ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰეომეოპათიური სამკურნალო საშუალება.
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 1,1 მლ ამპულაში.
შემადგენლობა:
100 მლ ხსნარი შიცავს: ADEPS SUILLUS D12, D30, D200
ჩვენება:
ვენური შეგუბება (სტაზი), ბუასილი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, პარესტეზია, ტკივილები გავა-წელის მიდამოში.
წინააღმდეგ ჩვენება:
არ გააჩნია
გვერდითი ეფექტები:
არ გააჩნია.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ADEPS SUILLUS – INJEEL თავსებადია ნებისმიერი ჯგუფის პრეპარატებთან
დოზირება:
მწვავე შემთხვევაში ყოველდღიურად, სხვა შემთხვევაში 1 ამპულა კვირაში 1-3-ჯერ კანქვეშ, კუნთში, ვენაში.
გამოყენების წესი:
დაავადებები, რომლებიც მწვავდება საკვებში ცხოველური ცხიმების არსებობის შედეგად, განსაკუთრებულად ღორის ქონის მიღების შემდეგ, ქოლესტერინემია, შემაერთებელ ქსოვილში ადსორბირებული ჰომოტოქსინები, სიმსუქნე, ვულგარული აკნე, სებორეა, მწვავე და ქრონიკული ეგზემა, ნაღვლის ბუშტის კოლიკა, ბლეფარიტი, ჯიბლიბო, ქალაზიონი, პრეპარატი ნაჩვენებია იმ დაავადებების დროს, რომლებიც ვითარდება წონის მკვეთრი დაკარგვის და შიმშილის შედეგად, ასევე გაუწყლოვანებისას (ანუ იმ დაავადებების დროს, რომელთა მიზეზს არსობრივად წარმოადგენს ჰომოტოქსინების გამოთავისფლება და სისხლსა და ლიმფაში შეღწევა).
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.
შენახვის პირობები:
დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა:
5, 10 ან 100 ამპულა შეფუთვაში.
აფთიაქში გაცემის პირობები:
გაიცემა რეცეპტით
ინფორმაცია პაციენტებისთვის:
ფირმა „ ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ-ის” პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.
მწარმოებელი ფირმა:
ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4 D-76532 ბადენ-ბადენი, გერმანია
ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში:
შპს „ნატუროპათი”, 0177, თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. 33 ტელ: (+995-32 ) 39-49-87 ფაქსი: (+995-32 ) 399-377 E-MAIL: INFO@HEEL.COM.GE