფად იკლებენ და იმატებენ კილოგრამებს, ადვილად ხდებიან დამოკიდებული ალკოჰოლზე, ნარკოტიკებსა და სხვა მავნე ნივთიერებებზე.

სტრესი

მართალია, მსუბუქი სტრესი ერთგვარ მოტივატორადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ორგანიზმს „აფხიზლებს“ და ყოველდღიური ამოცანების შესრულებისკენ უბიძგებს, მაგრამ დროში გაგრძელებული და დამძიმებული სტრესული მდგომარეობა არა მხოლოდ ასთმასა და ჰიპერტენზიას, არამედ კუჭის წყლულსა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს იწვევს.

ამასთანავე, სწორედ სტრესია გულის დაავადებების მთავარი მიზეზი, რადგან მატულობს არტერიულ წნევა და სისხლში ქოლესტერინის დონე, იზრდება ნიკოტინზე დამოკიდებულება და საკვების ჭარბად მიღების მოთხოვნილება, ქრონიკული დაღლილობას შეგრძნება კი, ამცირებს ფიზიკურ აქტივობას, რაც თავის მხრივ, სისხლძარღვების კედლებს აზიანებს და საბოლოო ჯამში გულის დაავადებების მიზეზი ხდება.

 სტრესით გამოწვეულ დაავადებები:
* თმისცვენა და ასთმური დარღვევები,
* პირის სიმშრალე და წყლულები პირის ღრუში,
* უძილობა, აგზნება და გაღიზიანება,
* თავის ტკივილი, უგუნებობა და ნერვული ჩვევები (ტიკები),
* ტკივილი მხრებში, კისრისა და წელის არეში,
* გამონაყარი კანზე, ეგზემა და ფსორიაზი,
* რეპროდუქციული სისტემის და მენსტრუალური ციკლის დარღვევები,
* სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების რეციდივები ქალებში და იმპოტენცია მამაკაცებში,
* საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, წყლულოვანი კოლიტი და გაღიზიანებულ ნაწლავის სინდრომი.

მარტოობა

მარტოობა – ის მძიმე ემოციური მდგომარეობაა, რომელიც არა მხოლოდ უგუნებობას და  ღრმა მელანქოლიას იწვევს, არამედ სერიოზულ ზიანს აყენებს ორგანიზმს, რადგან ტვინი ჭარბად გამოიმუშავებს სტრესის ჰორმონს – კორტიზოლს, რომელიც დეპრესიას იწვევს და ნეგატიურად აისახება ძილის ხარისხზე. ამასთანავე, მარტოობის განცდა ერთი-ორად ზრდის ინსულტის, ფსიქიკური აშლილობის, გულის კორონარული დაავადების განვითარების რისკს და ზიანს აყენებს იმუნურ სისტემას, რადგან მარტოობით გატანჯული ადამიანის ორგანიზმი ყოველთვის ანთებითი პროცესით პასუხობს სტრესს, რაც საგრძნობლად ასუსტებს იმუნიტეტს.

შიში

შიში, რომელიც თირკმელებს, თირკმელზედა ჯირკვლებსა და რეპროდუქციულ სისტემას აზიანებს, ორგანიზმს თავდაცვის რეჟიმში გადასვლას აიძულებს, სუნთქვის სიხშირის და სისხლის ცირკულაციის შენელებას, კიდურების მოდუნებას, ზოგჯერ თავის ტკივილსა და ღებინებას იწვევს. ამასთანავე, შიში სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის ჭარბად გამომუშავებას აიძულებს თირკმელზედა ჯირკვლებს, რაც დამანგრევლად ზემოქმედებს ორგანიზმზე.

შოკი

შოკი მოულოდნელი ნეგატიური სიტუაციით გამოწვეული ტრავმაა, რომელიც ძლიერ აღგზნებას, შიშს იწვევს და წონასწორობას არღვევს ორგანიზმში. წამიერი, თუმცა ძლიერი სტრესი ზიანს აყენებს მთელ ორგანიზმს, განსაკუთრებით გულსა და თირკმელებს, რადგან ტრავმული რეაქციის შედეგად ჭარბად გამოიყოფა ადრენალინი, რომელიც თირკმელებში ილექება და დროთა განმავლობაში გახშირებული გულისცემით, უძილობით, სტრესითა და განგაშის გრძნობით ვლინდება. მეტიც, მედიკოსების მტკიცებით, წამიერ შოკს, რომელიც ემოციებსა და თვითგადარჩენის ინსტინქტზე ზემოქმედებს, სრულად შეუძლია თავის ტვინის სტრუქტურის შეცვლა.

ფიზიოლოგიურად ემოციური ტრავმა ანუ შოკი გაფითრებით, გართულებული სუნთქვით და გახშირებული გულისცემით, მოგვიანებით კი, ენერგეტიკული გამოფიტვით, ძილისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევით გამოიხატება.

გაღიზიანება და სიძულვილი

გაღიზიანება გულსა და კუჭ-ნაწლავს აზიანებს, იწვევს ჰიპერტენზიას და გახშირებულ გულისცემას. ადამიანები, რომლებიც ხშირად ღიზიანდებიან უჯრედული დაბერებისკენ არიან მიდრეკილი, ისინი კი, ვისაც სიძულვილი ახასიათებს, საკუთარ ღვიძლს აყენებენ ზიანს, რადგან სიძულვილის ვერბალურად გამოხატვისას ორგანიზმი შედედებულ მოლეკულებს გამოიმუშავებს, რომლებიც ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტისთვის საზიანო ტოქსინებს შეიცავენ.

შური და ეჭვიანობა

შური და ეჭვიანობა არა მხოლოდ ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის გამართულ ფუნქციონირებას აფერხებს, არამედ თავის ტვინის უჯრედებს კლავს და აზროვნების, ობიექტური ხედვის უნარს აქვეითებს. ამასთანავე, შური, რომელიც ნეგატიურად ზემოქმედებს ნაღვლის ბუშტზე და ღვიძლში სისხლის სტაგნაციას იწვევს, იმუნიტეტს ასუსტებს, გახშირებულ გულისცემას, ჰიპერტენზიას და უძილობას, ქოლესტერინის მატებას და საჭმლის მომნელებელი სისტემის დასნეულებას პროვოცირებს.

განგაშის გრძნობა

მართალია, განგაშის პერიოდულად განცდა, რომელიც სუნთქვისა და გულისცემის გახშირებას, სისხლის მიმოქცევისა და კონცენტრაციის ზრდას იწვევს ტვინში, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და ნორმალური ცხოვრების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, მაგრამ ქრონიკული განგაშის გრძნობა დამანგრევლად ზემოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რადგან შიზოფრენიის, პარანოიის განვითარებას პროვოცირებს, იწვევს ყაბზობას და წყლულოვან კოლიტს, ელენთისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებს.

უსუსურობის განცდა და საკუთარი თავის სიბრალული

ფსიქოსომატური დაავადებების გამომწვევ ნეგატიურ ემოციებს შორისაა უძლურების განცდა ანუ საკუთარი ნაკლულობის, უუნარობის შეგრძნება. მაგალითად, შემოსავლის გარეშე დარჩენის შიში და მუდმივი ნერვიულობა, თუმცა პასიურობა და „განაჩენის“ უმოქმედოდ ლოდინი, ღვიძლს აავადებს, რადგან სწორედ იქ ინახება ორგანიზმის მთელი მარაგი.

ღვიძლის დაავადებებს პროვოცირებს საკუთარი თავის სიბრალულიც, რადგან მსხვერპლის მდგომარეობას მიჩვეულ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე უიღბლოდ, უბედურად გრძნობენ თავს და ფიქრობენ, რომ ყოველთვის უსამართლოდ იჩაგრებიან, ჰორმონალური დისბალანსი, წონაში მატება და თმის ცვენა ემუქრებათ.

დაკარგვის შიში

ყველაზე ძვირფასის დაკარგვის შიშით ცხოვრება, რაც ხშირად მანიას, აჩემებას ემსგავსება, ყველასთვის მავნებელია და განსაკუთრებით ქალბატონებისთვის, რადგან გამუდმებით ერთსა და იმავეზე ფიქრი, ქრონიკული დაძაბულობა და საკუთარი თავისთვის შეგნებულად თუ შეუგნებლად ტკივილის მიყენება, მენსტრუალური ციკლის დარღვევას, საშვილოსნოს სიმსივნესა და სხვა გინეკოლოგიურ დაავადებებს იწვევს.

დანაშაულის გრძნობა და თვითგვემა

დაკისრებული მოვალეობის ვერ შესრულებით, სხვათა დაღალატებითა და იმედის გაცრუებით გამოწვეული დანაშაულის გრძნობა, პირველ რიგში ხერხემალს აყენებს ზიანს, რადგან სწორედ ის ასრულებს ერთგვარი საყრდენი ფუნქციას, „იჭერს“ და არ აძლევს ადამიანს ბოლომდე „დამსხვრევის“ საშუალებას. ამასთანავე, მუდმივად მარცხზე, შეცდომებზე ფიქრი და საკუთარი თავის დადანაშაულება, იმუნურ სისტემას ასუსტებს, ამიტომ თვითგვემისკენ მიდრეკილი ადამიანები სხვებზე ხშირად სნეულდებიან ინფექციური და სიმსივნური დაავადებებით.

სიხარბე

სიხარბე საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს, მათ შორის კუჭის წყლულს იწვევს, ზღვარგადასული სიძუნწე და ფინანსების დაზოგვის მანია კი, ანორექსიისა და ბულიმიის მიზეზი ხდება.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 July, 2024
რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

5 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

ივლისი 6, 2024
ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ივლისი 6, 2024
„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

5 ივლისი 2024
სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

5 ივლისი 2024
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

5 ივლისი 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

ივლისი 6, 2024
თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

ივლისი 6, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ივლისი 3, 2024
რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

ივნისი 27, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

ივლისი 6, 2024
როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

ივლისი 6, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ივლისი 7, 2024
როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

ივლისი 6, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები

მსოფლიოს უცნაური სახლები

7 ივლისი 2024
მოგზაურობა პარიზში-10 უალამაზესი ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ

მოგზაურობა პარიზში-10 უალამაზესი ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ

6 ივლისი 2024
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

6 ივლისი 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024
თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

ივლისი 6, 2024
თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

ივლისი 5, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი