ორშაბათი, ივლისი 8, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერვიუ„ვირუსის გავრცელების წყარო იყო სამედიცინო დაწესებულებები, ახლაც იქნება იგივე“-გიორგი ფხაკაძე

„ვირუსის გავრცელების წყარო იყო სამედიცინო დაწესებულებები, ახლაც იქნება იგივე“-გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შესახებ გვესაუბრა:

„ჩვენ ერთი რამე ვისწავლეთ, – ამ კონკრეტულ პანდემიას ახასიათებს ხუთთვიანი ციკლურობა, ყოველ ხუთ თვეში არის პიკი. ეს დამოკიდებულია უშუალოდ ამ ვირუსის მოქმედებაზე.

ვიცით, რომ ადამიანებმა, ვინც ვირუსი გადაიტანეს, ხუთი თვე არის დაცული, „ხუთთვიანი ვაქცინა აქვს გაკეთებული“, მაგრამ ხუთი თვის შემდეგ ისევ არის დაუცველი და შეიძლება მოხდეს რეინფიცირება.

საქართველოში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო ნოემბრის თვეში. ნოემბრიდან გასულია ხუთი თვე. მე იანვარში ვთქვი, გათვლების მიხედვით, საქართველოში მესამე ტალღა იქნებოდა აპრილში.

როცა ვიცით, რომ პანდემიას ახასიათებს ციკლურობა (ეს მეცნიერული დასკვნებია), რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ და ჯანცავის სფერომ? – უნდა მოემზადოს!“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, მესამე ტალღა დაიწყო სამი კვირის წინ, მარტის ბოლო კვირას.

„სამწუხაროდ, არაფერი კეთდება იმისათვის, რომ შეაჩერონ მესამე ტალღა, ყველა აკეთებს საწინააღმდეგოს, რაც შეიძლება ძლიერი ტალღა იყოს ქვეყანაში. როცა ვიცით ყველა მექანიზმი, როგორ ვაკონტროლოთ და როგორ შევაჩეროთ. ძალიან კარგი მაგალითი იყო ნოემბერში, როცა 10 ათასი ადამიანი იყო ინციფირებული და დეკემბერში უკვე აკონტროლებდნენ. ახლა იგივე შეცდომებს უშვებენ.

მე აღარ ვილაპარაკებ, რა არის გასაკეთებელი. ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან კარგად იცის, რაც არის გასაკეთებელი, მაგრამ ჩემი დასკვნა არის ასეთი: „ჩვენ არაფერი არ ვისწავლეთ, იგივე შეცდომებს ვუშვებთ!“

ჩვენ ვიცით, რომ ვირუსთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება არის სამედიცინო პირბადე (დღესდღეობით სამედიცინო პირბადეს ალტერნატივა არ აქვს. სამედიცინო პირბადე უნდა გამივიყენოთ 5 წლის ასაკიდან), 2-მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა, თავშეყრის ადგილებს მაქსიმალურად აარიდეთ თავი.

საქართველოში უკვე არის ბრიტანული შტამი, რომელიც არის უფრო გადამდები.

სამწუხაროდ, საქართველოში ჯანდაცვის სისტემა არის აწყობილი რაოდენობაზე და არა ხასირისხზე. ხარისხიან ჯანდაცვაზე ყურადღების არმიქცევამ მოგვცა ის შედეგი, რაც გვაქვს. ექიმებს არ აქვთ უწყვეტი სამედიცინო განათლება, არ ტარდება შესაბამისი ტრენინგები.

პრაქტიკულად, ნოემბერში ვირუსის გავრცელების წყარო იყო სამედიცინო დაწესებულებები, ახლაც იქნება იგივე სიტუაცია.

ორი კვირის წინ დავიწყე საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა. ძირითადი მიზანი არის, საქართველოში ჯანდაცვის სისტემა გავააუმჯობესოთ, დავეხმაროთ საავადმყოფოებს, აწიონ ხარისხი. თუ არ დავალაგეთ ჯანდაცვის სისტემა, ყოველთვის ვიქნებით ამ პრობლემების წინაშე.

არც ერთი ვაქცინა არ არის საბოლოოდ დამტკიცებული. 10-ზე მეტმა ვაქცინამ უკვე მიიღო სხვადასხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ დროებითი მოხმარების თანხმობა, გადაუდებელ მდგომარეობაში შეიძლება იყოს გამოყენებული.
ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაამტკიცა ფაიზერი, ასტრაზენეკა და Johnson & Johnson, ევროკავშირის წამლის სააგენტონ დაამტკიცა ფაიზერი, მოდერნა, Johnson & Johnson და ასტრაზენეკა. აშშ-ის წამლის სააგენტომ დაამტკიცა მხოლოდ და მხოლოდ ფაიზერი, მოდერნა და Johnson & Johnson. ასტრაზენეკა აშშ-ში არ არის დამტკიცებული.
ყველა ვაქცინა არის ცდების, კვლევის პროცესში, ყველა ვაქცინას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ნაწილი. როცა ჩვენ ვანხორცილებთ ვაქცინაციის პროგრამას, პრინციპი უნდა იყოს, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, უნდა იყოს პროცესის გამჭვირვალობა, ღიად უნდა უთხრან მოსახლეობას, რა რისკები არსებობს და რა დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია ვაქცინას. უნდა ვითანამშრლოთ მწარმოებლებთან და დიდ ორგანიზაციებთან, გავცვალოთ ინფორმაცია და ვისწავლოთ, სხვა ქვეყნებში რა ხდება.
გუშინ გავავრცელე ინფორმაცია, – სამწუხაროდ, ჩინური ვაქცინა არ არის ისეთი ეფექტური“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

პეკინი (AP)- ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა დაბალია. ჩინურ ვაქცინებს „დაცვის მაღალი მაჩვენებელი არ აქვს“, – თქვა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა – გაო ფუმ, შაბათს, ქალაქ ჩენდუში გამართულ კონფერენციაზე. ჩინეთის ჯანდაცვის ექსპერტები Pfizer-BioNTech ვაქცინის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებდნენ (რომელიც ახალი ტექნოლოგიით დამზადებული მ-რნმ ვაქცინაა). მიიჩნევდნენ, რომ ბევრად სანდო და ეფექტიანი იყო ჩინური, ძველი ტექნოლოგიით (ინაქტივირებული მეთოდით) დამზადებული ვაქცინები და პეკინმა ასობით მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა მიაწოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას. „დღესდღეობით ოფიციალურად განიხილება, უნდა გამოვიყენოთ თუ არა სხვადასხვა ტექნოლოგიის ვაქცინები იმუნიზაციის პროცესში“, – განაცხადა გაომ. კვირის პრესკონფერენციაზე ოფიციალურმა პირებმა პირდაპირ არ უპასუხეს კითხვებს გაოს კომენტართან ან ვაქცინციის გეგმებში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა CDC-ის სხვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დეველოპერები მუშაობენ mRNA-ტექნოლოგიის ვაქცინებზე. „ჩვენს ქვეყანაში შემუშავებული mRNA ვაქცინები კლინიკური გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა“, – თქვა უანგ ჰუაკინგმა. მან ჯერჯერობით არ მიუთითა გამოყენების შესაძლო ვადები. ექსპერტები ამბობენ, რომ სხვადასხვა ტექნოლოგიების ვაქცინების ერთდროულად გამოყენებამ შესაძლოა ეფექტიანობა გაზარდოს. ბრიტანეთში მკვლევრები Pfizer-BioNTech-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინების კომბინაციით იმუნიზაციის შესაძლო შედეგებს იკვლევენ. ჩინეთის სახელმწიფოს წამლის მწარმოებლების, სინოვაკისა და სინოფარმის მიერ შექმნილი ვაქცინები ექსპორტირებულია მსოფლიოს 22 ქვეყანაში, მათ შორის: მექსიკაში, თურქეთში, ინდონეზიაში, უნგრეთში, ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში, იტყობინება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სინოვაკის ვაქცინის ეფექტიანობა ბრაზილიის ჯანდაცვის ექსპერტებმა 50.4%-ით შეაფასეს (შედარებისთვის, Pfizer-BioNTech ვაქცინის ეფექტიანობა, დღეის მონაცემებით, 97%-ია). ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაღალი ეფექტიანობის დამამტკიცებელი დოკუმენტაციების არარსებობის გამო ჩინური ვაქცინები არ გაიყიდება შეერთებულ შტატებში, დასავლეთ ევროპასა და იაპონიაში. სინოვაკის სპიკერმა ლიუ პეიჩენგმა აღიარა, რომ დღეის მონაცემებით არსებობს ჩინური ვაქცინების სხვადასხვა ეფექტიანობის მაჩვენებელები, რომლებიც შეიძლება განპირობებული იყოს ადამიანების ასაკით, ვირუსის შტამით და სხვა ფაქტორებით. პეკინს დღემდე არ დაუმტკიცებია არც ერთი უცხოური ვაქცინა ქვეყანაში გამოსაყენებლად. გაომ დაწვრილებით არ ისაუბრა მომავალი გეგმების შესახებ, თუმცა აღნიშნა: „ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რა სარგებელი მოაქვს mRNA ვაქცინებს კაცობრიობისთვის… ჩვენ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, თუმცა ამ ტექნოლოგიის ვაქცინები არ უნდა უგულებელვყოთ მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე გვაქვს რამდენიმე ტიპის ვაქცინა“. გაო ადრე ეჭვქვეშ აყენებდა mRNA ვაქცინების უსაფრთხოებას. ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო „სინჰუამ“ დეკემბერში განაცხადა, რომ ვინაიდან ახალი ტექნოლოგიის ვაქცინებს პირველად იყენებდნენ ჯანმრთელ ადამიანებზე, ვერ გამორიცხავდა უარყოფით გვერდით მოვლენებს. ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა, პოპულარულმა ჯანმრთელობისა და მეცნიერების სააგენტოებმა ეჭვქვეშ დააყენეს Pfizer-BioNTech ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა. 2 აპრილის მონაცემებით, გაოს განცხადების თანახმად, ჩინეთში დაახლოებით 34 მილიონმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის ორი დოზა და დაახლოებით 65 მილიონმა – ერთი დოზა. სინოვაკის სპიკერმა, ლიუმ განაცხადა, რომ კვლევების თანახმად, თუ ვაქცინაციის ორ დოზას შორის დროის ინტერვალი მეტი იქნება ამჟამინდელ 14 დღეზე, ვაქცინის ეფექტიანობა შეიძლება „უკეთესი იყოს“, მაგრამ კონკრეტული კვლევის შედეგები და დოკუმენტაცია დადასტურებულ მაღალ ეფექტიანობაზე, გამოყენებული პრაქტიკის მიხედვით, ჯერჯერობით არ არსებობს.

ფაიზერი / Pfizer-მა მსოფლიოში პირველმა შეიტანა განაცხადი ამერიკის წამლის სააგენტოში (ძლიერი მარეგულირებელი), ამჯერად 12-18 ასაკის ახალგაზრდებში ვაქცინის გამოყენებაზე – https://www.accreditation.ge/post/ფაიზერი-გეგმავს-12-დან-15-წლამდე-მოზარდებში-ვაქცინაციას

ასტრაზენეკა აკეთებდა იგივე კვლევას და შეაჩერა“. აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალურმა უწყებებმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაცია გასცეს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, ვაქცინაციის შემდეგ ექვს ადამიანს თრომბები განვითარდა. წერს Euronews-ი . მანამდე ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრის შემდეგ თრომბი ოთხ ადამიანს განუვითარდა. აშშ-მა Johnson-ის მიერ წარმოებული ვაქცინის 6.8 დოზა მიიღო.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 July, 2024
რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

5 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

ივლისი 6, 2024
ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ივლისი 6, 2024
„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

5 ივლისი 2024
სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

5 ივლისი 2024
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

5 ივლისი 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

ივლისი 6, 2024
თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

ივლისი 6, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ივლისი 3, 2024
რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

ივნისი 27, 2024
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

7 ივლისი 2024

ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ

7 ივლისი 2024
როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

6 ივლისი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

ივლისი 6, 2024
როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

ივლისი 6, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ივლისი 7, 2024
როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

ივლისი 6, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები

მსოფლიოს უცნაური სახლები

7 ივლისი 2024
მოგზაურობა პარიზში-10 უალამაზესი ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ

მოგზაურობა პარიზში-10 უალამაზესი ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ

6 ივლისი 2024
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

6 ივლისი 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024
თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

ივლისი 6, 2024
თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

ივლისი 5, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები