პარასკევი, თებერვალი 21, 2025
აკრედიტაცია კანადა-AC (22)აკრედიტიტაციის პროცესშია (22)გინეკოლოგიალაბორატორიასამშობიარო სახლიქირურგიასაქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი

მისამართი:
თბილისი, გორგასლის ქ. N95

შპს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი ჩამოყალიბდა ორი ცნობილი კლინიკის, ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალის და წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლის გაერთიანების შედეგად.

შპს ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალი გაიხსნა ქ. თბილისში გორგასლის ქ. #95 ში 1979 წელს, მას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი ცნობილი პიროვნება ბატონი ნიკოლოზ ბარნოვი. 2007 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო მრავალპროფილური ჰოსპიტალი გადავიდა სრულიად საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში.

წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლი დაფუძნდა ქ. თბილისში თარხნიშვილისქ #4-ში მდებარე პლატონ შუშანიას სახელობის #3 სამშობიარო სახლის ბაზაზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს ლოცვა კურთხევით. სამშობიარო სახლის ბაზაზე ფუნქციონირებდა თსსუ სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრა, რომელსაც უდიდესი როლი მიუძღვის სამეანო-გინეკოლოგიურ დარგის განვითარებასა და კადრების აღზრდაში.

2012 წლის 10 ოქტომბერს ორი კლინიკა გაერთიანდა და დაერქვა შპს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, ეს არის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებას გააჩნია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და დაკომპლექტებულია მაღვალკვალიფიციური კადრებით.

სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობს ვეფხვია ოდიშარია.

ცენტრთან თანამშრომლობს ყველა სადაზღვევო კომპანია, ქალაქის მერია და რაიონული გამგეობები.

მასალის გამოყენების პირობები
Verified by MonsterInsights