ორშაბათი, ივლისი 8, 2024
- Advertisement -spot_imgspot_imgspot_imgspot_img
მთავარიაშშრა უნდა გააკეთოთ თუ საზღვარგარეთ პასპორტი დაკარგეთ

რა უნდა გააკეთოთ თუ საზღვარგარეთ პასპორტი დაკარგეთ

რა საიდუმლო ადგილებს არ იგონებენ ტურისტები დოკუმენტების შესანახად, მაგრამ საზღვარგარეთ პასპორტები მაინც რეგულარულად იკარგება.

ამრიგად, ასეთი ვითარებაა: თქვენ ყველა ჯიბე და ჩანთა გადაამოწმეთ, ათჯერ მაინც მოძებნეთ თქვენს ნომერში, შემდეგ კი ისევ და ისევ. და ისევ. მაგრამ დასკვნა მაინც არასანუგეშოა – პასპორტი არსად არის. პანიკის გარეშე! შეეცადეთ მშვიდად, მაგრამ ოპერატიულად იმოქმედოთ. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ორიენტირებაში დაგეხმარებათ.

რა უნდა გააკეთოთ თუ საზღვარგარეთ პასპორტი დაკარგეთ?

  • პირველ რიგში, პოლიციის უახლოეს განყოფილებას ეწვიეთ და დაწერეთ განცხადება პასპორტის დაკარგვის ან ქურდობის შესახებ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დოკუმენტის დაკარგვის ფაქტის დამადასტურებელი ცნობა აიღოთ. თუ თქვენ არ ფლობთ იმ ქვეყანის ენას, სადაც იმყოფებით, შეეცადეთ ვითარება Google Translate-ის მეშვეობით აუხსნათ.
  • შემდეგ თქვენი ქვეყნის საელჩოს ან საკონსულოს მიმართეთ. მიიღეთ დასაბრუნებელი მოწმობა ან ჩააბარეთ დოკუმენტები ახალი პასპორტის მისაღებად (თუ საზღვარგარეთ დიდი ხნით იმყოფებით ან მაგალითად, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე გადახვედით. ჩვეულებრივ, პასპორტს დაახლოებით სამი თვის განმავლობაში უნდა ელოდოთ. საკონსულოში ყველა დეტალს გაცნობებენ).

რა არის დასაბრუნებელი (გამოსამგზავრებელი) მოწმობა

ეს არის დროებითი დოკუმენტი, რომელიც დაკარგული ან ვადაგასული საზღვარგარეთის პასპორტის სანაცვლოდ გაიცემა. მოწმობა უფლებას გაძლევთ დარჩეთ იმ ქვეყანის ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებით, ასევე საშუალებას გაძლევთ დაბრუნდეთ სამშობლოში. ინფორმაცია სხვა ქვეყნების გავლით იძულებითი ტრანზიტის შესახებ უმჯობესია საკონსულოს თანამშრომლებთან დააზუსტოთ. მოწმობა მოქმედებს გაფორმებიდან არა უმეტეს 30 დღის განმავლობაში და ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ სახლში გამგზავრება უნდა მოასწროთ.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, უნდა მიმართოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს, ჩააბაროთ მოწმობა და ახალი პასპორტი მიიღოთ.

რა არის საჭიროდასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად:

  • პოლიციის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს პასპორტის ქურდობის ან დაკარგვის ფაქტს.
  • სასურველია – შიდა პასპორტი ან თქვენი პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. თუ თქვენს პასპორტთან ერთად ყველა სხვა დოკუმენტიც გაუჩინარდა, რამდენიმე ადამიანის პოვნა მოგიწევთ, რომლებიც მზად არიან დარწმუნებით განაცხადონ, რომ თქვენ – თქვენ ხართ. ასეთი „მოწმეების“ პოვნა შეგიძლიათ სასტუმროში ტურისტებს შორის ან უშუალოდ საელჩოში. არსებობს კიდევ ერთი საშუალება: საკონსულოს შეუძლია ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს თქვენი ვინაობის დადგენის მიზნით, მაგრამ პასუხის მისაღებად 30 დღემდე ლოდინი მოგიწევთ.
  • განაცხადი დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ. ფორმის მიღება შესაძლებელია საკონსულოში.
  • ორი ფერადი ან შავ-თეთრი 3,5×4,5 სმ ზომის ღია ფონზე გადაღებული ფოტოსურათი.
  • დაკარგული პასპორტის ასლი, შიდა პასპორტის ასლი (თუ ორიგინალი არ გაქვთ), მართვის მოწმობა – ეს ყველაფერი არ შედის დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების სიაში, მაგრამ გაფორმებას გაამარტივებს.
  • საკონსულო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საზღვარგარეთ დიპლომატიური დაწესებულების მოქმედი ტარიფების შესაბამისად) ან გადახდისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტის ორიგინალი.

რა დოკუმენტებია საჭირობავშვისთვისდასაბრუნებელი მოწმობისმისაღებად?

  • დაბადების მოწმობა (ორიგინალი) ან შიდა პასპორტი 14 წლის და უფროსი ასაკის ბავშვისთვის. თუ 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვს შიდა პასპორტი თან არ აქვს, პირადობისა და მოქალაქეობის დადასტურების პროცედურის გავლაც მოგიწევთ.
  • მშობლის საზღვარგარეთის პასპორტი.
  • განაცხადი დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად.
  • ბავშვისა და მშობლის 3,5 × 4,5 სმ ზომის ორი ფოტოსურათი.

რამდენ ხანს უნდა ელოდოთ დასაბრუნებელ მოწმობას?

ზემოხსენებული დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, მოწმობა ჩვეულებრივ იმავე დღეს გაიცემა, ყველა დოკუმენტის წარდგენის დღიდან – მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

როგორ უნდა გაფრინდეთსახლში დასაბრუნებელიმოწმობით?

აეროპორტში რეგისტრაციის დახლთან თქვენ საზღვარგარეთის პასპორტით გელოდებიან, ამიტომ წინასწარ დაუკავშირდით ავიაკომპანიას და შექმნილი ვითარების შესახებ უამბეთ. გირჩევთ აეროპორტში წინასწარ მოხვიდეთ, რადგან ავიაკომპანიის თანამშრომლებს შესაძლოა დამატებითი კითხვები გაუჩნდეთ თქვენს მიმართ.

მომზადება შესაძლო ფორს-მაჟორისთვის: რა უნდა გააკეთოთ მგზავრობამდე?

რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენი პასპორტი არსად წავა, მაგრამ მაინც გირჩევთ, რომ მგზავრობამდე თავი დაიზღვიოთ. იმისათვის, რომ ფორს-მაჟორის შემთხვევაში, საკითხი უფრო სწრაფად მოგვარდეს, მოგზაურობამდე:

  • გაიგეთ და ჩაიწერეთ მისამართები, ტელეფონის ნომრები, აგრეთვე დანიშნულების ქვეყანაში (ან უახლოეს ქვეყანაში ეგზოტიკის შემთხვევაში) თქვენი სამშობლოს საელჩოს ან საკონსულოს სამუშაო გრაფიკი.
  • დაასკანერეთ თქვენი შიდა და საზღვარგარეთის პასპორტი – მათ შორის, მოქმედი ვიზების გვერდები. არ დაგავიწყდეთ მართვის მოწმობისა და ბავშვის დაბადების მოწმობის შესახებ. ეს ყველაფერი გააგზავნეთ საკუთარ და თქვენი ახლობლის ელ. ფოსტაზე. დარწმუნდით, რომ პაროლი გახსოვთ და თქვენს ფოსტაში შესვლას სხვისი მოწყობილობიდანაც შეძლებთ. დაბეჭდეთ და მოათავსეთ პასპორტების ასლები თქვენი ხელბარგისა და ბარგის სხვადასხვა ადგილზე. ფრენის შემდეგ, გადაიღეთ საზღვრის კვეთის შტამპი ან შესასვლელი ვიზა და თქვენ ფოსტაზე გადააგზავნეთ.
  • 3,5 × 4,5 სმ ზომის რამდენიმე ფოტო გადაიღეთ, რომ შემდეგ ფოტოსტუდიის ძებნა არ მოგიწიოთ.
  •  თქვენი საზღვარგარეთის პასპორტი, შიდა პასპორტი და მართვის მოწმობა სხვადასხვა ჩანთაში მოათავსეთ (იმისათვის, რომ ერთი დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში, სხვა დანარჩენი არ დაკარგოთ).

წყარო:https://www.aviabiletebi.org

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 July, 2024
რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

5 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

ივლისი 6, 2024
ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ივლისი 6, 2024
„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

5 ივლისი 2024
სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

5 ივლისი 2024
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

5 ივლისი 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

ივლისი 6, 2024
თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

ივლისი 6, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ივლისი 3, 2024
რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

ივნისი 27, 2024
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

7 ივლისი 2024

ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ

7 ივლისი 2024
როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

6 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

ივლისი 6, 2024
როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

ივლისი 6, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ივლისი 7, 2024
როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

ივლისი 6, 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024
თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

ივლისი 6, 2024
თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

ივლისი 5, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი