სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024

სამედიცინო ცენტრი (ციტო)

მისამართი:
თბილისი, თბილისი, ვაკე, ზ. ფალიაშვილის ქ. #40

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ 1997 წელს დაარსდა და საქართველოში დანერგა ლაბორატორიულ მედიცინაში არსებული საერთაშორისო სტანდარტები, რამაც ქართველ ექიმებს მისცა შესაძლებლობა, მაღალი ტექნოლოგიების საშუალებით დაესვათ უტყუარი დიაგნოზი და დაეგეგმათ შესაბამისი მკურნალობა. 

 

24 წელია, სამედიცინო ცენტრი „ციტო“ ემსახურება პაციენტებსა და კლინიკებს; ჩაბმულია ჯანდაცვის პროგრამებსა და საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში. 2005 წლიდან  სერტიფიცირებულია და აქვს ხარისხის მართვის ISO 9001 სერტიფიკატი, ხოლო 2015 წლიდან საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის (GAC) მიერ გაცემული აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, 2016 წლიდან კი, სამედიცინო ცენტრი ციტო წარმოადგენს პირველ და ერთადერთ საერთაშორისოდ აკრედიტებულ კლინიკურ ლაბორატორიას, რომელსაც აშშ-ს აკრედიატციის ორგანოს, ANAB-ის მიერ მინიჭებული აქვს ISO 15189.

 

„ციტო“ პაციენტებს სთავაზობს: ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს, რომელშიც ერთიანდება ჰემატოლოგია, კლინიკური ქიმია, იმუნოლოგია, მიკრობიოლოგია, მოლეკულური დიაგნოსტიკა, აპარატული კვლევების ფართო სპექტრი უახლესი აპარატურით (ულტრასონოგრაფია, რენტგენოგრაფია, დენსიტომეტირია), სრულყოფილად აღჭურვილი კარდიოლოგიური და ოფთალმოლოგიური კაბინეტი.

 

პაციენტებს სამედიცინო კონსულტაციას უწევენ ყველა დარგის გამოცდილი და კვალიფიციური ექიმები: კარდიოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი, გასტროენტეროლოგი, ანგიოლოგი, პულმონოლოგი, გინეკოლოგი, რევმატოლოგი, ორთოპედი, ნეფროლოგი, პროქტოლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, დერმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, ინფექციონისტი, ფიზიოთერაპევტი.

 

„ციტო“ საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილ ათ ლოკაციაზე მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს თავის პაციენტებს.

 

 

„ციტოს“ ლაბ ექსპრესები

თბილისი:

  • დიღომი, ლუბლიანას ქ. 15
  • გლდანი, ო. ხიზანიშვილის ქ. 21
  • დიდი დიღომი, მირიან მეფის ქ. 9

 

რეგიონები:

  • გორი, სტალინის ქ. 48
  • სამტრედია, რესპუბლიკის ქ. 2
  • ქუთაისი, შოთა რუსთაველის გამზ. 27
  • ზუგდიდი, ი. კიკალიშვილის ქ. 2
  • სენაკი, შოთა რუსთაველის ქ. 241
  • ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 107
  • თელავი, ერეკლე II-ს ქ. 2

 

 

სამუშაო საათები

სამედიცინო ცენტრი „ციტო“

ორშაბათი-პარასკევი: 09:00 -18:00  

შაბათი: 09:00 – 15:00 

 

 

„ციტოს“ ლაბ ექსპრესები: 

თბილისი 

  • ორშაბათი-პარასკევი: 09:00 – 17:00 
  • შაბათი: 09:00 – 14:00

 

რეგიონები 

  • ორშაბათი-პარასკევი: 09:00 – 17:00 

 

 

საკვლევი მასალის ჩაბარება შესაძლებელია

ორშაბათი-პარასკევი: 09:00 -16:00

შაბათი: 09:00 – 14:00

 

მასალის გამოყენების პირობები
Verified by MonsterInsights