ორშაბათი, ივლისი 8, 2024
- Advertisement -spot_imgspot_imgspot_imgspot_img
მთავარიიტალია"მოგზაური იტალიიდან" - ვინ არის ქართველი, რომელიც ხალხს იტალიურ ენას უანგაროდ ასწავლის

“მოგზაური იტალიიდან” – ვინ არის ქართველი, რომელიც ხალხს იტალიურ ენას უანგაროდ ასწავლის

ქართველი მოგზაური – რატი თაბაგარი იტალიაში ცხოვრობს და ემიგრაციის პარალელურად, ქართველებს იტალიურ ენას ასწავლის facebook ვიდეოგაკვეთილებით. 

“მოგზაური იტალიიდან” წარმოგიდგენთ რატის მოგზაურობისა და ემიგრაციის გამოცდილებებს იტალიაში. ის 25 წლისაა და უკვე 8 წელია, იტალიაში ცხოვრობს…

ამ დროის განმავლობაში მრავალი გამოწვევისა თუ თავგადასავლის მომსწრე გახდა. მისი თხრობა კულტურული განსხვავებების, იტალიური ცხოვრების სტილისა და სამზარეულოს შესახებ, ახალი გამოცდილებების ძიებისადმი მოტივაციისაკენ გიბიძგებთ.

მისი მოგზაურობისა და კომუნიკაციის უნარები, როგორც იტალიურ, ასევე ქართულ კონტექსტში, შესანიშნავი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება უცხო ქვეყანაში ცხოვრება, განვითარება და საკუთარი უნარების რეალიზება.

გთავაზობთ რატი თაბაგართან ექსკლუზიურ ინტერვიუს:

– რატი, გაგვეცანით – ვინ არის ,,მოგზაური იტალიიდან” ?

– მე ვარ რატი თაბაგარი, 25 წლის. უკვე 7-8 წელია იტალიაში ვცხოვრობ და ამ პერიოდში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ემიგრაციაში ცხოვრების, სხვადასხვა სამსახურში მუშაობისა და უცხოელ ხალხთან ურთიერთობის შედეგად. კომუნიკაციის მხრივ ყველაზე დიდი გამოცდილება მივიღე – დროთა განმავლობაში ენას ვსწავლობდი, საბუთები გავაკეთე და ნელ-ნელა მოგზაურობაც დავიწყე, რაც ახლა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

– იყო რამე სირთულე, რასაც  იტალიაში მოგზაურობისას შეეჩეხეთ ?

– როცა, აქ ცხოვრობ, ყოველთვის გიწევს ხალხთან კომუნიკაცია დაამყარო, აუცილებლად უნდა იცოდე ენა, მისი ცოდნის გარეშე აქ ფიზიკურად ვერ იცხოვრებ, ძალიან რთულია, რადგან ინგლისური არ იციან საერთაშორისო ენად არ თვლიან აქ ინგლისურს. ასევე, ყველა ქალაქს აქვს თავისი დიალექტი და რთულია, რომ იტალიური ენა შეისწავლო. ქართული სამზარეულოდან იტალიურზე გადმოსვლაც ძალიან რთულია, ერთი წლის განმავლობაში თითქმის ვერაფერს ვერ ვჭამდი.

 და პირიქით – სასიამოვნო და დაუვიწყარი ამბებიც ხომ იყო? – გაიხსენეთ…

– ნებისმიერ ქალაქში, იტალიაში, სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან, რაღაც განსაკუთრებული სანახაობაა. ულამაზესი ადგილებია, შეიძლება დედამიწაზე ეგეთი ადგილები არსად არ იყოს. იტალიაში მოგზაურობას თუ გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ ზღვისპირა ქალაქებში.

– ადგილობრივი იტალიური სამზარეულოდან რომელი კერძი მოგწონთ ყველაზე მეტად ?

– კონკრეტულად ვერ გეტყვით, რომელი მომწონს, მაგრამ პურიის, ანუ სამხრეთის მხარეს ძალიან გამორჩეული სამზარეულოა, ჩემთვის, იმიტომ რომ მომზადების სტილიც ჩვენებური აქვთ განსაკუთრებული, გულს ატანენ, რასაც აკეთებენ.

 რა რჩევებს მისცემდით ქართველებს, რომლებიც გეგმავენ იტალიაში მოგზაურობას  ან ცხოვრებას ?

– იტალიაში მოგზაურობისას სასურველია ელემენტარული იტალიური სიტყვების სწავლა.

აუცილებლად იპოვით რამე საინტერესოს ჩემს არხზე. ბარგთან, საფულესთან და ტელეფონთან ყურადღებით იყავით, რადგან ხშირია ქურდობა.

აუცილებლად გასინჯეთ ნეაპოლში პიცა და ნახეთ ვენეცია. თუ ვინმე გეგმავს ერთი კვირით ჩამოსვლას, იცოდეთ რომ ერთი კვირაში იტალიაში ბევრ რამეს ვერ დაათვალიერებთ და ცოტა დიდი დრო გათვალეთ, რადგან ძალიან ბევრი ადგილია სანახავი. ასევე, წინასწარ დაჯავშნეთ ყველაფერი, იმიტომ რომ არის, ისეთი პერიოდი, როცა ყველაფერი არის დაკავებული. მაგალითად აგვისტოში, თვითონ იტალიელებიც მიდიან სამოგზაუროდ და წინასწარ, ორი თვით ადრე ჯავშნიან ხოლმე ადგილებს.

რა მიგაჩნიათ ეფექტურ მეთოდად იტალიური ენის სწავლებში და რას იყენებთ, თქვენს გაკვეთილებში ?

– კომუნიკაცია პირველ რიგში, თუ ვინმეს იტალიურის კარგად შესწავლა უნდა და გამოთქმით საუბარი უნდა რომ შეძლოს. ადგილობრივი სიტყვების სწავლაც თუ უნდა, რომელსაც ინტერნეტში ვერ ნახავს ეგეთ სიტყვებ ვასწავლი ჩემს გვერდზე, ვიდეოებში. მუსიკა და ფილმებიც რა თქმა უნდა.

მაგალითად რომელი, შეგიძლიათ გვირჩიოთ ?

– ძველებური, მაგალითად ჩელენტანო. სხვათა შორის, აქ ფილმში გადამიღეს, ფრანგულ-იტალიურ ფილმ ,,alla vita“- ში, 2022 წელს და ყველაზე დასამახსოვრებელი დღე იყო, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.

როგორ მოხდა ეგ ამბავი, როგორ მოხვდით ფილმში ?

– ვუკრავ ფანდურზე, ვმღერი ქართულ- ხალხურ და უცხოურ სიმღერებს. ამ ფილმში  სჭირდებოდათ ქართველი ფერმერები, რომლებსაც შეეძლებოდათ ქართულად სიმღერა და დაკვრა. მივედი კასტინგზე დავუკარი, ვიმღერე და აგვიყვანეს ოთხი ქართველი ბიჭი. მთელი ფილმის განმავლობაში ძირითადად, ჩვენ ვჩანვართ, ვმღერით ქართულად და ვუკრავთ.

რა არის ყველაზე დიდი სირთულე ქართველებისთვის იტალიური ენის შესწავლისას და როგორ შეიძლება რომ გადალახონ ?

– პირველ რიგში, სირთულე,  არის დიალექტები. მეორე, ყველაზე რთული, ჩემი აზრით, არის გრამატიკული მხარე იტალიურში  და თუ, თქვენ თავიდანვე დაიწყებთ გრამატიკის შესწავლას, დროთა განმავლობაში სიტყვებსაც ძალიან მარტივად აითვისებთ, რადგან ქართული, ინგლისური და რუსული სიტყვები ძალიან ჰგავს იტალიურს.

ავტორი: სალომე ჭიკაძე

რატი თაბაგარი გვერდის ბმული:

https://www.facebook.com/RatiTabagarii?mibextid=LQQJ4d

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 July, 2024
რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

5 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

ივლისი 6, 2024
ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ივლისი 6, 2024
„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

5 ივლისი 2024
სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

5 ივლისი 2024
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

5 ივლისი 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

ივლისი 6, 2024
თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

ივლისი 6, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ივლისი 3, 2024
რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

ივნისი 27, 2024
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

7 ივლისი 2024

ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ

7 ივლისი 2024
როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

6 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

ივლისი 6, 2024
როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

ივლისი 6, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ივლისი 7, 2024
როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

ივლისი 6, 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024
თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

ივლისი 6, 2024
თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

ივლისი 5, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი