.ევექსი ჰოსპიტლები საქართველოს მასშტაბით მოქმედი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 19 კლინიკით არის წარმოდგენილი.
ქსელის უმსხვილესი ჰოსპიტალია კავკასიის მედიცინის ცენტრი – მყარი ისტორიული გამოცდილების მქონე უმსხვილესი მულტიპროფილური კლინიკა, რომელიც რეგიონის მოსახლეობას უახლეს სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებულ მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდოლოგიებს სთავაზობს. JCI საერთაშირისო სტანდარტების მიხედვით დაპროექტებული კავკასიის მედიცინის ცენტრი დასავლური გამოცდილების მქონე ქართველი ექიმებითა და ექთნებით არის დაკომპლექტებული. ჰოსპიტალში ხორციელდება მაღალი სირთულის სამედიცინო ინტერვენციები როგორც ამბულატორიულად, ასევე – სტაციონარულად.
კავკასიის მედიცინის ცენტრი მსოფლიოს ცნობილ ჰოსპიტლებსა და წამყვან სპეციალისტებთან (ალიმპი, ისრაელი) თანამშრომლობს, რაც რთული შემთხვევების სწორად მართვას უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო სპეციალისტების ადგილზე მოწვევით, ასევე ტელემედიცინის მეშვეობით. კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტაციონარულ ბაზასაც წარმოადგენს. ჰოსპიტალში აქტიურად ხორციელდება კიბოს სკრინინგი და სხვა სახელმწიფო პროგრამები.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კავკასიის მედიცინის ცენტრი სამედიცინო ტურიზმის ჰაბია რეგიონში. კლინიკის პრინციპია, უზრუნველყოს საერთაშორისო დონის ჯანდაცვა ყველასათვის. ევექსის ჰოსპიტლები უცხოელ პაციენტებს ძალიან მაღალ სამედიცინო მომსახურებას მისაღებ ფასად სთავაზობს. ასევე, უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო კონსიერჟის მომსახურებს, რაც პაციენტებისთვის დამატებით კომფორტს წარმოადგენს.
კავკასიის მედიცინის ცენტრის ძლიერ მხარეს დასავლური გამოცდილების მქონე ექიმებით დაკომპლექტებული გუნდი, უახლესი სამედიცინო ინფრასტრუქტურა და სერვისების მრავალფეროვნება წარმოადგენს. ქსელში ტარდება ისეთი იშვიათი სამედიცინო ინტერვენციები რეგიონში, როგორიც არის ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და რქოვანის გადანერგვა. უცხოელ პაციენტებს იზიდავთ ასევე ინ ვიტრო განაყოფიერების success rate, რომელიც 85%-ს შეადგენს.