შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეფასდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„კლერ ჰარასტიმ, ზურაბ აზარაშვილს, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და აღნიშნა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა, საქართველოსთან, კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეფასდა.

ზურაბ აზარაშვილმა, ხაზი გაუსვა, გასულ წელს, სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნების შესახებ მიღებულ რეგლამენტს, რომელიც სხვადასხვა ობიექტზე პირველი დახმარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოფისის წარმომადგენლები“ –  აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

#drpkhakadze

- Advertisement -
Ad imageAd image

#SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეფასდა. 20 ნოემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/shromis-usaphrthkhoebisa-da-shromithi-uphlebebis-datsvis-kuthkhith-qveqhanashi-gankhortsielebuli-da-mimdinare-rephormebi-dadebithad-shephasda/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi