ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საძილე და სედატიური საშუალება. ათქ–კოდი: N05CB02.
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ავერსი–რაციონალი
ჯენერიკი: Bromisovalerian acid+Phenobarbit+Menthe
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ალფა–ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერი, ფენობარბიტალი, პიტნის ზეთი
გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტები.
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
- ალფა–ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერს – 8.2 მგ
- ფენობარბიტალს – 7.5 მგ;
- პიტნის ზეთს – 0.58 მგ
- დამხმარე ნივთიერებებს:
- ბეტა–ციკლოდექსტრინი
- კარტოფილის სახამებელი
- ტაბლეტოზა (ლაქტოზას მონოჰიდრატი
- მიკროკრისტალური ცელულოზა
- მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
- სედატიური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, სპაზმოლიზურ საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობის შემცირებას
- გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება;
- აადვილებს ბუნებრივი ჩაძინების პროცესს
- ტაბლეტის შემადგენლობაში შემავალი ალფა–ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერი ხასიათდება სედატიური და სპაზმოლიზური მოქმედებით, ჭარბ დოზებში ამჟღავნებს მსუბუქ საძილე ეფექტსაც
- ფენობარბიტალს გააჩნია სედატიური და სუსტი სპაზმოლიზური მოქმედება
- პიტნის ზეთი რეფლექტორულად აფართოებს სისხლძარღვებს და ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას.
ჩვენება:
• ნევროზი, აგზნებადობა, უძილობა, მათ შორის ჩაძინების გაძნელება
• ნეიროცირკულატორული დისტონია
• ტაქიკარდია
• არამკვეთრად გამოხატული კორონაროსპაზმი
• ჰიპერტონული დაავადების ადრეული სტადია
• კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების სპაზმი, გამოწვეული ნეიროვეგეტატიური აშლილობით.
მიღების წესი და დოზირება:
დოზირების და მკურნალობის რეჟიმისა და ხანგრძლივობას, თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად, მკურნალი ექიმის ადგენს.
მოზრდილებში, როგორც წესი, ინიშნება 1-2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ტაქიკარდიისა და კორონაროსპაზმის დროს ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ტაბლეტამდე.
გვერდითი მოვლენები:
- შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუ, კანის ალერგიული რეაქციები, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ მოშლილობა.
- პრეპარატის მაღალი დოზით ხანგძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ბრომიზმის განვითარება
- იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენები შექცევადია და დოზის შემცირებასთან ან მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად ადვილად გაივლის.
უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ
- ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
- ღვიძლის პორფირია.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
- აძლიერებს სედატიური პრეპარატების, ნეიროლეფსიური საშუალებების, ტრანქვილიზატორების, ალკოჰოლის მოქმედებას
- ვალპროის მჟავით მკურნალობის დროს კორსიზის მოქმედება ძლიერდება
- პრეპარატის მიღებამ შეიძლება შეასუსტოს კუმარინის წარმოებულების, გრიზეოფულვინის, გლუკოკორტიკოიდების, პერორალური კონტრაცეპტივების მოქმედება
- პრეპარატი ზრდის მეთოტრექსატის ტოქსიკურობას.
ჰიპერდოზირება:
სიმპტომები: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური თერაპია.
კორსიზს სპეციფიკური ანტიდოტი არ გააჩნია.
ორსულობა და ლაქტაცია:
დაუშვებელია პრეპარატის ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში მიღება.
განსაკუთრებული მითითებები:
- პრეპარატის გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.
- ლაქტოზა–გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში კორსიზის გამოყენება რეკომენდებული არ არის
- მონაცემები კორსიზის ბავშვებში გამოყენების შესახებ არ არსებობს, ამიტომ პედიატრიულ პრაქტიკაში პრეპარატი არ გამოიყენება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 10 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი–რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.