წარმოგიდგენთ კომპანია მედ.კო-ს რომელიც გახლავთ პირველი მულტიპროფილური სამედიცინო მომსახურება სასურველ მისამართზე გამოძახებით.
მედ.კო-ს მომსახურებია ბინაზე გამოძახებით:
- 50-ზე მეტი, სხვადასხვა პროფილის ექიმების მომსახურება ბინაზე გამოძახებით: პედიატრი, რევმატოლოგი, დერმატოლოგი, თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, ორთოპედტრავმატოლოგი, გინეკოლოგი და სხვა – მომსახურების შიდა სტანდარტი;
- ექთნის მომსახურება – ინდივივიდუალური სამანიპულაციო პროცედურები ;
- ექოსკოპიური კვლევა – სხვადასხვა სეგმენტის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა მათ შორის: ექოკარდიოსკოპია, სამეანო ექოსკოპია, ნეიროსონოსკოპია ჩვილებში, მენჯ-ბარძაყის სახსრის კვლევა ჩვილებში, დოპლეროგრაფია, რბილი ქსოვილები, სახსრის ექოსკოპია, ვაგინალური ექოსკოპია და სხვ; ს
- ციფრული რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა;
- Covid 19-ის დიაგნოსტიკა: PCR და სწრაფი ტესტირება SARS-CoV Antigen-ი ნაცხით;
- სმენის ხარისხის განსაზღვრა – აუდიომეტრია, როგორც პედიატრიულ ასაკში ასევე მოზრდილებში ;
- გარეგანი სასუნთქი სისტემის ფუნქციის კვლევა – სპირომეტრია
- 24 საათიანი ჰოლტერის მონიტორინგი;
- ეკგ – ელექტროკარდიოგრაფია;
- ფსიქოლოგის ვიზიტი ბინაზე მომსახურებით;
- ექიმი ალერგოლოგის კაბინეტი;
- მასაჟი – როგორც სამედიცინო, ასევე კოსმეტოლოგიური და ზოგად გამაჯანსაღებელი მასაჟის პროცედურები სასურველ მისამართზე გამოძახებით ასევე, ადგილზე მომსახურებით;
- Covid 19-ის შემდგომი სარეაბილიტაციო მომსახურება – რომელიც მოიცავს როგორც სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფის კონსულტაციას ასევე, კომპლექსურ ფიზიო და სარეაბილიტაციო მომსახურებებს ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით;
- ორგანიზაციებისთვის დასაქმებული პირების პერიოდული პროფილაქტიკური სამეიდცინო შემოწმების უზრუნველყოფა კანონით განსაზღვრული პროტოკოლის მიხედვით.
ჩვენი მომსახურებებით საგებლობა შესაძლებელია როგორც სამედიცინო ცენტრში ასევე ბინაზე მომსახურებით.
მედ.კო აერთიანებს კვალიფიციური ექიმების გუნდს, ულტრათანამედროვე ლაბორატორიულ და მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას.