ორშაბათი, ივლისი 8, 2024
- Advertisement -spot_imgspot_imgspot_imgspot_img
მთავარიგერმანია"ჩვენი ოცნებაა, იმერეთში ალექსის სახლი გავაცოცხლოთ და იქ ვიცხოვროთ" - ექსკლუზიური ინტერვიუ...

“ჩვენი ოცნებაა, იმერეთში ალექსის სახლი გავაცოცხლოთ და იქ ვიცხოვროთ” – ექსკლუზიური ინტერვიუ პოპულარულ წყვილთან ✨️Alex & Stella✨️

ავტორი: თინათინ თავხელიძე

   არსებობს ინტერვიუები, რომლის კითხვისას ვერც კი ხვდებით, რომ რაღაც დაგაკლდათ – ემოცია, საინტერესოობა, გულახდილობა… უბრალოდ, ჩაიკითხავ და გარკვეულ ინფორმაციას მიიღებ, რომელიც შეიძლება ხვალ აღარც გახსოვდეთ.

მაგრამ არსებობს ისეთი ინტერვიუებიც, რომელებსაც ემოციური სარგებელი მოაქვს მკითხველისთვის. გაძლევს თუნდაც ერთი დღის სამყოფ პოზიტივს..

ვფიქრობ, სტელას და ალექსის ინტერვიუ ზუსტად ასეთია. თუ მათ წყვილს დიდი ხანია, თვალს ადევნებთ, მაგრამ ვერა და ვერ გაგიხსენებიათ, საიდან გეცნობათ, მე გეტყვით:
ალექსანდრე კიკვიძე 5 წლის წინ “X ფაქტორის”გამორჩეული მონაწილე იყო, რომლის გამოსვლასაც ჟიური ყოველთვის მოუთმენლად ელოდებოდა..
”უჭირავს გიტარა, მღერის და ეს სრულყოფილებაა. თავის ტკივილიანად, თავის ოჯახიანად, თავის შვილებიანად, ჩემთვის ყოველთვის იყო გამორჩეული და ყველა დანარჩენებიდან ცალკე დგას ეს ადამიანი ჩემთვის.” – ეს დათო ევგენიძის სიტყვებია ალექსანდრეზე.

დღეს კი თავის ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე, გერმანელ შეყვარებულთან, სტელასთან  ერთად გვესაუბრება.
Sheniemigranti.ge ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ წყვილთან, რომელიც ბოლო დროს სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია და უდიდეს პოზიტივს სჩუქნის ხალხს:   

—   ალექსანდრე, 5 წლის წინ თქვენი გამოსვლა “Xფაქტორისსცენაზე ძალიან ემოციური და ცრემლებით სავსე იყო. შეგიძლიათ, კიდევ ერთხელ გაიხსენოთ ის დღე და გააცოხლოთ ის ემოციები, რასაც მაშინ განიცდიდით?  

  —   “X-ფაქტორის” გამოსვლა ჩემს შვილებს მივუძღვენი, ამიტომ იყო ეს დღე ჩემთვის ძალიან ემოციური. როდესაც სცენაზე გამოვედი, ვიმღერე, ემოციები გამოვუშვი, ჟიურის ასეთი თბილი შეფასება მოვისმინე და მაგ დროს გავიფიქრე, რომ მე ეს შევძელი და ჩემს შვილებს დავუმტკიცე, რომ მათ ძალიან მაგარი მამა ჰყავთ.

მერე ფიქრებით წარსულშიც გადავინაცვლე, ყველაფერი ერთაბაშად მომაგონდა, თუ როგორ ვცდილობდი უკეთესობისკენ შემეცვალა ცხოვრება და ცრემლებიც ვეღარ შევიკავე. ახლაც ემოციურია ამ ყველაფრის გახსენება ჩემთვის, თუმცა ამაყი ვარ იმით, რომ ჩემს შვილებს დავანახე საკუთარი შესაძლებლობი, რომ უკეთესობა ყოველთვის შესაძლებელია.

—  რატომ გადაწყვიტეთ საქართველოდან წასვლა? თვლით, რომ საქართველოში მუსიკოსის პროფესიით ცხოვრება გაგიჭირდებოდათ?                                       

— 2004 თუ 2005 წელი იყო, ზუსტად ვერ ვიხსენებ, როცა პირველად დავიწყე მიწის ქვეშა გადასასვლელებში დაკვრა. თბილისის თითქმის ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში მაქვს ნამღერი. ამ პერიოდში ვეცნობოდი ძალიან ბევრ უცხოელს: ფრანგებს, გერმანელებს, იტალიელებს, ამერიკელებს და ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ამ ხალხთან ევროპაში ჩავსულიყავი. ჩემი მუსიკალური მონაცემები უცხო ხალხისთვის გამეზიარებინა.

მოგზაურობა ჩემთვის დიდი სკოლასავითაა, ბევრ საინტერესო რამეს ვსწავლობ მოგზაურობის დროს, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი საზღვრებს გარეთ.

საქართველოში მხოლოდ რესტორნებსა და ბარებში ვუკრავდი. ამის იქით განვითარება არ მქონდა, თუმცაღა მადლობა საქართველოს, რომ როგორც მუსიკოსი, მის ქუჩებში გავიზარდე. ახლა გერმანიაში ვართ და აქაც კონცერტებს ვატარებთ. სამომავლოდ ამერიკაში ვგეგმავთ მუსიკალური ცხოვრების გაგრძელებას.

—  როგორც თქვენი სოციალური გვერდიდან ჩანს, მუსიკას ორივეს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს, თქვენი ძირითადი შემოსავლის წყაროც მუსიკაა?                                              —  დიახ, მუსიკა ჩვენი ცხოვრება და საარსებო წყაროა, სადაც მივდივართ, ყველგან მუსიკით ვშოულობთ პურის ფულს. სტელას აქვს ასევე თავისი პროფესია. გერმანულ კომპანიაში დოკუმენტურ ფილმებს ახმოვანებს. ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ენაზე. ასევე ფოტოგრაფიაც მისი შემოსავლის წყაროა.                                 

—  რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გაავრცელეთ ვიდეო ჩანაწერი, სადაც მადლობას უხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ფინანსურად დაგეხმარათ, საიდან წამოვიდა ეს იდეა, რომ თქვენი გამომწერებისთვის მიგემართათ დახმარებსათვის ? ალბათ, ძალიან რთული სიტუაციაში აღმოჩნდით?                    

—  ჩვენ საკმაოდ მომზადებულები წამოვედით ევროპიდან საქართველოში. ყველა ხარჯი გათვლილი გვქონდა. მოგეხსენებათ, სტელა გერმანელია და წინასწარ გათვალისწინება, დაგეგმვა მისი ერთ-ერთი თვისებაა, თუმცა ისე მოხდა, რომ თვენახევრის შემდეგ, როცა უკან უნდა დავბრუნებულიყავით მხოლოდ 200 ევრომდე დაგვრჩა. ამ თანხით უნდა ჩავსულიყავით ჯერ ქუთაისში და იქიდან ბარსელონაში, მაგრამ საზღვარზე არ გამიშვეს, უკან დამაბრუნეს.

სტელამაც, მე ჩემს მეუღლესთან ვრჩებიო და ასე დავრჩით ფინანსების გარეშე საქართველოში. რა უნდა გვექნა არ ვიცოდით. მშობლებს და მეგობრებს  დავუკავშირდით დასახმარებლად. სწორედ ამ დროს ვიფიქრე, რომ ის ხალხი შეიძლებოდა დამხმარებოდა, ვინც სოციალურ ქსელში ყოველდღიურად თვალს გვადევნებს და ვუყვარვართ. შედეგმა ნამდვილად გამაოცა, როცა ჩემი თხოვნის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით მოდიოდა შეტყობინებები: ჩაირიცხა 100 ევრო, 50 ევრო, 5 ლარი, 1 ლარი…

გვინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მათგანს, არნახული გვერდში დგომისთვის. სტელას ყველას ანგარიშის ნომერი ამოწერილი აქვს და ზაფხულში უკან დავაბრუნებთ მათ თანხებს  აუცილებლად.

—  სტელა, რა მოგწონთ განსაკუთრებით, რა გეუცნაურებათ  და რა არ მოგწონთ ქართველებში/საქართველოში?                                        

— ჩემთვის ერთდროულად განსაკუთრებული და უცნაურია, როცა ვხედავ, როგორ ხვდებიან ერთმანეთს ქართველები უცხო მიწაზე. შეიძლება ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ და პირველად ხედავდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ ერთი სამშობლო აქვთ, ასე  ესალმებიან ერთმანეთს: “ბიჭოო, ქართველი ხაარ?- წამო, ერთად დავლიოთ”… როგორც ოჯახის წევრები, ისე ესიყვარულებიან ერთმანეთს. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და მსგავსი არსად მინახავს.

რა არ მომწონს საქართველოში? – ქართველი ხალხი ძალიან დიდ დროს უთმობს იმაზე ფიქრს, თუ რას ფიქრობენ მათზე სხვები. ისინი ცხოვრობენ სოციალური სტანდარტებით, სტერეოტიპებით. ხშირად გვწერენ: “რა ბედნიერები ხართ”, “რატომ ხართ ასეთი თავისუფლები და ბედნიერები?” და ჩემი პასუხია – იმიტომ, რომ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენ გვიყვარს, იმ ფიქრის გარეშე, რომ შეიძლება ეს ვინმეს არ მოსწონდეს. რა არის ცხოვრება, თუ თავისუფლებმა არ ვიცხოვრეთ?!

ჩემთვის პოზიტიური ტრადიციაა ქართველების ურთიერთობა გარდაცვლილებთან. გერმანელი ხალხი საკმაოდ ცივად საუბრობს ტკივილზე, გარდაცვალებაზე. საქართველოში კი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებენ მათთან ურთიერთობას.

ისინი დადიან ერთად სასაფლაოზე, მიაქვთ სასმელი, იხსენებენ და ბევრს  იცინიან გარდაცვლილ ადამიანთან დაკავშირებულ მოგონებებზე. მე ძალიან მეშინია გარდაცვალების, რადგან ვფიქრობ, რომ სამუდამოდ ვკარგავ ადამიანს. ქართველებისთვის კი გარდაცვლილი ადამიანი თითქოს ისევ ცოცხალი რჩება, ოღონდ სხვა განზომილებაში.

—  სტელა, გერმანიაში სულ ახლახანს იყო აღდგომის დღესასწაული, როგორ აღნიშნავთ და რა ტრადიციები გაქვთ?

—  აღდგომა გერმანიაში რამდენიმე კვირით ადრე აღინიშნება. სადღესასწაულო მიზეზი იგივე გვაქვს, რაც ქართველებს, მაგრამ განსხვავებული პატარ-პატარა ტრადიციებით. მაგალითად, კვირას, აღდგომის დღეს ჩვენ ეზოებს ბაჭია სტუმრობს, რომელიც შოკოლადებს მალავს სხვადასხვა ადგილას. დილით კი ბავშვები ეზოში გადიან და კალათებში აგროვებენ დამალულ ნუგბარს. კიდევ კვერცხებს ვაცარიელებთ შიგთავსისგან, ვხატავთ მათზე და ხის ტოტებზე ვკიდებთ. ყოველ წელს, იმის მიხედვით, თუ რამდენი ოჯახის წევრია სახლში.

—  გქონიათ რაიმე დასამახსოვრებელი მომენტი, რაც თქვენმა კულტურულმა სხვაობამ გამოიწვია?

—  ბევრი რამ მახსენდება, მაგრამ ერთს მოგიყვებით. გერმანიაში, როდესაც სტუმრად მიხვალ და გკითხავენ: გინდა ეს? – შენ პასუხობ არა – ს, მხოლოდ ერთხელ კიდევ შეგეკითხებინ: “მართლა არ გინდა?” და მორჩა… თუ შენ ეს საქართველოში გააკეთე, არც აინტერესებთ, არ გისმენენ, თავს არ განებებენ და განაგრძობენ შემოთავაზებას… მიდი, აიღე, მიირთვი, კიდევ გადაიღე… თითქოს უზრდელიც კი გამოდიხარ, თუ უარს ეუბნები.

მესმის, რომ ეს კეთილი გულით ხდება, მაგრამ მე ერთხელ ვიტირე კიდევაც მსგავს სიტუაციაში, როცა სტუმრად მისულს უამრავ კერძს მთავაზობდნენ შეუჩერებლად. მიუხედავად იმისა, რომ ვამბობდი აღარ შემეძლია, მადლობა ვერ შევჭამ-მეთქი. ეს სიტუაცია მართლა სტრესული იყო ჩემთვის.

—  დაასრულეთ წინადადება –  საქართველოს დავუბრუნდებით, მაშინ, როდესაც

—  ჩვენი მომავლის ოცნებას ავისრულებთ. მალე გვინდა დაბრუნება საქართველოში, მაგრამ მანამდე  ალექსის სახლი იმერეთში უნდა გავაცოცხლოთ, ახალი სული შთავბეროთ. მისი შვილებისთვის, ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. გვექნება პატარა ბაღჩა, სადაც ჩვენივე ხელებით მოვიყვანთ ბოსტნეულს, ხილს. მერე ამ ხილისგან ნატურალურ წვენს დავწურავთ. ბუხარი, იმერული ჭადები, ფხალი. ალექსი არაყს გამოხდის, მე  ბეკეკოებს და  წიწილებს მოვუვლი.

პატარა ქოხი, სადაც ყველას სიამოვნებით ვუმასპინძლებდით. სულაც არ გვინდა ბევრი ფული. უბრალოდ, საკვებისთვის რომ გვეყოს. პატიოსანი და ოჯახური ცხოვრება გვინდა. ეს არის ჩვენი პატარა ოცნება.

ბოლოს კი გვინდა თქვენს მკითხველს მივმართოთ:

გიყვარდეთ ერთმანეთი, გაუფრთხილდით ადამიანურ გრძნობებს, ბევრი იმოგზაურეთ, რომ რაც შეიძლება მეტი გაიგოთ სამყაროზე, შეიძინეთ ახალი მეგობრები. ცხოვრება მშვენიერია და გაუმარჯოს სიყვარულს!

 

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 July, 2024
რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

5 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

ივლისი 6, 2024
ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ივლისი 6, 2024
„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

5 ივლისი 2024
სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

5 ივლისი 2024
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

5 ივლისი 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

ივლისი 6, 2024
თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

ივლისი 6, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ივლისი 3, 2024
რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

ივნისი 27, 2024
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

7 ივლისი 2024

ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ

7 ივლისი 2024
როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

6 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

ივლისი 6, 2024
როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

ივლისი 6, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ივლისი 7, 2024
როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

ივლისი 6, 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024
თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

ივლისი 6, 2024
თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

ივლისი 5, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი