„მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“ – იაშვილის კლინიკა მრავალპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ხდება 0-18 წლამდე ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტთა ჰოსპიტალიზაცია. კლინიკა გათვლილია 310 საწოლზე და დანერგილია სამდონიანი სამედიცინო მომსახურების გაწევის პრინციპი შემდეგ განყოფილებებში:
- ამბულატორიული განყოფილება
- გადაუდებელი მედიცინის განყოფილება
- სტაციონარული განყოფილება, რომელიც საქართველოში ყველაზე სრულყოფილ, მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს უზრუნველყოფს.
ჰოსპიტალში ფუნქციონირებს ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრიც, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაციების ჩატარება. სამედიცინი ცენტრში შესაძლებელია 200–მდე ლაბორატორიული კვლევის ჩატარება (კლინიკო–დიაგნოსტიკა, ჰემატოლოგია, ბიოქიმია, სეროლოგია, იმუნოლოგია, სისხლის შემადედებელი სისტემის გამოკვლევა).
პაციენტებს ასევე შეუძლიათ მიიღონ სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა:
- კრიტიკული მედიცინა
- მოზრდილ ბავშვთა კრიტიკული მედიცინა
- ანესთეზია, პერიოპერაციული და ტკივილის მართვა
- ნეიროქირურგია
- ონკოლოგია
- ჰემატოლოგია
- რესპირაციული მედიცინა
- პედიატრია
- ურო-ნეფროლოგია
- უროლოგია
- ტრავმატოლოგია-ორტოპედია
- აბდომინური პედიატრია
- ნეონატოლოგია
- ჩვილ ბავშვთა და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინა
- ახალშობილთა ინტენსიური თერაპია
- გადაუდებელი სამედიცინი დახმარება
- ობსერვაცია და ტოქსიკოლოგია
- რევმატოლოგია
- რადიოლოგია (ულტრასონოგრაფიული და რენტგენოგრაფიული კვლევები)
- ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
- კლინიკო-ბიოქიმიურ-ბაქტერიოლოგია
- ბავშვთა კარდიო-ქირურგია