სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024

ენმედიცი (ვაკე)

მისამართი:
არაყიშვილის ქ. 2

შპს  „აკად. ვ. ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი ,,ენმედიცი“ წარმოადგენს სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას.

 

კლასიკური მედიცინის საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი, მრავალწლიანი გამოცდილება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე მიდგომების გამოყენება, კვლევის უახლესი მეთოდები, ულტრათანამედროვე აპარატურა, გამართული მენეჯმენტი – აძლევს საშუალებას ჩვენს კლინიკას დაიმკვიდროს საქართველოში ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია სხვადასხვა მიმართულებებში. ეს ყოველივე გახდა საფუძველი იმისა, რომ 2013 წელს კლინიკამ მოიპოვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატი – ISO 9001:2008. 

 

ისტორია

ცენტრი აკადემიკოს ვაჟა ივერიელის (ლეკიშვილის) სახელს ატარებს. მის სახელთანაა დაკავშირებული კლინიკის ისტორიაც. იგი ჩამოყალიბდა თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილების ბაზაზე, სადაც დიდი მეცნიერის, პედაგოგისა და კლინიცისტის, ვაჟა ივერიელის თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა საქართველოს კლინიკურ ენდოკრინოლოგიას ჯერ კიდევ XX საუკუნის 60-იან წლებში. 60-იანი წლების ბოლოს განყოფილებაში ფუნქციონირებას იწყებს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიის კათედრა, რამდენიმე წელიწადში  ამავე ბაზაზე გაიხსნა საქართველოში პირველი ენდოკრინოლოგიური განყოფილება, რომელიც შემდგომში საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში პირველ დამოუკიდებელ ენდოკრინოლოგიურ კლინიკად ჩამოყალიბდა. შემდგომი წლების განმავლობაში კლინიკის ბაზაზე თბილისის სამედიცინო აკადემიის ორი კათედრა ფუნქციონირებდა: ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის კათედრა აკადემიკოს ივერიელის ხელმძღვანელობით და ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების ენდოკრინოლოგიის კათედრა პროფესორ დავით მეტრეველის ხელმძღვანელობით. კლინიკა დღესაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზას წარმოადგენს, სადაც მიმდინარეობს დიპლომისშემდგომი მზადება სხვადასხვა საექიმო სპეციალობაში.

 

დღეს ცენტრი წარმოადგენს ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ მრავალპროფილურ დაწესებულებას ამბულატორიული და სტაციონარული სერვისებით, მძლავრი ლაბორატორიით.  ცენტრს, ასევე, აქვს ფილიალი, რომელიც საოჯახო მედიცინის მიმართულებით ფუნქციონირებს.

 

ხარისხი

კლინიკა „ენმედიცი“-ს მუშაობა ეფუძნება ხარისხის პოლიტიკას, რომელიც ცდილობს უზრუნველყოს, რომ ჩვენი მომსახურება და პროდუქტები სრულად შეესაბამებოდეს მომხმარებლის მოთხოვნებს., როგორც ხარისხის, ისე ფასის მიხედვით. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ პაციენტის კმაყოფილების მაღალ დონეს. სწორედ ამ მიზნის მიღწევისათვის შრომობს ჩვენი თითოეული თანამშრომელი.

 

სერვისები

ჩვენი ცენტრის ამბულატორიული მომსახურება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
• ენდოკრინოლოგია
• ბავშვთა ენდოკრინოლოგია
• თერაპია
• კარდიოლოგია
• ნევროლოგია
• ბავშვთა ნევროლოგია
• გინეკოლოგია
• რეპროდუქტოლოგია
• სექსოლოგია
• მამოლოგია
• ოფთალმოლოგია
• ოტორინოლარინგოლოგია
• ანგიოლოგია
• დერმატოლოგია
• საოჯახო მედიცინა
• პედიატრია
• დენსიტომეტრია
• ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
• ასპირაციული ბიოფსია
• რეაბილიტაცია
• მანუალური თერაპია
• ფსიქოლოგიური სამსახური

 

დიაგნოსტიკური სამსახური

  • რენტგენოლოგია – ციფრული რენგენი
  • ექოსკოპია – ყველა სისტემის კვლევა; საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ღონისძიებები ექოსკოპიის კონტროლით
  • დოპლეროგრაფია
  • დენსიტომეტრია
  • ელექტროენცეფალოგრაფია
  • ელექტროკარდიოგრაფია

 

სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიმართულებებია

  •    რეანიმაცია/ინტენსიური თერაპია
  •    თერაპიული სტაციონარი/დღის სტაციონარი

ქირურგია:

  •    ენდოკრინოლოგიური ქირურგია
  •    ენდოკრინოლოგიური ქირურგია განაკვეთის გარეშე (ტრანსორალური ქირუეგია)
  •    მუცლის ღრუს ქირურგია
  •    თვალის ქირურგია
  •    გინეკოლოგიური ქირურგია
  •    მამოლოგია 

– ოფთალმოლოგიური სამსახური -კლინიკის ოფთალმოლოგიური სამსახური ამბულატორიული მომსახურების სრულ სპექტრთან ერთად გთავაზობთ თვალის უნიკალურ უნაკერო და ლაზერულ    ოპერაციებს; იგი აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებული უახლესი აპარატურით (Tomey; Gauder ; Quantel Medical). ოფთალმოლოგიური განყოფილება ატარებს შემდეგი  სახის ოპერაციებს:

– ბადურის დაავადებების ლაზერულ მკურნალობას (საქართველოში ერთადერთი ორტალღიანი ლაზერის მეშვეობით (Quantel Medical Supra Twin);

– მშრალი თვალის სინდრომის ქირურგიული მკურნალობა;

– საცრემლე გზების ენდოსკოპიური ოპერაცია;

– ქუთუთოს და კონუქტივის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;

– რქოვანას დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;

– ირიდოპლასტიკა;

– კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია (უნაკერო ოპერაცია კუმშვადი ბროლით); 

– გლაუკომა – ქირურგიული და ლაზერული მკურნალობა;

– ვიტრეორეტინალური ოპერაციები;

– სტრაბიზმის (სიელმის) ქირურგიული მკურნალობა;

– ასევე, ჩვენთან ფუნქციონირებს ენდოკრინოლოგიური სტაციონარი, სადაც ნებისმიერი სახის ქრონიკული ენდოკრინული დაავადების მკურნალობაა შესაძლებელი.

 

ლაბორატორია

ჩვენი ლაბორატორიული სამსახური გთავაზობთ 1000-მდე სახეობის გამოკვლევას დიაგნოსტიკის ისეთ დარგებში, როგორიცაა: ბიოქიმია, ჰემატოლოგია, იმუნოლოგია, ბაქტერიოლოგია, ჰისტო-მორფოლოგია, ციტოლოგია, გენეტიკა, იზოსეროლოგია, კოაგულოლოგია, ალერგოლოგია. თქვენ მოგემსახურებათ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. ჩვენი ლაბორატორია სარგელობს მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული სამედიცინო ბრენდების ავტომატიზირებული ანალიზატორებით. მათ შორისაა: Abbott, Seimens Healthcare Diagnostics, Instrumentation Laboratory, Bayer Diagnostics, Dako, Spinreact, BPS Biosed, Radim და სხვა. მსოფლიო ლიდერების აღჭურვილობა და მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული რეაგენტები არის შედეგების სიზუსტის გარანტი. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ არამარტო შედეგების სიზუსტეზე, არამედ პაციენტების უსაფრთხო მომსახურებასა და მედპერსონალის დაცვაზე. ლაბორატორიული კვლევის მეთოდები მუდმივად ვითარდება და იხვეწება. ჩვენ ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ საერთაშორისო სტანდარტს. “ენმედიცი”-ს ლაბორატორია ერთ-ერთი ლიდერთაგანია საქართველოს რეალობაში. კლინიკაში მუდმივად წარმოებს სიახლეების ძიება და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა, რათა შენარჩუნებული იყოს ეს როლი.

ლაბორატორიული ნიმუშების აღება ხდება პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების სრული დაცვით სტანდარტის შესაბამისად, ხოლო მიღებული მასალის ტრანსპორტირება ლაბორატორიაში სპეციალური პნევმატური სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით მიმდინარეობს, რაც ნიმუშების დაუყოვნებლივი მიღების საშუალებას იძლევა.

ამლაბორატორიაში დაინერგა საქართველოში პირველად იმუნოჰისტოქიმიური კვლევის მეთოდი, რომელიც დღეს რუტინულ დიაგნოსტიკურ მეთოდად გამოიყენება. ასევე, პირველად საქართველოში დაინერგა საკვების მიმართ ინტოლერანტობის ტესტი, რომელიც ეფუძნება IgG-ის დონის განსაზღვრას სიხლში 221 საკვები პროდუქტის მიმართ. 

 

ლაბორატორიის ხარისხის კონტროლი

კლინიკური მედიცინის განვითარების თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებით გამკაცრებულია მოთხოვნები ლაბორატორიული კვლევების ხარისხისადმი. დიაგნოსტიკური გამოკვლევების სიზუსტე მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამედიცინო სპეციალობისთვის.
ორგანიზმში არსებული დარღვევების დიაგნოსტიკა და მათი ნორმალიზაციისთვის მიმდინარე მკურნალობის ეფექტურობის შეფასება ხშირად შეუძლებელია მხოლოდ უშუალო საექიმო გასინჯვით ან თუნდაც ულტრათანამედროვე ინსტრუმენტული კვლევის მეთოდების გამოყენებით. ეს ყველაფერი ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ თანამედროვე მედიცინაში უპირველეს ყოვლისა საჭიროა ზუსტი, მაღალხარისხოვანი  ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. ლაბორატორია ქმნის და აწვდის კლინიცისტს ხარისხიან, ჭეშმარიტ და ობიექტურ ინფორმაციას. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ანალიზების სიზუსტე, ლაბორატორიაში სხვა პროცედურებთან ერთად საჭიროა ჩატარდეს ხარისხის შეფასება. ამ მიზნით კლინიკა ,,ენმედიცი“ რეგულარულად მონაწილეობს ლაბორატორიის ხარისხის შიდა და გარე კონტროლის პროგრამაში.

შედა კონტროლი მოიცავს ლაბორატორიის ანალიტიკური მეთოდების კრიტიკულ შეფასებას ნიმუშის შემოსვლიდან შედეგების გაცემის ჩავლით და ლაბორატორიის ცალკეული სეგმენტის კონტროლს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ხარისხის გარე კონტროლი. კლინიკა „ენმედიცი“-ს ლაბორატორია მონაწილეობს ხარისხის გარე შეფასების პროგრამაში, რომელიც მოწოდებულია შვეიცარიის ხარისხის კონტროლის ცენტრის („Schweizerisches Zentrum für Qualitätskontrolle“) მიერ. აღნიშნული პროგრამით ტარდება ლაბორატორიული ანალიზების გეგმიური ხარისხის კონტროლი წელიწადში ოთხჯერ, შემდეგ ხდება ჩვენი ლაბორატორიის შედეგების ინტერპრეტაცია, შეფასება და სერტიფიცირება ინტერნაციონალურ დონეზე.

ყოველწლიურად წარმატებით გავლილი შემოწმება შედეგების სანდოობის დადასტურებაა.  მაღალი ხარისხის ამომწურავი დიაგნოსტიკური კვლევები ლაბორატორიას საქართველოში ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას უნარჩუნებს.

მასალის გამოყენების პირობები
Verified by MonsterInsights