ორშაბათი, ივლისი 8, 2024
- Advertisement -spot_imgspot_imgspot_imgspot_img
მთავარიაშშრა არის აეროფობია? - ფრენის შიში და დაძლევის მეთოდები - რჩევები თქვენთვის...

რა არის აეროფობია? – ფრენის შიში და დაძლევის მეთოდები – რჩევები თქვენთვის ✅️

რა არის აეროფობია?

თვითმფრინავით ან სხვა სახის საშუალებით ფრენის შიში. სხვადასხვა სტატისტიკური კვლევის თანახმად, აეროფობია, როგორც წესი, 25 წლის ასაკში ან მოგვიანებით იჩენს თავს. ამავე მონაცემების მიხედვით, ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს ეშინია ფრენის.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ აეროფობია ირაციონალურია, რადგანაც ავტოკატასტროფაში დაღუპვის ალბათობა გაცილებით მაღალია. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, 2015 წელს კომერციული ავიამომსახურებით 3.5-მა მილიარდმა ადამიანმა ისარგებლა. ამ პერიოდში 68 ავიაშემთხვევა დარეგისტრირდა, აქედან 4 კატასტროფული შედეგით დასრულდა. ამავე წლის მონაცემებით, საერთო ჯამში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ავიაკატასტროფას 510 ადამიანი ემსხვერპლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი 2013 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1.25 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

სხვადასხვა სტატისტიკური კვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ავტოტრანსპორტი თვითმფრინავზე 100-ჯერ უფრო საშიშია. ამასთან, სიკვდილის გამომწვევ მიზეზთაგან ორი ყველაზე გავრცელებული ფაქტორია გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებები. და მაინც, აეროფობების რაოდენობა არ მცირდება.

 

რა შეიძლება იყოს აეროფობიის მიზეზი?

 

აეროფობიას მხოლოდ ერთი მიზეზი არ აქვს. ის, შესაძლოა, სხვადასხვა რამით იყოს გამოწვეული. ზოგს უშუალოდ ფრენის ეშინია, რადგან მათთვის ეს პირველი მცდელობაა ან სულაც ეს შიში ფრენასთან დაკავშირებული არასასიამოვნო გამოცდილებით არის გამოწვეული. აეროფობიის მიზეზი შეიძლება იყოს დახურული სივრცის შიში- კლაუსტროფობია ან სიმაღლის შიში – აკროფობია. მგზავრის განწყობაზე, შესაძლოა, საინფორმაციო საშუალებებით მიღებული ნეგატიური ინფორმაციაც აისახოს. ამრიგად, ფრენის შიში გარკვეულწილად სხვა ფობიების გამოვლენის ერთ-ერთი ფორმაცაა. ეს შესაძლოა იყოს სიტუაციის კონტროლის დაკარგვის ან სულაც ფობიის წარმოშობის შიში.

აეროფობიის გამოწვევა შეუძლია ისეთ ფაქტორებსაც, რომლებიც ავიაციასთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული. მაგალთად, სამსახურეობრივ სტრესს, პრობლემურ ქორწინებას ან სახლში დატოვებული შვილის ავადმყოფობას.

პანიკური მდგომარეობის გაუარესების მიზეზებს შორის ერთ-ერთი უსაფრთხოების ნორმების დაცვას უკავშირდება. აქ იგულისხმება აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურის მიერ მგზავრების შემოწმება და თვითმფრინავის აფრენამდე ბორტგამცილებლების მიერ უსაფრთხოების წესების ახსნა. უსაფრთხოების ანტიტერორისტულმა ზომებმა შეიძლება ზოგიერთ ადამიანში ტერორისტული აქტის ალბათობის შეგრძნება გაზარდოს, ხოლო აფრენამდე ჩატარებულმა ინსტრუქტაჟმა მგზავრს შეახსენოს, რომ ავიაკატასტროფები ხანდახან, მაგრამ მაინც ხდება. ამიტომაც პანიკისკენ მიდრეკილი მგზავრები ცდილობენ ბორტგამცილებლების ინსტრუქციას ყურადღება არ მიაქციონ. სპეციალისტების შეფასებით, ეს შეცდომაა. სწორედ მსგავსი ინსტრუქტაჟი ეხმარება მგზავრებს ავარიული სიტუაციის შემთხვევაში თვითმფრინავის დატოვების ოპტიმალური გეგმის შემუშავებაში, რაც მათი გადარჩების შანსებს ზრდის. თუ ამ ინფორმაციას ყურად არ იღებთ, მაღალია იმის ალბათობა, რომ საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში თქვენი ტვინი შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ვეღარ მოძებნის.

აეროფობია განსაკუთრებით აქტუალური 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ გახდა. ამ ტრაგიკული მოვლენებიდან 1 წლის განმავლობაში ათასობით ამერიკელი თვითმფრინავს ავტომობილს ამჯობინებდა. ამის შედეგად აეროპორტებში მგზავრთა ნაკადმა იკლო, ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა კი 1595 ადამიანით გაიზარდა. ამის მიზეზად ამერიკელი მეციერები მიიჩნევენ იმას, რომ ადამიანები მანქანის ტარებასთან დაკავშირებულ რისკებს სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებენ, მაშინ როდესაც თვითმფრინავით მგზავრობის შედეგად გარდაცვალების ალბათობას გადაჭარბებულად აფასებენ.

 

ვინ არიან ცნობილი აეროფობები?

 

მაგალითად, რეჟისორი უეს ანდერსონი, რომელმაც ფილმები „სასტუმრო „გრანდ ბუდაპეშტი“ და „ტენენბაუმების ოჯახი“ გადაიღო. ის ევროპაში მოგზაურობას საზღვაო ტრანსპორტით ამჯობინებს.

აწ უკვე გარდაცვლილი როკ-მუსიკოსი დევიდ ბოუი კი უპირატესობას გემებსა და მატარებლებს მას შემდეგ ანიჭებდა, რაც მისი თვითმფრინავი 1970-იანების დასაწყისში ჭექა-ქუხილში მოყვა. მუსიკოსმა 1980-იან წლებში ფრენა ისევ განაახლა, მაგრამ გულის შეტევისა და ქალიშვილის დაბადების შემდეგ კვლავ შეწყვიტა.

კინომსახიობი ქეით უინსლეტი ამტკიცებს, რომ თუ ქმართან ერთად სადმე მიემგზავრება, ისინი ყოველთვის სხვადასხვა თვითმფრინავში სხდებიან, რათა ავიაკატასტროფის შემთხვევაში მათი შვილები ორივე მშობლით არ დაობლდნენ.

ფრენის შიშის დაძლევის რა გზები არსებობს?

მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ შიშის დასაძლევად, მას თვალებში უნდა ჩახედოთ. აეროფობების გარკვეულ კატეგორიას შეიძლება დასჭირდეს ჰიპნოთერაპევტების, ფსიქოთერაპევტების ან კოგნიტური აშლილობის თერაპიის სხვა სპეციალისტის დახმარება. ამ შემთხვევაში მიზანი არის ის, რომ პანიკური მდგომარეობის ციკლურობა დადგინდეს და რაც მთავარია, მისი მართვა გახდეს შესაძლებელი. მკვლევართა მტკიცებით, ადამიანს შეუძლია კვალიფიციური სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ სისტემატური ვარჯიშებით ფრენის სხვადასხვა ეტაპს მიეჩვიოს. ზოგ შემთხვევაში ასეთი ვარჯიში ნამდვილი თვითმფრინავის ბორტზეც მიმდინარეობს. ფრენისას პაციენტს თან ახლავს თერაპევტი (საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა), რომელიც მას ელაპარაკება, რათა შიშის გრძნობისგან გაათავისუფლოს.

აეროფობიის დაძლევის სხვა და არანაკლებ ეფექტიანი მეთოდია ვირტუალური რეალობის გამოყენება. წარსულში ამ მიმართულებით კომპიუტერულ სიმულატორებს იყენებდნენ. მონიტორებზე ჩნდებოდა თვითმფრინავის სამგზავრო სალონი, ხმოვანი სიმულაციისთვის კი დინამიკები ავიაძრავების ხმებს გამოსცემდნენ. ამჯერად უკვე ხელმისაწვდომია ახალი გამოგონება – ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი, რომელიც თვითმფრინავის აფრენის ან დაფრენის პროცესის გახანგრძლივების ილუზიას ქმნის. ამავე ჩაფხუტით შესაძლებელია დღის მონაკვეთის, ამინდის, დაშვების ადგილის ან ეკიპაჟის განწყობის შეცვლა ანუ ნებისმიერი იმ ფაქტორისა, რომელიც პაციენტს ყველაზე მეტად აშინებს. 45 წუთის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ იმდენჯერ აფრინდეთ და დაეშვათ, რამდენჯერაც მოგინდებათ ისე, რომ ექიმის კაბინეტი არ დატოვოთ.

სპეციალისტების თქმით, ვირტუალური რეალობის გამოყენებით ჩატარებული პროცედურები ნამდვილი თვითმფრინავის ბორტზე ჩატარებულ თერაპიას არაფრით ჩამოუვარდება. სტატისტიკური მონაცემებით, ორივე მეთოდის შემთხვევაში 8 სეანსის შემდეგ პაციენტების 93%-მა აეროფობია დაძლია.

თერაპიის გარდა ფრენის შიშის დაძლევის სხვა მეთოდებიც არსებობს. ზოგს ყურსასმენით მუსიკის მოსმენა ეხმარება, სხვას – ალკოჰილური სასმელი. ზოგიერთები კი პანიკის საწინააღმდეგო პრეპარატებს იღებენ.

ეფექტიან მეთოდებს შორის სპეციალისტები სუნთქვით ვარჯიშებსაც ასახელებენ. ნელა და ღრმად ჩაისუნთქეთ პირით და ისუნთქეთ ისე, რომ მუცლის მოცულობა გაიზარდოს, მკერდის ნაწილი კი შეძლებისდაგვარად უძრავად დარჩეს. შემდეგ კი ნელა ჩაისუნთქეთ ცხვირიდან. ამ დროს შეგიძლიათ რომელიმე დამამშვიდებელი მანტრა გაიმეოროთ (მაგალითად,  „მშვიდად, მშვიდად“ და ა.შ.).

შესაძლოა, მათთვის, ვინც პირველად მიფრინავს ან ფრენის ცუდი გამოცდილება აქვს, უფრო ეფექტიანი იყოს იმის ცოდნა, თუ როგორ დაფრინავს თვითმფრინავი. ამ დროს შეიძლება ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი. მაგალითად, როგორ ადის ჰაერში მეტალის მძიმე საგანი, როგორ არეგულირებენ დისპეტჩერები ავიალაინერების ერთმანეთთან საშიშ დისტანციაზე მიახლოებას და ა.შ.

ერთ-ერთი შესაძლო მეთოდი შეიძლება იყოს ასევე იმ წიგნების კითხვა, რომლებიც სტრესულ მდგომარეობასთან გამკლავების სტრატეგიას ასახავს. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ აეროფობია მკურნალობას ექვემდებარება, მაგრამ შეგნებულად მისი უყურადღებოდ დატოვება სწორი არ არის, რადგან ფრენის შიში თავისით არ გაივლის.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 July, 2024
რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

5 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

ივლისი 6, 2024
ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ივლისი 6, 2024
„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

5 ივლისი 2024
სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

5 ივლისი 2024
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

5 ივლისი 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

ივლისი 6, 2024
თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

ივლისი 6, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ივლისი 3, 2024
რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

ივნისი 27, 2024
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

7 ივლისი 2024

ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ

7 ივლისი 2024
როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

6 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

ივლისი 6, 2024
როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

ივლისი 6, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ივლისი 7, 2024
როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

ივლისი 6, 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024
თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

ივლისი 6, 2024
თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

ივლისი 5, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი