ორშაბათი, ივლისი 8, 2024
- Advertisement -spot_imgspot_imgspot_imgspot_img
მთავარიაშშრჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა ხანრძლივი და, შეიძლება ითქვას, რუტინული პროცესია. იგი დაახლოებით 12-18 თვით ადრე უნდა დაიწყო და შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

1. სპეციალობის განსაზღვრა, რომელზეც გსურს სწავლის გაგრძელება. ეს შეიძლება იყოს უკვე დაუფლებულისაგან განსხვავებული სპეციალობა ან მისი რომელიმე სპეციფიკური სფერო. სასურველია ზუსტად იცოდე რისი სწავლა გინდა, ამით გაცილებით გაადვილდება უნივერსიტეტის შერჩევა, იმიტომ რომ თითოეული უნივერსიტეტი უნიკალურ სასწავლო პროგრამას სთავაზობს – ძალიან ზოგადიდან დაწყებული ვიწრო სპეციალობამდე. ზოგჯერ ეს არჩევანი განსაზღვრავს გეოგრაფიულ არეალსაც – არის ისეთი პროფესიებიც, რომელსაც ძალიან იშვიათად შეხვდებით მაგალითად, MBA ენერგეტიაკში, კარგი პროგრამით, ბრიტანეთის სულ რამდენიმე სკოლაში შეიძლება ნახოთ.

2. სასურველი ქვეყნის შერჩევა – ყველა ქვეყანას განსხვავებული ტიპის სასწავლო პროგრამები, სასწავლო პროცესი და პრიორიტეტები აქვთ. ევროპული და ამერიკული სისტემები ბევრ სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ სტუდენტებს. ამერიკაში მაგისტრატურაზე სწავლა 2 წლიანია, ბრიტანეთში – მხოლოდ ერთი. ამერიკის უნივერსიტეტში სტაჟირება შეიძლება სავალდებულო იყოს, ევროპაში – სასურველი. მოკლედ, კარგად უნდა დაფიქრდე სანამ გადაწყვეტ სად გინდა სწავლის გაგრძელება.

3. უნივერსიტეტის შერჩევაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. კრიტერიუმები შეიძლება იცვლებოდეს სხვადასხვა პრიორიტეტის მიხედვით – სტიპენდიის აღების შესაძლებლობა, პრესტიჟულობა, მდებარეობა და ა.შ. ამ საკითხის შესახებ ვრცელი პოსტი იხილეთ აქ.

4. ტესტების ჩაბარება: ენის ცოდნის დამადასტურებელ ტესტს ყველა უნივერსიტეტი ითხოვს. ინგლისური ენისათვის ესენია TOEFL და IELTS. მათ შორის არჩევანის გაკეთება იმაზეა დამოკიდებული, თუ სად აპირებ სწავლის გაგრძელებას, ამერიკაში TOEFL არის გავრცელებული, ევროპაში – IELTS. არის უნივერსიტეტები, რომლებიც ორივე შედეგებს იღებენ, თუმცა კარგად უნდა შეამოწმოთ სასურველი უნივერსიტეტის საიტზე, შეიძლება იგი მკაცრად ითხოვდეს მხოლოდ ერთი მათგანის გაგზავნას. ტესტის ჩაბარებაზე ზრუნვა სასურველია დაახლოებით 12-18 თვით ადრე დაიყოთ. ეს პერიოდი მოსამზადებელ დროსაც მოიცავს და მისი მიღების ლოდინსაც. როგორც წესი, საგამოცდო შეფასების მიღებას 4-6 კვირა სჭირდება, ამიტომ გამოცდის დაგეგმვისას ეს დროც მხედველობაში გქონდეს. უნივერსიტეტში საბუთების გაგზავნისას ტესტის შედეგები უკვე უნდა გაგაჩნდეს. სხვა სახის ტესტები, რომელიც შეიძლება დაგჭირდეს ამერიკულ მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, არის GRE და GMAT. TOEFL-ისა და IELTS-ისაგან განსხვავებით, რომელსაც მოქმედების ვადა მხოლოდ 2 წელი აქვთ, GRE-ის ქულები 5 წლის განმავლობაში გამოიყენება.

5. შემდეგ ეტაპზე, როდესაც სასწავლო პროგრამა და კონკრეტული უნივერსიტეტი უკვე არჩეულია, ხდება საბუთების გაგზავნა. უმეტეს შემთხვევაში საბუთების ჩამონათვალი შეიცავს: 1. აპლიკაციას –უმეტეს შემთხვევაში ონლაინ ფორმის შევვესაბაა საჭირო. 2. სააპლიკაციო გადასახადს, რომელიც თითოეული უნივერსიტეტისათვის ინდივიდუალურია. შეიძლება იყოს 25-დან 125 დოლარამდე, ზოგჯერ მეტიც. 3. რეკომენდაციებს, სასურველია ყოფილი ლექტორებისგან ან მასწავლებლებისგან, რომელიც მოახდენენ სტუდენტის აკადემიური მოსწრების შეფასებას. უნივერსიტეტები ითხოვენ 2 ან 3 სარეკომენდაციო წერილს, ონლაინ, პირდაპირ ლექტორის ელფოსტიდან ან ჩვეულებრივი ფოსტით დაბეჭდილის გაგზავნას. 4. სამოტივაციო წერილს,რომელიც ხსნის აპლიკანტის მისწრაფებას – თუ რატომ უნდა კონკრეტულ უნივერსიტეტში ამ კონკრეტული სპეციალობის დაუფლება. 5. ნიშნების ფურცელს – ყველა იმ სასწავლო დაწესებულებიდან, სადაც აპლიკანტს უსწავლია. სამაგისტრო პროგრამისათვის აუცილებელია მხოლოდ ბაკალავრიატის ნიშნები, ბაკალავრიატში ჩაბარებისას – სკოლის ნიშნები. 6. ტესტების შედეგებს –TOEFL ან IELTS, GRE ან GMAT. 7. დოქტორანტურაზე ჩაბარების მსურველებისგან უნივერსიტეტების უმრავლესობა ასევე ითხოვს აკადემიური ესსეს ნიმუშს. მისი მოცულობა შეიძლება იყოს 1000-დან 20 000 სიტყვამდე.

მოკლედ, საზღვარგარეთ სწავლისათვის მზადებას ბევრი შრომა და კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება. არ არსებობს იმის გარანტია, რომ კონკრეტული უნივერსიტეტი აუცილებლად ჩაგრიცხავს და თანაც მთლიანად დაგიფინანსებს სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს. ჩემი შარშანდელი სტატისტიკა ასეთია: საბუთები მქონდა გაგზავნილი 3 უნივერსიტეტში და ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამაში. აქედან ერთმა უარი მომწერა, მეორემ ნიშნების ფურცელი დამიკარგა და ისე გვიან გამაგებინა, აზრი არ ჰქონდა ხელახლა გაგზავნას. თან უკვე მასკის პასუხი ვიცოდი და ზედმეტად თავი აღარ შემიწუხებია. პენსილვანიის უნივერსიტეტმა ჩამრიცხა და გადასახადების დაახლოებით 1/3 დაფინანსება შემომთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასურველი პროგრამა ჰქონდათ, უარის თქმა მომიწია, რამდენადაც ჩემი სპეციალობა პრეზიდებტის ფონდის პრიორიტეტებში არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ მასკის ფინალისტი გავხდი და მაინც ჩამოვედი ამერიკულ უნივერსიტეტში. თქვენც გირჩევთ, რომ რამდენიმე უნივერსიტეტში ერთდროულად გაგზავნოთ საბუთები. ამით საზღვარგარეთ სწავლის შანსებს ზრდით.

წარმატებას გისურვებთ.

წყარო:https

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 July, 2024
რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

5 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

ივლისი 6, 2024
ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ივლისი 6, 2024
„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

5 ივლისი 2024
სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

5 ივლისი 2024
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

5 ივლისი 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

ივლისი 6, 2024
თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

ივლისი 6, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ივლისი 3, 2024
რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

ივნისი 27, 2024
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

7 ივლისი 2024

ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ

7 ივლისი 2024
როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

6 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

ივლისი 6, 2024
როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

ივლისი 6, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ივლისი 7, 2024
როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

ივლისი 6, 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024
თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

ივლისი 6, 2024
თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

ივლისი 5, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი