ორშაბათი, ივლისი 8, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიმუზეუმებიხელოვნების სასახლე ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი სიძველეთსაცავია

ხელოვნების სასახლე ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი სიძველეთსაცავია

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი – ხელოვნების სასახლე ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი სიძველეთსაცავია. მუზეუმი განთავსებულია დედაქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს შენობაში. შენობის ავტორია იმ პერიოდის ცნობილი არქიტექტორი პოლ ფრიდრიხის ძე შტერნი. ნაგებობა ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშია. სამსართულიანი კოშკი, მაღალი ქონგურები, ლამაზად გაფორმებული კარნიზები, ღია ტერასა და ციცაბოდ აზიდული სახურავი შენობას უჩვეულო, თბილისისათვის ნაკლებად დამახასიათებელ სილუეტს აძლევს.

შენობის აგების ისტორია სასახლეს მეტ მომხიბვლელობას ანიჭებს. 1882 წელს, გერმანელმა პრინცმა კონსტანტინე პეტრეს ძე ოლდენბურგელმა (1850-1906) ქალაქ ქუთაისში ულამაზესი ქალბატონი, თავად დადიანის მეუღლე აგრაფინა ჯაფარიძე გაიცნო. პრინცი იმდენად მოიხიბლა ქალის მშვენიერებით, რომ მისი ოჯახური მდგომარეობა არად ჩააგდო და სიყვარული გაუმხილა. ოლდენბურგელის მხურვალე გრძნობამ აგრაფინას ქმარიც დაავიწყა და მოვალეობაც. შეყვარებულებმა ქუთაისი დატოვეს და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ. პრინცმა ქმრისგან გამოქცეულ სატრფოს ულამაზესი სასახლე აუშენა. ამ სასახლეში ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, დავით არსენიშვილის (1905-1963; მოგვიანებით იგი მოსკოვში ანდრეი რუბლოვის მუზეუმის პირველი დირექტორი გახდა) მიერ 1927 წელს დაარსებული სათეატრო მუზეუმი გადმოვიდა. დღეს ის პროფილით ერთადერთია კავკასიაში, ხოლო კოლექციის სიმდიდრით მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმების თანატოლი. აქ დაცული 300 ათასზე მეტი ექსპონატი თითქმის ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით ქართული თეატრის, მუსიკის, ცირკის, ხალხური შემოქმედების, ოპერისა და საბალეტო ხელოვნების განვითარებასა და ამ დარგში მოღვაწე ხელოვანთა შესახებ.

სამუზეუმო ექსპონატები ანტიკური პერიოდიდან იწყება. ეს გახლავთ ქალაქ ვანში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ანტიკური ნიღაბი. ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდში დაცულია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, ალექსანდრე ახმეტელის, კოტე მარჯანიშვილის, პეტრე ჩაიკოვსკის, თეოდორ შალიაპინის, ნიკოლოზ რიმსკი კორსაკოვის ხელნაწერები. მუზემში თავმოყრილია ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა – დიმიტრი არაყიშვილის, გიორგი ერისთავის, მიხეილ ჭიაურელის, ზაქარია ფალიაშვილის, ვანო სარაჯიშვილის პირადი არქივები; ხელნაწერი პიესები, შექსპირის მაჩაბლისეული თარგმანის ვარიაციები, მუზეუმის წიგნთსაცავში ინახება XVII-XIX საუკუნეების რარიტეტული გამოცემები. აქ არის დაცული გრამფირფიტები, აფიშები, თეატრალური და კინო კოსტიუმები. ფოტო და ფოტონეგატივების ფონდში კინოფილმების „ჯიმ შვანთე!“, „მამლუქი“, „გიორგი სააკაძე“ და სხვათა უნიკალური მასალები.

უმდიდრესია სახვითი ხელოვნების ფონდი. აქ იხილავთ: XVI-XVII საუკუნეების სპარსულ მინიატურებს, XVIII საუკუნის ფრანგულ გრავიურებს, ძველი თბილისური მხატვრობის საუკეთესო ნამუშევრებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ლევ ბაქსტის, ალექსანდრე ბენუას, ფერნანდ ლეჟეს, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, პეტრე ოცხელის, ირაკლი ფარჯიანის ფერწერული ტილოები და გრაფიკული ნამუშევრები.

მუზეუმის ისტორიამუზეუმის ისტორიამუზეუმის ისტორია

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის ფონდებში ინახება ძველი და თანამედროვე ქართული თეატრის, კინოს, მუსიკის და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი უმდიდრესი მასალა. მათ შორისაა: XVII-XX ს.ს-ის ფერწერის ნიმუშები, სპარსული მინიატურები, გერმანული და ფრანგული გრავიურები, ლიტერატურისა და ხელოვნების ცნობილი მოღვაწეების მემორიალური ნივთები და არქივები. თეატრალური კოსტიუმები, აუდიო და ვიდეოჩანაწერები, აფიშები, პროგრამები, კინოფირები, თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების კოლექციები და სხვა. მუზეუმი განთავსებულია გრაფ ოლდენბურგისა და პრინცესა დადიანის მიერ 1895 წელს აგებულ სასახლეში.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 17 სთ-მდე, გამოფენა ღიაა ყოველდღე.

მუზეუმის მისამართი: ქ. თბილისი, ია კარგარეთელის ქ. 6

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 July, 2024
რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

5 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

ივლისი 6, 2024
ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ივლისი 6, 2024
„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

5 ივლისი 2024
სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

5 ივლისი 2024
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

5 ივლისი 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

ივლისი 6, 2024
თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

ივლისი 6, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ივლისი 3, 2024
რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

ივნისი 27, 2024
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

7 ივლისი 2024

ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ

7 ივლისი 2024
როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

6 ივლისი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

ივლისი 6, 2024
როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

ივლისი 6, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ივლისი 7, 2024
როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

ივლისი 6, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები

მსოფლიოს უცნაური სახლები

7 ივლისი 2024
მოგზაურობა პარიზში-10 უალამაზესი ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ

მოგზაურობა პარიზში-10 უალამაზესი ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ

6 ივლისი 2024
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

6 ივლისი 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024
თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

ივლისი 6, 2024
თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

ივლისი 5, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები