საავადმყოფო: მრავალპროფილური |
მისამართი: გორგასლის ქ. 93, თბილისი |
დაჯავშნე აქ: 032 2 24 44 55; 032 2 424 550 |
ხარისხი: გადის აკრედიტაცია კანადის საერთაშორისო სტანდარტებს |
პინეო სამედიცინო ეკოსისტემა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადის ” საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამით. 🇨🇦
სიახლეები:
პაციენტთა კმაყოფილების კვლევა
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა, რომელიც არის „აკრედიტაცია კანადის” ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ახორციელებს 20-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულების საერთაშორისო აკრედიტაციას, დაიწყო პაციენტების ონლაინ გამოკითხვა „შენი აზრი“. პაციენტს შეუძლია, გადავიდეს ტექსტში მითითებულ ლინკზე
https://www.surveymonkey.com/r/pineo
ან დაასკანეროს QR კოდი
შეავსოს კითხვარი და დააფიქსიროს საკუთარი აზრი. ანონიმურობა დაცულია.
“აკრედიტაცია კანადის” ვიზიტი “პინეოში”
2024 წლის 26 მარტს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა “პინეო სამედიცინო ეკოსისტემის” წარმომადგენლებთან.
“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.
შეხვედრის შემდეგ “შენი ექიმი” “პინეო სამედიცინო ეკოსისტემის” გენერალურ დირექტორს, პროფესორ კახა ნურალიძეს ესაუბრა:
“შეხვედრა ნაყოფიერი იყო, განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც ეხება საერთაშორისო აკრედიტაციას სამედიცინო დაწესებულებებში.
ბევრი ადამიანი დაესწრო და ინტერაქტიული კითხვა-პასუხის რეჟიმით მიმდინარეობდა შეხვედრა, რაც ძალიან კარგია. მინდა მივულოცო “პინეოს სამედიცინო ეკოსისტემას” სამედიცინო გუნდს აკრედიტაციის მორიგი ეტაპის წარმატებით დასრულება და ახალ ეტაპზე გადასვლა.
დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლოს შესაბამისი შედეგი დაიდება.
ზოგადად, აკრედიტაციის პროცესი არის ის აუცილებელი გამოწვევა და საერთაშორისო სტანდარტიზაციის ის აუცილებელი საფუძველი, რომლის გარეშე დღეს თანამედროვე სამედიცინო დაწესებულება წარმოუდგენელია.
“აკრედიტაცია კანადა” დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მაგალითად, ჩრდილოეთ იტალიაში 100-ზე მეტი დაწესებულება გადის აკრედიტაციის პროცესს “აკრედიტაცია კანადას” სტანდარტით და მინდა წარმატება ვუსურვო მათ.”
კლინიკა პინეოს სიახლეები:
სტაციონარული და ამბულატორიული სერვისები:
უროლოგიური სერვისები:
- შარდ-სასქესო სისტემის ინფექციური დაავადებების დიაგნსტიკა და მათი მკურნალობა(ურეთრიტი, პროსტატიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, ორქო-ეპიდიდიმიტი და ა.შ)
- წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები ( კიბო, კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია) სრული დიაგნოსტიკა ( უროფლოუმეტრია, პსა, პროსტატის დამიზნებითი ტრანარექტალური ბიოფსია) და ოპერაციული მკურნალობა ( ღია, ენდოსკოპიური და ლაპარასკოპიული)
- შარდის ბუშტის სიმსივნის სრული დიაგნოსტიკა ( მათ შორის ავტომატური პჯრ ციტოლოგია) ოპერაციული მკურნალობა ( ღია და ენდოსკოპიური წესით)
- თირკმლის სიმსივნის სრული დიაგნოსტირება ( მათ შორის ბიოფსია) ოპერაციული მკურნალობა ( ღია და ლაპარასკოპიული ოპერაციები, ასე თირკმლის ნაწილობრივი რეზექცია)
- სათესლე ჯირკვლის კიბო სრული დიაგნოსტიკა, ოპერაციული მკურნალობა
- სასქესო ასოს კიბო სრული დიაგნოსტიკა, ოპერაციული მკურნალობა
- შარდის შეუკავებლობა
- მამაკაცის უშვილობა
- ერექციული დისფუნქცია
- შარდ-კენჭოვანი დაავადება (თირკმლის, შარდსაწვეთის, შ/ბუშტის კენჭები) სრული დიაგნოსტირება (ულტრაბგერი, რენტგენოლოგიური კომპიუტერული ტომოგრაფია), დისტანციური ლითოტრიფსია, თერაპიული და ოპერაციული მკურნალობა, ღია ოპერაცია, კონტაქტური ლითოტრიფსია (ლაზერი)
- შერეული ოპერაციები: ცირკუმციზიო-ფიმოზის გამო ოპერაცია, სათესლე პარკის წყალმანკის (ჰიდროცელე) ოპერაცია, სათესლე ჯირკვლის ვენების (ვარიკოცელე) ოპერაცია და ა.შ
ქირურგია:
- ზოგადი ქირურგია
- თორაკალური ქირურგია
- მცირეინვაზიური ქირურგია
- ბარიატრიული ქირურგია
- ქირურგიული ონკოლოგია
- ენდოსკოპიური ქირურგია
- გინეკოლოგიური ქირურგია
- ტრავმატოლოგიური ქირურგია
- უროლოგიური ქირურგია
- ნეიროქირურგია
- ნეოროვასკულური ინტერვეციები
- ყბა სახის ქირურგია
- სისხლძარღვთა ქირურგია
სამეანო სერვისები / სამეანო დეპარტამენტის ამბულატორიული სამეანო სერვისები:
- ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამით
- ექსპერტული ულტრასონოგრაფიული კვლევა ნაყოფის გენეტიკური და ორგანული პათოლოგიების დასადგენად
- ინვაზიური გენეტიკური პროცედურები, მათ შორის: ამნიოცენტეზი,კორდოცენტეზი, კარდიოტოკოგრაფია, ნაყოფის ბიოფიზიკური პროფილის დადგენა
სამეანო დეპარტამენტის სტაციონარული სამეანო სერვისები:
- როგორც მესამე დონის პერინატალური ცენტრი, დაწესებულება ახორციელებს ნებისმიერი ორსულობების გართულებების მკურნალობას და მართვას
- ნებისმიერი სახის მშობიარობა (ფიზიოლოგიური მშობიარობა, მათ შორის ინსტრუმენტალური (მაშები და ვაკუომი), საკეისრო კვეთა, გართულებული მშობიარობა)
- ფიზიოლოგიური მშობიარობა გადატანილი საკეისრო კვეთის შემდეგ
- ნებისმიერი რთული ქრონიკული, ორსულობის მართვა: მათ შორის გულ-სიხლძარღვთა პათოლოგიები, ინსულტები, და სხვა
- მშობიარობის შემდგომი ყველა ტიპის ინფექციური გართულების მართვა, მათ შორის სეფსისი
გინეკოლოგიური სერვისები / ამბულატორიული გინეკოლოგია:
- გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევების მკურნალობა;
- პრემენსტრუალური სინდრომის მკურნალობა;
- კლიმაქტერიული სინდრომი და ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია;
- კონტრაცეფცია კონსულტირება (ჰორმონალური, იმპლანტი, საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფცია);
- თვითნებური აბორტების მკურნალობა;
- საშვილოსნოს გარე ორსულობის კონსერვატიული მართვა
- საშვილოსნოს მიომის კონსერვატიული მკურნალობა;
- ენდომეტრიოზის მკურნალობა;
- პერიოდული პროფილაქტიკური ვიზიტები (ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით)
- ოჯახის დაგეგმვა
- უშვილობის დიაგნოსტიკა (ჰისტეროსალპინგოგრაფია/სონოსალპინგოგრაფია) და მკურნალობა;
- ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების (კოლპიტების, ადნექსიტების, ენდო– მიომეტრიტების) მკურნალობა;
- სქესობრივად გადამდები ინფექციების (ტრიქომონოზის, ქლამიდიოზის და ა.შ.) დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
- შარდის სტრესული შეუკავებლობა ქალებში;
- ქალის სასქესო ორგანოების პოლიპების მკურნალობა;
- საშვილოსნოს ყელის არაანთებითი დაავადებები – დიაგნოსტიკა, ამბულატორიული და/ან ქირურგიული მკურნალობა;
- ვულვის არაანთებითი დაავადებები – დიაგნოსტიკა, ამბულატორიული მკურნალობა;
- კოლპოსკოპია
- კრიოდესტრუქცია;
- მუცლის ღრუს პუნქცია საშოს უკანა თაღიდან
- სარძევე ჯირკვალი – დიაგნოსტიკა, მკურნალობა;
- საშვილოსნოს პროლაფსი – დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ქირურგიული გინეკოლოგია:
- დიაგნოსტიკური და ოპერაციული ჰისტეროსკოპია; (პოლიპექტომია, მიომექტომია, მეტროპლასტიკა, სინექიოლიზისი)
- ექტოპიური ორსულობა- ლაპარასკოპია ტუბექტომია, ტუბოტომია
- საკვერცხის ცისტა, -ლაპარასკოპია ცისტექტომია, საკვერცხის რეზექცია, ოვარექტომია, ადნექსექტომია
- ჰიდროსალპინგსი, პიოსალპინგსი, ტუბოოვარიალური აბსცესი, პელვიოპერიტონიტი ლაპარასკოპიული მიდგომით
- პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს (ლაპარასკოპია დრილინგი და კაუტერიზაცია)
- საშვილოსნოს მიომა (ლაპარასკოპია კონსერვატიული მიომექტომია, ტოტალური და სუბტოტალური ჰისტერექტომია)
- საშვილოსნოს გიგანტური ზომის მიომები (ლაპარატომია კონსერვატიული მიომექტომია, ტოტალური და სუბტოტალური ჰისტერექტომია)
- ვაგინალური მიომექტომია/ ჰისტერექტომია
- ვაგინოპლასტიკა
- ენდომეტრიოზი
- უშვილობა
- ტროფობლასტური დაავადება (ბუშტნამქერი, ქორიონეპითელიომა)
- ბართოლენის ჯირკვლის პათოლოგიები
ახალშობილთა სერვისები:
- ახალშობილის მეთვალყურეობა
- ახალშობილის მეთვალყურეობა
- ნეოროსონოსკოპია
- ახალშობილის ექოკარდიოგრაფია
- ახალშობილთა, ჩვილთა და ბავშვთა აცრები იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით მენჯ-ბარძაყის ექოსკოპიური კვლევა
- ახალშობილთა, ჩვილ ბავშვთა და პედიატრიული ასაკის მქონე ოპაციენტთა მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევა
ამბულატორიული სერვისები:
- ოჯახის ექიმის კაბინეტი
- კარდიოლოგიური სერვისი
- ნევროლოგიური სერვისი
- ქირურგიული სერვისი
- გინეკოლოგია
- უროლოგია
- ლითოტრიპსია
- ენდოკრინოლოგია
- გასტრო-ენტეროლოგია
- ტრავმატოლოგია
- ორთოპედია
- პედიატრია
- ფსიქიატრია
- პროქტოლოგია
დიაგნოსტიკური სერვისები:
- ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი
- ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
- რენტგენოდიაგნოსტიკა
- კომპიუტერული ტომოგრაფია
- ენდოსკოპიური კვლევები
- ბიოფსია
- გინეკოლოგიური დიაგნოსტიკის სრული სპექტრი
- გენეტიკური ლაბორატორია
სპეციალისტა კონსულტაციები:
- მეან-გინეკოლოგი
- ენდოკრინოლოგი
- ონკოლოგი
- პედიატრი
- ნევროლოგი
- ქირურგი
- უროლოგი
- სექსოლოგი
- ანესთეზიოლოგი
- თერაპევტი
- ფსიქიატრი
- კარდიოლოგი
- ნეიროფსიქოლოგი
- ოფთალმოლოგი
კლინიკის ისტორია/ კლინიკის შესახებ:
პინეო სამედიცინო ეკოსისტემა, როგორც მრავალპროფილური სამედიცნო ცენტრი ფუნქციონირებს ყოფილი მეოთხე სამშობიარო სახლის ბაზაზე და ემსახურება ნებისმიერი სამედიცინო საჭიროების მქონე პაციენტს.
2015 წელს, ყოფილი სამშობიარო სახლი შეიძინა გუნდმა, რომელიც შედგებოდა საქართველოს ჯანდაცვის სფეროსთვის კარგად ცნობილი პროფესიონალებისგან:
ზაზა სინაურიძე, სანდრო ცისკარიძე, ავთანდილ იმედაძე, ანდრო ძნელაძე, არმაზ თავაძე, იაგორ კალანდაძე.
აღნიშნული გაერთიანება გახლდათ უნიკალური საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, რადგან პროფესიონალებს საშუალება მიეცათ განევითარებინათ თავიანთი მიმართულებები კლინიკაში.
დღეისთვის პინეო სამედიცინო ეკოსისტემა წარმოადგენს მეოთხე დონის რეფერალურ კლინიკას, მე-3 დონის პერინატალურ ცენტრს.
აერთიანებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, უახლეს მაღალტექნოლოგიურ სერვისებს და გამოცდილ სპეციალისტებს.
მრავალპროფილურობა კლინიკას საშუალებას აძლევს პაციენტებს ერთ სივრცეში შესთავაზოს სხვადასხვა მიმართულების მომსახურება.
კლინიკის მმართველი გუნდი:
🥼 კახა ნურალიძე
🥼 ოთარ შარაშენიძე
🥼 მზია ჯაფარიძე
🥼 გია თომაძე
კლინიკის თანამშრომლები:
🥼 ალექსანდრე ცისკარიძე – ნევროლოგი, პროფესორი.
🥼 ანდრო ძნელაძე – სამედიცინო რადიოლოგი, უროლოგიური მიმართულება.
🥼 გიორგი ბოჭორიშვილი – უროლოგი, ონკოუროლოგი, ბავშვთა უროლოგი,მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
🥼 ზურაბ კლიმიაშვილი – კარდიოლოგი, კარდიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი.
🥼 ზაზა სინაურიძე – მეან-გინეკოლოგი, პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელი.
🥼 თამარ მაჩიტაძე – მეან-გინეკოლოგი,სამეანო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
🥼 მერაბ ჯანელიძე – ქირურგი, ბარიატრიული და მეტაბოლური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი
🥼 გია თომაძე – კლინიკური დირექტორი, ქირურგი, თსსუ – პროფესორი
🥼 მარიტა გუგუნავა – კლინიკური ონკოლოგი, ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
🥼 ავთანდილ იმედაძე – უროლოგი, უროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი.