ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024

პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი

მისამართი:
ვაჟა-ფშაველას გამზ. 83/11

,,პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი’’  არის საქართველოში პირველი მომავალზე ორიენტირებული კლინიკა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობის გამოკვლევას გენეტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

პერსონალიზებული მედიცინის მიზანია ჩაანაცვლოს არსებული სამედიცინო მიდგომები ახალი, ინოვაციური მკურნალობის მეთოდებით, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხარჯეფექტურ ინდივიდუალურ მიდგომას.

ეს არის სამედიცინო მეციერების რევოლუცია , რაც პაციენტის მოლეკულური კვლევით დაავადების აღმოჩენას, პროგნოზირებას, მონიტორინგსა და მკურნალობას გულისხმობს.

 

კლინიკამ ფუნქციონირება 2013 წლიდან  დაიწყო და დღეისათვის წარმოდგენილია:

  • 3 საოპერაციო დარბაზი;
  • რეანიმაციული განყოფილება;
  • პოსტოპერაციული და ინტენსიური თერაპიის ბლოკები;
  • ქირურგიული განყოფილება;
  • დღის სტაციონარი (ქიმიოთერაპიის დარბაზი)
  • მაღალ ტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი.

 

,,პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის’’ – ლუი პასტერის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თაობის დანადგარებით და უწევს ლაბორატორიულ მომსახურებას საქართველოში წარმოდგენილ წამყვან კლინიკებს.
“პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი” მორგებულია პაციენტის საჭიროებებზე და თავაზობს ინოვაციურ სამედიცინო სერვისებს რაც სრულიად ახლებური მიდგომაა დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.

ინსტიტუტის მისიაა პერსონალიზებული მედიცინის მეთოდოლოგიის გამოყენებით ონკოლოგიური და შინაგანი დაავადებების ადრეული (პრეკლინიკური) დიაგნოსტიკა, გენეტიკური თავისებურებების შესაბამისი მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობა, პირველადი და მეორადი პრევენცია.

პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი 2015 წლიდან არის ევროპის პერსონალიზებული მედიცინის ალიანსის წევრი და ჩართულია საერთო ფუნდამენტურ და დიაგნოსტიკურ კვლევებში. ამავე ინსტიტუტში ფუნქციონირებს საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრი საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის , აშშ-ს და იაპონიის პერსონალიზებული მედიცინის ასოციაციების ექსპერტების თანამონაწილეობით.

პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის მიერ 2015-2016 წლებში გამოქვეყნებულია 7 სამეცნიერო შრომა, ამჟამად მუშავდება 5 სამეცნიერო კვლევა საერთაშორისო ფორუმებისა და სიმპოზიუმებისათვის.

 

მთავარი მკვლევარები:

პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძე;

პროფესორი გაიანე სიმონია.

მასალის გამოყენების პირობები
Verified by MonsterInsights