სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024

ნია ონიაშვილის კლინიკა ბაიები

მისამართი:
ბეჟან კალანდაძის ქ.N 10

ისტორია

ჩვენმა კლინიკამ პაციენტების მიღება დაიწყო 2015 წლის 5 იანვრიდან. 2016 წლის 1-ლ ივლისს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკის სტატუსი 6 წლის ვადით. 2016 წლის 23 სექტემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პერინატალური რეგიონალიზაციის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით განესაზღვრა პერინატალური სერვისის II დონე. დღეის მდგომარეობით კლინიკა გთავაზობთ სამეანო-გინეკოლოგიურ, ქირურგიულ და ამბულატორიულ მომსახურებებს.

 

ჩვენი კლინიკის მისიაა:

პაციენტებს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, რომელიც იმსახურებს ნდობას და შეუქმნას სასიამოვნო გარემო;

ექიმებს შეუქმნას ჯანსაღი და დაცული სამუშაო გარემო, რათა მათ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების განვითარება და მაქსიმალური რეალიზება. გაზარდოს ახალი თაობის ექიმები, რომლებიც გადასცემენ კლინიკის ხარისხს მომავალ თაობებს;

საზოგადოებას შეუწყოს ხელი განვითარებაში მსოფლიო სამედიცინო სიახლეების კვლევითა და დანერგვით, იურიდიული და საგადასახადო წესრიგით, გარემოსა და ადამიანის უფლებათა დაცვით.

მასალის გამოყენების პირობები
Verified by MonsterInsights