,მედცენტრი“ წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ,მრავალპროფილურ სამკურნალო-დიაგნოსტიკურ სამედიცინო დაწესებულებას. ჰოსპიტალში დანერგილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დიაგნოსტიკური კვლევები,რაც ძალზე მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროში,ყოველივე ეს კი მოსახლეობას საშუალებას აძლევს ქვეყნიდან გაუსვლელად მიიროს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება.
1945 წელის აჭარაში დაარსდა პირველი ონკოლოგიური დაწესებულება ონკოპუნქტის სახელით.
1951 წელს N 1 საავადმყოფოს ბაზაზე
დაარსდა აჭარის ა რ ონკოლოგიური დისპანსერი.
1965 წლიდან აჭარის ა რ ონლოგიური დისპანსერს ემატება სტაციონარი და ფუნქციონირებას იწყებს (პუშკინის N118) როგორც შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრი“
2012 წელს დაიწყოახალი ეტაპი შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრი“-ს
ისტორიაში,მოხდა ჰოსპიტალის სრული რეკონსტრუქცია – რეაბილიტაცია ,განახლდა დიაგნოსტიკური რგოლი, დაინერგა ახალი მიმართულებები,ჰოსპიტალმა დაიწყო ფუნქციონირება,როგორც მაღალტექნოლოგიურმა, მრავალპროფილურმა სამედიცინო დაწესებულებამ ,,მედცენტრის“ სახელწოდებით.
ჰოსპიტალის მისია:
- მომხმარებელს შესთავაზოს,ეფექტური მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება.
- მუდმივი ზრუნავსა პერსონალის უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე
- ჰოსპიტალის აღჭურვა ულტრათანამედროვე აპარატურით,რაც უზუსტესი დიაგნოსტირების საშუალებას მოგვცემს.
- ჰოსპიტალის დაკომპლექტება გამოცდილი,პროფესიონალი სამედიცინო პერსონალით.
ჰოსპიტალის უპირატესობა: