ორშაბათი, ივლისი 8, 2024
- Advertisement -spot_imgspot_imgspot_imgspot_img
მთავარიმთავარი"სამშობლოში დაბრუნება ჩემმა 12 წლის შვილმა გადამაწყვეტინა, ესპანეთში გაიზარდა, მაგრამ საქართველო უზომოდ...

“სამშობლოში დაბრუნება ჩემმა 12 წლის შვილმა გადამაწყვეტინა, ესპანეთში გაიზარდა, მაგრამ საქართველო უზომოდ შეუყვარდა” – ინტერვიუ ლექსო დუჩიძესთან

ავტორი: თათია გოჩაძე

Sheniemigranti.ge გთავაზობთ ინტერვიუს ლექსო დუჩიძესთან, რომელიც მრავალწლიანი ემიგრაციიდან სამშობლოში სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ლექსო 15 წელი ესპანეთში ცხოვრობდა და მისი სალონი იქ საუკეთესო ათეულში შედის, თუმცა როგორც თავად ამბობს, საქართველოში წამოსვლის გადაწყვეტილება 10 წუთში მიიღო და ამის მიზეზი მისი ქალიშვილი, 12 წლის ეთუნაა…
ჩემთვის, როგორც ერთი ქართველისთვის, ძალიან ემოციური და ამაღელვებელი აღმოჩნდა ისტორია, რომელსაც ინტერვიუში მოისმენთ – ესპანეთში გაზრდილ გოგონას საკუთარი სამშობლო, საქართველო ისე შეუყვარდა, რომ მშობლებს დაბრუნების გადაწყვეტილება მიაღებინა… ✨️🌸

– ლექსო, გვიამბეთ, თქვენი ემიგრანტული გზის შესახებ, როდის დაიწყო – რატომ გადაწყვიტეთ საქართველოდან წასვლა?

-სანამ ესპანეთში გადავიდოდი, გერმანიაში ვსწავლობდი. ცოტა ხნის შემდეგ ჩამოვედი საქართველოში და დავიწყე საკუთარი პროფესიით მუშაობა, თუმცა რაღაც დონეზე სალონური საქმე ნასწავლი მქონდა, როგორც მოგეხსენებათ, ევროპაში სტუდენტებს უწევთ მუშაობა.

ამ სფეროში მყავდა ახლობელი, რომელმაც შემომთავაზა სამსახური და დავთანხმდი. თავიდან ეს ყველაფერი არასერიოზულად მიმაჩნდა, მაგრამ წლების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ამის ნიჭი აღმომაჩნდა. ამ სფეროში სხვა თავისუფლება გაქვს, სწორედ ამიტომ უკვე 15 წელია, ამ საქმით  ვარ დაკავებული.

ახლა საქართველოში ვარ. 2 კვირაა, რაც ჩამოვედი და წასვლას აღარ ვგეგმავ.

საინტერესოა, რამ გადაგაწყვეტინათ ჩამოსვლა? 

-ჩემმა შვილმა… ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც გადავწყვიტე ჩამოსვლა. საქართველოში მხოლოდ ერთხელ მყავდა საახალწლოდ ჩამოყვანილი და ისეთი ემოციებით დატვირთული დაბრუნდა, რომ სულ მთხოვდა საქართველოში დაბრუნებას და ცხოვრებას. განიცდიდა იმას, რომ ასეთი ლამაზი ქვეყანა გვაქვს და ჩვენ ვცხოვრობთ სხვაგანო. ამის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება. ახლა 12 წლისაა და უბედნიერესია, მოუთმენლად ელოდება სასწავლო წლის დასრულებას, რომ ჩამოვიდეს.

ყოველდღე მირეკავს და დღეებს ითვლის. თუმცა მანამდე არ ჰქონია რაიმე პრობლემა, რომ ესპანეთი არ მოსწონებოდა და ძალიან უყვარს, რადგან ის სწორედ ესპანეთში გაიზარდა. ამიტომ ცოტა გასაკვირია, ასე ძალიან რომ მოინდომა საქართველოში ცხოვრება, თუმცა ეს ძალიან მახარებს…

როდესაც ემიგრაციიდან ბრუნდები, ალბათ, გათვალისწინებულიც უნდა გქონდეს, აქ რამდენად შეძლებ დასაქმებას… თქვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა?

-რა თქმა უნდა, მე აქ მყავს ჩემი მომხმარებლები. როდესაც შვებულების დროს ჩამოვდიოდი, ვემსახურებოდი მათ. არც შრომის მეშინია, ძალიან მარტივად შემიძლია დავიწყო ნულიდან. ჩემთვის მთავარია, ჩემი გადაწყვეტილებით ჩემმა შვილმა იგრძნოს თავი ბედნიერად.

შეიძლება თავიდან რამდენიმე თვე ისე არ ვიყო, როგორც ესპანეთში, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

ლექსო, როგორც ქართველს, ძალიან მიხარია, რომ სამშობლოს დაუბრუნდით…!  იქნებ, ერთი-ორი სიტყვით გვიამბოთ ემიგრანტულ ცხოვრებაზე, როგორია ესპანეთში ცხოვრების დონე სხვადასხვა სფეროში, მაგალითად: განათლების, ჯანდაცვის და ა.შ.

-ჯანდაცვის სფერო შედარებით უკეთესია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იდეალურია. ესპანეთში  სამედიცინო დახმარება თუ დაგჭირდა, გიწევს, ტკივილი დღეს გაიყუჩო და ექიმთან ვიზიტზე ხვალ ჩაეწერო. შეიძლება მძიმე პრობლემა გქონდეს, მაგრამ ექიმმა არ ჩათვალოს მნიშვნელოვნად და ვიზიტი დაგინიშნოს ორი თვის შემდეგ. ყოფილა ძალიან მძიმე შემთხვევებიც…

მოკლედ, რასთანაც მე შეხება მქონია, ვერ ვიტყვი, რომ კარგი მდგომარეობაა. რაც გამიგია და რასაც შევსწრებივარ, არ არის იდეალური სიტუაცია. იქ ქართველი ემიგრანტები არიან, რომლებიც შვებულებას ელოდებიან, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და გამოკვლევები აქ ჩაიტარონ. ურჩევნიათ, გადაიხადონ ფული და აქ გაიკეთონ, ვიდრე იქ უფასოდ და შეიძლება დიაგნოზი ვერც დაგისვან.

იქ რაც დიდ როლს თამაშობს, ეს არის აპარატურა. ფაქტობრივად, ესპანელი ექიმები ესპანეთში არ არიან, ისინი დაბალი შემოსავლის გამო წავიდნენ სხვადასხვა ქვეყანაში – გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში და ჩვენ ძირითადად გვემსახურებიან ლათინოამერიკელი ექიმები. როდესაც საავადმყოფოში მიხვალ და მის მეტი არავინ არის, იძულებული ხარ, რომ დათანხმდე.

არც განათლების სისტემაა იდეალური. სხვათაშორის, როდესაც ჩემმა შვილმა მოიძია ინფორმაცია, განათლების მხრივ საქართველოში უკეთესია და შედარებით წინ ვართ პროგრამულად ასაკის გათვალისწინებით.

დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, მაგრამ მთავარი მიზეზი ჩემი შვილის დიდი სურვილი და სიყვარულია საქართველოსადმი. ეს ურთიერთობები, სითბო, სიყვარული, რაც მან აქ მიიღო, ამან უფრო მეტად შეაყვარა საქართველო. შოკოლადები, რომლებიც ახლა წელს ბავშვებს საჩუქრად ჩამოვუტანე, უჩემოდ არ ჭამეს, გამიყვეს და მიწილადესო. ეს მისთვის წარმოუდგენელი რამ აღმოჩნდა, რადგან ესპანეთში რაც შენია-შენია, რაც სხვისია-სხვისია… გაფრენამდეც სულ მიზეზებს ეძებდა, რომ საქართველოში დავრჩენილიყავით.

როგორც თქვით, ბავშვი ესპანეთში გაიზარადა და მან თქვენგან და დედისგან მიიღო ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იყო – ჩვენი ქვეყნის სიყვარული. უბრალოდ, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი შემდეგ აქ თვალნათლივ ნახა და მისთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი გახდა…

– როდესაც საქართველოზე ვკითხე, თუ რატომ შეუყვარდა აქაურობა ასე ძალიან, – მიპასუხა: შენ სულ საქართველოზე მესაუბრები სიყვარულით დაბადებიდან და რატომ გაგიკვირდაო?…

მე იქ საკუთარი სალონების ქსელი მაქვს, მთელი ესპანეთის მასშტაბით ჩემი სალონი 10 საუკეთესოში შედის. ვარ აკრედიტებული სტილისტი, კოლორისტი, ძალიან ბევრი ცნობილი კლიენტი მყავდა, მაგრამ სულ რაღაც 10 წუთში მივიღე გადაწყვეტილება.

სულ მალე ჩამოვა ჩემი შვილიც საქართველოში. სასწავლო წლის დასრულებას ველოდებით, რადგან ეს წელი დაკარგულად არ ჩაეთვალოს. თითებზე ითვლის დღეებს, ისე უნდა მალე ჩამოსვლა…

მადლობა ასეთი პატრიოტი შვილის აღზრდისთვის და მადლობა, რომ ჩვენს სამშობლოს დაუბრუნდით. წარმატებებს გისურვებთ!

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 July, 2024
რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

5 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

ივლისი 6, 2024
ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ივლისი 6, 2024
„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

5 ივლისი 2024
სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

5 ივლისი 2024
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

5 ივლისი 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

ივლისი 6, 2024
თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

ივლისი 6, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ივლისი 3, 2024
რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

ივნისი 27, 2024
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

7 ივლისი 2024

ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ

7 ივლისი 2024
როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

6 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

ივლისი 6, 2024
როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

ივლისი 6, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ივლისი 7, 2024
როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

ივლისი 6, 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024
თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

ივლისი 6, 2024
თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

ივლისი 5, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი