ორშაბათი, ივლისი 8, 2024
- Advertisement -spot_imgspot_imgspot_imgspot_img
მთავარიირაკლი ნინუას თვალით დანახული მსოფლიო"ქართველის თვალით დანახული მსოფლიო" - ექსკლუზიური ინტერვიუ ირაკლი ნინუასთან, რომელიც ჩვენს მკითხველს...

“ქართველის თვალით დანახული მსოფლიო” – ექსკლუზიური ინტერვიუ ირაკლი ნინუასთან, რომელიც ჩვენს მკითხველს შთამბეჭდავი მოგზაურობის ისტორიებს გააცნობს

ავტორი: თათია გოჩაძე 

“ქართველის თვალით დანახული მსოფლიო” – ასე ჰქვია ჩვენს ახალ პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც sheniemigranti.ge იწყებს თანამშრომლობას travel blogger ირაკლი ნინუასთან, რომელმაც უკვე 60-ზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურა და კიდევ არაერთ ქვეყანაში გამგზავრებას გეგმავს.

ირაკლი ჩვენს მკითხველს პერიოდულად გაუზიარებს საკუთარი შთამბეჭდავი მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ფოტო-ვიდეო მასალითა და საინტერესო სტატიების მეშვეობით. 

საინტერესო ის არის, რომ ირაკლი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არამხოლოდ მოგზაურობს, არამედ იქ გარკვეული პერიოდით საცხოვრებლად რჩება და თითოეული ქვეყნის ტრადიციებსა თუ კულტურას სიღრმისეულად სწავლობს. 

ირაკლი ნინუა Solo მოგზაურია, ფლობს 10 ენას და მისი ევროპული უმაღლესი განათლების რეზიუმეც ძალიან შთამბეჭდავია… გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუ ქართველ მოგზაურთან, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხავთ:

ირაკლი, როდის დაიწყო თქვენი ემიგრანტული ისტორია?

– 2008 წელს ჩეხეთში წავედი სასწავლებლად, სრული დაფინანსებით – ეს იყო სადოქტორო პროგრამა ეკონომიკაში. ჩეხეთიდან მივიღე სხვა სტიპენდია და გადავედი სასწავლებლად ავსტრიაში. შემდეგ მესამე სტიპენდია მივიღე და წავედი იტალიაში სასწავლებლად, ისევ დავბრუნდი ავსტრიაში და დავამთავრე ჩემი მესამე სამაგისტრო პროგრამა… დავრჩი საცხოვრებლად და სამუშაოდ ვენაში.

60-ზე მეტ ქვეყანაში ხართ ნამყოფი… როდის გადაწყვიტეთ, მოგზაურობა დაგეწყოთ და რატომ – მარტო?

– ყოველთვის მინდოდა მოგზაურობა, რადგან მაინტერესებდა სხვა ქვეყნების კულტურა. იყო ქვეყნები, სადაც მოგზაურობაზეც ვოცნებობდი ბავშვობაში. 2008 წლიდან ვცხოვრობ ევროპაში. მანამდეც ბევრ ქვეყანაში ვიყავი ნამყოფი, მაგრამ რაც ევროპაში გადავსახლდი, ლოჯისტიკურად გაადვილდა ჩემი მოგზაურობა.
გარდატეხა მოხდა 2018 წელს, როდესაც გადავწყვიტე, არათუ მემოგზაურა სხვა ქვეყნებში, არამედ ამერჩია ცხოვრების ისეთი სტილი, სადაც თითოეულ ქვეყანაში ვატარებ რამდენიმე თვეს. ასე რომ, ყოველთვის გადაადგილების პროცესში ვარ…

რატომ მიიღეთ ეს ტადაწყვიტილება?

– უკვე მქონდა გამოცდილება 5 სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების. ვცხოვრობდი საქართველოში, ჩეხეთში, ავსტრიაში, იტალიასა და გერმანიაში. ამიტომ რაღაც დრის შემდეგ ჩემთვის მიმზიდველი გახდა ის, რომ არამხოლოდ როგორც ტურისტი ჩავსულიყავი სხვა ქვეყნებში, არამედ მომეხდინა ინტეგრაცია იქაურ წეს-ჩვეულებებსა და საზოგადოებაში. ასე შემეძლო, რომ უფრო ძირფესვიანად შემესწავლა ეს ქვეყნები.

გასაგებია… მრავალმხრივი გამოცდილება დააგროვეთ და რა შთაბეჭდილებას გაგვიზიარებთ – ყველაზე მეტად რომელი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები დაგამახსოვრდათ?

– ამ კითხვაზე პირველად მახსენდება ჩემი უახლესი გამოცდილება – შარშან 6 თვეზე მეტი გავატარე ავსტრალიაში. ეს პერიოდი შეიძლება შთამბეჭდავად ჟღერდეს, მაგრამ ისეთი დიდი ქვეყნისთვის, როგორიც ავსტრალიაა, დამერწმუნეთ, ბევრი არ არის. ამ პერიოდში მოვახერხე ნახევარზე ცოტა მეტის ნახვა ყველა იმ ადგილის, რომლის ნახვაც ავსტრალიაში მინდოდა.
ეს იყო განსხვავებული შეგრძნება, რადგან ერთი მხრივ ვიყავი ძალიან მაღალ განვითარებულ ქვეყანაში, მაგრამ მეორე მხრივ ეს იმდენად შორს არის და ბევრი განსხვავებაა ფლორა-ფაუნას, ცხოვრების წესის თვალსაზრისით, რომ ძალიან დასამახსოვრებელი მოგონება დამიტოვა.

ავსტრალიის გარდა, კიდევ რომელი ქვეყნების შთაბეჭდილებები გახსენდებათ განსაკუთრებულად?

– ჩემი ბოლო მოგზაურობებიდან ეს იყო ჩემი ორი არაჩვეულებრივი თვე გატარებული კუბაზე. ასევე, 2-თვიანი მოგზაურობა კოლუმბიაში. ძალიან ლამაზი მოგონება დატოვა ჰავაის კუნძულებზე გატარებულმა ორმა კვირამ… კიდევ გამოვყოფდი სამხრეთ აფრიკას, რომელიც იყო აბსოლუტურად განსხვავებული, ლამაზი კონტრასტების ქვეყანა.

ასევე, მადაგასკარი, რომელიც არის ძლიან დიდი ქვეყანა და საოცრება მოვახდინე – შევძელი რამდენიმე კვირაში ყველა იმ ადგილის დათვალიერება, რისი ნახვაც მინდოდა…

ირაკლი, გისმენთ და ვფიქრობ, რომ ჩემი ოცნებაც ბავშვობაში დაუსრულებელი მოგზაურობა იყო, თუმცა ეს თქვენგან განსხვავებით, დღემდე ვერ ავისრულე…

– ყველა ოცნება ადრე თუ გვიან სრულდება…

იმის თქმა მინდა, რომ ასე ადვილი არ არის თქვენნაირი ცხოვრების დაწყება – ამას სჭირდება ფინანსები, სრული თავისუფლება… საინტერესოა, რა პროფესიის ხართ და რას საქმიანობთ, გარდა მოგზაურობისა?

საკმაოდ ბევრი პროფესია მაქვს – 4 უმაღლესი განათლება. ვარ ეკონომისტი, ფინანსების სპეციალისტი, საინვესტიციო ბანკირი. ასევე მაქვს სახელმწიფო მენეჯმენტის და მართვის ხარისხიც. ვმუშაობდი ტურიზმის სფეროშიც და ეს სია შემიძლია, კიდევ გავაგრძელო…

თუმცა, მთავარი ისაა, რომ იმდენად მწირი ბიუჯეტით დავიწყე მოგზაურობა, რომ ამას, ალბათ, არავინ დაიჯერებს.

ვთქვათ, მქონდა მივლინება პერუში, ფრენას მიხდიდა კომპანია, მე ვრჩებოდი პერუში და იქიდან მოვდიოდი ჩილეში, არგენტინაში, ბრაზილიაში და ა.შ. მართლა არ მქონდა ბევრი საშუალება და ამიტომ ვცხოვრობდი ისეთ ჰოსტელებში, სადაც ღამეში 10 ევროს ვიხდიდი. საერთოდ, სამხრეთ ამერიკაში მცირე ბიუჯეტითაც შეძლებ ცხოვრებას…
რომ ვადარებ – როგორ ვმოგზაურობდი მაშინ და როგორ ვმოგზაურობ ახლა, კი არის განსხვავება, მაგრამ იმ პერიოდისთვის ჩემთვის იყო დიდი ბედნიერება, რომ 6 ან 8 თვე გამეტარებინა საოცნებო ქვეყნებში.

თუნდაც არ მეცხოვრა “ლაქშერულად”, მაგრამ ამავე დროს მიმეღო არაჩვეულებრივი სიამოვნება, განცდა და შთაბეჭდილებები, რაც შეიძლება ჩემზე ფინანსურად ბევრად წარმატებულ ადამიანს არ ჰქონოდა.

აბსოლუტურად გეთანხმებით – რა თქმა უნდა, მატერიალურ ფუფუნებას ყოველთვის სჭარბობს სულიერი… საინტერესოა, რამდენ ენას ფლობთ და რამდენად გეხმარებათ ენების ცოდნა მოგზაურობაში?

– 10 ენას ვფლობ. ბავშვობიდან ვიყავი ორენოვანი, ქართული და რუსული ვიცოდი, როგორც მშობლიური ენები. ინგლისურის სწავლა დავიწყე სკოლიდან და 3 უმაღლესი განათლება მივიღე ინგლისურ ენაზე. ავსტრიაში ცხოვრების დროს გერმანულს ვსწავლობდი ბევრი წლის განმავლობაში. ჩეხური ვისწავლე ჩემით და საკმაოდ კარგად ვფლობ. ალბათ, დამეხმარა ის, რომ რუსული ენა ვიცოდი ზედმიწევნით კარგად და ვიყავი ძალიან მონდომებული. იტალიური ენა ვისწავლე, რადგანაც როდესაც იქ ვცხოვრობდი, იმ ქალაქში ინგლისური არავინ იცოდა და გამოვიდა, რომ “იძულებით” ვისწავლე ეს ენა…

სასიამოვნო იძულება ყოფილა…

– დიახ… ესპანური ენა ვისწავლე მოგზაურობების დროს, რადგან ძალიან ბევრ ესპანურენოვან ქვეყანაში ვარ ნამყოფი ხანგრძლივი პერიოდითაც. პოლონური ვისწავლე იმიტომ, რომ ბევრჯერ ვარ პოლონეთში ნამყოფი… ასევე უკრაინული და სლოვაკურიც საკმაოდ მარტივად ვისწავლე.

როგორც ვიცი, ვენაში ცხოვრობთ… საინტერესოა, რატომ აირჩიეთ საცხოვრებლად ავსტრია?

– ეს არის ძალიან კომფორტული ქვეყანა, ვენა ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ ქალაქად, საცხოვრებლად. კი, ვცხოვრობ ასვტრიაში, მაგრამ ძალიან ბევრ დროს იქ არ ვატარებ, უმეტესად საზღვარგარეთ ვარ…

ახლა სად იმყოფებით?

– ახლა პუნტა კანაზე, დომენიკის რესპუბლიკაში.

მინდა, ურჩიოთ იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ თქვენსავით იმოგზაურონ, თუმცა ამას ვერ ბედავენ ან არ იციან, როგორ მოახერხონ ეს ბიუჯეტურად – როგორ აიხდინონ ეს ოცნება?

– პირველ რიგში, იმას ვიტყოდი, რომ ეს ალბათ, არ არის ყველასთვის, მაგრამ თუ გადაწყვიტეთ და ამის გაკეთება გინდათ, საკმაოდ დიდი დროის დახარჯვა მოგიწევთ თვითორგანიზაციაზე. საჭიროა, თვითდისციპლინა და მე ბევრ დროს ვხარჯავ მოგზაურობების დაგეგმვაზე.

უსაქმოდ რომ არ ვიყო პლაჟზე, სულ ტელეფონში ვარ “შემძვრალი” და ვეძებ ინფორმაციას საინტერესო ადგილების შესახებ. ასევე, დიდ ყურადღებას ვუთმობ უსაფრთხოების თემას, რადგან ყველგან ვერ წახვალ – არის ქვეყნები, სადაც სიფრთხილე გმართებს. ძალიან ბევრ დროს ვუთმობ იმას, რომ რაც შეიძლება ნაკლები გადავიხადო ფრენებში, რადგან შეიძლება ერთი ადგილიდან მეორეში ჩაფრინდე 2000$-ად და 200$-ადაც. მე კი მზად ვარ, რომ კომფორტზე გავაკეთო ეკონომია, რადგან არსად მეჩქარება და მაქვს გამოცდილება იაფად ფრენის.
ასევე, დიდი ყურადღება ექცევა საცხოვრებელი ადგილის არჩევას. ვცდილობ, შევარჩიო არა ყველაზე იაფი, არამედ ის ადგილები, რომელსაც ყველაზე კარგი გამოხმაურება აქვს.

ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ადგილის არჩევას, მირჩევნია, ვიცხოვრო სასურველ ადგილზე, სადაც თანხა არ დამეხარჯება ტაქსიში… მოკლედ, ძალიან ბევრი ხრიკი არსებობს, თუ როგორ უნდა დაზოგო თანხა მოგზაურობის დროს…

ასეთი დიდი გამოცდილება გაქვთ და საინტერესოა, რატომ არ აწყობთ სამოგზაურო ტურებს? რატომ არ აქცევთ ამ საქმიანობას შემოსავლის წყაროდ?

– ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, მაგრამ არასდროს გამიკეთებია… ალბათ, იმიტომ, რომ საქართველოდან რთულია ეგზოტიკური მოგზაურობების დაგეგმვა. 20 ადამიანის ჯგუფიც რომ შეკრა, მოგზაურობა იაფი მაინც არ გამოვა, რადგან პირველად მაინც უნდა ჩახვიდე ევროპაში და შემდეგ მოძებნო ეგზოტიკური ქვეყნებისკენ ფრენა… შეიძლება, ბევრს ძალიან უნდოდეს, მაგრამ ამის ფინანსები არ ჰქონდეს…
მე ასევე ვარ travel blogger-ი, ვაზიარებ ჩემი მოგზაურობის ისტორიებს და ყოფილა შემთხვევები, რომ მოუწერიათ ადამიანებს, რომ ოცნებობენ, ვთქვათ, ბრაზილიაში მოხვედრაზე და მათ უანგაროდ დავხმარებივარ იაფი ფრენის მოძებნაში. ძალიან ბევრს დავხმარებივარ ასე უანგაროდ…
ასევე, ბევრი მიკავშირდება ვიზის საკითხზე. როცა გამოვქვეყნე ჩემი ავსტრალიაში მოგზაურობა, ალბათ, 300 შეტყობინება მივიღე – ყველა მეკითხებოდა, როგორ უნდა შევსოთ ვიზის განაცხადი. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უანგაროდ ვპასუხობ ყველას და ვაკვალიანებ.

ვიზის მიღების პრობლემა თქვენ  ნამდვილად არც ერთ ქვეყანაში გექნებათ. ხომ ასეა?

– დიახ, მაგრამ მაინც ძალიან მოწიწებით ვეკიდები ამ თემას. რა თქმა უნდა, ხელი ძალიან გაწაფული მაქვს და ვიცი, როგორ შევავსო ნებისმიერი სავიზო განაცხადი, მაგრამ ბავშვობიდან შემომრჩა ეს, რომ ნებისმიერი ვიზის მიღების წინ მაინც ცოტას ვნერვიულობ. თუმცა, უარი არასდროს მიმიღია.

წეღან უსაფრთხოების თემაზე საუბრობდით და თქვით, რომ არის ქვეყნები, სადაც არ ჩახვალთ… ალბათ, მარტო მოგზაურობასაც ახლავს თან გარკვეული საფრთხეები – ამ საკითხზეც იქნებ გვესაუბროთ…

– 10 წლის წინ, ალბათ, ყველგან წავიდოდი ყოველგვარი შიშის გარეშე. ამ ეტაპზე კი ვცდილობ, უფრო ფრთხილად ვიყო და მოვერიდო ისეთ ქვეყნებს, სადაც უსაფრთხო არ არის მოგზაურობა. ძალიან დიდ დროს ვხარჯავ მოგზაურობის მომზადებაზე. თუ ეს არის მივლინება, შეიძლება უფრო გავრისკო…

ინტერვიუს ბოლოს გკითხავთ – საქართველოში ჩამოსვლას როდის აპირებთ? თუ განიხილავთ იმას, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ დაასრულებთ ამ მოგზაურობას და სამშობლოში დაბრუნდებით საცხოვრებლად?

– საქართველოდან წავედი 2008 წელს და მას შემდეგ 10 წელი არ ჩამოვსულვარ, თუმცა ახლა უკვე რეგულარულად დავდივარ – თითქმის წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ.

საქართველოში მყავს ოჯახი, ნათესავები, ძაღლები და ამიტომ ვცდილობ, ცოტა ხნით მაინც ჩამოვიდე ხოლმე. არ მგონია, რომ ოდესმე ისევ ვიცხოვრებ საქართველოში, სავარაუდოდ – არა, რადგან ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ავსტრიაში…

თუ გსურთ ირაკლის საოცარი მოზაურობის შთამბეჭდავი ისტორიების ნახვა, გადადით ამ ბმულზე 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 July, 2024
რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

5 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

ივლისი 6, 2024
ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ივლისი 6, 2024
„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

5 ივლისი 2024
სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

5 ივლისი 2024
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

5 ივლისი 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

ივლისი 6, 2024
თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

ივლისი 6, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ივლისი 3, 2024
რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

ივნისი 27, 2024
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

7 ივლისი 2024

ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ

7 ივლისი 2024
როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

6 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

ივლისი 6, 2024
როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

ივლისი 6, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ივლისი 7, 2024
როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

ივლისი 6, 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024
თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

ივლისი 6, 2024
თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

ივლისი 5, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი