შაბათი, ივლისი 27, 2024
სალინი, ცხვირის სპრეი

სალინი, ცხვირის სპრეი


სალინი, ცხვირის სპრეი
SALIN 
 სამდიცინო გამოყენების ინსტრუქცია პაციენტებისათვის. შემცველობა: აქტიური ინგრედიენტი:
ნატრიუმის ქლორიდი 0.65%
არააქტიური ინგრედიენტები:
ბენზილის სპირტი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ერთფუძიანი ფოსფატი, ნატრიუმის ორფუძიანი ფოსფატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი.ფარმაკოლოგიური თვისებები: ეფექტურად ატენიანებს ცხვირის ლორწოვან გარსს, ათხელებს სქელ ლორწოს, არბილებს მშრალ ქერქს ცხვირში და ხელს უწყობს მათ ადვილად მოცილებას. ხსნარის pH შეესაბამება ცხვირის ლორწოვანას ბუნებრივი სეკრეტორული სითხის
pH-ს. ჩვენებები:
ახალშობილთა ცხვირის ღრუს ჰიგიენური მოვლა, ეფექტურია ასევე ბავშვებსა და მოზრდილებში. ცხვირის ღრუს გასუფთავება ლორწოსაგან და ცხვირის ლორწოვანი გარსის მშრალი ქერქისაგან, სხვადასხვა ეთიოლოგიის რინიტებისას. გამოყენების წესი და დოზები:
შეისხურება ცხვირის ღრუს სიღრმეში ფლაკონის მყარ კორპუსზე მოჭერის გზით. შესხურებისას თავი უკან არ გადასწიოთ
და ფლაკონი არ გადააბრუნოთ.

ახალშობილებისა და ბავშვებისათვის – თითო შესხურება,
მოზრდილებში – ორ-ორი შესხურება თითოეულ ნესტოში.

ფლაკონის ვერტიკალურ მდგომარეობაში მოჭერისას, ფლაკონიდან ხსნარი სპრეის სახით გამოიყოფა;
ჰორიზონტალურ მდგომარეობაში – სითხის ნაკადის სახით; გადაბრუნებულ მდგომარეობაში – წვეთებით.

გამოყენების შემდეგ ფლაკოზე მოთავსებული სასხურებელი კარგად გაწმინდეთ.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოქმედება: ამ დროისათვის დადგენილი არ არის.


ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მონაცემები პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებზე ზემოქმედების შესახებ არ არსებობს.

გამოშვების ფორმა: 44 მლ ფლაკონი.


შენახვის პირობები: მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 3 წელი. 

აფთიაქიდან გაცემის წესები: ექიმის რეცეპტის გარეშე.

მასალის გამოყენების პირობები
Verified by MonsterInsights