ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი

მისამართი:
თბილისი, მარიჯანის ქ. 2ბ; აბულაძის ქ. 7

საქართველოში პირველი კერძო სამკურნალო-დიაგნოსტიკური მიმართულების სამედიცინო დაწესებულება – „ულტრასონოგრაფიის სასწავლო-კვლევითი ცენტრი“ 1997 წლის 18 სექტემბერს, პროფესორი დავით ტატიშვილის მიერ დააფუძნდა.

მომავალში, ცენტრის სწრაფმა ტექნოლოგიურმა განვითარებამ განაპირობა ახალი მრავალპროფილიანი სამკურნალო-დიაგნოსტიკური მიმართულების დაწესებულების შექმნის საჭირობა.

სწორედ ამიტომ, 2011 წელს თბილისში აშენდა დავით ტატიშვილის კლინიკა ამბულატორიული და 24 საათიანი სტაციონარული მომსახურებით, მრავალპროფილური პედიატრიული და ქირურგიული კლინიკური მიმართულებებით.

შემდეგ, 2013 წლის დეკემბერში შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის სრულიად ადაპტირებული ახალი ნაგებობა აშენდა, რომელშიც დაფუძნდა ,,დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრი’’, რომელიც დღესდღეობითაც საქართველოში სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულებით სრულყოფილ სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს.

ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი შემდეგი მიმართულებებით მუშაობს:

  • ალერგოლოგია
  • ოფთალმოლოგია
  • გინეკოლოგია
  • დერმატოლოგია
  • ვენეროლოგია
  • დიაგნოსტიკა
  • ენდოკრინოლოგია
  • ენდოსკოპია
  • თერაპია
  • უროლოგია
  • კარდიოლოგია
  • ლაბორატორია
  • ორთოპედია/ტრავმატოლოგია
  • ოტორინოლარინგოლოგია
  • პედიატრია
  • რეაბილიტაციური მედიცინა
  • რევმატოლოგია
  • ზოგადი ქირურგია
  • პროქტოლოგია
  • სამკურნალო-დიაგნოსტიკური

 

ასევე, ცენტრი შემდეგ პროგრამებს მოიცავს:

  • საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა;
  • თბილისის მუნიპალიტეტის მერიის ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენის სკრინინგის პროგრამა;
  • თანდაყოლილი პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა;
  • ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამა;
მასალის გამოყენების პირობები
Verified by MonsterInsights