საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში, ექიმი გიორგი ფხაკაძე სოციალურ მედიაში რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დაარსებიდან ათი წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ მნიშვნელოვანი თარიღის გამო მან გააზიარა პირადი მოგონებები და მადლიერების სიტყვები პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალისადმი.
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი — 10 წელი
გიორგი ფხაკაძე წერს:
„2015 წელს ამ გუნდის კლინიკური დირექტორად ყოფნის პატივი მქონდა. ზრუნვა, პასუხისმგებლობა და ხარისხი — ის მთავარი პრინციპებია, რომლითაც 2013 წლის 17 სექტემბერიდან დღემდე თქვენთან ერთად მოვედით.”
მისი თქმით, გასული ათი წლის განმავლობაში ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი გზა განვლო: 19 კლინიკა და 65 000 პაციენტი გაერთიანდა ერთი საერთო მიზნის ქვეშ.
„ამ გზაზე ამოსავალი წერტილი პაციენტის ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგომაა. მადლობა პაციენტებს — ნდობისთვის, და მადლობა ექიმებს — დიდი შრომისთვის”, — აღნიშნავს ექიმი ფხაკაძე.
გიორგი ფხაკაძის საავტორო კონტენტი ხელმისაწვდომია მის YouTube არხზე.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი 10 წლისაა..“. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/regionuli-jandatsvis-tsentri-10-tslisaa/
