ორშაბათი, ივლისი 8, 2024
- Advertisement -spot_imgspot_imgspot_imgspot_img
მთავარიგერმანია"ჩემთვის ემიგრანტობის გზა რთული იყო, საქართველო ძალიან მენატრება!" -ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ მუსიკოს...

“ჩემთვის ემიგრანტობის გზა რთული იყო, საქართველო ძალიან მენატრება!” -ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ მუსიკოს ბელა ბერკემერ-მახარაძესთან

ავტორი: თათია გოჩაძე

sheniemigranti.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ცნობილ მევიოლინე ბელა მახარაძე-ბერკემერთან, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს:

ქალბატონო ბელა, გვიამბეთ თქვენი ემიგრანტული ისტორია…

– გერმანელმა კომპოზიტორმა, პიანისტმა და დირიჟორმა უვე ბერგემერმა მიპოვა საქართველოში… მე გახლდით ლიანა ისაკაძის სტიპენდიანტი კონსერვატორიაში და შემდეგ თავად ქალბატონ ლიანას თხოვნით, როგორც კი კონსერვატორია დავამთავრე, დავიწყე მის ახლად დაარსებულ საქართველოს კამერულ ორკესტრში მუშაობა. მხოლოდ ერთი წლით უნდა ყოფილიყო ეს, სანამ ასპირანტურაზე ჩავაბარებდი, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში მოიწვია ქალბატონმა ლიანამ უვე ბერკემერი სტუმრად…

მახსოვს, როგორ შემოვიდა ლიანა ჩვენთან სარეპეტიციო დარბაზში და გვითხრა, რომ უნიჭიერესი გერმანელი ჩამოდის და სამი კვირით მასთან აპირებდა სტუმრად წასვლას, რადგან ის გახლდათ თავად მრავალი ფესტივალის ავტორი და ინტერნაციონალურ ფესტივალზე ვიყავით მიწვეული –  ქალბატონი ლიანა, როგორც სოლისტი და ჩვენი ორკესტრი.

ჩემი შესრულების მანერა სრულიად განსხვავებული იყო სხვებისაგან, ამიტომ უვეს ყურადღება პირველივე დღიდან მივიპყარი. ქალბატონ ლიანას სთხოვდა, უზომოდ მომეწონა ეს გოგო და მასწავლე, როგორ მივიქციო მისი ყურადღებაო. სამი კვირის შემდეგ უვეს მიწვევით ორკესტრი წავიდა გერმანიაში, ყოველ დღე ვარდებით მანებივრებდა, სხვადასხვა რესტორანში მპატიჟებდა.

გასტროლების ბოლოს უკვე ვიცოდი, რომ მისი ცოლი უნდა გავმხდარიყავი. როგორც კი ჩამოვედი, დავიწყე გერმანულის პედაგოგთან სიარული, რადგან ენა არ ვიცოდი.

მოკლედ შედგა ჩვენი ნიშნობა და წავედი გერმანიაში. ულამაზესი ქორწილი გვქონდა. ამ ისტორიას კონკიას ისტორიას ვადარებ, რადგან სოფელში გაზრდილი პატარა გოგო ვერასოდეს ვიოცნებებდი, რომ ასეთი საოცარი მეუღლე შემხვდებოდა. მართლაც ღირსეული მამაკაცი, როგორც კომპოზიტორი, ასევე ადამიანი.

– ქალბატონო ბელა, იყო ეს ერთი ნახვით სიყვარული?

-დიახ, მისი მხრიდან ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო. შემდეგ კი, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მეც შემყვარებოდა. გვქონდა ორი ფანტასტიკური ქორწილი და ქალბატონი ლიანა გახლდათ ჩემი მეჯვარე…

-რთული იყო თქვენთვის ეს  ემიგრანტული გზა?

– რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს გზა ურთულესი იყო. ძალიან გამიჭირდა ოჯახის დატოვება, რადგან ძალიან მიჯაჭვული ვიყავი ჩემს მშობლებზე, განსაკუთრებით დედაზე. თბილისშიც  მიჭირდა დედის გარეშე ყოფნა და როგორც კი საშუალება მეძლეოდა, ყველანაირად ვცდილობდი მასთან ჩასვლას. მე 2000 წელს გავთხოვდი, მაშინ არც სატელეფონო საუბრები იყო და ძალიან განვიცდიდი ამ ყველაფერს. თან ამას ემატებოდა გერმანული ენის არცოდნა და ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი ჩემთვის.

-თავიდან  ადაპტაციის პერიოდი როგორ გადალახეთ, როდესაც მოხვდით უცებ სრულიად უცხო ქვეყანაში?

-ძალიან ცუდად. ჩემმა მეუღლემ შეისწავლა ქართული ენა და მადლობა ღმერთს, რომ წელიწადში ერთხელ ვახერხებდი დედა ჩემთან ჩამომეყვანა 3 თვით. ამასთან ერთად, ყველანაირად ვცდილობდი მეც ჩავსულიყავი წელიწადში ერთხელ მაინც, თუმცა იმდენად ვარ საქართველოზე დამოკიდებული, რომ ახლა, როდესაც 2-3-ჯერაც ვახერხებ საქართველოში ჩასვლას, როდესაც უკან ვბრუნდები, უკვე ძალიან მენატრება საკუთარი ქვეყანა.

– ქალბატონო ბელა, მკითხველს საქმიანობის შესახებაც უამბეთ… რა გზა განვლო შემოქმედებითი თვალსაზრისით ბელა მახარაძემ?

– 9 წლიდან სცენაზე ვდგავარ. როგორც გითხარით, ძალიან გამიმართლა მეუღლეში და  ასევე გამიმართლა პედაგოგებში. ჯერ კიდევ სოფელ ნატანებში, სადაც დავიბადე, გურიაში, მყავდა საუკეთესო ბათუმელი პედაგოგი, მევიოლინე თემურ შავლაშვილი, რომელმაც ყველაფერი ჩადო ჩემში და სწორედ 9 წლის ასაკიდან ორკესტრთან ერთად ვუკრავ, როგორც სოლისტი. ბათუმში 2-წლიანი  სწავლის შემდეგ, გადავედი ნიჭიერთა ათწლედში, გიმნაზიაში, თბილისში.

ნიჭიერთა ათწლედის დასრულებისთანავე ჩავაბარე კონსერვატორიაში, სადაც საუკეთესო პროფესორები მყავდა შოთა შანიძე და ქალბატონი ხათუნა თუშმალიშვილი. ამ ადამიანებმა ჩემი კარიერის შექმნაში უდიდესი როლი ითამაშეს, რადგან ახლა როგორი მევიოლინეც ვარ, უმეტესწილად მათი დამსახურებაა. ამის შემდეგ გავხდი უკვე ქალბატონი ლიანას სტიპენდიანტი და გათხოვების შემდეგ, რადგან მეუღლე ბრწყინვალე პიანისტია, დავიწყეთ სოლო კონცერტების ჩატარება. მას ჰქონდა კამერული ორკესტრი, ასევე კავკასიური და მეც ვუკრავდი.

ერთი სიტყვით, ჩვენ გვქონდა ფანტასტიკური ცხოვრება. თუმცა 2005 წელს ჩვენ ჩამოვედით საქართველოში და 2008 წლამდე ვცხოვრობდით აქ. ჩემმა მეუღლემ საქართველოში ჩამოაყალიბა კავკასიური-კამერული ორკესტრი, რომლის წევრი ვიყავი მეც. ყველანაირად ვეხმარებოდი საორგანიზაციო საქმეებში და მე, რა თქმა უნდა, მასთან ერთად ვშრომობდი, მაგრამ მე ვიყავი ერთი რიგითი წევრი. ჩვენ 6 თვის განმავლობაში ვიყავით გასტროლზე. კავკასიური-კამერული ორკესტრის მისია იყო ქართული კულტურის საზღვრებს გარეთ გატანა და პოპულარიზაცია. იმდენად საინტერესო იყო ჩემი მეუღლის მოღვაწეობა საქართველოში, რომ დაიბეჭდა  “new York time”-ში მასზე სტატია და ერთი კვირის შემდეგ, შვეიცარიის ტელევიზია გამოგვეხმაურა, იმდენად დაინტერესდნენ, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და დოკუმენტური ფილმი გადაიღეს მასზე და მის მოღვაწეობაზე.

ყველგან დადიოდნენ ჩვენთან ერთად, გასტროლებზეც კი და მათმა გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა ვერონაში აიღო გრანპრი. ასე, რომ ფანტასტიკური დასაწყისი გვქონდა ჩვენ, მაგრამ, სამწუხაროდ, დასასრული ძალიან ცუდი, რადგან 2008 წლის ომის შემდეგ დაფინანსება შეგვიწყდა და ორკესტრი დაიშალა. რის გამოც უკან, გერმანიაში დაბრუნება მოგვიწია…

– თქვენ და ბატონი უვე არამარტო მეუღლეები, არამედ საქმიანი პარტნიორებიც ხართ, კონცერტებსაც ერთად მართავთ, როგორია ახლა თქვენი ცხოვრება?

მეუღლესთან ურთიერთობა, რასაკვირველია, არის ფანტასტიკური, რადგან ჩვენ რეპეტიციები აღარ გვჭირდება. ერთი ამოსუნთქვითაც კი ვიცით უკვე, როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენი კონცერტები ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ ჰარმონიული წყვილი ვართ ამ მხრივ.

თუმცა მეცადინეობის დროს ნოტები „დაფრინავენ“, იმდენად დომინანტური ხასიათის ვართ ორივე. გვიჭირს ხოლმე ერთმანეთთან მუშაობა, რადგან მე გახლავართ ტემპერამენტული ხასიათის  ადამიანი, ქართველი, თანაც გურული. უვე კიდევ ტიპური გერმანელი და, მოკლედ, გვიჭირს. არ არის მარტივი ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მაგარი რამ, ეს არის საქართველოს სიყვარული, შვილების სიყვარული და ეს გახლავთ მუსიკა, სცენა.

ეს სამი საკმარისია იმისთვის, რომ ძალიან ბევრი რამ დავივიწყოთ. ბევრ რამეში არ ვეთანხმებით, ზოგჯერ გვიჭირს ერთმანეთის გაგება, მაგრამ ეს სამი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან. ასევე უვე გახლავთ პირველი გერმანელი, რომელმაც მიიღო საქართველოს მოქალაქეობა 2006 წელს და ამით ძალიან ამაყობს. საუკეთესოდ საუბრობს ქართულად.

-თქვენი აზრით, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც ჩვენი ქვეყანა შეიყვარა სრულიად უცხო ქვეყნის წარმომადგენელმა?

– რასაკვირველია, მეც ძალიან დიდ როლს ვთამაშობ ამაში. ჩემი ქართველი პრინცესა ხარო, ყოველთვის მეუბნებოდა ამას და დღემდე მეუბნება. ცალ ხელში გიჭირავს თაფლი და მეორეში მათრახიო, ასე მეუბნება ხოლმე.

სანამ მე გამიცნობდა, მისი მეგობრები იყვნენ ქალბატონი ლიანა, მისი ძმისშვილი, ასევე ამერიკელი მეგობარი, რომელიც ქართულად საუბრობდა. ისინი ესაუბრებოდნენ საქართველოზე და შემდეგ უკვე, როდესაც ქალბატონმა ლიანამ საქართველოში მოიწვია, მან თქვა: როდესაც  პირველად საქართველოს მიწაზე დავდგი ფეხი, ასე მეგონა, რომ მე წინა ცხოვრებაში ქართველი ვიყავიო.

– ქალბატონო ბელა, ახლა თქვენზე და თქვენს შემოქმედებაზე გვიამბეთ…

– მიუხედავად იმისა, რომ მე გახლდით ძალიან კარგი მევიოლინე ბავშვობიდან და შემდეგ უკვე კონსერვატორიის პერიოდში, გერმანიაში რომ ჩამოვედი, თავი უცნაურად ვიგრძენი. უცებ ბავშვები, კამერულ ანსამბლში ჩაჯდომა. მანამდე სულ სოლისტი ვიყავი, უამრავი კონცერტი მქონდა და უცებ უვეს ჩრდილქვეშ აღმოვჩნდი.

მაგრამ 2016 წელს, როდესაც მე facebook გვერდი შევქმენი და 2017 წელს ჩემი პირველი ნაწარმოები დავდე, მაშინ გავხდი ხალხისთვის ყველაზე მოსაწონი. იმდენად ვაფასებ მე ჩემს facebook მეგობრებს და იმდენად მაფასებენ ისინი მე, რომ, როდესაც ჩემი კონცერტები ტარდება საქართველოში, დიდი დარბაზებიც კი გადაჭედილია.

საქართველოში როდესაც ჩამოვდივარ, პერიოდულად ვმართავ კონცერტს სხვადასხვა რეგიონში… წელს დაგეგმილი გვაქვს ზუგდიდში და ვნახოთ, როგორ განხორციელდება…

მე ძალიან დიდი ტრაგედია გადამხდა თავს წელიწად ნახევრის წინ, 2021 წელს გარდამეცვალა ჩემი ერთადერთი ძმა, პაატა მახარაძე 50 წლის ასაკში, ავტოკატასტროფის შედეგად და ის გახლდათ უნიჭიერესი, უდიდესი პოეტი და მწერალი. მას ჰყავდა ფართო აუდიტორია, მაგრამ თითქმის არავინ იცნობდა მას.

მის სიცოცხლეშივე მან გამოუშვა ორი წიგნი და მხოლოდ მეგობრებს ჰქონდათ ეს წიგნები იმიტომ, რომ მას არ შეეძლო ხმამაღლა საუბარი… შსს-ში მუშაობდა მთელი თავისი ცხოვრება და მოგეხსენებათ, ვინც მსგავს ორგანოში მუშაობს, უნდა ემსახურონ სამშობლოს… როდესაც წერ, იქ არ არსებობს, რომ არ ახსენო სამშობლოზე გულისტკივილი…

მისი ოცნება იყო, რომ როგორც კი პენსიაზე გავიდოდა, გაეკეთებინა შემოქმედებით გვერდი, შემოეკრიბა ხალხი მის გარშემო და პოპულარიზაცია გაეკეთებინა მისი შემოქმედების. ჩემი ძმის გარდაცვალების დროს, როდესაც ჩავედი საქართველოში, იმავე ღამეს სასოწარკვეთაში რომ არ ჩავვარდნილიყავი, რადგან მთელი ჩემი ოჯახი სასოწარკვეთილი იყო,  მე გადავშალე მისი წიგნი და წავაწყდი მის ერთ-ერთ ლექსს, გავა დრო და თაობები განიხილავენ ჩემს ბრძნულ და მძიმე ლექსებსო. ზუსტად ვიცოდი, რომ ის დრო უკვე დამდგარი იყო, რომ მისი ლექსები თაობებს უნდა შეეცნოთ და მე თუ არ გავაკეთებდი ამას და მე თუ არ გავაცოცხლებდი მის პოეზიას, ისე დაიმტვერებოდა მისი პოეზია, რომ მართლა მოკვდებოდა ჩემი ძმა და არა – გარდაიცვლებოდა.

ძალიან ბევრმა პოეტმა აღიარა, რომ მას აქვს გენიალური პოეზია და როდესაც პოეტის ლექსები კვდება, მასთან ერთად პოეტიც კვდება. ამიტომ შარშან ჩავატარე გურიაში მისი სახელობის ლიტერატურული კონკურსი და ახლა – მთელი იმერეთის მასშტაბით ვატარებთ. იდეის ავტორი გახლავთ სოფიო ღლონტი, რომელმაც მომაწოდა ეს გენიალური იდეა და მე მაშინვე ავიტაცე. ჩემი ინტერესია, ამ კონკურსით მოვიცვა სრულიად საქართველო…

– როგორ ტარდება ეს კონკურსი?

– მაგალითად, გამოცხადდება კინკურსი, მიეწოდება ყველა სკოლას ეს ინფორმაცია რესურცენტრებიდან, გუბერნიიდან და შემდეგ სკოლები შეისწავლიან პაატას შემოქმედება, ყველა ნიჭიერ ბავშვს დაურიგდება მისი წიგნები, ისწავლიან და ერთ-ერთ ნაწარმოებზე, პროზასა თუ პოეზიაზე აგებენ თავიანთ ნაწარმოებებს. შემდეგ უკვე დაჯილდოება ხდება ამ ბავშვების, წარმოჩინდება ეს ახალი თაობა და ულამაზესი საღამოები იმართება ივნისის თვეში. ასევე ველოდებით ახლა იმერეთში მსგავს საღამოს.

-ნამდვილად სამაგალითო საქციელია თქვენგან, როგორც დისგან, ქალბატონო ბელა… თქვენს შვილებზეც გვიამბეთ, მიყვებიან თქვენს კვალს?

– მე მყავს ბრწყინვალე შვილები, ყველა დედისა და მშობლისთვის მისი შვილი არის ბრწყინვალე. თუმცა გამორჩეულად მუსიკალურები არიან ჩემი შვილები. არ არის გასაკვირი, რასაკვირველია, მაგრამ ბევრ მუსიკალურ ოჯახს საერთოდ არ აქვს ინტერესი, რომ მათი შვილები გაჰყვნენ მუსიკას. მაგრამ ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამას. ჩემი უფროსი ქალიშვილი ფლობს ვიოლინოს, ფორტეპიანოს და ახლა უკვე ვოკალზე სწავლობს ყველაზე მაღალი რანგის უნივერსიტეტში და მინდა გითხრათ, რომ სამივე საგანში – იქნება ეს ვიოლინო, ფორტეპიანო თუ ვოკალი, უმაღლეს დონეს მიაღწია კონკურსებით, გერმანიის მასშტაბით და მე ვამაყობ მისით.

როდესაც სოლო კონცერტებს ვმართავთ, ჩართულია ნინაც. ხოლო პატარა გოგო, მარიამი, გახლავთ ჩელისტი და ბედნიერი ვარ, რომ ორივე შვილი ასეთი წარმატებულია. ჩვენ 25 მაისს გვექნება დიდ დარბაზში კონცერტი და იქ, რა თქმა უნდა, მთელი ოჯახი ვიქნებით ჩართული.

პანტომიმის თეატრიდან ჩამოგვყავს სპეციალურად ორი მსახიობი, ქართველები და ნამდვილად საოცარ საღამოებს ვგეგმავთ.

ასევე მოწვეულ სტუმრად გვეყოლება ყველასთვის სასიქადლო ქალბატონი ნათელა ჭყონია, რომელიც გახლავთ ქალბატონი ლამარა ჭყონიას ქალიშვილი. თავად ქალბატონი ნათელა წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ავსტრიაში, ერთ-ერთ დიდ ოპერაში და ასეთი ადამიანი გვყავს ჩვენთან მოწვეული… სანახაობა იქნება ნამდვილად ბრწყინვალე.

-ინტერვიუს ბოლოს, გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს. შეგიძლიათ, უბრალოდ, სათქმელი თქვათ…

– უპირველეს ყოვლისა, ჩემს სამშობლოს და თავად ქართველებს ვუსურვებ ჯანმრთელობას და გაბრწყინებას, ერთმანეთის გატანას. საქართველო სწორედ მაშინ გაბრწყინდება, როდესაც აღარ ეყოლება ამდენი ემიგრანტი. ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის სიყვარული, გატანა, ატანა. როდესაც ერთმანეთის სიყვარულს ვისწავლით და ერთმანეთს “ტალახიან ხელებს არ შევაწმენდთ”,  ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მნიშვნელოვანია ერთმანეთის სიყვარული, თუკი გვერდში დგომას ვისწავლით, ერთმანეთის სიხარულის გაზიარებას ვისწავლით საქართველო იქნება ყოველთვის გაბრწყინებული.

დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაციისთვის გახსენით ბმულები ✅️

https://www.proticket.de/veranstaltung/18086-movie-more/

https://www.facebook.com/share/p/eiGKcXmauT2aWiWy/?mibextid=qi2Omg

https://www.facebook.com/share/p/hynfVkrzsuqEWQXW/?mibextid=oFDknk

https://www.facebook.com/share/v/WXiSx5s9P4Ddf8wk/?mibextid=oFDknk

#drpkhakadze #gochadze #sheniemigranti

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 July, 2024
რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

5 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

ივლისი 6, 2024
ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ივლისი 6, 2024
„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

5 ივლისი 2024
სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

5 ივლისი 2024
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

5 ივლისი 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

ივლისი 6, 2024
თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

ივლისი 6, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ივლისი 3, 2024
რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

ივნისი 27, 2024
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

7 ივლისი 2024

ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ

7 ივლისი 2024
როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

6 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

ივლისი 6, 2024
როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

ივლისი 6, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ივლისი 7, 2024
როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

ივლისი 6, 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024
თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

ივლისი 6, 2024
თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

ივლისი 5, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი