ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedწელს საყოველთაო დაზღვევის პროგრამაზე სახელმწიფომ 524 მლნ ლარი დახარჯა

წელს საყოველთაო დაზღვევის პროგრამაზე სახელმწიფომ 524 მლნ ლარი დახარჯა

2023 წლის იანვრიდან დღემდე, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, კლინიკების მიერ მოქალაქეებისთვის მიწოდებული სერვისი, სახელმწიფომ, 524 მილიონი ლარით დააფინანსა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დღევანდელი მონაცემებით, კლინიკების მიმართ სამინისტროს დავალიანება არ აღინიშნება.  „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კლინიკის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების სრული ვადა განსაზღვრულია, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან, 73 სამუშაო დღით.   შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოწოდებული, იანვარ-თებერვლის მონაცემები უკვე დამუშავებულია და კლინიკები მიერ გაწეული ხარჯები სრულად არის დაფარული. ასევე, ავანსის სახით, გაცემულია მარტის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების თანხა“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. 

#datashvil

SheniEkimi.ge

  ვიდეო - გიორგი ფხაკაძე ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის სეზონური კვების შესახებ
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი