სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024

ჩაჩავას კლინიკა

მისამართი:
თბილისი, კოსტავას ქ. N 38

,,ჩაჩავას კლინიკა გახლავთ მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც თავის მრავალრიცხოვან პაციენტებს ევროპული სტანდარტის შესაბამის ყველა ტიპის სამედიცინო სერვისს სთავაზობს. თავდაპირველად კლინკა ცნობილი იყო როგორც სამშობიარო სახლი, თუმცა, სამედიცინო ბაზარზე გაჩენილი მოთხოვნების და თანამედროვეობის გამოწვევის შესაბამისად, კლინიკაში მაღალი დონის სამეანო სერვისებს არაერთი ახალი მიმართულება დაემატა. სამედიცინო დაწესებულებაში მუდმივად ხდება პაციენთა მოსაზრებების შესწავლა, მიღებული ინფორმაციის ანალიზი და პაციენტთა  მოთხოვნილებების შესაბამისი და მათზე ორიენტირებული  ახალი სამედიცინო სერვისების დანერგვა. ჩაჩავას კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.

კლინიკა მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლების მიერ მოწოდებული ბოლი თაობის სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი, ექიმების ინტელექტუალური რესურსი და მუდმივად განახლებადი აპარატურული პარკი უზრუნველყოფს მკურნალობის ეფექტურობას და მაღალ შედეგებს, უსაფრთხო და კომფორტულ  გარემოს, რომელშიც პაციენტები სერვისს იღებენ.
დღეისათვის კლინიკაში 100-ზე მეტი ასეთი სერვისია, მათ შორის:

 

  • ლაპარასკოპიული ქირურგია
  • ესთეტიკური მედიცინა
  • პლასტიკური ქირურგია
  • ოტო-რინო-ლარინგოლოგია
  • რეპროდუქტოლოგია
  • სამედიცინო გენეტიკა 
  • ნანო-ტექნოლოგიების  და უახლესი ტესტ-სისტემების გამოყენებით  ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკა

თუმცა კლინიკის მთავარ პრიორიტეტს სამეანო-გინეკოლოგიური სერვისები წარმოადგენს.

მასალის გამოყენების პირობები
Verified by MonsterInsights