შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესიMidea Georgia - მ Caucasus Build 2025-ის გამოფენაზე ინოვაციური ტექნიკა წარადგინა

Midea Georgia – მ Caucasus Build 2025-ის გამოფენაზე ინოვაციური ტექნიკა წარადგინა

25 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, საგამოფენო ცენტრმა ექპო ჯორჯიამ, სამშენებლო სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას,  Caucasus Build 2025-ს უმასპინძლა. აღნიშნულ ღონისძიებაში საერთაშორისო ბრენდი „მიდეა“, უკვე მეორე წელია მონაწილეობს. წლევანდელ გამოფენაზე მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა ბრენდის სრულ პროდუქციას, მათ შორის გათბობა გაგრილების სისტემებს, სამზარეულოს ტექნიკას და სხვა თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნოლოგიებს და ადგილზე გაცნობოდნენ მიდეა საქართველოს სიახლეები და პროდუქციის მახასიათებლები. ექსპო ჯორჯიაში  გამართულ გამოფენაზე წელს „მიდეამ“ გათბობა გაგრილების სისტემები, სამზარეულოს და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა წარადგინა.

კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ნინო ჭიღვარია „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მიდეა საქართველოს მიზანია, რომ კომპანიის სახელი საქართველოში ასოცირდებოდეს სანდოობასთან ხარისხთან და ინოვაციურობასთან.

ადგილზე  წარვადგინეთ სარეცხიმანქანა ინოვაციური ფუნქციით, რომელიცსამოსის ცხოველის ბეწვისგანგათავისუფლებას გულისხმობს, ესგანსაკუთრებით საინტერესო  ფუნქციამათთვის  ვისაც  სახლში შინაური  ცხოველი ჰყავს.

ასევე გამოფენაზე წარვადგინეთკონდიციონერიგაია“, რომელსაც სახლშიგარედან შემოაქვს ჟანგბადით სავსეჰაერი და ასუფთავებს ოთახის ჰაერს. ასევე გამოფენაზე  წარდგენილი გვქონდაკონდიციონერი ცვლადი პანელებით, რომელიც ყველა ტიპის ინტერიერსიდეალურად ერგება“ – აღნიშნა ნინოჭიღვარიამ

40 წლიანი გამოცდილების ფარგლებში მიდეა წარმოადგენს მსოფლიოს N1 ბრენდს საყოფაცხოვრებო ინვერტორული კონდიციონერების მიმართულებით და მომხმარებელს სთავაზობს, მის ინტერესებზე მორგებულ ყველაზე ფართო ასორტიმენტს 5 წლიანი სრული გარანტიით.

კონდიციონერებთან ერთად, მომხმარებელი  მიდეაში სხვა კლიმატურ ტექნიკასაც შეხვდება, მაგალითად გათბობის ქვაბს, გაზისა და დენის წყლის გამაცხელებლებს, ასევე ტენის ამომშრობებს. Midea წარმოგიდგენთ ჭკვიან სამზარეულოს სისტემას – ტექნოლოგიას, რომელიც მომხმარებლის ყოველდღიურობას ამარტივებს. ბრენდის ჩასაშენებელი ტექნიკა კი გამორჩეულია ფუნქციურობით და თანამედროვე დიზაინით.

ღონისძიების ფარგლებში  გამოფენაზე მოსულ  მომხმარებელს ჰქონდათ  Midea-ს ტექნიკის სპეციალისტებს გასაუბრებოდნენ და პროდუქციის მახასიათებლებისა და შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია  ადგილზე მიეღოთ.

მიდეა საქართველოს კომერციული დირექტორი ლელა ყიფიანი აღნიშნავს, რომ ბრენდი წლიდან წლამდე სხვადასხვა კატეგორიების მიმართულებით  ავითარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთობლიობას, იქნება ეს გათბობა გაგრილების სისტემები, მაცივრები,  ჭურჭლის სარეცხი მანქანები ჩასაშენებელი  ტექნიკა თუ სხვა წვრილმანი კატეგორიის  ტექნიკა.

  შეგიძლია ამოიცნო გაფუჭებული პროდუქტი? 90%-მა ვერ შეძლო ბოლომდე მისვლა!

„მიდეა არის მსოფლიო  კლასის ბრენდი, რომელიც  გამორჩეულია ტექნოლოგიურად  მზარდი და  დახვეწილი დიზაინით, ტექნოლოგიური მახასიათებლების უპირატესობით, და დახვეწილი დიზაინით. ასევე  ორიენტირებულია რომ მომხმარებლისთვის ტექნიკის ხელმისაწვდომობა  გახადოს  მარტივი და  კომფორტული.

კომპანია  დღეის  მდგომარეობით წარმოდგენილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის  დარგში საცალო სავაჭრო  ქსელებთან და ჰიპერმარკეტებთან , ასევე სხვადასხვა სამშენებლო და კორპორატიულ მომხმარებლებთან. ბოლო 6 თვის მანძილზე  კომპანიამ თბილისსა და ბათუმში  ორი, სრულიად  ახალი კონცეფციის შოურუმი  გახსნა. ასევე, გასულ თვეს,  სტანდარტიზებული სერვისცენტრი თბილისის შემდეგ უკვე  ბათუმშიც,  რომელიც მომხმარებელს  მოემსახურება ორიგინალი ნაწილებით.“ – აღნიშნა ლელა ყიფიანმა.

წყარო

#drpkhakadze

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი