სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024

ინტერკლინიკა

მისამართი:
თბილისი, ბაზალეთის ქ. N7 შესასვლელი ფალიაშვილის ქუჩიდან

ინტერკლინიკა დაარსდა 2003 წლის 3 სექტემბერს ქ. თბილისში, როდესაც საქართველოში მოსახლეობისთვის ფაქტიურად არ არსებობდა სრულყოფილი სამედიცინო სერვისების მიღების შესაძლებლობა. დაარსების დღიდან ჩვენი მთავარი მიზანი იყო კლინიკის მყუდრო, ოჯახურ გარემოში პაციენტებისთვის შეგვეთავაზებინა უახლესი ტექნიკის საშუალებით სრულყოფილი გამოკვლევები, პროფესიონალური კონსულტაცია და სწორი კომპლექსური მკურნალობის დაგეგმვა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ერთ სივრცეში. ყოველივე ეს კლინიკის განვითარების ეტაპებზე ტრადიციად იქცა.

დღეს საქართველოში უამრავი კლინიკაა, თუმცა ინტერკლინიკის მრავალწლიანი მოღვაწეობით დაგროვილი გამოცდილება, საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას მსოფლიოს წამყვან კლინიკებში და ბოლო თაობის დიაგნოსტიკური კვლევის აპარატები გამორჩეულს ხდის მას საქართველოს მასშტაბით. ყოველივე ეს განაპირობებს მრავალი ერთგული პაციენტების არსებობას, რომელიც ჩვენი კლინიკის ფასდაუდებელი შენაძენია. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი ვიყოთ მუდმივად ნოვატორები რჩება კლინიკის განვითარების სტრატეგიის ძირითად პრიორიტეტად.

მასალის გამოყენების პირობები
Verified by MonsterInsights