სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი

მისამართი:
გამსახურდიას ქ. №206

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ქსელში შემავალი ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალია სამეგრელოს რეგიონში, რომელიც მრავალპროფილურ, სრული სამედიცინო სერვისს სთავაზობს რეგიონის მოსახლეობას. ჰოსპიტალი ყოველთვიურად 9,400-ზე მეტ პაციენტს ემსახურება, ტარდება 400-მდე ქირურგიული ჩარევა, მათ შორის მაღალტექნოლოგიური ორთოპედიული ოპერაციები და გადაუდებელი ურთულესი ოპერაციები შინაგან ორგანოებზე. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ფუნქციონირებს ლიცენზირებული, გადაუდებელი მედიცინის განყოფილება, რომელიც ერთადერთია სამეგრელოში. 2015 წლიდან ჰოსპიტალში ფუნქციონირებს სრული 24 საათიანი უწყვეტი გეგმიური და გადაუდებელი კარდიოლოგიური მომსახურება.

სრულად აღჭურვილი რეანომობილებით ხორციელდება პაციენტების დროული ტრანსპორტირება რეგიონის სხვადასხვა ჰოსპიტალებიდან და მათი შესაბამისი, ადექვატური მართვა.

მასალის გამოყენების პირობები
Verified by MonsterInsights