ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedტაი ჩი პარკინსონის დაავადების სიმპტომების გამოვლენას ანელებს

ტაი ჩი პარკინსონის დაავადების სიმპტომების გამოვლენას ანელებს

აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნება ტაი ჩი პარკინსონის დაავადების სიმპტომების გამოვლენას რამდენიმე წლით ანელებს. წერს  BBC ჩინურ კვლევაზე დაყრდნობით 

კვლევა შანხაის ჟაო ტონგის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სპეციალისტებმა ჩაატარეს. ისინი 5 წლის განმავლობაში ასობით ადამიანს აკვირდებოდნენ. კვლევის მონაწილეები ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილები: 147 ადამიანი ტაი ჩით რეგულარულად იყო დაკავებული, 187 კი არა.

კვლევით დადგინდა, რომ მათ, ვინც ტაი ჩით კვირაში ორჯერ მაინც იყო დაკავებული, ნაკლები გართულება და სიცოცხლის უკეთესი ხარისხი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც არ ვარჯიშობდა. ასევე პირველ ჯგუფში პარკინსონი ნაკლებად სწრაფად პროგრესირებდა, ვიდრე მეორეში. ამასთან, ტაი ჩით დაკავებულებს უკეთ სძინავთ. ეს შედეგი ადასტურებს წინა კვლევებს, რომლებიც ვარჯიშის სარგებელზე მიუთითებდა.

პარკინსონი თავის ტვინის პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც ამ ეტაპზე არ იკურნება.

  „როგორ მართალი ვიყავი - კიდევ ბევრი საინტერესო, საიმედო და სასიხარულო ამბები“ - გიორგი ფხაკაძე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი