თბილისის ონკოლოგიური ცენტრი, 2003 წლიდან ფუნქციონირებს როგორც სამედიცინო, ასევე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო მიმართულებებით. დღეისთვის ცენტრში ხორციელდება პაციენტთა როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მედიკამენტოზური და ოპერაციული მკურნალობა. კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებს შემდეგი დეპარტამენტები:
- მამოლოგია
- კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგია
- თავ-კისრის ქირურგია
- ონკოაბდომინური და ზოგადი ქირურგია
- ოფთალმოლოგია
- გინეკოლოგია
- უროლოგია
- ორთოპედია-ტრავმატოლოგია
- აღდგენითი (პლასტიკური) ქირურგია
- ოტორინოლარინგოლოგია
- ენდოკრინოლოგია
- ბავშვთა და მოზრდილთა ალერგოლოგია
- ქიმიოთერაპია
- რეანიმაცია-ანესთეზია
- პროქტოლოგია
- ლაბორატორია
- ციტოლოგია
- ენდოსკოპია
- რადიოლოგია
- სხივური თერაპია
- ლაპარასკოპიული ონკოქირურგია